27 ივნ 09

New Friend

By Sweety at 2:17 am | წაიკითხულია 561-ჯერ |
11

კოტეს ძალიან უნდოდა ბავშვი ერთი პერიოდი, მაგრამ სასტიკი უარი განვუცხადე, თან საკმაოდ დასაბუთებულიც და ახლა ისე დაჟინებით აღარ მოითხოვს. სამაგიეროდ…

ჯერ განუწყვეტლივ მთხოვდა ძაღლი ვიყოლიოთო.

მერე – კატა მაინცო.

მერე – ერთო ჩიტი მაინცო.

მერე – კაი თევზი მაინც რა გახდაო.

მერე – ჯანდაბას, რამე ყვავილი მაინც გავზარდოთო.

ხოდა გადავწყვიტე ყვავილიდან დავიწყო. :D დედაჩემმა მაჩუქა.

წეღან კინაღამ კოკა კოლა დავუსხი წყლის მაგიერ და კიდევ კარგი დროზე გამახსენდა, რომ მცენარე – არ არის ადამიანი და ის ვერ სვამს კოკა-კოლას. ძაან ადამიანივით ვეპყრობი :(

ჩაფიქრებული მაქვს, რომ ეს თუ არ გამიხმა სექტემბრამდე და მოვუარე წესიერად, მერე ძაღლზე ან კატაზე დავაფგრეიდდები. ^_^

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

მცენარის სახელი არ ვიცი. ვინმემ?

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

11 კომენტარი

ჰააჰა მარა არ გინდა ძაღლი ან კატა. შენს ხელში ცოდოაყველაფერი ეგეთი,. შუადღის 3 საათამდე რომ არ მოფსას და გარეთ არ გაიყვანო ძაღლი გასკდება. კატას სუნი აქვს. მოკლედ არ გინდა :D

 

ასეთ პოსტებში ძლიერი კონკურენტი გყავს ისე :D

 
 
პერწკლი
at 2009-06-27 03:58:56

ლოლ რა სასაცილო და საყვარელი ვინმე ხარ ;) )))

 

ისა.. შენ არ იყავი, იორკტერიერი მინდაო რომ ამბობდი? ))) ხოდა მოიყვანე )

იორკტერიერი ერთადერთი სულიერი არსებაა რომელსაც დიდი სიამოვნებით ვიყოლიებდი სახლში მაგრამ სამწუხაროდ 3000 დოლარი ღირს :(

 
 

ჩვენ პირდაპირ ზაზუნით დავიწყეთ. გუშინ ვიყიდეთ, გუშინვე გაგვექცა ოთახში და დღემდე ვერ ვიჭერთ. არ ჭამს და ნერვიულობს.

ჩვენ ამის მომვლელები ვაართ??? :(

თან თათია ჰქვია :P

 

რამე ყვავილი მაინც გავზარდოთო.

ვაიმე, ამაზე მაგრად ვიხალისე : ))

 

ყვავილით დაიწყეთ? :D

უი,ორსულად არ ხარ ე.ი ხო? :P

არა არ ვარ, კიდევ კარგი, თორე ბავშვსაც კოკაკოლას დავალევინებდი ალბათ :D

 
 

ბავშვი გინდა შენ ბავშვიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
გეუბნები მე და დამიჯერე :)
იცი რამხელა სიყვარულიაააააააააა

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: