Megamind – პრემიერა

შაბათს კინოთეატრმა რუსთაველმა ბლოგერები ანიმაციურ 3D ფილმის – “Megamind” (ქართულად ნათარგმნია როგორც “მეგატვინი“) – პრემიერაზე დაგვპატიჟა.

თავის დროზე ქართულად გახმოვანებული ფილმების სიბანძეზე არც თუ ისე ცოტა ბლოგერს დაუწერია, მაგრამ აქ სულ სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ფილმი ძალიან კარგად არის გახმოვანებული და რაც მთავარია მართლა სასაცილოა. ზოგ რეპლიკაზე ხარხარსაც კი ვერ ვიკავებდი.

ანიმაციის და 3D ეფექტების ამბავშიც კარგადაა საქმე. “მეგატვინი” ლამაზი და სუპერ-ფერადი ანიმაციაა.

რაც მთავარია, ძალიან კარგ სათვალეებს არიგებენ რუსთაველში. ასე კომფორტულად 3D ფილმისთვის არასდროს მიყურებია. ვერ ვიტანდი იმ მუყაოსგან გაკეთებულ ბანძ სათვალეებს ცალი შუშა რომ წითელი ჰქონდა და ცალი მწვანე. სულ თვალებს მტკენდა.

Lady Gaga 2!

ყველაზე მეტად მომეწონა სასაცილო თევზის პერსონაჟი, იგივე მინიონი (ალბათ ისევე როგორც უმეტესობას :D ), მხიარული მეგა ტვინი (ორიგინალში ახმოვანებს უილ ფერელი) და რა თქმა უნდა ყველაზე ჭკვიანი, მამაცი, შეუპოვარი და შეუდარებელი როქსანა რიჩი (რომელსაც ორიგინალ ინგლისურ ვერსიაში ტინა ფეი ახმოვანებს).

ასევე ამ ანიმაციური ფილმის გახმოვანებაში მონაწილეობა აქვს მიღებული ბრედ პიტს (აბა მეტრო მენი სხვას ვის უნდა გაეხმოვანებინა არც მაფიქრდება :love: ).

სხვათა შორის, მაკდონალდსში Happy Meal-ში ახლა მეგატვინის სათამაშოები ამოდის… ;)

და კიდევ ძალიან რეკომენდუიუ გადაათვალიეროთ მეგატვინის კომიქსი: megamind.com/comic

ესეც ერთ-ერთი ქართული ტრეილერი:

(უფრო უკეთესი ტრეილერიც ვიპოვე Youtube-ზე, მაგრამ ცოტა სპოილერებს შეიცავდა და ჯობია ისევ ეს იყოს)

P.S. აუცილებლად გირჩევთ მოინახულოთ “მეგატვინის” Facebook-ის ოფიციალური გვერდი: facebook.com/megamind

ხოლო wallpaper-ები და საუნდტრეკები შეგიძლიათ გადმოიწეროთ ოფიციალური ვებ გვერდიდან: Megamind.com :love:

7 Comments

  1. აააა! რატომ გამოვტოვე ასეთი რაღაც??!! არადა მთავაზობდნენ მეგობრები წამოდიო და არ გავყევი :( ის ფრაზა მომეწონა –> “კინოთეატრში ჩემი თავი უფრო დიდი ჩანს” :D

  2. მმმაგარია… ამ პოსტის ნახვის შემდეგ ნამდვილად წავალ…:)

    ისე,ქართული გახმოვანება და –> “კარგი” მე ჯერ არ მინახავს…

  3. სათვალეები მართლა კარგი ჰქონდათ ამჯერად , სხვა დროს სულ ჭუჭყიანები იყო თან თვალებს მიძაბავდა,ფილმს რაც შეეხება მომეჩვენა რომ შენი პოსტი სარეკლამო იყო

    1. ძვირფასო თამო, ჩემი აბსოლუტურად ყველა პოსტი სარეკლამოა, ისინიც კი, სადაც მხოლოდ საკუთარ თავზე ვწერ! :D

Leave a Reply to Sweety Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.