შეხვედრების დღე

დღეს შეხვედრების დღე იყო.

გარეთ სულ რაღაც 3 საათით გამოვედი და…

თინისთან შესახვედრად მივდიოდი. დღეს დაბადების დღე აქვს და მინდოდა პირადად მიმელოცა. :love:

ჯერ მარშუტკაში მელია ამოვიდა. მგონი ზუსტად ერთი წელი არ მენახა – წინა კარნავალის შემდეგ. ძალიან გამიხარდა მისი ნახვა.

წლევანდელ ჰელოუინზე აუცილებლად მოვალო შემპირდა :D

მერე თინი ვნახე.

ვიჭორავეთ ბევრი და სახლისკენ რომ დავიძარით, ჩემი ბავშვობის “სატრფო” შეგვხვდა, რომელიც ამას წინათ სკაიპში დავბლოკე. სკოლა რაც დავამთავრე მას შემდეგ არ მენახა. ძალიან უხერხული სიტუაცია შეიქმნა. მალევე  დავემშვიდობე და გამოვვარდი.

მეტროში რომ ჩავჯექი – ჰექსე შემოვიდა იგივე ვაგონში. თავიდან ვერ გავიხსენე ვინ იყო და რატომ მეცნობოდა. თან არ მიყურებდა და დავიკიდე. რომ ამოვედი ბოლო გაჩერებაზე უკნიდან ვიღაცამ მომატრიალა და მივხვდი რო მიცნო :D “უეჭველი ჰექსეა-მეთქი”- გავიფიქრე. ხოდა იმანაც დაიწყო შენ სვითი არა ხარო და რაღაცეები. შენს ბლოგს ძალიან ხშირად ვკითხულობო.  რა საყვარელი გოგო ხარო. ვარდისფერი მობილურით გიცანიო. :D

ჰეჰე, ძაან საყვარელი იყო :2kiss:

P.S. თინის და ნატალიას აქედან ვულოცავ დაბადების დღეს! ყველაფერი საუკეთესო, ამხანაგებო!

10 Comments

  1. აუ, მე რომ დამენახე არ ვიცი მოვიდოდი თუ არა, ჯერ კიდევ მცხვენია ეგეთი რაღაცეები :user:

    აი, დოდკა, ყვავა და კიდევ სხვები დავინახე 1 კვირის წინ და იმდენის გაფიქრება მოვასწარი წამებში – მივიდე, არ მივიდე, ვილის მოვეფერო, მერე ვეტყვი ნატალია ვარ wonderland-დან და ამასობაში კი ჩავუარე გვერდზე :D

    p.s გმადლობ მილოცვისთვის, სვით!

  2. რამააგრიაა,
    როცა ძველ ანცნობებს ვანხულობ მიხარია ხოლმე და კარგ განწყობაზეც ვდგები,

  3. წლევანდელ ჰელოუინზე

    უი რა ხდება? გაჩერდა ეგ თემა?
    ამას წინათ შევტავაზე დოდის ერთი ადგილი და რას ვაპირებთ?

    1. დოდის ჩემთვის არაფერი არ უთქვამს…

      მე არჩეული მაქვს რაღაც ადგილი.
      შემომთავაზე შენიც…

Leave a Reply