ახალი დიზაინი: cupcakes

ისე მომწონს ეს ახალი დიზაინი მზად ვარ ყოველ საათში ახალი პოსტი ვწერო. არ ვიცი რატომ მოქმედებს ეს დიზაინის ფენომენი ბლოგერზე, მაგრამ ბევრისგან გამიგია რომ როცა დიზაინი მოსწონთ უფრო შთაგონებით წერენ პოსტებს.

ისეთი არაფერი მახსენდება, რომ დავწერო ახლა და უნდა მივედ-მოვედო რაღაცეებს.

არ ვიცი მეჩვენება თუ რა არის, მგონი ბლოგიი შესამჩნევად აჩქარდა, ისე აღარ ჭედავს, როგორც წინა დიზაინის დროს…

ეჭვი მქონდა, რომ დიზაინის ბრალი იყო და ახლა დავრწმუნდი რა.

ალექსას რანკი ისევ გამეზარდა. მსოფლიოს პირველ 500,000 საიტში ვარ უკვე.

ზაფხულის ბოლომდე მიზნად მაქვს დასახული ტოპ 100,000 :D

* * *

დღეს მე და თინის ინდური ნივთების გამოფენა-გაყიდვაზე გვინდოდა წასვლა მაგრამ ვერ წამოვიდა… სახლში დასაჯეს თუ რაღაც… მერე მეც დამეზარა მარტო წასვლა, ჰოდა მომიწია მთელი დღე სახლში ყოფნა. არადა ახლა ხო მექნებოდა კაი ფოტოები დასაბლოგად და შეიძლება მეშოპინგა კიდეც…

* * *

ახალი ამბავი მაქვს, 17 აპრილს ერევანში იწყება ბარკემპი და იქ ვაპირებ წასვლას. რაღაც დაფინანსება იჩითება მგონი. მოკლედ ბაქოს გადავიტან რამენაირად… თან თუ არ ვცდები აღდგომის 4 დღე ემთხვევა ზუსტად. კაი 4 დღიანი შვებულება გამოვა…

მაგრამ რაღაც ისე აღტაცებული არ ვარ, როგორც ბაქოზე ვიყავი. თითქოს ჩაწყვეტილი მაქვსო ყველაფერი.  :( dsc00381

* * *

გუშინწინ ზაალ სულაკაურის და მისი მოსწავლეების გამოფენაზე ვიყავი, თიბისიბანკის გალერეაში.

ცოტა ფოტოები გადავიღე.

ეს ძუძუებიანი ქალი განსაკუთრებით მომეწონა :love:

dsc00390dsc00391

და კიდევ მოსწავლეების გაკეთებული თოჯინები… რა საყვარელია :user:

dsc00388dsc003882dsc003883

* * *

დღეს თინიმ მითხრა, ბლოგერების შეკრება ხო არ მოვაწყოთ ამ დღეებში, თუ ძაან მალ-მალე გამოვაო და არ ვიცი მეთქი ვუპასუხე.

ახლა ვიხსენებ ბოლოს როდის გვქონდა შეკრება. მგონი დეკემბერში? აა.. უი, სახინკლეში რომ ვიყავით ამას წინათ. გამახსენდა! თითქოს ბევრნი ვიყავით მაშინ, მაგრამ ბევრიც გვაკლდა ბლოგერებიდან

მოიფიქრეთ, გინდათ კვირას შეკრება?

თინის უნდა, მეც წინააღმდეგი არ ვარ…

დემოკრატიულად გადავწყვიტოთ საკითხი. :))

[ლინგვისტუსა უნდა დავატრეკბეკო, მერე რომ არ იჯუჯღუნოს… :D]

* * *

რამხელა პოსტი გამომივიდა :rolleyes:

აი, ნამდვილი ბლოგერის მთავარი ღირსება:

როცა არაფერი აქვს დასაწერი მაშინაც კი შეუძლია ისეთი პოსტი გამოაცხოს, რომ ‘read more’ ტეგის ჩასმის არ შერცხვეს ;)

24 Comments

  1. უჰუ, მართალია, დღეს შენი ბლოგი სწრაფად გაიხსნა.
    ადრე დიდი ხანი უნდებოდა

  2. მამენტ ღირსი ვიყავი გუშინ :D დილიდან შარზე ვიყავი და ისეთ რამეზე ავშარდი მივიღე კიდეც :D
    აუ , ჩვენი ინდური შოპინგი დღესაც ეჭქვეშაა, 6სთ-ზე მიმთავრდება ძვ.ბერძნული და მაგ დროს კიდე იქნება? :mo:

  3. ეგ ძუძუებიანი ფოტო მე რო მომწონებოდა არ უნდა გაგკვირვებოდათ, მარა შეენ? :O :D

    რაც შეეხება შეკრებას… ჯერ 9 აპრილი გადავაგოროთ და მერე ვნახოთ რა იქნება… :D

  4. დიზაინი მომეწონა ძაან ხო თან არ ჭედავს მართლა… მეც მინდააა თანახმა ვარ თუ შეიძლება რა დეიდებო წ. თქვით და წამოვალ თავმოყრაზე :( მაგ გამოფენაზე მეც ვაპირებ წასვლას ძაან მაგარიაო აქებენ და თან მისაწვდომ ფასებში… მარა ვერ გავაღწიე … ჩემი ამბავი რომ ვიცი ვერც გავაღწევ… :(

  5. მაგრად ყოჩაღობ! მე არ გამომდის ასე კარგად. გარდა ამისა ერთ ბლოგზე ანუ ახალ მისამართან კატენზე , საერთოდ ვერ ითვლის ალექსა ვერაფერს :( რაც მისამართი შევცვალე მის მერე არის 8 და არ იცვლება.

    1. ამ დიზაინის მორჯულებაზე მთელი დღე დავხარჯე.
      3 წელია html-ს ვეჭიდავები და ამდენ ხანში კიდე ცუდად ვიცი. ჩემს ადგილზე სხვა წიგნს წაიკითხავდა და იქიდან ისწავლიდა მაგრამ მე ხო მაინც გამორიცხვის მეთოდით უნდა ვწერო კოდები…

      1. მგონია რომ მაგ მეთოდი შენთვის უფრო კარგად ჭრის!
        ზოგისთვის პირდაპირ წიგნია საშველი ზოგი კი საკუთარი ცდისა და შეცდომის პრინციპით სწავლობს!

  6. მე მომწონს ეს ახალი დიზაინი
    ტვიტერზეც გითხარი
    გოგო, იქით კვირას რომ იყოს? მეშინია, რომ დღეს შეიძლება ყველამ ვერ გაიგოს რომ ხვალ უნდა იყოს…
    ია ზა ყოველ შემთხვევაში )))
    მამენტ ნომრები თუ გაქვს, სმსკებს დავაგზავნით და ექსპრომტი შეკრება უკეთესიც შეიძლება გამოვიდეს )))

  7. ვაიმე მე იქ წასვლას არავის არ ვურჩევ :D დღეს ვიყავი და იმხელა რიგი იყო შესვლაზე გამოვტრიალდით მე და ჩემი კურსელებუი, ასე რომ გული ტყუილად გწყდება :) მაინც ვერ შეაღწევდი 2 საათი იმ პავილიონში :)
    დიზაინი კაია :) და საერთოდ რა …

  8. მმმ.. არა, გაკეთება კი შეიძლება, მაგრამ მე პირადად ვერ მოვალ :)დაკავებული ვარ. დოდკა არ მოვა, იმიტომ რომ ფორუმელი “ღიპების” სხოდკაზე მიდის. ხოდა დანარჩენებს, თუ გსურთ, შეხვდით. რატომ არა?

  9. სჰეჯრებაზე ტანახმა ვარ მგონი ტუ გაუტვალიცინებლად არ დამაცხრა ტავს რამე :დ
    ინდურ გამოფენაზე დგეს ვიყავი 4 ტავსაფარი ვიყიდე :დ
    ისე კაი რაცხეები ცოტაღაა დარცენბილი და იმდენი ხალხი იყო
    ნაკადმა შემიყვანა და ერთღი ძლივს გავიქნიე 20 ლარი რაგაცეებს მოვეპოტინე და ეგრევე ნაკადმა გამომიტანა უკან :D
    რაღაც კოშმარია :D

    ხოდა ისა მგონი ხო ვსო :D
    კი არადა ხო :D
    მარა ისა შეკრება რამე საჩილიმეში ან რამე ცოტა განსხვავებულ ზავიძენიაში ხომ არ გვექნა?

    1. შემოაგდე ბატონო იდეა და შემოგვთავაზე კიდეც ზავიძენია. მე ხვალამდე შემიძლია ერთI 30 კაცს შევატყობინო.

      1. საჩილიმე – ასპენდოსი ან მეორე ახალი კანდელაკზე
        მარჯანიშვილზე რაგაცა კუბურ ესპანრუ რაგაც ეგეტი ზავიძენია ტიბისისთან :D

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.