Madonna – My Hero

მოწვეული ბლოგერი – Presfish

მსოფლიოში ყოველთვის არსებობდნენ ისეთი ადამიანები რომლებიც “იწყებდნენ” გარკვეულ ეპოქას,მათ გზაზე უამრავი ადამიანი დგებოდა თუმდაც ამიტომაც უნდა ვაღიაროთ ეს ადამიანები.მაგალითად: “The Beatles” რომელმაც რამოდენიმე მუსიკალური სტილი განავითარა და შექმნა, Bill Gates რომელმაც “Microsoft” შექმნა და ინტერნეტ სივრცეს მისცა ფართო გაქანება ამ ადამიანების სიას რაღათქმაუნდა მიუკუთვნება უდიდესი მრავალგზის აღიარებული ყველასათვის ცნობილი სკანადალური მომღერალი,მსახიოი და საზოგადო მოღვაწე, პოპის დედოფალი მადონა!

(მადონა, სრული სახელი: მადონა ლუიზა ჩიკონე დაიბადა 16 აგვისტს, 1958 წელს)

ასეთ ადამინებს ჰქონდათ რთული გზა რომლებიც წარმატებულათ გაიარეს და დღეს ისინი ჩვენთვის მისაბაძნი და სატაყვანო გმირები არიან.

ზოგადად მადონაზე მინდა ვისაუბრო და მისი წარმატების ფორმულები განვიხილო და გარკვეულ სეგმენტებად განვაზოგადო.

მადონა დაიბადა ბეი სითიში(ა.შ.შ). გოგონა კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა. მადონას დედა 1963 წლის 1 დეკემბერს, 30 წლის ასაკში მკერდის კიბოთი გარდაიცვალა. მოგვიანებით,მამამისმა ცოლად ოჯახის მოახლე-ჯოან გუსტაფსონი შეირთო და ერთად მათ კიდევ ორი შვილი შეეძინათ.

მადონამ მკაცრი მამის დაყოლიება მოახერხა და მან ბალეტის გაკვეთილებზე სიარულის ნებართვა მიიღო. მის ბალეტის მასწავლებელს მადონა გეი-დისკოთეკებზე გამოყავდა.პარალელურად,იგი როჩესტერის ადამსის სახელობის სკოლაში სწავლობდა, სადაც იგი სანიმუშო ფრიადოსანი იყო.

პირველივე კურსიდან მადონამ უნივერსიტეტი მიატოვა და 1978 წელს ნიუ იორკში მოცეკვავის კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა.

მან თავიდანვე დაისახა მიზნად რომ იგი არტისტის კარიერას შეიქმნიდა,აქედან გამომდინარე ჩანს რომ მიზნის მისაღწევად ბოლო სისხლის წვეთამდე უნდა იბრძოლო,უმთავრესი-ფსიქოლოგიურად უნდა განეწყო იმისთვის რომ შენ ფინიშამდე მიხვალ,რომ შენ აუცილებლად მიაღწევ მიზანს ასეთი განწყობით ძალაუნებურად ყველაფერ საუკეთესოს მოიზიდავ და გზას უფრო ნათლად დაინახავ როგორც შავს ისევე თეთრს რადგან ფერების გარჩევის უნარი ერთი ორად გაგიძლიერდება.

როდესაც მადონა ნიუ იორკში კარიერის გასაგრძელებლად გაემგზავრა მაშინ გაიხსნა მისი გზა მსოფლიო სცენამდე თუმცაღა მსოფლიო სცენაზე ასვლამდე შეხვდა ძალიან ბევრი დაბრკოლება რის მიუხედავაც არ დაცემულა არამედ პირიქითაც მის ცხოვრებაზე ყოველთვის გულღიად საუბრობდა და არასდროს ცხვენოდა თავის წარსულის,ეს მის კომენტარებშიც ნათლად აისახება:

“როცა ნიუ-იორკში აღმოვჩნდი,პირველად ვიმგზავრე თვითმფრინავით,პირველად გავაჩერე ტაქსი, ყველაფერი პირველად ხდებოდა.აქ ჩამოსულს, ჯიბეში მხოლოდ 35 დოლარი მქონდა. ეს ჩემი ყველაზე გაბედული საქციელი იყო.”

მისთვის არ არსებობდა თავის ძირს დახრა ყოველთვის თავ აწეული მიემართებოდა წარმატებისაკენ.

სიღატაკის პერიოდში არ დარიდებია შავ სამუშაოზე მუშაობას,შიშველი პოზიორობას.

მას ასე თუ ისე შეიძლება ითქვას რომ ბინძური ცხოვრება ქონდა,თუმცა მან იცოდა რომ მისი კარიერისთვის ყველაფერზე უნდა წასულიყავი და მიზნისთვის ყველანაირი სიბინძურე ჩაედინა,ეს მისთვის არ იყო ადვილი ისევე როგორც ნებისმიერი ადამიანისთვის. მან იცოდა რომ მისი მიზანი ითვალისწინებდა ყველაფერ ბინძურს თუნდაც რელიგიის შებილწვას- მკრეხელობას,მეძავეობას,შავ სამუშაოს თუ სხვა.

თუ კი შოუ ბიზნესში ფეხის მოკიდება დაისახეთ მიზნათ დაიმახსოვრეთ რომ ყველანაირი მორალი უნდა დაივიწყოთ და თქვენი საყვარელი საქმისთვის იბრძოლოთ ბოლომდე!

ამის შემდეგ მადონა გარკვეულად ფულს შოულობდა და დამოუკიდებლად ცხოვრებას და თავის გატანას  შეეჩვია აქედან გამომდინარე ნიუ იორკშიც ფეხი მოიკიდა.

ფრანგი დისკო არტისტის, პატრიკ ჰერნანდესის 1979 წლის მსოფლიო ტურნეში მოცეკვავეს სტატუსით მონაწილეობისას,მადონამ გაიცნო მუსიკოსი დენ გილროი, რომელთან ერთადაც მოგვიანებით თავისი პირველი როკ ჯგუფი „ბრეკფასტ კლაბი“ ჩამოაყალიბა. ამ ჯგუფში მადონა მღეროდა და გიტარასა და დასარტყამ ინსტრუმენტებზე უკრავდა. მოგვიანებით კი თავის ყოფილ ბოიფრენდთან, დრამერ სთივენ ბრეისთან ერთად, 1980 წელს ჯგუფი „ემმი“ დააარსა. ბრეისთან ერთად, ის საცეკვაო მუსიკას ქმნიდა, რომლითაც ნიუ იორკის დისკოთეკები დაინტერესდნენ.დიჯეი და მუსიკალური პროდიუსერი მარკ კამინსი მოხიბლული დარჩა მისი დემო ჩანაწერებით და მადონა ხმისჩამწერი კომპიანია „საია რეკორდს“-ის დამფუძნებელს,სეიმურ სტაინს წარუდგინა.

მადონა თავიდანვე მუშაობდა კომერციულ მუსიკაზე ეს ძალზედ ჭკვიანური გადაწყვეტილება იყო იმ დროისთვის რადგან ასეთი მუსიკა,მელოდიური პოპ საცეკვაო სიმღერები მასას ადვილად მოერგებოდა.თუმცა მან ასეთ მუსიკაში იმ დროისთვის პირველად შეიტანა ცვლილებები და სიახლეები.მას შეეძლო შოუს შექმნა რაც მაშინ თითქმის პირველად ხდებოდა და ხალხისთვის საინტერესო,შოკური და სკანდალური იყო.ხალხს სწორედ მისი ინდივიდუალრობა და “პირველი სიახლეები” მოსწონდათ.

მისი კარიერა ხშირად მის პირად ცხოვრებასაც შესწირვია.

მადონა წარმატების გზაზე იდგა, ხოლო თინეიჯერი გოგონები მისი ჩაცმის სტილის გავლენის ქვეშ მოექცნენ, რასაც ისინი მომღერლის ფოტოებზე, ცოცხალ გამოსვლებზე და მუსიკალურ ვიდეოებში ხედავდნენ. მაქმანის ტოპი, ბრიჯების ზემოდან ქვედაბოლო, ბადისებური წინდები, ქრისტიანული ჯვრის გამოსახულებიანი სამკაულები და თეთრად შეღებილი თმა-ეს განსხვავებული სტილი 90-იან წლებში ქალების მოდის განმსაზღვრელი გახდა.

ის იყო 90-იანი წლების ინოვატორი.როგორც ხედავთ მას არ დარიდებია სკანდალისთვის მკრეხელობა ჩაედინა და ქრისტიანული რელიგია შეეურაწყო რადგან შოუ ბიზნესი მორიგ სკანდალს ითხოვს თუ საინტერესო და მიმზიდველ სკანდალს არ შექმნი ხალხს უბრალოდ მობეზრდები და ჩაიძირები,ნამდვილი მგლური კანონები მოქმედებს და აგრეთვე კონკურენცია ზღვაა.

Mtv-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოების პირველ ცერემონიალზე მადონამ „Like a Virgin“ შეასრულა, რომლის დროსაც ის საქორწილო ტორტის ფორმის დეკორაციაზე ცეკვავდა, მოტმასნილ მანჟეტებში, ბრეტელებიან საქორწილო კაბასა და მაქმანის წინდებში გამოწყობილი, წვივსაკრავებითა და იმ დროს მისი „საფირმო ნიშნით“-„BOY TOY“-ს წარწერიანი ქამრით.ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი გამოსვლა, რომელმაც მადონას თაყვანისმცემელთა რიცხვი გაზარდა. თუმცა, პარალელურად, მომღერლის წარმოდგენებმა კრიტიკოსთა თავდასხმაც გამოიწვია, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მადონას მაპროვოცირებელი სტილის მიღმა მისი უნიჭობა იმალება.

ესეც მორიგი განსაცდელი,ფაქტიურად კრიტიკოსები ცდილობდნენ მადონას ჩაძირვას და მისთვის ერთგვარი შავი პიარის აგორებას,მათ რათქმაუნდა მიზანს ვერ მიაღწიეს თუმცა ეს მადონასთვის დიდი სტრესი იქნებოდა,ყველაფერი ისე არ არის როგორც სცენაზე გამოიყურება,კულისებს მიღმა ცდილობენ ჩაგძირონ ამიტომაც აქ შენ ერთმა უნდა გაიტანო თავი ამისთვის კი უზარმაზარი ნიჭი და წინდახედულობაა საჭირო რაც მადონამ უდაოდ მოახერხა.

მისი პოპულარობები დღითითდღე იზრდებოდა.

წინამორბედებთან შედარებით, მადონას ალბომი „True Blue“, მუსიკალური და თემატური თვალსაზრისით, გაცილებით დახვეწილი იყო, რაზეც ჟურნალმა „როლინგ სტოუნმა“ დაწერა: „მადონას ასე არასდროს უმღერია, რითაც თავის, როგორც საშუალო ფენის ამერიკელი პოპ-პოეტის, სტატუსს იმყარებს“.

ამ პერიოდში მან გადაიღო კლიპი “Like Player” რომელმაც უზარმაზარი სკანდალი გამოიწვია საზოგადოებაში,ხოლო ვატიკანმა იგი კათოლიკური სიმბოლიზმისა და ეროტიზმის „მკრეხელური“ სინთეზისთვის დაგმო.კლიპში გამო.ვიდეოში შავკანიან მამაკაცს, რომელიც თეთრკანიანი მამაკაცების მიერ განაწამები თეთრკანიანი ქალის დასახმარებლად მიდის, დანაშაულის ბრალდებით, შეცდომით აპატიმრებენ. მადონას გმირი, რომელიც კრიმინალური შემთხვევის მოწმე იყო, ხელს უწყობს უდანაშაულო პატიმრის გათავისუფლებას. მართალია, ვიდეოს მიზანი რასიზმის დაგმობა იყო, მაგრამ მადონა ცეცხლმოდებული ჯვრებისა და იესოსთან „ფლირტის“ გამო მკაცრად გააკრიტიკეს.

მადონამ კინომატოგრაფიაშიც შეაბიჯა და ითამაშა ძალიან წარმატებულ ფილმში მთავარი როლი როგორიცაა “Evita”. ეს ფილმი მისი არტისტიზმს ერტი ორად ამტკიცებდა.

მადონა გამოირჩეოდა ქველმოქმედებით,მან შვილიც კი აიყვანა მალავის ობოლ ბავშვთა სახლიდან.

მას პოლიტიკური შეხედულებეიც გააჩნია რაზე საუბარსაც არასდროს შეშინებია. მადონა მხარს არ უჭერდა აშშ-ს ყოფილ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშს. 2004 წლის აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებისას, მომღერალმა მხარი დაუჭირა დემოკრატ უესლი კლარკის კანდიდატურას და თაყვანისმცემლებს  მიმართა „ჩემი შვილების მომავალი საფრთხეშია!“

მას არასდროს ეშინოდა,იგი თავს არასდროს ხრიდა,მას ქონდა მიზანი რის მისაღწევადაც ყველაფერი დათმო და დღეს მე ამაყმა შემიძლია ვთქვა რომ დედამიწაზე სიცოცხლე ნებისმიერ სრულფასოვან ადამიანს შეუძლია,ყოველი ძალა ადამიანშია,ადამიანს შეუძლია იმოქმედოს და დღეს თავისუფლად და ამაყად შემიძლია ვთქვა რომ მე მადონასნაირად ვსუნთქავ!

34 thoughts on “Madonna – My Hero”

  1. ყველაზე გამორჩეული სიმღერა თავის ვიდეოთი Frozen რაღაცა მისტიკური და ზებუნებრივია მადონა მანდ .

    კიდევ The power of goodbye – შია მაგარ ვიდზე.

    მოკლედ მადონა POP ლეგენდა და ყველა დანარჩენებმა დაუჩოქონ ფეხებთან ! :P

  2. მაგარი ქალია მართლაც და და რაც უფრო ემატება ასაკი უფრო და უფრო მესექსუალურება ♥

  3. Bill Gates რომელმაც “Microsoft” შექმნა და ინტერნეტ სივრცეს მისცა ფართო გაქანება – ეს წაშალე პლზ :)

  4. Shavi samsaxuri magari iko:))) is gamogrcha … Sektanti rom aris da is bavshvic orgiebis chasatareblad rom Aikvana da bevri sxva bindzuri istoriebi

    1. Kabbalah სექტა არ არის :)
      ჰაჰაჰ ბავში ორგიებისთვის არა/? :D იქნებ ისიც თქვა, რომ აფრიკის უკიდურესაც გაჭირვებულ სოფელ Malawi-ში (საიდანაც ეგ 2 ბავშვი აიყვანა) სკოლას რომ აშენებს, , Rising Malawი-ის ფონდი რომ აქვს გახსნილი და დიდ ფინანსურ დახმარებას რომ უწევს იქაურ მოსახლეობას, ეგეც ორგიებისთვის სჭირდება? =))
      სხვათა შორის მაგ 2 ბავშვიდან ერთ-ერთს არც დედა ყავს და არც მამა.. რომელი ადამიანის გული გაუძლებდა მაგ გასაწყლებულ სოფელში, საშინელ პირობებში დაეტოვებინა საცხოვრებლად…
      გაჭირვებულ ადამიანებს როგორც შეუძლია, დიდ დახმარებას უწებს. (ცხადია მთელი მსოფლიოს ღარიბ მოსახლეობას ვერ დაეხმარება, ამიტომაც აირჩია მისთვის უკვე ნაცნობი აფრიკა)
      მოკლედ, ვისაც რაც გინდათ, იმას ხედავთ მარტო, და + ამას უაზრო ჭორებს უგონებთ.. :|

  5. ძალიან მევრი რამ კიარ გამომრჩა გამოვტოვე როგორც ხედავ ძალიან დიდი პოსტია :/

  6. ვაიმე :O
    ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე :x
    იმდენი რამის თქმა მინდა, მაგრამ უცებ ძალიან დავიბენი :(
    ჩემი საოცრება, ჩემი სიხარული, ჩემი სიცოცხლე, ჩემი ენერგიის წყარო და სიცოცხლის ელექსირია ეს ადამიანი :X
    ჩემი ჩემი ცხოვრების ულამაზესი ნაწილი <3
    სიტყვები რ მყოფნის ემოციები რომ გადმოვცე…
    უბრალოდ ბედნიერი ვარ რომ ვხედავ საქართველოშI ადამიანს, რომელიც არა მარტო ზოგადად აფასებს მის შემოქმედებას, არამედ გაცნობიერებულად უყვარს, ამდენი ჭორის მიუხედავად… ბედნიერი ვარ შენც სხვებივით ვიწრო "მხედველობის არე" რომ არ გაქვს და მის ცხოვრებაში გათახსირებულობის და სკანდალების გარდა უამრავ პლუსსაც ხედავ, დიდ ნიჭს, უსაზღვრო ენერგიას, შრომისმოყვარეობას, მიზანდასახულობას, ბრძოლის უნარს, ნებისყოფას, ასევე უნარს იმისას, რომ მოიგო მილიონობით ადამიანის გული უშალობით და გულწრფელობით და შეინარჩუნო პოპულარობა 27 წლის განმავლობაში (1983 წლის, პირველ ალბომს ვიღებ ათვლის წერტილად, თორემ მაქამდეც არანაკლებ პოპულარული იყო;)
    მოკლედ … არ ვიცი რა ვთქვა.. არ ველოდი საქართველოში ვინმეს კიდევ თუ უყვარდა ასე ძალიან, ჩემი და იმ ადამიანების გარდა, რომლებსაც ვიცნობ.. უმრავლესობა არც კი იცნობს მის შემოქმედებას და ცხოვრებას და შესაბამისად ვერასოდეს მიხვდება რა დევს ამ ქალში ასეთი მიმზიდველი, მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანის სიყვარულს რომ იმსახურებს!…

  7. ჩემი ბავშვობის სიყვარული <3
    ჩემი აზრით, Confessions საუკეთესო ტური იყო ))
    საუკეთესო დისკი – Music.. ნუ, American Life-იც ))

    1. ჰმმ.. კომენტარი დავწერე და აშკარად არ ჩანს.. ალბათ ძალიან დიდი იყო :(

  8. მადონას შესახებ მსგავსი ამომწურავი ინფორმაცია დიდი ხანია არ წამიკითხავს. მარი კარგი სტუმარი გყავდა ამ თვეში , მიხარია რომ მასზე შეაჩერე არჩევანი .

  9. მართლაც რომ ძალიან საინტერესოდაა დაწერილი. მართალია, მადონა არ მიყვარს, მაგრამ ეს პოსტი დიდი სიამოვნებით წავიკითხე.

  10. “მან იცოდა რომ მისი მიზანი ითვალისწინებდა ყველაფერ ბინძურს თუნდაც რელიგიის შებილწვას- მკრეხელობას,მეძავეობას,შავ სამუშაოს თუ სხვა.”
    “და დღეს თავისუფლად და ამაყად შემიძლია ვთქვა რომ მე მადონასნაირად ვსუნთქავ!”

