დილით დედამ წამომაგდო 11 საათზე და სალონში ხარ ჩაწერილი თმაზეო მომახსენა.
ავდექი ვაი-ვაგლახით – ღამენათევი ვიყავი, მთელი ღამე, 4 საათამდე, ”ჩვენი თამაში”-ს სამოქმედო გეგმას ვწერდი ფორუმზე.
წავბანცალდი სილამაზის სალონ ”აფინა”-ში, რომელიც ამავე სახელის მქონე ქალბატონს ეკუთვნის. შევიღებე თმა რაღაც ფრად, რომელსაც სტილისტები ეძახიან ”შვიდიდანოლ”-ს ან ”ლესნოიარეხ”-ს. მოკლედ არ ვიცი რა ფერია, რაღაცა გავქერავდი მგონი ცოტა.
ნუ თმა შევიღებ იმ მოტივით, რომ ”აბა, ქორწილის წინა დღეს ხომ არ შევიღებავ, ფერი რომ არ დაჯდეს?” მაგრამ ფერი დაჯდა და მშვენივრადაც დაჯდა.
მერე გავისწორე და დაჟე ფრჩხილებზე ლაქიც გადავისვი
ეს სიამოვნება 40 ლარი დამიჯდა… თუმცა ფრიად კმაყოფილი ვარ.
მერე მე და დედაჩემი საქორწინო კაბის სანახავად წავედით პლეხანოვზე.
მე უკვე საკუთარ თავს შევუთანხმდი, რომ არ მინდა გადატვირთული და მორთული კაბა, ვინაიდან არ მაქვს დიდი ქორწილი და სადა კაბებიც მომწონს ზოგადად.
ვერ შევაგნებინე გამყიდველებს, რომ ”ნელზია ტაკ აბრაშატსა ს ჟენშინამი”!!! მაინც მატენიდნენ ამ ჭუჭყიან, შლეიფიან ფარდებს.
მერე ერთ სალონში ჩავიცვი კაბა, რომელზეც ვთქვი არ მომიხდება მეთქი, რადგან ”რუსალოჩკას” ფორმა ჰქონდა და თეძოებს კვეთავდა, ჰქონდა პაწუა შლეიფი და მკერდქვეშ ლენტი ბანტად შკრული. ძალიან ლამაზი იყო…
ისე მომიხდა, რომ დავასკვენი: ნამდვილად გამხდარი, ლამაზი და კარგი ვარ, და შემიძლია, ნებისმიერი კაბა მოვიხდინო…
აი, დაახლოებით ამ კაბებივით გამოიყურებოდა:
მაგრამ ეს კაბა ღირდა 1200 ლარი და დავტოვე იმ სალონში. თანაც მე გრძელი არ მინდა არც ასეთ პომპეზური.
საბოლოოდ უამრავი მაღაზიის მოვლის შემდეგ მეც და დედაჩემმაც დავასკვენით, რომ პლეხანოვზე ყველა საქორწილო სალონი არის იდიოტიზმის გამოვლინება და გადავწყვიტეთ შევაკერინოთ.
ამას წინათ ალვინა ვალენტას საიტზე გადავაწყდი საინტერესო მოდელს და ალბათ ამას შევაკერინებ ვინმე კარგ მკერავს.

შეიძლება ფერი შევცვალო და შევაკერინო თეთრი ან ღია კრემისფერი.
მოკლედ იქითა შაბათ კვირას მომიწევს ისევ კაბაზე სირბილი.
ქორწილამდე კი დარჩენილია: 29 დღე









{ 5 comments… read them below or add one }
აი ხო ძველი პოსტია, მაგრამ მაინც ამიჩქარდა გული კითხვისას
წინასაქორწილო მზადება
:*
მართლა მაგარი ხარ
ესეთ დახვეწილ ბლოგს იშვიათად შეხვდები. ქართულს ხომ საერთოდ…
დიდი მადლობა, ეპიდემიავ!
საყვარელი ბლოგიაა! :* :* :* მე ისე დზაან მიყვარს დატვირტული კაბები