მიყვარხარ უსაშველოდ. მერე რა, რომ სიცხე მაქვს და სულაც არ მინდა ლოგინში ჩაწოლა…
მერე რა, რომ ჩემს მოსავლელად მოიჩქარი სამსახურიდან… დაღლილი… გასავათებული…
და მოგაქვს ჩემთვის ერთი თბილი გული, ბევრი თბილი სიტყვა და თბილი ხელები…
—-
შუაღამეა…
დრო აღარ მახსოვს, ისე მიყვარხარ…
გადაფურჩქნული მიხაკების სურნელის ფონზე, რომელსაც ვერ ვგრძნობ, მახსენდება შენი ყოველი სიტყვა…
როგორ გავფილტრეთ ერთმანეთი…
სად არ ვიარეთ… რა არ ვნახეთ… რას არ ვუმღერეთ ჩვენი დიდი და თბილი სიმღერა… როგორ გვინდოდა, ყველა ოცნება აგვსრულებოდა, და ახლა მხოლოდ გვეღიმება ყველა მათგანზე… და თუმცა გულის გულში ისევ ვოცნებობთ იგივეზე, ცალ-ცალკე… ჩუმად… ერთმანეთის ხათრით და რიდით ვეღარ გვითქვამს…
გადმოვეკიდეთ ცხოვრების აივნებზე… როგორც ხელით ნაქსოვი ხალიჩები…
და გამოვფინეთ ჩვენი ღვთიური სილამაზე… აივნის შიგნით კი, ვინ იცის, ჩრჩილით დაჭმულ ნახვრეტებს ვკემსავთ..
ისევ ერთმანეთისთვის… და ერთმანეთზე…
ყველა სიტყვაში გარდავიქმნები ჩემს კუთვნილ სამოთხედ…
მიყვარხარ…






{ 2 comments… read them below or add one }
შენ შემოგევლოს შენი ქმარი… მიყვარხარ პატარავ ძალიან ძალიან… ხოოოდააა, მენატრები ახლა უსაშველოდ. ვზივარ გასავათებული და ვოცნებობ საღამოზე, როცა სახლში მოსულს დამხვდები და თბილად მაკოცებ… :უსერი:
ღმერთოოოოოოოო…… გამითბა გული, თვალებს მოადგა ლამაზი ცრემლი…, სიტყვა ღვთიური, სუფთა, კამკამა, სამოთხის კარი…..
მიყვარხარ ჩემო მეუღლევ, მიყვარხააააააააარ !