    “მალადეც” თქვენ. იამაყეთ, იამაყეთ …

  11. ხო ისე.. ჩემი უსაყვარლესი ალბომი- COADF, მერე- American Life, მესამეზე პრინციპში- Music.. მერე უკვე სხვა დანარჩენი :Pუსაყვარლესი სონგი- #1 HUNG UP, დანარჩენს ვერ დავახარისხებ :D- Celebration, Like a prayer, Vogue, Express yourself, Nothing fails, What it feels like for a girl, Mother and father, Into the groove, Borderline, Holiday, You’ll see, Time stood still, Cherish, Rain, In this life, Paradise, Ray of light, She’s not me, Sorry, Let it will be, Secret, Till death do us part, Mer girl, Miles away (რა გადასვლებია :D) მოკლედ ძალიან ბევრი <3უსაყვარლესი ტურნე: #1 Confessions tour, #2 Re-invention, Sticky and Sweet, Girlie show, Who's that girl შემდეგ სხვები :Pსაყვარელი ფილმი- Swept away, Evita, W.E.( ეს რომ გამოვა მერე, მაგრამ წინასწარ ვიცი რომ მომეწონება, ამდენი ხანია ველი და :$) ხო კიდევ Behind the scenes-ები, ასევე კლიპების გადაღებები, ინტერვიუები ამჟამად უფრო, ადრე არ ვიყავი დაინტერესებული :$+ფოტოების ხამი ვარ :D სანამ არ დავიღლები გადმოწერით, იქამდე ვიწერ წლების მიხედვით. საყვარელი რადიო- Candy Station (რომელსაც ახლა ვუსმენ Open your heart გადის Who's that girl-ის ტურნედან ლაივ ვერსია > საყვარელი გამოთქმა (დავაკოპირებ, თქვენის ნებართვით) “To be brave is to love someone unconditionally, without expecting anything in return. To just give. That takes courage, because we don’t want to fall on our faces or leave ourselves open to hurt.”და ეს- “If I was a girl again, I would like to be like my fans, I would like to be like Madonna”

  12. კიდევ 1 რამე .. სიმღერა რომელიც დღესაც კი ვერ დავამუღამე :s – Shanti, bedtime stories (სიმღერა არა იმდენად, კლიპი უფრო) და რამდენიმე მომენტი კლიპიდან – Nothing really matters.კიდევ დავამატებ.. მადოს ფანებს ვაგროვებ :d სანთლით ვეძებ ყველგან- Facebookze, Odnoze, Vkontakte-shi, skype, googlezec კი..მოკლედ ყველგან, სადაც დავრეგისტრირდები .. :) Forum.ge-ze აღარ ვეძებ :D მაინც არ არიან.. ენდის გარდა არავინ შემორჩა ვინც მადოს თემაში შემოდის)

    კიდევ ვაგროვებ მადოსთან დაკავშირებულ ყველა ნივთს- პოსტერებს, უბრალოდ თაბახის ფურცელზე ამოპრინტერებულ ფოტოებს, გაზეთიდან- სულ 1სმ-იანი ფურცელი რომ იყოს, მაინც, აქსესუარებს, ყველაფერს, რასაც მადონა აწერია. მსგავს ტანსაცმელს. ასე რომ, სრული სერიოზულობით ვაცხადებ, ვინმეს თუ რამე მოგეპოვებათ სახლში ან ნაცნობობაში, იქნებ დამეხმაროთ :s თითოეული ნივთი ძვირფასია ჩემთვის :)

    უჰ მოვრჩი. რამდენი მიწერია =))) კიდევ მეტს დავწერდი, მაგრამ თავს შევიკავებ …:)

  13. “მან იცოდა რომ მისი მიზანი ითვალისწინებდა ყველაფერ ბინძურს თუნდაც რელიგიის შებილწვას- მკრეხელობას,მეძავეობას,შავ სამუშაოს თუ სხვა.”

