ახალი მედიის ფორუმი – დაგვიანებული პოსტი!

12 და 13 ოქტომბერს მთაწმინდის პარკში ახალი მედიის ფორუმი გაიმართა, სადაც ყველა ბლოგერს, ჟურნალისტსა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელს შეეძლო დასწრება.

პირველი დღე, ავტობუსში

პირველი დღე, ავტობუსში

პრეზენტაციები

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, იმ პრეზენტაციების უმეტესობას, რომელთა მოსმენაც მინდოდა ვერ დავესწარი – მაგ დროს მე თვითონ მქონდა პრეზენტაციები.

პირველ დღეს პერსონალურ ბლოგებზე ჩავატარე პრეზენტაცია, რომელსაც 15-მდე ადამიანი დაესწრო (მათ შორის იყო სოროსის აღმასრულებელი დირექტორი, რომელმაც კომპლიმენტებით ამავსო და ძალიან გამიხარდა!)

პრეზენტაციის ვირტუალური ვერსია:

ფორუმის პირველ დღეს ძალიან დავიღალე, გამოუძინებელი ვიყავი, ვერც უცხოელებიდან გავიცანი ვინმე და ვერც ქართველებიდან.

მეორე დღე უფრო დატვირთული აღმოჩნდა.

მე და კოტე, 13.10.09

მე და კოტე, 13.10.09

დილის ავტობუსი რომელიც რესპუბლიკის მოედნიდან ყოველ 10 წუთში ერთხელ უნდა გასულიყო ნახევარი საათი იდგა გაუნძრევლად და ბოლოს, როდესაც ეღირსა დაძვრა, გზა აერია და ვიღაცის ვილაში შეგვაბოდიალა.

საკუთარ პრეზენტაციაზე 20 წუთით დამაგვიანდა. კი ვინერვიულე, მაგრამ თავს ვიმშვიდებდი იმით, რომ პარალელურად მიმდინარეობდა ორი უცხოელი სპიკერის პრეზენტაცია. ვიფიქრე, ჩემს პრეზენტაციაზე მაინც არ იქნება ბევრი ხალხი მეთქი, მაგრამ მოვტყუვდი.

ამფითეატრში 50-ზე მეტი ადამიანი იყო შეკრებილი. ყველა მე მელოდებოდა.

გაოცება ვერ დავმალე და ისიც კი ვიკითხე, ნამდვილად იცით თუ არა რა პრეზენტაციაზე მოხვედით-მეთქი.

ყველამ ნამდვილად იცოდა. Cool meh!

პრეზენტაცია ”Wordpress"-ის შესახებ

პრეზენტაცია ”Wordpress"-ის შესახებ

პრეზენტაციის მსვლელობისას კიდევ შემოგვიერთდნენ სხვები და შიგნით ადგილი რომ აღარ ეყოთ, გარეთ კიბეებზე ისხდნენ.

ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც დაესწრო ჩემს პრეზენტაციებს!

გმადლობთ რომ აქტიურობდით, საინტერესო შეკითხვებს სვამდით და ჩემს ბლოგზეც შემოხვედით (სხვანაირად ამას ხომ ვერ წაიკითხავდით?!).

მთაწმინდის პარკი

ძალიან მომწონს მთაწმინდის პარკი. მგონი არც არსებობს ბლოგერი ვინც ამ დღეებში ფორუმს ესწრებოდა და მთაწმინდის პარკი არ შეუყვარდა.

Sweet Shop

Sweet Shop

ძალიან ბევრი მიზეზი არსებობს, რის გამოც უნდა ახვიდე და ნახო მთაწმინდი პარკი: ლამაზი შენობები, კოხტა კაფეები, საინტერესო ატრაქციონები, სუფთა ჰაერი, მოვლილი ბუნება… მშვენიერი ადგილია ბავშვის გასასეირნებლად.

ყველაფერი ძალიან მოწესრიგებული და ლამაზია.

რატომ არ ვიყავი ნამყოფი აქამდე?

ჩემს ბავშვობაში ეს ადგილი აბსოლუტურად გაპარტახებული იყო.

ახლა კი ისე მაგრად არის გაკეთებული, რომ ახვალ, ჩამოსვლა აღარ მოგინდება.

თუ მოგინდებათ ასვლა, #90 ავტობუსი დადის რუსთაველიდან.

ჩემი საყვარელი სახლი

ჩემი საყვარელი სახლი

პრობლემა…

პირველ რიგში, არცერთი სამსახურის შემოთავაზება არ მქონია!

დოდის პოსტში წავიკითხე 3 სამსახურის შემოთავაზება მქონდაო. ეტყობა მაგას ბლატები აქვს მთავრობასთან…  ^_^

ყოველ შემთხვევაში საინტერესოა, სად არიან ეს დამქირავებლები, რატომ არ იყენებენ ჩემს პოტენციალს და ნიჭს, მაშინ როდესაც საფულეში მე და კოტეს ჯამში გვიდევს 17 ლარი და თუ ამ დღეებში სოროსი ბოლო ხელფასს არ დარიცხავს, რომელმაც უკვე 1 კვირით დაიგვიანა, ალბათ შიმშილით სიკვდილი გველის. :(

რეკლამა: თუ თქვენ ხართ დამქირავებელი, მედიის წარმოადგენელი, გჭირდებათ ბლოგი, copywriting-ი, თარგმანი, ახალ მედიასთან დაკავშირებული რაიმე სახის მომსახურება ან კონსულტაცია – დამიკავშირდით e-mail-ზე sweet[at]sweet[dot]ge!

ასევე არცერთ ტელე-არხს არ ჩავუწერივარ და არცერთი ინტერვიუ არ გამიცია ქართველ რეპორტიორებზე.

მოვხვდი მხოლოდ გაზეთ რეზონანსში  – ისიც თაზოს დაწერილი სტატია იყო, თორემ ალბათ ეგეც არ მეღირსებოდა.

ამ ყველაფრით დავასკვენი რომ “სერიოზულ” ხალხს, მაგალითად დამქირავებლებს, რეპორტიორებს, რედაქტორებს ან არ მოვწონვარ ან არ იციან ჩემს შესახებ ან შესაბამისად ვერ მაფასებენ ან ზედმეტად ვარდისფერი ბლოგი მაქვს იმისთვის, რომ სერიოზულად აღმიქვან.

თუმცა მე რა თქმა უნდა მკიდია ის ხალხი, ვისაც ჩემი ვარდისფერი ბლოგი არ მოსწონს. Legally Blonde-მა თუ დაამტკიცა, რომ ის რაღაცას წარმოადგენს, მეც გამომივა ;)

Legally Blonde

Legally Blonde - მნიშვნელოვანი მომენტი

სამაგიეროდ დაგლას არელანესს მოვეწონე…

ისტორია:

დაახლოებით 1 თვის წინ Transitions Online-მა (TOL) გამოაცხადა მცირე საგრანტო კონკურსი, რაიმე ბლოგ-პროექტების დასაფინანსებლად.

მეც გავაგზავნე პროექტის გეგმა და გრანტიც მოვიგე.

TOL-იდან მომწერეს, რომ ახალი მედიის ფორუმზე იქნებოდა ექსპერტი, რომელიც რეკომენდაციებს გაგვიწევდა პროექტებთან დაკავშირებით და ეს ექსპერტი აღმოჩნდა დაგ არელანესი.

დაგს ძალიან მოეწონა ჩემი პროექტი. ჯერ თვითონ რეკომენდაციების მოცემის დროს აღფრთოვანდა და შემდეგ სადაც შემხვდებოდა, ყოველ ჯერზე მეუბნებოდა: “შენს პროექტზე ბევრი ვიფიქრე და ძალიან წარმატებული იქნებაო”.

TOL-ის კავკასიის წარმომადგენელმა ემინ ჰუსეინზადემ , რომელიც აფინანსებს ამ პროექტებს, ჰკითხა რომელი პროექი მოგეწონაო. იმან კი უპასუხა “It’s hers!” – და ჩემსკენ მოათითა. ამ ყველაფერს აბსოლუტურად შემთხვევით მოვკარი ყური – ქაბაბს თუ ლობიანს ვიღებდი ალაფურშეტის მაგიდიდან.

მე თვითონ არ ვიყავი ასე აღფრთოვანებული ამ პროექტით, როგორც ის აღფრთოვანდა და ამან ძალიან დიდი სტიმული მომცა. “პირველ ნაწილს სულმოუთქმელად ველოდები და აუცილებლად შემატყობინე როგორც კი დაიწყებო”.

აუცილებლად ჩავდებ მთელს სულს და გულს ამ პროექტის განხორციელებაში, რათა დაგთან არ შევრცხვე.

ლანჩი - დიდად ვერ დაიკვეხნიდა

ლანჩი - დიდად ვერ დაიკვეხნიდა

ასევე მგონი კარგი შთაბეჭდილება მოვახდინე ონიკ კრიკორიანზე, (Global Voice-ს მთავარ რედაქტორი) რომელიც ფორუმამდე რამდენიმე თვით ადრე მეხვეწებოდა სკაიპით ინტერვიუ ჩავწეროთო და ვერაფრით ვერ შევთანხმდით დროებზე.

