მრავალწახნაგა პოსტი

savingschange

გზაჯვარედინი

ისევ გზას ვეძებ. გზის ძებნა მღლის. საით წავიდე?

დედაჩემმა გუშინ ისევ ჩამიკუკა კამპოტში ”შენ ნიჭი არა გაქვს”-ით.

დღეს ვოკალზე წასვლა დამეზარა. ხვალ მივალ დღეის ნაცვლად.

მარჯვენა თვალი მღალატობს. ოფთალმიჯში უნდა გავიდე ანალიზების ასაღებად, თუ თავი მოვაბი.

სამსახურში რაღაც შეხვედრები მაქვს იქითა კვირაში. ძაან მინდა ”იმ პროექტების” ხორცშესხმა, რასაც ვფიქრობ.

რამოდენიმე იდეა მომივიდა გუშინ ბლოგოსფეროს განვითარებისთვის.  მაგრამ ვებ-პროგრამირება არ ვიცი :( როცა შესაფერისი დრო მოვა იდეის გასამჟღავნებლად, ვინმეს უნდა ვთხოვო დახმარება… I need more blogs and bloggers. I need a better blogosphere. პირველი იდეა გავუშვი მოქმედებაში დღეს. საცდელი ვერსია. ვნახოთ რა გამოვა. დეტალებს არ გავამხელ ჯერ.

* * *

რამდენიმე ტერმინი რომელიც ჩემს გარდა არავის ესმის ჩემსავით :vis: :

  • დაძინება – სამყაროს შესაცნობად სულის გაფანტვა.

world11

  • გაღვიძება – სამყაროს ცნობიერების თავმოყრა ერთ წერტილში

world2

  • სწავლა და კითხვა – წერტილის ინტეგრირება სამყაროსთან

world3

  • ვნება – სხვადასხვა სამყაროების ინტეგრირება ერთ წერტილში

world4

კონკურსს ვაცხადებ სიყვარულის ახსნაზე.

  • სიყვარული – ?

12 Comments

  1. ###-ს თუ არ ვნახავ ხვალ ან ზეგ, იქითა შაბათ-კვირამდე ვეღარ გავძლებ და დავიწყებ ყ^&ბების წერას ისევ. არ მომწონს ასეთი ჩემი თავი. უკვე ”###”-ზე გადავედი. ეს სიმპტომია გა#ლევების :D ხოლო თავად გა#ლევება სიმპტომია პმსის ალბათ. ჯობს ისევ ყველაზე ქალურ მიზეზს დავაბრალო. ვოტ.

    სამსახურში რაღაც შეხვედრები მაქვს იქითა კვირაში. ძაან მინდა ”იმ პროექტების” ხორცშესხმა, რასაც ვფიქრობ. გიორგი სადღაც მთაში წავიდა. Good Luck, G.

    http://2kija.wordpress.com/2008/11/23/ღია-წერილი-ყველას-ვისაც-ე/

    პუნქტი მეექსვე :P

  2. @ხატია, აქვე დაპოსტე. სურათი სადმე ატვირთე და ლინკი დაწერე. :2kiss:

    @Secrets,

    1. ვინც გაიგო გაატარე ;)
    2. რაც გაიგე იმაზე დააკომენტე ;)

  3. სვიტ, ჯანმრთელი კრიტიკა better blogosphere. -ს საწინდარია, თან კიდე მე ვარ და სხვას რას ელოდი :D

    ხოდა, შეკრება არამგონია შევძლო, სკოლის რეჟიმი ასეთია:

    ორშაბათი – 2 გამოცდა[ბერძნული, მათემატიკა]
    სამშაბათი – 3 გამოცდა [ბიოლოგია, ინგლისური, ქართული]
    ოთხშაბათი – 2 გამოცდა [გეოგრაფია, მეორე არ მახსოვს]
    ხუთშაბათი – თავისუფლების დღე.
    პარასკევი – ქიმია და საეკლესიო ისტორია

  4. @Secrets, რა კრიტიკა კაცო, ხომ არ გაშეშდი შენ? ბლოგზე ჩემს ცხოვრებაზე აღარ დავწერო თუ რა გინდა? ვერარი ესა :spy:

    შეკრებაზე რაღაც მემგონი სხვებიც არ მოდიან დიდად :spy:

