(LSPR) გავსტუდენტდი

სწავლა, სწავლა და სწავლაო, ამბობდა ბილ კლინტონი! :D

ხვალიდან პიარისა და ბრენდინგის სტუდენტი ვხდები და 4 თვის განმავლობაში ვისტუდენტებ.

ცოტა რამ ჩემი სკოლის შესახებ:

LSPR 1992 წელს დაფუძნდა ლონდონში და მას შემდეგ მზარდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც დიდ ბრიტანეთში, ისე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. საქართველო მეთვრამეტე ქვეყანაა, სადაც London school of Public relation-ის წარმომადგენლობა გაიხსნა.

London School of Public Relations-ის თბილისის ოფისი მსმენელებს სთავაზობს კურსს:

An Integrated Approach to Public Relations for the 21st Century

კურსი მოიცავს კომპლექსურ მიდგომას ისეთი ტრადიციული თუ ინოვაციური საკითხების მიმართ, როგორებიცაა:

  • ბრენდინგი [ეს საგანი იესემში გავლილი მაქვს და საშინაო დავალებების დაწერა მეზარებოდა ხოლმე. საბოლოოდ გამოცდა კი ჩავაბარე მაგრამ ნიშანი არ გამომივიდა და Fail-ზე დამსვეს. მაგრამ კრედიტი ჩამეთვალა. ხოდა ახლა კარგად უნდა ვისწავლო რომ გადავფარო ის Faili-ი. ერთადერთი მახინჯი Fail-ი მყავს ჩემს გაზინზილებულ დიპლომში. რა სირცხვილია…]
  • ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციები
  • მიზნობრივი აუდიტორიის კვლევა
  • კორპორატიული იდენტობა და იმიჯი
  • ვირტუალური მარკეტინგი [რა საინტერესოა, ბლოგისთვის თუ გამოვიყენებ :user: ]
  • მედიასთან ურთიერთობა
  • სტრატეგიული ანალიზი და დაგეგმვა
  • სპონსორობა და ივენთ-მენეჯმენტი
  • ბიზნეს ეთიკა
  • მედია ანალიზი, ბაზრის კვლევა
  • e-PR და m-Commerce
  • კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა
  • ინვესტორებთან ურთიერთობა
  • რისკების და კრიზისების მართვა
  • რეპუტაციის მენეჯმენტი [წიპა “როგორ დავიცვათ თავი ანტი-სვითებისგან?” :D ]

cosmopolitan_bg_logo50%-იანი დაფინანსება მოვიგე კომოპოლიტენის SMS კონკურსში!!!

ჭკუაზე არ ვარ!!! თანაც როგორც ხმები მოვიდა, ჩემთან ერთად თვითონ კოსმოს რედაქტორი გაივლის ამ კურსს. რა პატივია :user:

ხვალ საღამოს შვიდის ნახევარზე მაქვს პირველი ლექცია.

ბედის ნებიერი ვარ ნამდვილად… ალბათ იმიტომ რომ ჩემს აქტიურობას, ენთუზიაზმს და თავდაჯერებულობას საზღვარი არ აქვს :P

ლირიული გადახვევა: ერთი მეუბნებოდა, რომ ზედმეტად თავდაჯერებული და აქტიური ხარო, და ითრგუნებოდა ჩემგან. ხოდა აბა კარგად მიყუროს, ვინ არი ეხლა მაგარ პონტში აა?…

თქვენ რას ფიქრობთ, რატომ მიმართლებს ასე? :D [ეს რიტორიკული შეკითხვაა და პასუხის გაცემა საჭირო არ არის :P ]

15 Comments

    1. კი ძალიან მაგარია. აპრილში ბრიტანელი პროფესორი ჩამოყავთ რომ მასტერკლასები ჩაგვიტაროს.

      თან სწავლება ინგლისურადაა :D

  1. ვააა ბიჭოს, ე.ი. მეც რო გამიმართოს აუცილებლად ვარდისფერი ნასკები უნდა ჩავისვა..? :((((

    1. მთლიანად 2.1k GEL.

      4 თვეზე ნაწილდება. წიპა განვადება შეგიძლია გააკეთოს პონტია.

      მე დედაჩემი მიხდის დანარჩენს :D

  2. LSPR არის უსერიოზულესი სასწავლებელი
    მე უნდა ვყოფილიყავი შენი ჯგუფელი წესით
    მაგრამ ამჯერად ფეხმძიმობამ შემიშალა ხელი, :( და ძალიან დამწყდა გული
    ზუსტად ბოლო თვეები ემთხვეოდა და ვერ შევძელი :( ივნისში უკვე გაჩენა მიწევს :)
    შენ შეიძლება ჩემი მეგობარი გყავდეს ლექტორი : ჯული

  3. 1 შეკითხვა:

    რატომ გიყვარს კოსმოპოლიტენი ამ დონეზე?
    მე ვერთობი ხოლმე და მისწორდება, მაგრამ შენ იმენნა გიყვარს როგორც ვხედავ
    და უბრალოდ მიზეზი მაინტერესებს

    1. 1. ერთადერთი გამოცემაა რომელიც ჩემს მსოფლმხედველობას და ინტერესებს იზიარებს, და რომლის კითხვის დროსაც თავს ისე ვგრძნობ როგორც თევზი წყალში.
      2. ერთადერთი საერთაშორისო გამოცემაა საქართველოში
      3. ვარდისფერი იმიჯი აქვს
      4. შიგ სულ ლამაზი გოგოები და ბიჭები ხატია
      5. ფასდაკლების ბარათები მოყვება ხანდახან
      6. შეგიძლია სმს კონკურსში lsps-ის დაფინანსება მოიგო მაგალითად :D

      კიდე ჩამოვთვალო?

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.