ვერავის ასიამოვნებ

მუშაობას დაიწყებ და ჯერ ისწავლეო.

მიატოვებ და უსაქმური ხარო.

სწავლას გააგრძელებ და სტუდენტი როდემდე უნდა იყოო.

არ გააგრძელებ და ცხოვრება წინ მიდის, ჩამორჩიო.

გათხოვდები და რატომ გათხოვდიო.

არ გათხოვდები და რატომ არ თხოვდებიო.

ბავშვის გაჩენას დააპირებ და რა გეჩქარებაო.

არ გააჩენ და რას ელოდებიო.

მანქანის ყიდვას დააპირებ და არ გჭრდება, ტყუილად უნდა დახარჯო ფულიო.

გადაიფიქრებ და როდემდე უნდა იწანწალო ფეხითო.

მღერი და რა შეგვაწუხეო.

არ მღერი და რატომ ხარ მოწყენილიო.

ბლოგზე წერ და ნუ ამზეურებ პირად ცხოვრებასო.

არ წერ და რატომ მიატოვეო.

რა რთულია ცხოვრება, ვერავის ასიამოვნებ…

ფუცკ.

19 Comments

  1. მაღლივში ჩააბარებ და საზღვარგარეთ გეცადაო.
    წახვალ საზღვარგარეთ და საცაა დიპლომს აიღებ და ეჰ, ნეტა აქ ბოლომდე დარჩენილიყავი და აქაური დიპლომიც აგეღოო… (c) დედაჩემი :D

    ამიტომ, დაიკიდე ყველა და საკუთარი სიამოვნების მიხედვით აკეთე ყველაფერი, იმჰო.

  2. უი კიდე წონაში დაიკლებ და არ გიხდებაო. ისევ მოიმატებ და ვაიმეე როგორ გასუქდიო.

  3. სექსი გინდა და გარყვნილი ხარ, არ გინდა და პიდარასტი ხარ…

  4. შეიძLება რომ ამ პოსტის ანალოგიური ბიჭებზე მე დავწერო? გთხოოოვვ… თუ თანახმა ხარ მომწერე მეილზე და გამოგიგზავნი ტექსტს…

  5. მალე დაიბადები და რა გეჩქარებოდაო,
    გვიან დაიბადები და გეკითხებიან საათს ჩამორჩიო?
    5 წლის შეხვალ სკოლაში და რა ადრე მოგსვლიაო,
    6 წლის შეხვალ სკოლაში და უკვე ცოლის მოყვანის დრო გაქვს რაღა დროს სკოლააო,
    7 წლისაზე არაფერს ვამბობ.
    კარგად სწავლობ? წიგნების ჭია ხარ,
    ცუდად სწავლობ? არავინ არ გიყურებს,
    გიყვარს? შენი შესაფერისი არაა,
    არ გიყვარს? როდემდე უნდა იბოდიალო მარტო.
    არაყს სვამ გავნებსო…
    წვენს სვამ? რა ბავშვივით იქცევიო,
    მოგწონს გოგოები? აგახევენ ბაკებს (ან შეყვარებული ან ცოლი).
    არ გიყვარს გოგოები? ჰგონიათ რომ გადახრა გაქვს…
    გინდა რამე? გაუძელი კაცი არ ხარ?
    არ გინდა არაფერი? რა უნიათო ხარ.
    განუვითარებელი ხარ? დებილად გთვლიან,
    კრეატიული ხარ? ყველა ისე გიყურებს როგორც მტერს.
    მეტი აღარ შეგიძია და აიწყვიტავ? ძაანაც მიქარავ,
    ყველას რომ თვალებში შევციცინებდეთ კიდევ საკუთარი ცხოვრება აღარ გვექნება…
    მოკლედ აქ მომიწია დაწერა წინა კომენტარი რამენაირად გამიუქმეთ რაა…

  6. ამიტომ უნდა ეცადო, ერთადერთ ადამიანს ასიამოვნო ცხოვრებაში. საკუთარ თავს )

Leave a Reply to tomushka Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.