ონიკმა მითხრა რომ ძალიან აინტერესებს რაზე ვწერ, მაგრამ ენის არცოდნის გამო ვერაფერს იგებს. მირჩია, ბლოგის ინგლისური ვერსიაც გააკეთეო.

ონიკი ძალიან სასიამოვნო ადამიანია. ეშმაკურად აღნიშნავდა ხოლმე იმას, რომ ყველაფერი ვარდისფერი მაქვს. მაგრამ ინტერვიუს დღეს ვარდისფერი არაფერი მეცვა და გულდაწყვეტილმა შენიშნა “რაღა დღეს ხარ ასეთი მუქიო”.

მისთვის რომ არ მეწყენინებინა, ნესტან ცეცხლაძეს გამოვართვი ვარდისფერი შარფი (რომელიც ვიდეოში მაქვს მოხვეული).

Zurrius & Me

Zurrius & Me

ინგლისური ვერსიის გაკეთება ასევე რამდენიმე კვირის წინ მირჩია სიაშუემ, შენს ბლოგზე ხანდახან შემოვდივარ facebook-იდან და მხოლოდ ფოტოებს ვათვალიერებო.

სიაშუე შემოდის ჩემს ბლოგზე!  :( მე კიდევ ინგლისური ვერსიის გაკეთება მეზარება, ბლინ!

როგორმე უნდა მოვიფიქრო, რა შეიძლება გავაკეთო მაგასთან დაკავშირებით…

სხვათა შორის, სიაშუე რომ ვახსენე, დაგმა – “wow, I know her blog!” ხოლო ემინმა – “OMG! She’s crazy! She’s Cool but definitely crazy!”

მარტო არ ვარ. მის ბლოგს მართლა ყველა კითხულობს ^_^

ფოტოს ავტორი: თინი (tiny.ge)

ფოტოს ავტორი: თინი (tiny.ge)

ახალი მედიის ფორუმზე რატომღაც ცოტა ხალხი მოვიდა.

თუმცა რაღა “რატომღაც”: ბლოგერების უმრავლესობამ საერთოდ არ იცოდა ამ ღონისძიების შესახებ, ადგილები შეზღუდული იყო, ამიტომ ზუსტად 250 კაცი დაპატიჟეს. თან გაგანია ორშაბათ-სამშაბათს დაემთხვა ღონისძიება. უიკენდზე რომ დაემთხვიათ, შესაძლოა მეტი ხალხი მოსულიყო.

როკოს ვუთხარი, ფორუმზე, მასმედიაში თემა გავხსნათ მეთქი და  რას ამბობო, ისედაც ხალხი მოაწყდება და ჯობს არ გავაბაზროთ საერთოდო… ახალ მედიაში ამ ფორუმს წინასწარი პრომოუშენი საერთოდ არ ჰქონია, ამიტომ არც მიკვირს, რომ იმაზე ცოტა ხალხი მოვიდა ვიდრე დავპატიჟეთ.

ბევრ ბლოგერს გული დასწყდა, რომ დროულად ვერ გაიგო და ვერ დაესწრო ამ ფორუმს, მაგრამ გულს ნუ დაიწყვიტავთ, უბრალოდ შემდეგი მსგავსი ღონისძიება არ გამოგრჩეთ! ;)

მონაწილეების რეგისტრაცია

მონაწილეების რეგისტრაცია

საბოლოოდ

რა მომცა ამ ფორუმმა

  • გავიცანი საინტერესო უცხოელი ექსპერტები – ონიკი, დაგი და იაკუბი.
  • მოვისმინე საინტერესო პრეზენტაციები ახალი მედიის შესახებ
  • გამიცნო ბევრმა ადამიანმა – ვინც მესწრებოდა პრეზენტაციებზე.
  • პირველად შევხვდი ჩემს რამოდენიმე მკითხველს – გესალმებით აქედან!
  • მივხვდი თუ საითკენ უნდა წავიყვანო ჩემი ბლოგი და რა ნაბიჯები უნდა გადავდგა უახლოეს მომავალში
  • განმიმტკიცდა საკუთარი თავის რწმენა – ამდენი ხალხი შემომყურებდა პრეზენტაციების დროს, შეკითხვებს მისვამდა, რჩევებს მეკითხებოდა. ჩემს ნათქვამ ფრაზებს იწერდნენ და ინიშნავდნენ! OMG!
  • საფულე დამიცარიელდა მინუს 25 ლარით – :(

P.S. აი ამხელა პოსტების წერა ვიცი მე. რაც თურმე 103%-ით უფრო გრძელია, ვიდრე რომელიმე საშუალო სტატისტიკური ბლოგერი პოსტავს თავის ბლოგზე :D

Do you talk too much in your blog?

16 Comments

  1. ჰოი, რამხელა პოსტია! :)))
    მოკლედ ახლა გავრბივარ და კომენტარის დატოვება რომ არავინ მომასწროს, ამიტომ ვწერ. ისე, რა მორცხვი ბავშივით გიდგავარ გვერდით, სურათში :))
    ვხედავ, ძალიან ბევრი მოუცია ამ ორ დღეს შენთვის. უფრო დაწვრილებით, რომ მოვალ, მერე წავიკითხავ.
    ისე კი რულეტივით მიმზიდველი ჩანს :)))
    ესეც შენ ===> http://www.allshares.ge/download.php?id=A90F447514

  2. “ბევრ ბლოგერს გული დასწყდა, რომ დროულად ვერ გაიგო და ვერ დაესწრო ამ ფორუმს, მაგრამ გულს ნუ დაიწყვიტავთ, უბრალოდ შემდეგი მსგავსი ღონისძიება არ გამოგრჩეთ!”

    მე დამწყდა ძალიან გული, თუმცა ჩემი ბრალია, მაგრამ შემდეგს არ გამოვტოვებ :)

    წარმატებები მარ, დარწმუნებული ვარ უახლოეს მომავალში უამრავი შემოთავაზება გექნება და შენი პროექტიც ყველაზე წარმატებული იქნბეა :)

    1. აი პროსტა როგორ! როგორ არ წამოხვედი!

      ისე მინდა შენი გაცნობა! :(

  3. საინტერესო ისაა რომ რამდენადაც ვიცი ჩემს დას ჰქონდა სურვილი დასწრების, თანაც საკმაოდ სერიოზული ორგანიზაციის წარმომადგენლის სტატუსით, მაგრამ რატომღაც უარი უთხრეს, იმიტომ რომ ადგილების არ არისო… სტრანნა
    და თუ ბევრი ეგეთი დამსწრე გამაზეთ, შესაბამისად მოიკლებდა შემოთავაზებებიც..

  4. გამარჯობა!ზოგი პრეზენტაცია მომეწონა,ზოგი არა,მაგრამ მთლიანობაში ბევრი საინტერესო რამ გავიგე ბლოგინგინს და საერთოდ ბლოგის არსის შესახებ.მე მეორე დღეს ავედი მთაწმინდის პარკში.უცხოელების პრეზენტაციას ვერ დავესწარი.საკმაოდ საინტერესო ბროშურები დაარიგეს ახალი მედიის შესახებ,სადაც რამდენიმე საინტერესო ბლოგი აღმოვაჩინე!

    1. ვაი, არ ვიცი…

      კიდევ სცადეთ აბა.

      P.S. ეხლახანს გავიღვიძე და შეიძლება არ მესმოდა.

  5. მმ რა საინტერესო ყოფილა, მართალია, სამსახურის შემოთავაზება არ გქონია, მაგრამ, სამაგიეროდ წარმატებით ჩაიარა პრეზენტაციებმა და ბევრი მსმენელი გყავდა, ეგეც იქნება, წარმატებები :)

  6. დუგლასი მაგარი პროფესიონალია, თან ძალიან უშუალო და საინტერესო ადამიანი. ფორუმის მეორე დღეს რეზონანსის სტაფს ტრენინგი ცაგვიტარა ვებ დეველოპინგზე. თავიდან მხოლოდ 2(წარმოგიდგენია? ორი) ადამიანი ვესწრებოდით. მერე კიდევ შემოგვიერთდა ორი რედატორი. ძალიან, ძალიან საინტერესო რაღაცები გვითხრა. მთავარმა რედატორმა იფიქრა კონულტანტად ავიყვანოთო, ვნახოთ რას იზამენ.

    მე მინდოდა ბლოგებსა და თვითონ ამ ფორუმზე უფრო ვრცელი პუბლიკაცია მომემზადებინა, მაგრამ ზომაში შევიზღუდე :) როცა გეტყვიან სიტყვების გარკვეულ რაოდენობას არ გადააჭარბო, გიწევს ეს გააკეთო :)სათქმელი კი უფრო ბევრი იყო :)

  7. გული დამწყდა აესეთ კარგ ღონისძიებას რომ დავაკლდი

  8. აი მარტო რომ დგეხარ შარვლით და ვარდისფერი მაიკით მაგ სურათზე მომეწონე ძალიან
    გამხდარხარ და გიხდება

    ისე მეც საკმაოდ გრძელი პოსტები მაქვს ხოლმე მაგრამ სხვანაირად არ გამომდის :)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.