WE LOVE BLOGSPHERE !!!

მოგესალმებით ვარდისფერი სამყაროდან, მე ვარ კიკიტო Kikitoland-დან, დაე კეთილი იყოს ჩემი ფეხი ამ ბლოგზე. ჰალილუია : ))

Sweety-ს შემოთვაზების მერე დავჯექი და დავიწყე ფიქრი თუ რაზე დამეწერა, რამე საინტერესო, აქაურობის შესაფერისი და ისეთი ყოფილიყო ჩემ ბლოგზე ჯერ რომ არც დამიწერია და აზრადაც არ მომსვლია, მაგრამ მაინც რაღაც ჩემისეული ყოფილიყო. გადავხედე კიდევაც წინა მოწვეული ბლოგერების თემებს, გადავიკითხე კიდევ ერთხელ და გავაგრძელე ფიქრი. არ ვიცი რამდენად გამომივა ამ ყველაფრის შეთავსება, მაგრამ მთელ ძალებს მოვიკრებ და შემოგთავაზებთ რამე თემას.

მაშ ასე:

მინდა დავწერო ამ სამყაროზე სადაც ჩვენ ვარსებობთ, როგორც Sweety, Sophie Golden-ი, Kissie, Tjorven, Kikito …. და ამ არსებაზე რომელსაც ვუყურებთ, ვუწკაპუნებთ, რომლის საშუალებით ერთმანეთს ვეკონტაქტებით, ვესიყვარულებით, ვეჩხუბებით თუ ვუზიარებთ აზრებს და მთელი ჩვენი ცხოვრება ამ სამყაროსთან არის გადაკვანძული და ამ შინაურ ცხოველს ვეჩვევით და ჩვენი ყურადღების 70% ვუთმობთ, რატომ ცხოველი და არა უბრალოდ ნივთი? და რატომ მოვიხსენიებ როგორც სულიერ არსებას?

რა თქმა უნდა, ჯერ (იმედია) არ გამირეკია და არ მგონია, რომ ჩემ კომპიუტერს გული, ყურები და კუჭი აქვს, თუმცა პირდაპირი მნიშვნელობა რო არ მივცეთ ყველაფერს, ზუსტად მასეა და ყველა ზევით ჩამოთვლილი ორგანო გააჩნია, თავისებურად, მოვლა და ყურადღება სჭირდება, რომ ერთ დღეს არ გვიმტყუნოს და ჩვენ ბლოგებზე დაგვაპოსტინოს ყველანაირი შეფერხების გარეშე, კვება და წამლებიც სჭირდება, რომ კარგად გამოიყურებოდეს და სხვებთან ურთიერთობის დროს არ გადასდოს რამე.  ყოველთვის მოწესრიგებული და ორგანიზირებული იყოს, რომ გამოგვადგეს ახალი ინფორმაციის მოძიებაში და არ ჩამოვრჩეთ არც ერთ ნიუსს.

გადამეტებული ყველაფერი ცუდია, როგორც ვირტუალურ სამყაროში გაჭედვა, თუმცა ჭკუით და სასარგებლოდ თუ გამოვიყენებთ ბევრ სარგებელსაც მივიღებთ:

  • მეგობრებთან ურთიერთობა
  • ახალი და საინტერესო ხახლის გაცნობა
  • უამრავ საინტერესო პროექტში მონაწილეობის მიღება
  • საინფორმაციო წყაროები
  • ყოველთვის ახალი ფილმის თუ მუსიკის მომენტალური მოძიება
  • და ამ სამყაროში საკუთარი კვალის დატოვება:

ვფიქრობ ზუსტად აი ამ პუნქტში არის ყველაზე შესაფერისი ბლოგერობა, ვინც აქ შემოდგამს ფეხს და გაეცნობა თუ სინამდვილეში რა ხდება, ინტერესდება და ცდილობს შემოუერთდეს ამ ბლოგერული ცხოვრების რითმს, თუმცა ბევრს მალევე ბეზრდება და დაწყებულ საქმეს მალევე ტოვებს, მაგრამ რაღაც პროცენტი მაინც რჩება და რაღაც ახალის შემოტანას ცდილობს  და დღითი დღე აქაურობა უფრო საინტერესო ხდება. ახალი პროექტებით, იდეებით და შემოთავაზებით იღვიძებს ბლოგერი და ცდილობს დაგვაინტერესოს და აგვიყოლიოს.

