23 იან 09

Miss Spring

By Sweety at 10:18 pm | წაიკითხულია 1720-ჯერ |
14

გაზაფხული მინდა…

მომენატრა…

მთელი არსებით ვილტვი მზისკენ!!!

აღარ შემიძლია ამდენი სიცივე…

ჯერ სახლში ჯდომა დილიდან საღამომდე… მაგრამ თუ გასვლამ მოგიწია, მტრისას… :(

თბილად ჩაიცვამ – მეტროში გცხელა, თხლად ჩაივამ და ქუჩაში გაცივება არ აგცდება…

კაშნეში ჩაყოფილი ცხვირი, სუნთქვით დანესტიანებული კაშნეც რომ აღარ გსიამოვნებს და უსაშველოდ გბწკენს…

თუ ნაწვიმარი ან თოვლ-ჭყაპია ხომ საერთოდ სახლში ტალახიანი ფეხებით დაბრუნება, იმის შიშით რომ დედა გაგიბრაზდება ”სად იარე ასეთ ტალახში???”

… და კარებთან გახსენდება, რომ შენ უკვე დიდი ხარ და დედასთან აღარ ცხოვრობ და შენით უნდა აწმინდო ის ტალახი რასაც გაავრცელებ ოთახებში… :(

ძალიან დიდი გადასახადები გაზზე და შუქზე… პროდუქტების პატარა არჩევანი…

სად არის გაზაფხული? მალე მოვა ნეტავ?

არადა წინ კიდევ თებერვალია… მერე მარტი…

თებერვლის იმედი არ მაქვს :(

მარტო, შენ მაინც იყავი თბილი იყავი რაა!!!

აღარ შემიძლია ლოდინი…

სითბო მინდა, მზე მინდა, გაზაფხული მინდა…

ნუთუ არავის მოგენატრათ? :(

spring460

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

14 კომენტარი

 

ras ambob ra aravis… shen dgeshi var zustad… ici rogor minda ro dro male gavides da gazafxuli movides??? ai paltos ro gavixdiT da erTi maikiT rom vivli… mwvane rom iqnaba xeebi, mze rom iqneba bevri bevri.. siyvaruli rom iqneba da sixaruli… erti suli maq tebervali movides imas mainc vityvi gasamxneveblad: ” tebervali dadgao da a.S”…:D
vot tak… gazafxuli da mere zafxuli au ;(

 
 

vafshe ar minda rom movides gazafxuli, sul midna zmtari iyos!!

hate puke puke

 
 

მე არ მინდა გაზაფხული მხოლოდ იმიტომ რომ მას ზაფხული მოყვება. მხოლოგ გაზაფხული – შემოდგომა – ზამთარი რომ იყოს არავითარი პრეტენზია არ მექნებოდა. (ზამთარი ვყელაზე მეტად მიყვარს, განსაკუთრებით თუ თოვლიანია)

გადასახადებს რაც შეეხება გეთანხმები ძალიან მაღალია, განსაკუთრებით იმ სოციალურ ეკონომიკურ ფონზე რაც დრეს ჩვენს ქვეყანაშია. ელემენტარული სამუშაო რომ იყოს საშუალო ანაზაურებით ბევრად ადვილი იქნებოდა ცხოვრება. (ნუ იმასთან შედარებით რაც დრეს არის. )

 

რა არ მომენატრა სიგიჟემდე მინდა სითბოოოოოოოო… როგორ მიყვარს თან ნელნელა რომ იხდი და იხდი … თბება და თბება … ეეეეეეჰ… ჯერ სადაა ეგ ბედნიერება წინაა ზამთარი…

 

როგორ მიყვარს თან ნელნელა რომ იხდი და იხდი … თბება და თბება” :lol: pawu ra orazrovani xar xolme zogjer :lol:

 

მომენატრა აღარ ჰქვია ამას
ძალიან, ძალიან
დღეებს, წუთებს ვითვლი
სულ სულ ოდნავ დათბეს, რომ კეტებში და ჟაკეტშ არ შემცივდეს
სულ სულ ოდნავ რა
დავიღალე

 

კი, ეგ ჩემი გაკეთებულია :)

 
 

არადა წელს თებერვალი უფრო თბილი იყო :)
აპრილშიც კი რა მაგრად ციოდა :(

 

მე ძალიან მომენატრა ზაფხული.. :( სამთარს ვერ ვიტან სიცივე რომ მახსენდება ცუდად ვხდებიი

 
იაკო
at 2010-02-13 16:48:44

ეეეჰ რა სასიამოვნოაა არც გადასახადებზე რომ არ ვფიქრობ , არც პროდუქტის შეძენასა და მერე დამზადებაზე, არც ტალახიან პეხებზე და მითუმეტეს მერე სახლის დალაგებაზეეე…
თურმე კაი პონტში ვარ და მეკიდევ ვწუწუნებდი,…
)))))

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: