1 ივნ 05

მუზა

By Sweety at 3:10 am | წაიკითხულია 418-ჯერ |
0

როცა გინდა რაღაც დაწერო და შენი მუზა სხვასთან გაფრინდება… როცა შენს მუზას სხვა გატაცება გამოუჩნდება… აი, ნეტავ, რას იზამ მაშინ?

მე – ვიღებ კალამს, ვწერ იმ ფრაზებს რაც თავში მომდის… ვფიქრობ იქნებ სიყვარულმა დამაწერინოს ორიოდ სიტყვა, იმ უსაზღვრო და ყოვლისმომცველმა სიყვარულმა ასე რომ ბობოქრობდა ჩემს გულში. იქნებ თვითონ სიყვარული გახდეს ახლა ჩემი მუზა?!
ქაღალდზე ვქსოვ სიტყვების აბლაბუდას, ვხლართავ სტრიქონების ქსელს… არაფერი გამომდის… როცა ჩემი მუზა სხვასთანაა, მე მაინც მასთან ვარ ფიქრით და დარდით…
ყოველღამე ჩემი სიზმრების სტუმარია, დაუკითხავად მობრძანდება და ათასგვარ მოსაფერებელ სიტყვას მეჩურჩულება ყურში… მისი თბილი თითების თამაში თავს მახსენებს ყოველ წამს…
მუზა მღალატობს…
ამ ღალატით დამცირებული, დამძიმებული და დარდიანი ვეღარ ვასხივებ ძველებურ სითბოს…
როცა შთაგონების წყარო დაგეწრიტება, წამი უსასრულოდ იწელება…
სიყვარულისგან რჩება რაღაც ნალექი ტკივილიანი მონატრებისა.
მუზა აღარ მყავს, ხალხნო, მიშველეთ…

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

კომენტარები

ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: