LOVE.BOG.GE – Behind the Scenes

13 იანვარს დასრულდა “საქართველოს ბანკის” თვენახევრიანი პროექტი – LOVE.BOG.GE

გამარჯვებულების ვინაობაც უკვე ცნობილია, პრიზებიც გადაცემულია, მთელმა საქართველომ უკვე ზეპირად იცის ეს სიმღერა, მე კი უბრალოდ მინდა ამ გენიალური პროექტის კულისებში მომხდარი ამბები ერთ პოსტად შევაჯამო და ჩემი პირადი, სუბიექტური ჭრილიდან დაგანახოთ გასული 2 თვე.

პირველ რიგში მინდა მოკლედ მოგიყვეთ თუ რა იყო პროექტის მიზანი, კონცეფცია, რა ეტაპებისგან შედგებოდა ის და როგორ მოხდა ამ ეტაპების დაგეგმვა/განხორციელება.

ეტაპი I – დაგეგმვა

როდესაც საშა კაცმანმა (Head of Branding Department) პროექტის იდეა დეპარტამენტის თანამშრომლებს წარმოგვიდგინა, პროექტს ჯერ სახელიც არ ჰქონდა. ამოცანა ერთი შეხედვით მარტივი, თუმცა შესასრულებლად კომპლექსური ჩანდა:

“საქართველოს ბანკისთვის” სპეციალურად დაწერილ საახალწლო სიმღერაზე, რომელზეც მომხმარებლები გადაიღებდნენ სახალისო ვიდეო კლიპებს, გამოაგზავნიდნენ ვებ გვერდის მეშვეობით და მათ შორის სამი საუკეთესო ვიდეოს ავტორი დაუვიწყარი პრიზებით დაჯილდოვდებოდა.

პარალელურად, ამ ცალკეული კლიპებისგან დამონტაჟებული ვიდეო რგოლები ტელევიზიით გავიდოდა, როგორც “საქართველოს ბანკის” საახალწლო მილოცვა.

ეს უნდა გამხდარიყო საერთო სახალხო პროექტი, რომელშიც მთელი ქვეყნის მოსახლეობა ხალისით ჩაერთვებოდა.

სიმღერა ამ პროექტისთვის აჩიკო გულედანმა და ბექა ჯაფარიძემ დაწერეს და კორკოტამ შეასრულა. სიმღერის ტექსტიდან გამომდინარე პროექტს Love.bog.ge დაერქვა.

პროექტი ნაბიჯ ნაბიჯ გაიწერა. დამზადდა პროექტთან დაკავშირებული უამრავი ატრიბუტი.

შეიქმნა პროექტის ვიზუალური კონცეფცია

ვოლპეიპერი დესკტოპისთვის

ვებ გვერდი

საბილბორდე

CD–ს ყდა

CD–ს ყდა

პოსტერი

ვიზუალური მასალები Facebook-ის შესაფუთად

ვიზუალური მასალები Facebook-ის შესაფუთად

შეიქმნა სიმღერის სხვადასხვა ვერსიები

საქართველოს ბანკი – LOVE.BOG.GE (ალბომი) by Bank Of Georgia

LOVE.BOG.GE – Ringtones by Bank Of Georgia

ფაილ-მენეჯმენტი

გარდა მასალების შექმნისა, შედგა ფაილების მენეჯმენტის ზუსტი სქემა. მომხმარებელს შეეძლო ფაილის მოწოდება ორი გზით:

  1. ფაილის ვებ გვერდზე ატვირთვა – რომელსაც შემდეგ ჩამოტვირთავდა სარეკლამო კომპანია, დაახარისხებდა, დაამუშავებდა, ატვირთავდა youtube-ზე და განათავსებდა პროექტის ვებ გვერდზე.
  2. ფაილის ნებისმიერ სერვის ცენტრში მიტანა – რომელსაც ბანკის კურიერი მიიტანდა ბრენდინგის დეპარტამენტში. ყოველ საღამოს ეს ფაილები იგზავნებოდა სარეკლამო კომპანიაში და გადიოდა იგივე გზას რაც პირველ პუნქტში აღვწერე.

სწორედ ამის გამო უზარმაზარი სამუშაო ჩატარდა მთელი ბანკის მასშტაბით თანამშრომლების მობილიზების მხრივ. ყველა სერვის ცენტრი გაფრთხილებული იქნა პროექტის შესახებ. ამის დამსახურებად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ინტერნეტს და კომპიუტერს მოწყვეტილი რაიონებიდანაც კი მივიღეთ ვიდეოები.

ეტაპი II – ვარსკვლავების კლიპი და კონკურსის გამოცხადება

პროექტის წარმატებული დასაწყისისთვის საჭირო იყო სიმღერის გაჰიტება. ამისათვის სიმღერა ერთი კვირით ადრე დატრიალდა რადიოებში.

უფრო მეტი ეფექტისთვის, გადაწყდა რომ უნდა გადაღებულიყო “საწყისი” კლიპი, რომელსაც უნდა ჰქონოდა სახალხო პრემიერა.

ამ შემთხვევაში ყველა ნინი ბუკიას (ინტეგრაციების მენეჯერი) დაეთანხმა – სიმღერა ქართველ პოპულარულ ადამიანებს უნდა ემღერათ. სწორედ ამ იდეით იქნა გადაღებული ცნობილი “ვარსკვლავების ვიდეო”, რომელმაც Youtube-ზე 89,544 ნახვა დააგროვა.

კლიპის პრემიერა მაია ასათიანის “პროფილში” შედგა. პროფილშივე გაჟღერდა პირველად პროექტ Love.bog.ge-ს შესახებ. მეორე დღესვე სიმღერა და კონკურსის პირობები სატელევიზიო რეკლამის სახით გაეშვა სხვადასხვა არხებზე.

 

ეტაპი III – დაგეგმილი პროცესების კორექტირება

პროექტის გაშვებიდან მესამე დღეს მივხვდით, რომ საჭირო იყო პროცესების დაკორექტირება. მომხმარებლებისგან ისეთი შეკითხვები შემოდიოდა, აუცილებელი გახდა ინსტრუქციის გადაღება, რათა უკეთ აგვეხსნა პროექტის არსი.

გარდა ამისა, საჭირო გახდა “მაგალითი” ვიდეოების გადაღება, რათა გვეჩვენებინა დაახლოებით რის გამოგზავნას მოველოდით კონკურსანტებისგან.

ეტაპი IV – საკონკურსო ვიდეოები და ინტეგრაციები

საკონკურსო ვიდეოები დაიყო 2 ტიპის ჯგუფად:

  1. აკაპელა (მხოლოდ ხმა მუსიკის გარეშე) – ამ ტიპის ვიდეოებს სარეკლამო კომპანია თვითონ ადებდა ფონოგრამას ასწორებდა და უშვებდა სატელევიზიო ვიდეო რგოლებისთვის გადასამონტაჟებლად. პარალელურად ტვირთავდა Youtube-ზე და დებდა ვებ–გვერდზე საკონკურსო გალერეაში.
  2. პლიუს–ფონოგრამა (ხმა + მუსიკა) – ამ ტიპის ვიდეოები სატელევიზიო კლიპებში ვერ ხვდებოდა, პირდაპირ იტვირთებოდა Youtube-ზე და იდებოდა ვებ–გვერდზე საკონკურსო გალერეაში.

15 დეკემბრიდან (ანუ პროექტის დაწყებიდან 2 კვირს შემდეგ) 12 იანვრის ჩათვლით ტელევიზორში ყოველდღიურად თითო ახალი ვიდეო რგოლი გადიოდა. ახალი ვიდეოები ყოველდღე იდებოდა Facebook-ზეც. ეს ვიდეო რგოლები წარმოადგენდა შემოსული საუკეთესო ვიდეოების დამონტაჟებულ ერთიანობას. ყველა სატელევიზიო ვიდეო რგოლის ნახვა შეგიძლიათ Youtube–ზე.

გარდა ამისა შეიქმნა სპეციალური კარაოკე ვიდეო, რომელიც სოციალურ მედიაში გავავრცელეთ და ხვადასხვა კარაოკე კლუბებშიც მივიტანეთ.
ბანკის მიერ მოწყობილ სპეციალურ კარაოკე Party–ზე 40–მა ბლოგერმა და 20–ზე მეტმა ჟურნალისტმა ეს სიმღერა ერთად შეასრულა.

 

ეტაპი V – ვიდეოების მიღების და კონკურსის დასრულება

ვიდეოების მიღება 31 დეკემბერს დასრულდა. ხმის მიცემა კი 13 იანვრამდე გაგრძელდა.

მაყურებლის ფავორიტი ვიქტორ გეგეშიძე გახდა, რომლის ვიდეომაც Youtube-ზე 67,484 ნახვა და Facebook-ზე 10,565 ხმა დააგროვა.

ეტაპი VII – ჟიურის გადაწყვეტილება და დაჯილდოვება

ჟიურის ძალიან გაუჭირდა გამარჯვებულების არჩევა, თუმცა ფავორიტებიდან ხმის მიცემით მაინც გამოვლინდა სამი ყველაზე, ყველაზე მოსაწონი და ორიგინალური ვიდეო რგოლი.

მესამე ადგილი ლუკა ჩხაიძეს ერგო. მას საჩუქრად iPad-ი გადაეცა.

მეორე ადგილი ბიკენტი გეგეჭკორმა მოიპოვა. მან Apple-ის iMac-ი მიიღო.

პირველი ადგილი კი გივი აბშილავამ დაიკავა. ის 14 თებერვლისთვის პარიზში წასასვლელი ორ კაციანი საგზურით დასაჩუქრდა.

FREE მედია

“საახალწლო ზღაპარის” პაროდია ვიქტორ გეგეშიძის კლიპზე:

ბლოგერების სტატიები: PR School / kaxiii.wordpress.com / konspace.blogspot.com (კომენტარში მომწერე შენი პოსტის ლინკიც და დავამატებ სიაში)

პროექტის სიმღერა მუსიკალურ ჩარტებში ორი კვირის განმავლობაში იყო პირველ ადგილზე. (პირველი კვირა / მეორე კვირა)

“თბილისი ლაივში” მეგობრებმა თიკო სადუნიშვილს სიმღერის ინტერპრეტაცია მიუძღვნეს.

სოციალური მედია

  • Google Search – keyword–ზე LOVE.BOG.GE 353,000,000 შედეგს იძლევა;
  • Youtube – პროექტის განმავლობაში მთლიანმა ნახვებმა 1,289,307 შეადგინა;
  • Facebook – პროექტის დაწყებიდან დღემდე Facebook-ის გვერდს 35,958 ახალი Like შეემატა;
  • პროექტის ვებ–გვერდი – 176,464 უნიკალურმა ვიზიტორმა 5,922,193–ჯერ მოინახულა

ეპილოგი

პროექტის შედეგად შეიქმნა უნიკალური სახალხო ბრენდი LOVE.BOG.GE, რომლის მიმართ სიმპათია გაუჩნდა დიდსა თუ პატარას, ქალსა თუ კაცს, მდიდარს თუ ღარიბს.

ამაში თუნდაც იმან დამარწმუნა, რომ ბაკურიანში ყოფნისას:

  • ქუჩაში შემხვდნენ ბავშვები, რომლებიც დარბოდნენ და გაიძახოდნენ: “საქართველოს ბანკი გილოცავთ ახალ წელს!”
  • სასტუმროს სასადილოში შემხვდა და-ძმა რომლებიც არჩევდნენ იმ დღის სატელევიზიო ვიდეო-რგოლს, რომელში მათი გადარებული ვიდეოც მოხვედრილა;
  • კაფეში შემხვდა ქალი, რომელსაც მობილურის ზარად ეყენა პროექტის სიმღერა.

და ყოველი ამ ცალკეული ფაქტის გამო მე ვიყავი ამაყი, რომ ამ არა ჩვეულებრივი პროექტის ორგანიზების მონაწილე ვარ!

მთელი ამ ხნის განმავლობაში მქონდა კრეატივის ზეიმი, რადგან ვიცოდი, რომ “საქართველოს ბანკში” ნებისმიერი იდეა შესრულებადი და განხორციელებადია.

ჩემთვის Love.bog.ge იყო გარდამტეხი კარიერული თვალსაზრისით. მივიღე უნიკალური გამოცდილება, თუ როგორ იმართება მრავალათასიანი პროექტი 5000-კაციანი staff-ის მქონე ორგანიზაციაში, გავიცანი უამრავი საინტერესო ადამიანი, შევიგრძენი რას ნიშნავს გუნდური მუშაობა და რაც მთავარია, მივხვდი თუ რა შემიძლია.

15 Comments

  1. მეორე ადგილზე გასულს უფრო მაგარი პრიზი მიუღია ვიდრე პირველს :)
    iMac > iPad

  2. PS ეს ახალი დიზაინი კარგია. მინიმალურად ვარდისფერი და უწიპუწიზაცია :) :ტჰუმბსუპ:

  3. ეხლა მივხვდი რა კავშირშია LOVE და BOG..

    პ.ს. ისე ბავშვების სურათების კონკურსი FB-ზე მეტად არ მომწონს, ყალბზე-ყალბია.. თუმცა ეს ხალხის ბრალია.. თქვენ ამაში არ უნდა შეუწყოთ ხელი, უბრალოდ:)

    1. ვა, მართლა რა მაგარია :)) მეც მინდოდა რამე მასეთის გაკეთEბა, ფოტოკლიპის და ვერ დავადგინე შეიძლებოდა თუ არა, საბოლოოდ კი გავიდა პირველზე მშვენიერი ფოტოკლიპი.
      მე მე2 და მე3 ადგილი არ მომეწონა, არ რა, უბრალოდ არც ისე ორიგინალურები იყო. აი პირველი ადგილი კი ნამდვილად ძალიან მაგარია, შესრულებაც და ვიდეოც :))

  4. სორი ნეგატივისათვის, მაგრამ კაცისშვილს არ მოსვლია თავში რომ აკრონიმი bog გაუგებარია? იცით, რამდენი ხანი ვფიქრობდი, ღმერთი რა შუაშია მეთქი? მე მეგონა მარტო მე ვიყავი ასეთი დებილი, სანამ ერთ-ერთ ფართიზე ეს ბევრმა ადამიანმა არ გაახმოვანა.
    ისე კი მაგარი გამოვიდა.

    1. BOG ბევრისთვის ასოცირდა ღმერთთან, მაგრამ ეგრევე გახსენდება მერე, რომ ბოგ რუსულადაა ღმერთი და არა ინგლისურად.

      მე ისე სხვა რამ უფრო მიკვირს, საქ.ბანკს ერთ ვებგვერდი რომ ჰქონდეს 1238912387 დომენის ნაცვლად, ვითომ არ ჯობია? თუ რაიმე აბრევიატურა არსებობს, ყველაფერზე ცალკე საიტი აქვთ, უცნაურია ფრიად :))

  5. http://konspace.wordpress.com/2010/12/08/love-bog-ge/

    აი ოღონდ ინგლისურადაა. არ ვამოკლებ. ეგრევე რომ დააკოპირო. მაშინ ჯერ კიდევ ინგლისურად მქონდა, ბლოგგერის გამო. :) ისე მადლობა დამატებისთვის. :)

  6. bog ანუ bank of georgia ..
    მეორე არ მომეწონა :) პირველი კი. ხალხის რჩეული საშინელებაა

Leave a Reply to Katiee.Ge Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.