გუშინ მე და კოტე სახლიდან გავეტიეთ, ჯერ კოკოლას, შოთას, ყვავას და კაქტუსას შევხვდით მზიურში. ცხელოდა საშინლად.
მერე ყვავამ ლუდიო, და იყიდეს ბიჭებმა ლუდი.
მე ლუდი არ მიყვარს საშინლად.
ლოლიტას ველოდებოდით. დავურეკეთ. ახლა მოვედი ბასეინიდან და მაქსიმუმ 1 საათში ვიქნებიო.
დავაწექით ვაკის პარკისკენ. გზაში ლუტეციას მაღაზია შეგვხვდა და შევირბინე ერთი წამით.
ყვავა გამოშტერდა. ვერაფრით ევრ გავაგებინე, რატომ მინდოდა სალი ჰენსენის ფრჩხილების ლაქი. არგუმენტი, რომ ამ ლაქის ერთი წასმა ერთი კვირა ძლებს და ფლაკონი დაახლოებით 3 თვე მაინც გეყოფა, დამაჯერებელი არ აღმოჩნდა. ბოლოს დაასკვნა რომ ცოლს არასდროს მოიყვანს.
რა უნდა ელაპარაკო კაცს, რომელმაც არ იცის, რა ღირს ერთი ვიზიტი მანიკურშასთან.
”ასე 15 ლარამდეო”
ნუ გააჩნია, ელიტარულ სალონებში თუ ატარებს ცოლს, არ ვიცი. მე 4 ლარად ვიკეთებ მანიკურს… oO
მივაღწიეთ ვაკის პარკს.
იქ არტ-გენმა დაიდო ბინა და ხალხი იყო შეკრებილი. ჩვენ გავეცალეთ ხალხს და დავსხედით ზემოთ, მარადიულ ცეცხლთან.
შოთა სანუკვარ მობილურს აკვნესებდა, ბლექ აიდ ფისის მაშქენადებს გვასმენინებდა.
მერე ერთი სომეხი ბიჭი მოვიდა (მამენტ შეიძლება სომეხი არც იყო) ბურბუშელა იყიდეთ რაო, ჩვენ რა თქმა უნდა არ ვიყიდეთ.
კოტეს ვეხვეწე ტანგო მეცეკვე თქო და არ მეცეკვა. T_T
მერე გვიან დავიშალეთ. რომ მოვდიოდით, სწორედ მაშინ მოვიდნენ ლოლიტა და ჰანი.
გზაში მე და კოტემ ვიჩხუბეთ. მე გამოცდების მერე დასასვენებლად წასვლა მინდა, კოტე კი არ მიშვებს. თვითონ შვებულება აქვს და ისე გამოსდის ”ავი ძაღლი, არც თვითონ ჭამს და არც სხვას აჭმევსო”. არც უნდა რომ მარტო წავიდე, და თვითონაც არ შეუძლია ჩემთან ერთად წამოსვლა. მიზეზად კი იმას მეუბნება, შენ ენა და გული როგორ გიბრუნდება, რომ აქ მარტო გინდა დამტოვოო…
ნეტა როგორ მიბრუნდება? oO
სახლში ასვლამდე სუპერმარკეტში შევიარეთ და ის სომეხი ბიჭი შემოვიდა ბურბუშელას რომ ყიდიდა. ზეიკიძის კალბასი არ გაქვთო? მოლარემ არაო.
აუჰ, არ გაქვთო ზეიკიძის კალბასიო? არა, არა გვაქვსო…
აუჰო და გავიდა…
კიდევ დავასკვენი, რომ არსებობს ლიდერი-ადამიანების ტიპი, რომლებიც ძალიან დამყოლები და სხვებზე დამოკიდებულები არიან. უბრალოდ მათი საიდუმლო ვერ გავიგე, რა ხდის ასეთებს ლიდერად? ნუთუ მხოლოდ ის, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას ხვდებიან? ან შესაძლოა მართლა აქვთ ლიდერის თვისებები, მაგრამ მე უფრო გამოკვეთილი მაქვს ან I have some charisma over them და ვერ მერევიან










{ 5 comments… read them below or add one }
საინტერესო იყო, მართლა!
და ვაბშე შენთან ხშირად შემოვდივარ, ბლოგროლში ვინც გყავს, მეც დაახლოებით მაგ ბლოგებს ვკითხულობ და შენთან ჩანს ვინ დაამატა ახალი პოსტი და შენგან გადასვლა მაგიტომ მიადვილდება:) შეიძლება სხვასაც აქვს ასე, მაგრამ შენგან რო ვიარო წინააღმდეგი ხომ არ იქნები?:p
ტრაკებო, მეც პრედატორელი ვიყავი!!!
პ.ს: შენი და კოტეს ბოლოდროინდელი ურთიერთობა… არც ისე მომწონს.
სალი ჰენსენის ლაკი რა ღირს კსტაწი?
@dodka, და რა არ მოგწონს? :უსერ:
ვერ გავიგე სალი ჰანსენის ლაკის ფასი არ ჰქონდათ არც ლუტეციაში და არც ისიბარიში ახლა ვულევუ დამრჩა დასალაშქრი. თუ გავიგე გეტყვი…
მაგარი კაი ტიპშა ხარ