    ესე იგი მადონამ რელიგია შებილწა, “შავი სამუშაოთი” გაჰქონდა თავი და უიი თურმე რა “ეკლიანი” გზა გაუვლია პოპულარობის მისაღწევად. ასეთ რაღაცას როცა იკადრებ ადამიანი უკვე იქ მთავრდება ყველაფერი. აქ შეიძლება ნეტარებაშა, მაგრამ “იქ” ღმერთთან რითი იმართლებს თავს…

  14. ჰმმმ…ქალი რომელიც სექტანტია და მერე რა სექტის,ქალი რომელიც ყველაზე უდიდეს,უწმინდესს და ამაღლებულს შეურაცყოფს…და ეს მტკიცედ მჯერა რომ ადამიანი მორალის გარეშე პირუტყვია მოლაპარაკე მხოლოდ…

    1. მორალი რას ნიშნავს, ამიხსენი, რა.
      ვინ დააწესა ეს წესები და ა.შ.
      ხო, მადონაა პირუტყვი და ჩემი ნეტარი მეზობელი ნუნუ ზეადამიანი.

      1. …მაგის ახსნის ადგილი აქ ნამდვილად არ არის, შენ გინდა წესი დაარქვი გინდა სხვა რამ,მაგრამ ამ ყოველივეს გარეშე ადამიანი რომ პირუტყვად იქცევა ეს ისევე ცხადია როგორც ორჯერ ორი! რას ნიშნავს “ვინ დააწესა ეს წესები” .. კარგი რა,არა მგონია პატარა ბავშვი იყო და ასეთი შეკითხვის გაჩენა ცოტა არ იყოს….. :(( და შენთვის მისაღებია ადამიანის ასეთი საქციელი? ჯერ გიჩნდება აზრი,მოტივაცია,გადაწყვეტილება და მერე ქცევა,ასე რომ ვინც ასეთ ნაბიჯს დგავს და ეგეთ რამეებს აკეთებს,ამას საკმოად გააზრებულად აკეთებს და რა სიკეთეა ასეთი ადამიანისგან? ის მხოლოდ ფარია მისი ნამდვილი სახის,რომელიც მის სატანისტურ სექტაში რეალიზდება ალბად..

  15. რა თქმა უნდა იმის მტკიცებას ვინ გაბედავს და დაიწყებს რომ მართლაც და დიდი სიტყვა თქვა თავის საქმეში,მაგრამ რის ფასად? განკითხვა არ შეიძლება და არც არავინ არ არის ვინმეზე რამეთი კარგი, აღმატებული და წმინდა,მაგრამ არსებობს ზღვარი,რაღაც ქვაკუთხედი რომელსაც არ უნდა გადააბიჯო,მითუმეტეს როდესაც ეს რელიგიას ეხება

  16. პოსტი ჩავიკითხე და მთელი პოსტიდან მხოლოდ მისი ძუძუსთავები მომეწონა : )

  17. “მიზანი ამართლებს საშუალებას” -არა? სასაცილოა უბრალოდ აკ ზოგიერთი დემოკრატიის შუქურის აზრი :) ( სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს)

  18. “მისი კარიერა ხშირად მის პირად ცხოვრებასაც შესწირვია.”

    პირიქით ხომ არ უნდა იყოს???

    ყველაფერზე წასვლა იმას არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მიაღწევ წარმატებას; შავი სამუშაოს, ყველაფერზე წამსვლელი ხალხის და შარვალგახსნილი პროდიუსერების მეტი რა არის, მაგრამ მხოლოდ ერთეულებს უმართლებთ…

  19. სატნის ნაშიერი მაგი…
    ჯოჯოხეთში დეიწვება…

    :პუკე:

Leave a Reply