#2: დააკვირდით სტატისტიკას

by Sweety on 7 სექტემბერი, 2009 · 30 comments

in 30 გაკვეთილი

ეს პოსტი წარმოადგენს 2 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

პირველი გაკვეთილი შეგიძლიათ ამ ბმულზე იხილოთ: #1: პრეზენტაცია ლიფტისთვის

Clip Art Graphic of a Pink Guy Characterდღეს წარმოგიდგენთ მეორე თემას და დავალებას, რომელიც სტატისტიკას და მის ანალიზს შეეხება.

სანამ პრაქტიკულ დავალებაზე გადავალთ, პირველ რიგში თეორია გავიაროთ და ჩამოვთვალოთ ის ძირითადი მაჩვენებლები, რომლებსაც უნდა მიაქციოთ ყურადღება ბლოგის სტატისტიკურ მონაცემებში:

1. უნიკალური ვიზიტორების რაოდენობა

მნიშვნელობა: ყველაზე მნიშვნელოვანი მაჩვენებელი. იგი გვიჩვენებს თუ რამდენი განსხვავებული IP დაფიქსირდა ბლოგზე ერთი დღის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: უნიკალური ვიზიტორების შეტყობა შეგიძლიათ Top.ge-ს მთვლელიდან ან Google Analitycs-დან.

2. გვერდების ნახვების რაოდენობა

მნიშვნელობა: რამდენი გვერდი დაათვალიერეს დღის/კვირის/თვის განმავლობაში.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge

3. გვერდების ნახვა ერთ უნიკალურ ვიზიტორზე

მნიშვნელობა: გვერდების მთლიანი ნახვები (დღის განმავლობაში) გაყოფილი უნიკალური ვიზიტორების რაოდენობაზე (დღის განმავლობაში)

როგორ გავიგოთ:  Google Analitycs და Top.ge

4. Bounce Rate

მნიშვნელობა: გვიჩვენებს ვიზიტორების რამდენი პროცენტი ტოვებს საიტს დამატებითი გვერდების გაუხსნელად. მაგალითად ჩემი bounce rate არის 60%. ეს იმას ნიშნავს რომ ვიზიტორების 60% ბლოგზე შემოსვლისას ნახულობს მხოლოდ იმ გვერდს სადაც შემოვიდა და ეგრევე გადის სხვა დამატებითი გვერდების უნახავად. რაც უფრო დაბალია ეს % მით უფრო კარგია ეს ბლოგისთვის.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs

5. ყველაზე პოპულარული გვერდები -

მნიშვნელობა: გვერდები რომელთაც ყველაზე ხშირად ათვალიერებენ ვიზიტორები. ეს გიჩვენებთ თუ რა კონტენტია მოტხოვნადი და საინტერესო მკითხველისთვის.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge

6. რეფერალი ბმულები

მნიშვნელობა: გვიჩვენებს თუ საიდან შემოდიან უმეტესად ვიზიტორები. ჩემთან უმეტესად Top.ge-დან და Facebook-იდან შემოდიან. თქვენთან შესაძლოა სხვა საიტებიდან უფრო ხშირად შემოდიოდნენ. ამ მაჩვენებლის დაკვირვება ნათელს ხდის თუ სად უნდა არეკლამოთ აქტიურად თქვენი ბლოგი.

როგორ გავიგოთ: Google Analitycs და Top.ge

გაფრთხილება!

არ გადაიქცეთ სტატისტიკის ხამად. ახალი ბლოგერების უმეტესობას უდგება პერიოდი, როდესაც ისინი თავიანთი ბლოგის სტატისტიკას ყოველ საათში ამოწმებენ. ეს ნორმალური მოვლენაა მაგრამ დროთა განმავლობაში ბევრ დაკარგულ დროს უდრის.

სტატისტიკის ყოველწუთიერ შემოწმებას გირჩევნიათ ახალი, სასარგებლო და საინტერესო პოსტების დაწერაში დახარჯოთ დრო.

პრობლოგერი იძახის რომ სტატისტიკას დღეში 2-3-ჯერ ვამოწმებო და ისიც მხოლოდ ტრაფიკსო (ანუ უ.ვ.-ებს და გ.ნ-ებს).  მეც ზუსტად სამჯერ ვამოწმებ Top.ge-ს მთვლელს: დილით როცა ვიღვიძებ, შიადღისას საქმე რომ არაფერი მაქვს და საღამოს როცა ახალ პოსტს ვწერ.

პრაქტიკული დავალება:

მინდა ამ კვირის განმავლობაში გაარკვიოთ და ჩაინიშნოთ ზემოთ ჩამოთვლილი მონაცემები და გაიმეოროთ ეს პროცესი ყოველი თვის ბოლოს.

Top.ge-ს მთვლელის დაყენების ტუტორიალი დაწერილი მაქვს.

რაც შეეხება Google Analytics-ს, შეგიძლიათ გუგლის Help Group-ები გამოიყენოთ ან კონკრეტული შეკითხვები დამისვათ ვიდრე ტუტორიალი გაჩნდებოდეს.

ინგლისურ ენაზე შეგიძლიათ აქ ნახოთ შესაბამისი ტუტორიალი.

კურსის ბოლოს ყველამ დავწეროთ სტატისტიკის რაპორტი ამ მაჩვენებლების შესახებ.

დავალების ჩემი ვერსია:

ამ წუთას ჩემი ბლოგის სტატისტიკური მონაცემები შემდეგნაირია

უ.ვ./დღეში – საშუალოდ 386 (წყარო Top.ge & Google Analitycs)

გ.ნ./დღეში – საშუალოდ 900

გ.ნ/უ.ვ2.13 (Google Analitycs )

BR63% (Google Analitycs )

P.S. ვისაც სურს გამოიწეროს პოსტები RSS-ით მხოლოდ ამ კურსისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

30 Weeks (RSS) | 30 Weeks (for GReader)

{ 3 trackbacks }

ეს საოცარი რიცხვი სამოცდაჩვიდმეტი #2 =D « kate_alukard-ის დებილური აზრები =|
10 სექტემბერი, 2009 at 2:47 pm
#3: ლისტ-პოსტი | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
15 სექტემბერი, 2009 at 1:05 am
გააუმჯობესე ბლოგი - გადაჭერი პრობლემა შენი მკითხველებისთვის! | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
10 ნოემბერი, 2009 at 3:05 am

{ 27 comments… read them below or add one }

1 ნიკოლ 9 სექტემბერი, 2009 at 1:56 am

შენ კი ყველაფერს მშვენივრად და დაწვრილებით განმარტავ, მაგრამ მე ვარ აშკარად გონებაშეზღუდული!
ძალიან მადლობელი ვარ შენი, შენ რომ არა, საერთოდ ვერ შევქმნიდი ბლოგს და ზოგადად ახლებურად არ შევხედავდი უამრავ რამეს. გაიხარე!

პასუხი

2 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 2:53 am

რა ვერ გაიგე? აგიხსნი :user:

პასუხი

3 თაზო 9 სექტემბერი, 2009 at 6:38 pm

მარი, Google Analytic-ze დავრეგისტრირდი, კოდიც მომცა, მაგრამ ვორდპრესში მაგის ჩასმა სად უნდა ვერ მივხვდი კარგად. აქ რომ CSS შეცვალო, ფული ღირს და ეგ ხომ არ მჭირდება? თუ ვცდები?

პასუხი

4 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 9:05 pm

ვიჯეტის იმაში ვერ სვამ? :user:

პასუხი

5 თაზო 10 სექტემბერი, 2009 at 10:21 pm

ვიჯეტებში უნდა ჩავსვა? ანუ იქ, სადაც ტოპ.გე-ს მთვლელის კოდი ჩავსვი?

პასუხი

6 Sweety 10 სექტემბერი, 2009 at 10:55 pm

არ ვიცი სად უნდა ჩასვა მაგრამ სცადე რას გიშლის?

პასუხი

7 kate_alukard 12 სექტემბერი, 2009 at 11:35 pm

თაზო ეგ მეც დავაყენე და ბლოგზე არ გამოჩნდება მარტო შენს dashboardze. თუ მაფის დაყენება გინდა სხვა საქმე ა:)

პასუხი

8 chaotic 9 სექტემბერი, 2009 at 2:26 am

პირველი ჩაინიკი მოვედი :D

ანუ, კვირის ბოლოს დავდოთ ერთხელ სტატისტიკა, ხომ?

პასუხი

9 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 2:54 am

იქითა ორშაბათამდე დააკვირდი შენს სტატებს და პირველი 4 მონაცემი დადე. თუ ქაუნთერები დაყენებული არ გაქვთ დააყენეთ.

