22 დეკ 09

”სერტიფიცირებული” პიარშიკი ანუ LSPR Graduation

By Sweety at 10:11 pm | წაიკითხულია 2436-ჯერ |
14

2008 წლის მარტში LSPR-ში ჩავაბარე.

ამის შესახებ პოსტიც მეწერა, თუ როგორ მოვიგე კოსმოპოლიტენის კონკურსში 50%-იანი დაფინანსება, როგორ გამოვთხოვე დედაჩემს დანარჩენი 50% და როგორ გავხდი სტუდენტი კიდევ ერთხელ, ოღონდ ამჯერად მხოლოდ და მხოლოდ 6 თვით.

6 თვის შემდეგ როდესაც საბოლოო გამოცდა ჩავაბარეთ და პროექტიც გაგზავნილი გვქონდა ლონდონში, სერტიფიკატები უნდა აგვეღო, მაგრამ გვითხრეს სექტემბერში ჩამოვა სერტიფიკატებიო.

როგორც ჩანს ცოტა კიდევ დააგვიანა ჩვენმა ნანატრმა სერტიფიკატებმა და ერთი კვირის წინ იმეილზე მივიღე მოსაწვევი საკუთარ Graduation ცერემონიალზე.

მოსაწვევი

მოსაწვევი

მართალია მოსაწვევი ცოტა რთულად იკითხებოდა, მაგრამ ჩემმა სიხარულმა გადაფარა ეს ლაფსუსი.

ჩემი გონება უკვე ჩაძირული იყო გარდერობის გადახარისხებაში და ფიქრებში – ”ისე გავსუქდი, აღარაფერში ჩავეტევი!”

საბოლოოდ რაღაცაში მაინც ჩავეტიე. (მადლობა კოტეს დედას! :love: )

Outfit

Outfit

სამწუხაროდ  ცერემონიალს ჩვენი ჯგუფიდან მხოლოდ ხუთი ადამიანი ესწრებოდა. (ალბათ იმიტომ რომ ღონისძიება შუა კვირაში, ხუთშაბათ დღეს იყო დანიშნული)

გიორგი, სოფო, თამილა, ანკა, სვითი

სოფო, თამილა, ანკა

სერთიფიკატების გადაცემისას კოტე მიღებდა ფოტოაპარატით. თეონამ (LSPR-ის PR მენეჯერი) ისე მაღალფარდოვნად წარმადგინა, გავწითლდი. (დაახლოებით ეს ეპითეტები გამოიყენა, ”ყველაზე პოპულარული ბლოგერი”, ”ქართული ბლოგოსფეროს დედა”, ”ბლოგინგის ექსპერტი” და ა.შ.)

თეონა აცხადებს ჩემს ”ტიტულებს”

თეონა აცხადებს ჩემს ”ტიტულებს”

გადაცემა

გადაცემა

Showing Off

Showing Off

”სერტიფიცირების” შემდეგ საღამოს შედარებით ”გემრიელი” და ”არა-მშრალი” ნაწილი დაიწყო – ანუ ალაფურშეტი!

ალაფურშეტი

ალაფურშეტი

ცერემონიალი ბაგრატიონი 1882-ის დარბაზში შედგა და სტუმრებს უგემრიელესი ნაევრად-ტკბილი ”ბაგრატიონი”-ს შამპანურით გაგვიმასპინძლდნენ.

(მე პირადად ის შამპანური იმდენად მომეწონა, რომ საახალწლოდ ”ბაგრატიონის” ჯაკუზს მოვიწყობ!)

ალაფურშეტი ამ (უგემრიელესმა) ტორტმა დახურა.

ტორტი

ტორტი

ესეც შემთხვევითი ფოტოები :)

ძალიან ვარდისფერი ნამცხვარი

კოტე-ბოტე

კოტე-ბოტე

გიორგი, თამილა, ანკა, სოფო

გიორგი, თამილა, ანკა, სოფო

გიორგის თვალები დავუპიქსელე, რაღაც დახუჭულივით ჰქონდა…

Sweet

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

14 კომენტარი

ლამაზი სურათებიააო.. :)

 

გილოცავ ნანატრ სერტფიკატს :*

 

გილოცავ გილოცავ გილოცავ
თითქოს მე მიმეღოს ისე გამიხარდა
მაგრამ რამ გამოიწვია სიკეთის ასეთი ფეიერვერკი ამ შუაღამისას ვეღარ მივხვდი :)
ანკა სტურუაა? საგამოძიებოზე ვიყავით ჯგუფფელები ვგონებ :)
პ.ს. თმის ფერი მომწოოონს :წუბ:

მადლობა, მეც მომწონს თმის ფერი ^_^

 
 

შავი პიარშიკი ხარ, თეთრი თუ ჯერ არ გადაგიწყვეტია?

მე ვარდისფერი პიარშიკი ვარ!

ახალი სიტყვა მსოფლიო პიარში ^_^

 
 

გილოცააავ :* :*:*

 
 

gilocav
dzalian lamazi iyavi <3

 
 

Cute pics and that cake is awesome:)

 

აბა შენ იცი. უფრო გოიმური კაბები აარჩიე და კოტეს ფეხსაცმელების საწმენდი არ უყიდო. კარგად გაემუროს!

 
 

აბა წარმატებები პიარის სფეროში :)

 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: