ამოსუნთქვასავით

selfiestudy
დღეს არაფერი გამიკეთებია.

როგორც წესი, ყოველთვის ვცდილობ პროდუქტიული ვიყო. ამას იმდენად სერიოზულად ვუდგები, რომ:

  • მობილური აპლიკაცია – RescueTime – ჩემი კომპიუტერის და მობილურის ყველა მოქმედებას იწერს;
  • მობილური აპლიკაცია – Google Fit – ყველა ჩემს ნაბიჯს და ფიზიკურ გადაადგილებას ითვლის;
  • ვებ აპლიკაცია – Gyroscope – ყველა ჩემს ინსტაგრამის ფოტოს, ტვიტს, Swarm ჩეკინს, ფიზიკური აქტივობას და პროდუქტიულობას თავს უყრის და საინტერესო რეპორტებს აგენერირებს.

დღეს კი არაფერი გამიკეთებია. RescueTime-მა 27 PP (Productivity Pulse) აჩვენა. ეს ნიშნავს, რომ კომპიუტერთან გატარებული დროის მხოლოდ 27% იყო მეტნაკლებად პროდუქტიული.

არადა, მაინც კმაყოფილებას ვგრძნობ: იოგას გაკვეთილზე ვიყავი, 20 წუთი ველოსიპედი ვატარე, 10 000 ნაბიჯი გავიარე (ეს ჩემი ყოველდღიური მიზანია), 2 საათი წიგნის კითხვას დავუთმე (აქედან ერთი საათი პარკში, სუფთა ჰაერზე ვიჯექი, მეორე კი – უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში), პროდუქტების საყიდლად წავედი და შენაძენის 90% ბიოლოგიური და ჯანსაღია (იმ 10%-ში Ben&Jerry’s ნაყინი შედის, რომელშიც უბრალოდ მეტისმეტად ბევრი კალორიაა ჩემი რაციონისთვის).

Evening solitary walks

A photo posted by Mariam Sweet (@belladore) on

გადავწყვიტე, PP-ს ყურადღება აღარ მივაქციო. კომპიუტერთან გატარებული დრო მაინც არ მაბედნიერებს. 

პირობა: უფრო მეტი დრო უნდა დავუთმო ფიზიკურ აქტივობას.

ახალი მსოფლიო ფიტნეს ტრენდი “10 000 ნაბიჯი დღეში” – საკმაოდ ძნელი შესასრულებელია. ეს ყოველდღიურად 8 კილომეტრის გავლას გულისხმობს. ვცდილობ ამ თვეში ყოველ დღე თუ არა ყოველ მეორე-მესამე დღეს მაინც შევასრულო ეს დავალება. ჯერ-ჯერობით კმაყოფილი ვარ აპრილის რეპორტით – თუ გავითვალისწინებთ რომ გამოცდებს გუშინ მოვრჩი.

March-fitness

ჩემი ფიზ. აქტივობა მარტში. წყვეტილი ხაზი – დღიური მიზანი.

 

ჩემი ფიზ. აქტივობა აპრილში.

ჩემი ფიზ. აქტივობა აპრილში.

გასული სამი თვე ყველაზე დაძაბული და სტრესული იყო. იანვარში, თბილისიდან როგორც კი ჩამოვედი, ორი გამოცდა უნდა ჩამებარებინა და მომდევნო კვირას უკვე ახალი სემესტრი იწყებოდა. წიგნიდან თავი არ ამიღია. იანვარში გამოცხადებული ყაზარმული გუშინდელ ბოლო გამოცდასთან ერთად დასრულდა. ამ სამი თვის განმავლობაში სახლიდან მხოლოდ ლექციებზე დასასწრებად გავდიოდი. ვარჯიშის დრო აღარ მქონდა. მხოლოდ იოგას ვახერხებდი ხანდახან, ისიც კვირაში ერთხელ.

ახლა სამაგისტრო თეზისის წერას ვიწყებ, თუმცა ეს ნაკლებად სტრესული საქმეა. თან წინ კიდევ სამი თვე მაქვს. ეს სამი თვეც გრონინგენში ვიცხოვრებ, შიგადაშიგ კი ვიმოგზაურებ. ოფიციალურად ლექციებზე სიარული აღარ მეკუთვნის, მაგრამ ვფიქრობ, რამდენიმე საგანი ჩემი ინტერესის და დამატებითი კრედიტების ხათრით ავიღო. ვნახოთ, როგორ ხასიათზე დავბრუნდები იტალიიდან.

ა, ხო, იტალია…

სამშაბათს რომში მივდივარ 9 დღით. მგონი გასული სამ თვიანი ტანჯვის შემდეგ დავიმსახურე ცოტა დასვენება. კონკრეტული მიზნები არ მაქვს. მარტო მივდივარ, რაც ძალიან მიხარია და იმის შესაძლებლობას მომცემს, რომ გული საითაც გამიწევს იქით წავიდე და რაც მენდომება ყველაფერი ვნახო ჩემი საკუთარი განრიგის მიხედვით.

თუ რამე საიდუმლო ადგილები იცით რომში, მომწერეთ, იქიდან ხელს დაგიქნევთ.

3 Comments

  1. ეჰ, 10 k ნაბიჯს ერთ ღამეში ვფარავდით მიმღების მორიგეობაში მე და ჩემი მეგობარი :D
    ყოჩაღი გოგო ხარ, მარიამ! იტალიის პოსტს ველით.

Leave a Reply