მე და ჩემი ჰარამხანა

მე თაზო ვარ, თავისუფალი სიტყვის ბლოგიდან. გუშინ Sweet Baby Girl-მა შემომთავაზა მისი ბლოგისთვის რამე პოსტი დამეწერა. “ბიჭი ხარ და პირველად შენ სწორედ ამიტომ გითხარიო”. სწორედ ამიტომ, დღეს “სვითლენდის” სტუმარი ვარ. ამაყ!

ამ პოსტში ვისაუბრებ ქალისა და კაცების ურთიერთობაზე. უფრო კონკრეტულად ჩემზე და ქალებზე, რომლებიც ჩემს გარშემო ტრიალებენ(თუ მე ვტრიალებ მათ გარშემო…ნუ რა მნიშვნელობა აქვს). დაწყნარდი, განვლილი ვნებიანი ღამეების აღწერას და ამით ტრაბახს  არ ვაპირებ (ხოხ!). არაფერი მსგავსი.

ჩემი ბედნიერება მეათე კლასიდან დაიწყო.  გადავედი სკოლაში, სადაც კლასში 22 გოგო და მხოლოდ  5 ბიჭი ვიყავი. აი იქ მივხვდი, რომ მაგრად გამიმართლა.  ტკბილია უმცირესობაში ყოფნა, მეტისმეტად ტკბილი. აი, სწორედ მაგ დროიდან დავუწყე ზოგიერთ ვირგლას გატრაკება, გოგოებს რომ აჩმორებდნენ.  ჰო, აჩმორებდნენ.

“რო გლეწავ გაგაკრავ კედელზე!”, “მოგაჯენ პოლზე!”, “აგილეწავ როჟას!”-ზოგიერთი ქუთაისელი ჩმო ასე ეკონტაქტებოდა საპირისპირო სქესს. ეს თავიდან, მერე უკვე აღარ. ყოველ შემთხვევაში ჩემი და ჩემი მეგობრების “სამოქმედო კვადრატში” ასე ხდებოდა.

“დეტსკი” ისტორიებს მოვრჩეთ.

მეორედ უკვე უნივერსიტეტში გამიმართლა. თავად განსაჯეთ: კურსზე 80-მდე გოგო და 15-მდე  ბიჭი ვართ. ამდენი ქალბატონის გარემოცვაში, თევზივით ვარ (თევზი წყალში).

დღითითდრე უფრო ვრწმუნდები, რომ იმ ოჯახაშენებულ ღმერთს კარგი რამ მოუფიქრებია. უკეთეს რამეს ვერც მოიფიქრებდა კაცისთვის. ჰა, ჰა, ახლა არ აკაკანდეთ!  სულაც არ ვფიქრობ, რომ ქალი ღმერთმა კაცისთვის შექმნა ექსკლუზიურად. თავიდან ამ თემაზე  კამათისას ცოფებს ვყრიდი, ხმას ვუწევდი, ვბრაზდებოდი. ნერვებს მიშლიდა ქალისა და კაცის (უ)თანასწორობაზე უაზრო კამათი,  მატ-პატრიარქალური  გამოხტომები, “კაცი ოჯახის თავია, ქალი კისერის” გარჩევა, “ქალმა ხაჭაპურის ცხობა თუ არ იცის,  მალე ულვაშები ამოუვა და კაცად გადაიქცევა”  და ა.შ.

ამდენ მანდილოსანთან ურთიერთობის მერე მივხვდი, რომ  ზემოხსენებულ თემებზე კამათში დროს ტყუილად ვკარგავდი.  მეც შევეშვი.  უბრალოდ ვტკბები ცხოვრებით (Look at my pic!).

Me and My harem

Me and My harem

მივხვდი იმას, რომ წინაპირობების მოფიქრება ქალთან ურთიერთობისას უაზრობაა.

მაგ.: ასე უნდა იქცეოდეს, ეს არ უნდა თქვას, ამის კეთება უნდა იცოდეს.  ექსპრომტი სიტუაციები, სიურპრიზები, სითბო, სიტკბო,  და მისი ჯანი. ასეთი ტაქტიკა ამართლებს. პირადად მე ჩემი ნაცნობი გოგოების აბსოლუტურ უმრავლესობასთან ჯიგრული ურთიერთობა მაქვს. ბევრთან ვმეგობრობ.  და კიდევ, ვერ ვიტან უაზრო მტკიცებას ქალისა და კაცის მეგობრობა წარმოუდგენელიაო.   ვმეგობრობ, ვძმაკაცობ და მიყვარს კიდეც(ეგ საიდუმლოა, ნამიოკსაც არ ვიტყვი. არა, მართლა არ ვიტყვი).

ერთადერთს რასაც ვერ ვიტან ქალისგან, ეს  “შემეტენე” სიტუაციაა.  ერთადერთხელ მოვექეცი ასეთ ქალბატონს უხეშად. დარწმუნებული ვარ, მის მეტი სხვა ჩემზე ნაწყენი ქალი არ მოიძებნება დედამიწის ზურგზე.

ჰო, კარგი, მოვრჩები ახლა ბლატაობას. პოსტსაც დავასრულებ.  ნუ, ბლოგოსფეროშიც გამიმართლა, აქაც უმცირესობაში ვარ, სასიამოვნო უმცირესობაში.

კინაღამ დამავიწყდა: ქალთან ურთიერთობაში იუმორი აუცილებელია. ისეთ ადამიანთან ვერ ვიმოგობრებ, ვისაც ეს არ ესმის. სხვათაშორის, ჩემს სამეგობროს “თაზოს ჰარამხანას” ვეძახით. ემანდ გულში ბილწი არაფერი გაივლო, ეგ სახელი გოგოებმა მოიფიქრეს. ჰარამხანაში(ანუ ძაან საახლობლოში) სულ 4-5 გოგო ირიცხება.  დანარჩენები, ვინც სურათზე არიან,  უბრალოდ კარგი მეგობრები არიან, ჯიგარი გოგოები, ძმაკაცები რა!

P.S. ერთმა ნაცნობმა “ჩამჭრელი” კითხვა დამისვა: შენს ცოლს ნამცხვრის ცხობა თუ არ ეცოდინა, რას იზამო. მე ვასწავლი-მეთქი. ვოტ ტაკ!

მგონი პირი ახლაც ღიად აქვს დარჩენილი.

16 Comments

  1. უი, სურათებში სოფის მოვკარი თვალი )))
    თაზო, კარგია

    სვით, გილოცავ პირველ მოწვეულ ბლოგერს :ბის:

    1. შენ ერთი გყავდა და მაგიც ვერ შეიშნოვე, ახლა ჰარემი მოუნდა :D

  2. მეც მქონდა ეგეთი სამოთხე. ჩემს პირველ სამსახურში სულ სამი ქალი ვიყავით და დანარჩენი ბიჭები, თან ის ორი ქალი მთელი დღეები კანცელარიის ჟურნალს უჯდა, სამუშაო დროის ამოწურვისთანავე მკაცრი სახეებით სახლში გარბოდნენ, თან მძიმე ხაისთით გამოირჩეოდნენ და, პრაქტიკულად, თანამშრომლებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონდათ, ასე რომ ვიყავი მე და კიდევ 20 ბიჭი. ასაკითაც ყველაზე პატარა ვიყავი. მოკლედ, ხელის გულზე მატარებდნენ რა! :)

    ახლანდელ სამსახურში საპირისპირო სურათია, მთელ დეპარტამენტში ერთი მამაკაცი გვყავს, რომელთანაც ნორმალური ურთიერთობა შეუძლებელია.

  3. ვრწმუნდები, რომ თაზო მართლა კარგი ადამიანია, მაგრამ გაძლება მოგცეს ღმერთმა, ჰარამხანა მე ცოტა სხვანაირად წარმომოდგენია :):):)

    1. +10!

      ძალიან მაგარი ადამიანია მართლა!
      ძალიან მომწონს :love:

  4. აი ლაიქ ით :P

    სხვათაშორის ჩემთვის მტკივნეული თემაა,ჯგუფში მხოლოდ გოგოები ვართ და მამრობით სქესთან შეხება არ გვაქვს,თუ საერთო ლექციებს არ ჩავთვლით :D

  5. ხო ტავად უნდა ასწავლო აბა რააა :D:D:D ნეტა ყველა ბიცჰი აზე აზროვნებდეს… ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.