ახალი ტელეფონი

დაახლოებით 5 თვის წინ სტუდენტური პლასტიკური ბარათი ავიღე საქართველოს ბანკში, რომელიც ბალის და საქ. ბანკის ერთობლივი პროდუქტი იყო, ვინაიდან ბალის ერთგული აბონენტი ვარ უკვე 2 წელია და თან ბარათიც მჭირდებოდა…

მერე მუშაობა დავიწყე და ამ ბარათს მივაბი სახელფასო ანგარიში და დავიწყე ჩემი ფულების უმოწყალოდ ხარჯვა. ინტერნეტში დაახლოებით 1000 ლარამდე მექნებოდა დახარჯული… თან არამარტო ჩემი ფული. მეგობრებიც მირიცხავდნენ და რაღაცეებს ვყიდულობდი მათთვის.

დღეს კი მაგთიკომის ოფისში ვიყავი დაჯილდოებაზე. გავიმარჯვე ნომინაციაში ”ყველაზე აქტიური შემეცნებითი ხასიათის გადახდები”. ანუ წიგნები და კომპიუტერული ტექნიკა ვიყიდე… Nokia N80 მაჩუქეს. ისე მიხარია აღარ ვიცი რა ვქნა…
მერე ტელევიზორშიც მაჩვენეს თურმე. 6 საათიან კურიერში. ძალიან მიხარია…

+

=


ახალი ტელეფონი რა მაგარიააააააააააააააააააააააააა!!!!!!

One Comment

  1. მშვიდობაში სიხარულო, ბედნიერებაში და სულ კაი კაი ზარებში :P ჩემი სიცოცხლე :user:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.