ზუსტად ამიტომ მომწონს ბლოგერობა, მიჯაჭვული ვარ ამ სამყაროს ამის საშუალებით და თუ ბევრი მკითხველი არა, ჩემი წრე მაინც მყავს და მსიამოვნებს რო დავწერ – ვიღაც წაიკითხავს, დააკომენტარებს, შეიძლება სულ არ დააკომენტაროს, შენიშვნას მომცემს თუ კარგად შეაფასებს ჩემ საქმიანობას, რადგან ალბათ ვინც კითხულობთ ბლოგებს, თითქმის ყველასთან წაგიკითხავთ სიტყვები: „დღეს მთელი დღეა ვფიქრობ რა დავწერო“, „დღეს რაღაც კინო ვნახე და გადავწყვიტე დამეწერა“, „როგორც გავიღვიძე, აზრი მომივიდა რაზე უნდა დამეწერა“, „დღეს ტრანსპორტში რაღაც მოხდა და ვწერ“, და უამრავი ადმდაგვარი სიტყვებით დაწყებული პოსტი.

კარგი სამყაროა ბლოგსფერო, მე მომწონს,  რაც არ უნდა თქვან სხვებმა, ყველასთან თავის ატმოსფერო, ფერი, განწყობა და ხალისია, რომელიც გვიზიდავს მეორეჯერ შევიდეთ, გადავიკითხოთ პოსტი და დაველოდოთ სიახლეს.

ჩვენ ვწერთ, ვიღაც კითხულობს,

ჩვენ ვფიქრობთ, ვიღაც ახალს გებულობს,

ჩვენ ვიგონებთ, ვიღაც გვყვება,

ჩვენ მივდივართ, მაგრამ ჩვენი ნაწერები რჩება.

13 Comments

  1. SOPHI-EEEE! ;)
    რა კარგი პოსტი იყო, ყოჩაღ კიკიტო!!!
    ოღონდ ბექლინკები, ადამიანებო, სვითი არ წერდა ამაზე იმ დღეს, ნუ გეზარებათ!!! :P
    მეც ზუსტად ეგ მომწონს, რომ განსხვავებული ბლოგერები ვარსებობთ, შენ მიერ ჩამოთვლილ ბლოგერებშიც ეგაა unique, რომ ერთმანეთს არ ჰგვანან და ამით გამოირჩევიან. თორემ კლონები ვის რად უნდა!!!
    გაუმარჯოს ქართულ ბლოგოსფეროს, დიდი “ადამიანი” გაიზარდოს, სასახელო და გაგვახაროს :ლოლ:

    1. ოუ sorry, თან რა ეგოისტურად მომივიდა, კიკიტოლენდზე ჩავსვი და დანარჩენზე არა :D
      უჯას, არ მინდოდა :)

  2. :love:

    კარგი რამეა ბლოგერობა, ზოგჯერ ერთი პოსტი ერთ წაკითხულ წიგნს უდრის ხოლმე.

    ზოგადად ინტერნეტია კარგი, მე ძალიან დამეხმარა, შეიძლება ოდესმე პოსტიც კი მივუძღვნა, თუ რაში შემიწყო ხელი :P

  3. 4 თვეა ბლოგერი ვარ და ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია უკვე. ძალიან მნიშვნელოვან როლს თამშობს და უკვე ამ ეტაპზე შეუძლია(ერთ პასუხს ველოდები) ძირფესვიანად შეცვალოს ჩემი ცხოვრება.

  4. კაი პოსტი იყო მომეწონა მეც მიყვარს ბლოგსფერო მაგრამ წერა არა ნუ არა კი არა ვერა :S კითხვა კი მიყვარს ძალიან

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.