NCIB-ს კონკურსი მოვიგე!

NCIB-ს კონკურსი დასრულდა და მე გავიმარჯვე!

როგორც საკონკურსო ქულის მიხედვით, ისე – მომხმარებლების ხმების მიხედვით!

პრიზად გადმომეცა 5000 ლარი (-20% საშემოსავლო) და ვიზუალურად მაკბუქის მსგავსი ჩინური ლეპტოპი :D (არადა ეფლის მაკბუქი იყო ყველგან ნახსენები o.O)

მაგრამ მთავარი მაინც პრიზები კი არა, ის მხარდაჭერა იყო, რასაც 6 კვირის განმავლობაში ჩემი მეგობრებისგან, ბლოგერებისგან, მკითხველებისგან და ზოგჯერ სრულიად უცნობი ადამიანებისგანაც კი ვგრძნობდი!

საკონკურსო ბლოგის არსებობის მანძილზე, 6 კვირის განმავლობაში ამოქვეყნდა 90 პოსტი და 27 Page, დაიწერა 5100-ზე მეტი კომენტარი. ბლოგს 33,588 უნიკალური ვიზიტორი 53,479-ჯერ ეწვია და ჯამში გვერდების ნახვებმა შეადგინა 268,480.

სწორედ ეს რიცხვები მაძლევს სიამაყის და სიხარულის საშუალებას და არა რომელიმე პრიზი! ამ კონკურსის შემდეგკიდევ ერთხელ გავიაზრე, თუ რა დიდი ძალა აქვს სოციალურ მედიას თუკი სწორად გამოვიყენებთ მას!

კონკურსის დაჯილდოვება ბოულინგ ცენტრალში გაიმართა, სადაც გადმომცეს პრიზები, გაიჭრა საზეიმო ტორტი და ვითამაშეთ ბოულინგი!

მეორე დღეს კი ყველა საინფორმაციო გამოშვებაში მაჩვენეს რუსთავი 2-ზე :სელებრითი ტროლფეის:

ერთი სიტყვით ისღა დამრჩენია ფრიად გახარებული და ბედნიერი ვიყო ამ ამბით!

ყველას დიდი მადლობა, ვინც ამ ხნის განმავლობაში ჩემს გვერდით იდექით!

 

9 Comments

  1. ძალიან ძალიან გამიხარდა და ძალიან ძალიან გილოცავ ^^
    კარგად ვერ გეხმარებოდი, რადგან კომპთან ცოტა ხანს მიწევდა ყოფნა ))
    მაგარი ხარ <3

  2. მე ძალიან მინდა შენნაირი ცხოვრება მქონდეს მართლაც მაგარი იქნებოდა

  3. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან-ძალიან ბევრი მსმენოდა შენზე და შენს ბლოგზე, დღეს პირველად შემოვაღწიე…
    ჰოდა, გილოცავ დაგვიანებით!

Leave a Reply to Sweet Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.