საახალწლოდ

გადავწყვიტე რომ ხშირად ვპოსტო. ხშირად = ხშირად. შესაძლოა ზოგჯერ უბრალოდ ერთი ფოტო ან წინადადება დავპოსტო, იმედია არ მიწყენთ :)

სამსახურში ვარ და ველოდები facebook-ზე საკონკურსო ფოტოების ატვირთვას (ვისაც აინტერესებს – დეტალები).

დღეს შუადღისას ბაკურიანში მივდივარ 1 კვირით. ბარგი უკვე ჩალაგებული მაქვს. პირდაპირ სამსახურიდან სამარშუტო ტაქსში უნდა ვდურთო თავი. ახალ წელს იქ შევხვდები. ძალიან მიხარია, უზომოდ. ეს პირველი ახალი წელი იქნება რომელსაც ოჯახის გარეშე შევხვდები.

დღეს დილით სამსახურში რომ მოვდიოდი, ტაქსისტმა (როგორც ტაქსისტებს სჩვევიათ) წუწუნი დაიწყო: “ეჰ, ზოგისთვის ახალი წელია, ზოგისთვის კი გაჭირვება და უბედურებაო… ჩემთვის ახალი წელი მაშინაა, როცა ფული მაქვსო…”

ჩემთვის სულაც არ არის ეგრე :( როგორ შეიძლება, ახალი წელს გრძნობდე მხოლოდ მაშინ, როცა ფული გაქვს? ესე იგი ყოველი თვის ბოლოს ხელფასი რომ მერიცხება, ახალი წელი უნდა მქონდეს?

ახალი წელი წელიწადში ერთხელ მაქვს. მიუხედავად იმისა, მაქვს თუ არა ფული, გარემო და განწყობა, ახალი წელი ჩემთვის ასოცირდება მომავლის იმედთან და მხნეობასთან. ჭამა–სმა და ღრეობა ჩემთვის ახალი წელი არ არის. ახალი წელი ასევე არ არის ფეირვერკები. არც საახალწლო კონცერტები.

ახალი წელი მინდა სადმე ტყეში, თოვლში. ასეთ ადგილას. ზედმეტი ხმაურისა და ბათქა–ბუთქის გარეშე.

წელს მექნება მხოლოდ 1 ბოთლი ღვინო, თბილი ჩუსტები და სიხარულით სავსე გული. მეტი არაფერი არ მჭირდება ახალი წლის დასახვედრად.

გარეთ თოვლიც თუ იქნება… :love:

26 Comments

  1. მე და იკასაც ზუსტად ეგრე გვინდოდა, მაგრამ რაღაც გვიან დავიწყეთ ზრუნვა და ვერაფერი ვიპოვეთ.. :ს ეჰ. მშურსსავით ცოტა.

    1. ვინარის იკა? :D შენი შეყვარებული ფეისბუქზე რომ მისაჯესტებდი იმ დღეს? :D

  2. რა საყვარელი პოსტია
    რამდენი ხანია აქ არ შემოვსულვარ :(

    აუ მეც მინდა ვიკიკოს სურათის გამოგზავნა მაგრამ ეს კონკურსები ყელში ამოვიდა :(

  3. სვით, ვიჯეტები დაბლა რატომ ჩამოიტანე? :( და დიზაინი სულ რატომ გაათეთრე? ეგრე დაიკიდე შენი ბლოგი?

    1. არ დამიკიდებია :) უბრალოდ ასე უფრო მომწონს. პოსტებზეა აქცენტი და არა ვიჯეტებზე :)

  4. მშვენიერია ბაკურიანში ^_^ ნეტა თოვლი თუ არის? ენივეი ოჯახის გარეთ, თუნდაც დაქალთან ერთად მმმმმმმმმ, მაგარია : ))

  5. რაც გინდა, ის ქენი, შენი საქმეა. ჩემი საქმე მოლოცვაა, ჰოდა გილოცავ ;)

  6. “როგორ შეიძლება, ახალი წელს გრძნობდე მხოლოდ მაშინ, როცა ფული გაქვს? ესე იგი ყოველი თვის ბოლოს ხელფასი რომ მერიცხება, ახალი წელი უნდა მქონდეს?”

    მასე არა, მაგრამ პირიქით კია, თუ ფული არ გაქვს, ახალ წელს ვერ იგრძნობ, გაგიჭირდება ყოველ შემთხვევაში, მაქსიმუმ სხვების გაშვებულ ხლაპუშკებს და ტვ-ში სადუნიშვილს უყურო :|

  7. ,,1 ბოთლი ღვინო, თბილი ჩუსტები და სიხარულით სავსე გული. ” = ))) მშვენიერია

  8. სიამოვნებით შევხვდებოდი ახალ წელს სურათზე რომ გაქვთ ისეთ სახლში

  9. მეც მიყვარს თოვლი და სიმშვიდე,კაცის ჭაჭანება რომ არ იყოს…..
    მაგრამ მეგობრებთან ერთადაც კარგი იქნებოდა
    მაგრამ ზამთრის კურორტზე წასასვლელად ვერავინ ვერ ავიყოლიე,ყველას სიცივის ‘ეშინია’

    ბლოგის ძველი დიზაინი როგორ მომწონდა,sweet იერსახე ქონდა,შეგეფერებოდა.
    ეს თემაცკარგია, სერიოზულია უბრალოდ.

  10. დიდი სირცხვილია, უკვე ვხვდები, მაგრამ რა ვქნა_ შენი ბლოგი მხოლოდ გუშინ აღმოვაჩინე. ყველაფერი ერთად წავიკითხე და ასე მგონია უკვე დიდი ხანია გიცნობ. ყოველ შემთხვევაში, აქ თავს უცხოდ სულაც არ ვგრძნობ. ასე მგონია ამის კითხვის გარეშე ერთ დღესაც ვეღარ გავძლებ. მადლობა შენ ამისთვის, ბედნიერ შობა- ახალ წელს გისურვებ.

  11. ახლა წავიკითხე ეს პოსტი :) აუფ მართლა კარგი იქნება ეგეთი ახალი წელი ასეთ ადგილას და რა თქმა უნდა არავითარი ძმაკაცი და დაქალი…”იმასთან” :) ერთად…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.