    მაშჳნ სიყვარულის კონკურსში მიიღე მონაწილეობა :D

  5. რამდენჯერაც ფურცელს და კალამს დავიხელთებ სულ შენზე მინდა ვწერო…
    არ ვიცი რისი ბრალია, იმის, რომ ასეთი მუსიკაა, თუ იმის, რომ შენს მიმართ რასაც ვგრძნობ განსაკუთრებულია, არ ვიცი, ძალიან მიყვარხარ და ამ წამსაც კი, როცა წარმოვიდგენ, რომ ოდესმე ასეთ წვიმიან დღეს ჩემთან იქნები, გული სიხარულით მიცემს… მერე მართლა აღარ დამაინტერესებს არაფერი ამ ქვეყნად შენს გარდა, შენი სიყვარულის, შენთან ყოფნის გარდა…
    იმდენ რამეს ვგრძნობ, რომ როგორც უნდა მოვინდომო ყველაფერს ვერასდროს გეტყვი, ვერ გაგიმხელ… ჩემს გულში იმდენი გრძნობაა, ხანდახან მგონია გასკდება და ბრწყვიალა, პაწაწინა ვარსკვლავებად გაიბნევა უსასრულობაში!
    როგორ არასაკმარისად მეჩვენება სიტყვა “მიყვარხარ” გამოვხატო ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ…
    ოცნებები ხუნდებამეთქი ვამბობ ხოლმე, როცა სრულდება ის ემოცია აღარ ახლავს თან რაც უნდა ჰქონოდა ნატვრისთანავე რომ ასრულებულიყო… ყველაზე მეტად ის არ მინდა რომ შენთან დაკავშირებული რომელიმე ოცნება გახუნდეს… და ძალიან მინდა ყველა ნატვრა აგვისრულდეს რაც ოდესმე ერთად ჩავუთქვით… და რადგან ქართულში ამაზე აღმატებული სიტყვა მე არ მეგულება მიყვარხარ სამუდამოდ! :love:

    აი ცემი სიყვარულის ახსნა, ცოტა დიდი კია, მაგრამ სამაგიეროდ ნაღდია, ისე ეს თავის ადრესატსაც კი არ აქვს წაკითხულლი :D

  6. @სვიტი

    რა მნიდა და ცოტა მეტად მასაზე გათვლილად :P

    რაღაცას რო წერ, წერ არა მარტო შენთვის, არამედ ყველა ვიზიტორისთვის.

    ხოდა ასეთ ბლოგზე, როცა ამდენი ვიზიტორი გყავს ”### ისთვის ###-ს უნდა ### თორე #### მოხდება” სადისტური პონტი გამოდის, რა ვქნათ ახა მოკვდავებმა?

    ვინც გაიგო გავატარეთ და ვისაც რუბიკისა გვჭირს რა ვქნათ? :))

    სიყვარული?… ქეი დაიცა.

  7. ამონარიდი ჩემი ეკსპრომტი ბრძნული აზრებიდან:

    ”სიყვარული უთოს გავს, ხან ცხელია ხან ცივი”
    ”სიყვარული ლამპოჩკას გავს – ხან ანთია ხან ჩამქრალია”
    ”სიყვარული უცხოურ მანქანას გავს – კაია მარა ძვირი ჯდება”

    მოვიფიქრებ კიდე :P

  8. @Secrets, მაგდენი ვიზიტორი მყავს სამი სავარაუდო მიზეზის გამო:

    1. მშვენივრად ესმით რასაც ვწერ
    ან
    2. მოსწონთ ეგ იდუმალება
    ან
    3. სხვა საინტერესო რაღაცეებზეც ვწერ და იმას კითხულობენ.

    ასე რომ თუ შენ პირველში და მეორეში არ ხარ…

    მესამე ;)

    —–

    @ხატია, გოგო, ეგრე კი არა იმ ფორმატში მე როგორც მიწერია.
    @Secrets, შენც გეხება :)))

  9. აუ ეხა უთოს და ჩამქრალ ანთებული ლამპოჩკების სურათები სად ვიშოვო..

    @სვიტ

    მესამეში ვარ, ვიცი და

    ხო კაი არაფერი.

  10. კაი დაიკიდე, ხატია, რაღაც მოვბოდე ჩემთვის.

    მინდოდა რომ ვიზუალურად დაენახა ვინმეს ის რაც დავწერე. და სიყვარულის ვიზუალიზაცია გაეკეთებინა ჩემს სტილში. :D

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.