NCIB – კონკურსის მეორე ეტაპი

მინდა ბლოგზე ერთი კონკურსის მიმდინარეობა გავაშუქო, რომელშიც ვმონაწილეობ და საკმაოდ ვნერვიულობ მის შედეგებზე.

19 მაისს NCIB-მ ვებმარკეტინგის კონკურსი დაიწყო, რომელშიც ყველა მსურველს შეეძლო მონაწილეობის მიღება.

კონკურსის პირობები ერთი შეხედვით მარტივია:

I ეტაპზე – უნდა დარეგისტრირებულიყავი საიტზე, აგერჩია ლობისტი კომპანია და დაგეგროვებინა მინიმუმ 50 ხმა.
II ეტაპზე – უნდა გაგეგზავნა ლობისტი კომპანიისთვის შექმნილი ვებმარკეტინგის სტრატეგია.
III ეტაპზე – 5 ფინალისტი სტრატეგიის ავტორმა უნდა მართოს ვებ-მარკეტიგნის კამპანია.

გამარჯვებულის გამოვლენის საკითხი ჩემთვის ცოტა ბუნდოვანია. როგორც კონკურსის საიტზე წერია, თითოეული კონკურსანტისთვის გამოიყოფა სპეციალური ვებ-სივრცე სადაც მან უნდა განახორციელოს თავისი სტრატეგია.
შედეგები კი ვიზიტორების რაოდენობის მიხედვით დაითვლება.

აქ უამრავი კითხვა მიჩნდება:

  • როგორ დაითვლიან ვიზიტორებს?
  • გაითვალისწინებენ თუ არა ისეთ პარამეტრებს, როგორიცაა bounce rate? საიტზე გაჩერების ხანგრძლივობა? returning visitors?
  • ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?
  • საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)

ამ შეკითხვებზე პასუხები მართლაც საინტერესოა, თუმცა იმედია მალევე გაირკვევა.

პრიზი კი ძალიან მიმზიდველია – კონკურსში გამარჯვებული 5000 ლარს მიიღებს!

მე ავირჩიე კომპანია “კამპა” და საკონკურსო ნაშრომიც გაგზავნილი მაქვს. ამ კვირის ბოლოს დაიდებაო პასუხები. ძალიან მინდა ფინალში გადასვლა.

ვნერვიულობ…

10 Comments

  1. შეგამჩნიე, ალბათ ისევე, როგორც შენ! მეც გამიჩნდა ეს კითხვები, ამ დღეებში მეც ველოდები პასუხებს, არამგონია არაკომპედენტური ჟიური იყოს ან საერთოდ ncib წარმომადგენლობა გააკეთებს ისე, ჩვენი დამსახურებული ქულებით დამსახურებული შედეგი მივიღოთ, რამდენიმეს ვიცნობ და აქედან გამომდინარე ვმსჯელობ! რაც შეეხება ქულების ყიდვას მანდ უკვე შეიზღუდება რაც ტექნიკურად შესაძლებელია…და კიდევ უკვე არჩეული კომპანიის ქულები შენ შეგიძლია ხალხის მოსაზიდად გამოიყენო ანუ უკვე არსებული მასას მოუწოდო კომპანიასთან შეთანხმების შემდეგ. წარმატებებს გისურვებ “კონკურენტო”

  2. ზევით დასმულ კითხვებზე გაგცემ პასუხს და ამასაც მიხვდები!
    1.როგორ დაითვლიან ვიზიტორებს? – ყოველი უნიკალური ვიზიტორე დაითვლება, ასევე ამ ვიზიტორებდან, რამდენი რამდენჯერ ათვალიერებს გვერდს ამასაც შეაფასებენ, საიტზე გაჩერების ხანდრძლივობასაც გაითვალისწინებენ.
    2.ჩაითვლება თუ არა ნაყიდი და სერფინგებით მიღებული ტრაფიკი?- ამის ალბათობა არარსებობს, წარმოიდგინე რომ ზევით აღნიშნული ტექნიკურად შეუძლებელი იქნება.!
    3.საშუალება ექნებათ თუ არა ფინალისტებს გამოიყენონ ლობისტი კომპანიის უკვე არსებული პლატფორმები? (მაგალითად facebook-ის გვერდი)- რათქმაუნდა გექნება საშუალება გამოიყენო, რათქმაუნდა კომპანიასთან შეთანხმების შემდეგ.
    დაახლოებით ესაა, რაც მე ვიცი!

  3. მე კიდევ, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, ეგ კითხვები ისევე დავიკიდე, როგორც თავად ეს კონკურსი :) თქვენ კი წარმატებას გისურვებთ, თუმცა 2 კვირაში დაწერილი მარკეტინგული სტრატეგიების, სამწუხაროდ, ნაკლებად მჯერა :)

  4. მე საიდან ვიცი? IT ვარ, ლოგიკურად ვმსჯელობ, თან ამ პროექტის ხემძღვანელობასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, გიორგი რაც შეეხება შენს მოსაზრებას, არვიცი გული რამ აგიცრუა, მაგრამ მინდა გითხრა, რომ ეს იდეა დიდი ხანია თავში მიტრიალებს და არ მამჭირვებია ამის პროექტად ჩამოყალიბება…ისე შენს მოსაზრებასაც ვეთანხმები! იმედია რაღაც იქნება…არვიი მეც ვღელავ მინდა 5000:)

  5. ვერ მიგიხვდი ვერც ირონიას ანინა და ვერც გაკვირვებას!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.