დღეს ისე დამაწვიმა, მეგონა წამლეკავდა.
ოცამდე სრულიად უცნობ ადამიანთან ერთად ავტობუსის გაჩერებას ვიყავი შეფარებული. ერთმანეთს ვეკროდით. სუნთქვა გვიჭირდა. გადახურულში ღრიჭოებიდან წვიმა შემოვიდა. გზაზე წყალი დაგუბდა. ტროტუარს მისწვდა, ყოველი ავტობუსის გამოვლაზე დიდდებოდა და ტალღებად გადმოდიოდა ჩემს ფეხსაცმელებზე.
სველ ქვაფენილს გავყურებდი. ღიმილით. კოკისპირულად წვიმდა. ნაბიჯი გადავდგი და წყლის ფარდის ქვეშ აღმოვჩნდი. წვიმამ დამინახა და მშიერი მეცა მშრალს.
თვალები დავხუჭე.
მტკივნეულად ვგრძნობ, როგორ მეხება პირველივე წვეთი, როგორ აღწევს თმის სიღრმეში. მისველებს შუბლს, თვალებს, ტუჩებს. რა საჭიროა ტირილი, როცა წვიმა იტირებს ჩემს მაგივრად.
ვდგავარ გაბრწყინებული და თვალდახუჭული. არაფერი მაწუხებს. სრულად ვენდობი სტიქიას. უფლებას ვაძლევ, დაიპყროს ჩემი სიმშრალე. ხელებს ვადუნებ, ვათავისუფლებ, მორჩილად ვუშვებ.
თქეშია. წვიმამ ჩამიკრა გულში. მხრები გამელუმპა. დაღლილი წვეთები მკლავებს ჩააცოცდნენ, თითებს ჩაუყვნენ, ჩაწანწკარდნენ.
ღრმად ამოჭრილ მაისურში მკერდს წვიმა ასკდება. მე კი მხოლოდ იმას ვგრძნობ, თუ როგორ ვკარგავ წვეთებს თითებით, როგორ მწყდებიან. თითეული წვეთი როგორ იწელება, როგორ მშორდება და სადღაც უფსკრულისკენ მიექანება.
წვიმა კანზე თბილ, სველ და წებოვან ნაკვალევს მიტოვებს. მაგრამ არ ვინძრევი. შენთან წვეთები მაკავშირებს. წვეთები, რომლებსაც ამ წამს ვკარგავ და გაშვება არ მინდა. ყოველი მათგანი მეძვირფასება.
შენ ამას ვერ გაიგებ.
ვერ გივიწყებ, ისევ მეწვეთები.
ნეტავ როდის გადაიღებს…







{ 20 comments… read them below or add one }
წოწ ნაის!!
მომწონს….. ძალიან ლამაზია
შემცივდა =)
დავკავშირდი
რა თბილი პოსტია <3
რა კარგი პოსტია…. დაბრუნდა დრო როდესაც სულ სვით.გე-ზე ვიყავი მიჯაჭვული… იმდენად მომეწონა შენი ახალი პოსტები, რომ კომენტარების წერა დავიწყე…
გმადლობ!
სასიამოვნო პოსტია
და ამავდროულად სევდიანიც
მე მომეწონა
მაგარია.. ჩავიძირე
გეტყობა შენც ჩემსავით გიყვარს წვიმა
წვიმა არ მიყვარს, მაგრამ ის მდგომარეობა მიყვარს, რაც წვიმას მოაქვს.
სუფთა, კრიალა ჰაერი, გრილი, განახლებული სუნთქვა, წვეთები თითებზე და საკუთარი თავის პირისპირ დარჩენილი მე.
ახლახანს ამოვედი ეზოდან სველი, ისე ლამაზად გაქვს აღწერილი ლამისაა უკან ჩავბრუნდე
respects
წვიმები მღლის მე და სულ მგონია, რომ წვიმა არის არაბუნებრივი მდგომარეობა. ვერაფერ რომანტიკას ვერ ვხედავ შარვალზე შემოშხეფებულ ტალახსა და სახურავებქვეშ შეყუჟულ მოსახლეობაში. და თან ტაქსებიც უფრო ბევრს გართმევენ..
პოსტი კი ადვილად ჩავიკითხე
ერთი თვეც არაა რაც საერთოდ ბლოგებით დავინტერესდი.
პირველად ვწერ კომენტარს და ის შენ დაიმსახურე.
ძალიან მომეწონა. მთელი არქივი გადავიკითხე და დრო ტყუილად არ დამიკარგავს.
უუუ გაცივდები მაგ წვიმაში და მერე რომან”წ”იკა გვიანი იქნება
კარგი პოსტია აქედან რომ გავალ ერთ ორ თბილ სიტყვას მივწერ ადამიანებს
ხო და სულ შენი ბრალი იქნება რომ ამ შუა ღამისას რომან”წ”იკა მომანდომე <3
გენაცვალეეეეე!!!!
ძალიან სევდიანი პოსტი იყო…წვიმა მე პირადად ყველაზე მეტად მიყვარს…..წვიმის დროს ადამიანს ყველაზე კარგად შეუძლია ცხოვრებაზე და იმ შეცდომებზე ფიქრი რომელიც დაუშვა..
და ავტობუსში ჭეჭყვა ხო საერთოდ
იმენა მოარტყი შენ
შიგ გულში
ახალი ლეიაუთი
ეს უფრო წვიმიანია ..
hmm…! sheni weris stili momwons.rogor tavisfulad axerxeb gulidan wamosulis gadmoatanas,tan martlac da lamazad gamogdis…kargiaa.