ანუ ეს ერთი კვირა მაგისთვისაა. სტატისტიკის მოსაწესრიგებლად და ქაუნთერების დასაყენებლად.

Google Analytics-ს ყველას ვურჩევ!

პასუხი

10 chaotic 13 სექტემბერი, 2009 at 2:40 am
11 kate_alukard 9 სექტემბერი, 2009 at 3:32 am

Google Analitycs
ვერაფერი გავუგე =(((

პასუხი

12 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 3:34 am

ტუტორიალი ნახე პოსტში რაც მაქვს დალინკული?

პასუხი

13 ლილიანი 9 სექტემბერი, 2009 at 3:40 am

მე პირველი დვალებაც კი არ დამიფაბლიშებია ჯერე გდია დრაფტებშI :) )) მო

პასუხი

14 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 3:48 am

მიდი მერე რას ელოდები.

პასუხი

15 kate_alukard 9 სექტემბერი, 2009 at 3:53 am

whos.amung.us
ეს მთვლელი როგორ ჩავსვა?

პასუხი

16 tatusi 9 სექტემბერი, 2009 at 9:57 am

გაფრტხილებაში რაც გიწერია გეთანხმები

პასუხი

17 კიკიტო 9 სექტემბერი, 2009 at 3:36 pm

http://kikito88.blogspot.com/2009/09/blog-post_09.html ესეც ჩემი შესრულებული დავალებაა,რა ბეჯითი ვარ :d

პასუხი

18 Natalia 9 სექტემბერი, 2009 at 5:58 pm

ვაჰ, საინტერესო დავალებაა! : ) )

პ.ს აი, თავიდან ვინც ვერ შემოგიერთდათ, შეიძლება რომ შუიდან დაიწყოს? :user:

პ.პ.ს სექტემბერში რაღაც სიახლე რომ უნდა ყოფილიყო, ეს არის თუ კიდევ სხვა რამეა? :)

პასუხი

19 Sweety 9 სექტემბერი, 2009 at 9:06 pm

კიდევ სხვა რამე იქნება ;)

ხოდა შემოგვიერთდი. წინაც დაწერე ოღონდ და დაგვაწიე… ;)

პასუხი

20 Natalia 9 სექტემბერი, 2009 at 11:49 pm

ააჰ, მაშინ მუზას უნდა დაველოდო, ერთხელ ვიცი ძალიან მენდომება და ყველაფერს დავწერ :)

პასუხი

21 kate_alukard 12 სექტემბერი, 2009 at 11:38 pm

რავი მეც გავაკეთე მგონი ეს დავალება მთვლელები დავაყენე ასე თუ ისე ვაკვირდები სტატისტიკას :) ხოდა ერთი რაც ვერ გავიგე უნიკალური მნახველები რას ნიშნავს? :) ))))))))))

პასუხი

22 kate_alukard 14 სექტემბერი, 2009 at 9:31 pm

ახალი გაკვეთილი როდის იქნებააა :P :)

პასუხი

23 Lionesa 29 სექტემბერი, 2009 at 11:44 am

http://lionesa.wordpress.com/2009/09/29/სტატისტიკა/

ესეც ჩემი დაგვიანებული შესრულებული დავალება :D

პასუხი

24 თაა 2 ოქტომბერი, 2009 at 8:55 pm

უ.ვ./დღეში – საშუალოდ 85-88 ადამიანი
გ.ნ./დღეში – საშუალოდ 113
გ.ნ/უ.ვ – 1.32
BR – ვერაფერი გავიგე როგორ უნდა ვიჩალიჩო

წყარო Top.ge

მეორე გაკვეთილიც შევასრულე :)

პასუხი

25 ირინა_ქ 1 ნოემბერი, 2009 at 2:00 pm

მე არ მჭირდება არც top.ge_ს მთვლელი და არც google_ს.. ისეტი მაგარი ვარ რომ მეც ვიცი :) )=)) სულ მყავდა 2 სტუმარი ბლოგზე :) )=)):))=))

პასუხი

26 ირინა_ქ 1 ნოემბერი, 2009 at 2:14 pm

გავაკეთე : )

პასუხი

27 მაკუს 31 ივლისი, 2010 at 6:11 pm

აუფ ასეთი დაგვიანებული რატო ვარ რაა.. :შ
ტოპ.გეს მთვლელი დავაყენე ეგ ისედაც ვიცოდი მარა დანარჩენები როგორ გავიგო?

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</