#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ახალ პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

დღეს წარმოგიდგენთ პირველ თემას და გაკვეთილს, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ნაწილისგან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დავალება უმნიშვნელოვანესია მთელი კურსის მსვლელობისთვის და ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას.

elevator-pitch

თეორია

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება დაწეროთ თქვენივე ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისათვის” (Elevator Pitch). ეს ტერმინი პირდაპირ იმიტომ ვთარგმნე, რომ მისი ქართული შესატყვისი ჯერ არ შემხვედრია. ერთ-ორ მარკეტინგში გარკვეულ ადამიანსაც ვკითხე და მათაც ვერ გაიხსენეს რაიმე ზუსტი შესატყვისი. ამიტომ იყოს მარტივად – ლიფტის პრეზენტაცია.

ახლავე მოგახსენებთ რას წარმოადგენს იგი.

პრეზენტაცია ლიფტისათვის ეს გახლავთ იდეის, პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოკლე აღწერა. სახელიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს აღწერა სიტყვიერად უნდა ჩაეტიოს იმ დროში რასაც ადამიანი ლიფტით მგზავრობას ანდომებს (30 წამი ან 100-150 სიტყვა).

განმარტება ინლისურ ენაზე იხილეთ აქElevator’s Pitch

განმარტება რუსულ ენაზე იხილეთ აქПрезентация для лифта

ამ ყველაფრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოფიქრებული გქონდეთ იმ საქმის მოკლე, ზუსტი და მკაფიო აღწერილობა, რასაც აკეთებთ.

ბლოგერის პრეზენტაცია ლიფტისთვის

ცოდნა იმისა თუ რაზეა თქვენი ბლოგი, გეხმარებათ:

  • კონტენტის წერაში
  • პრომოუშენში და მკითხველების მოზიდვაში
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში
  • სხვა ბლოგერებთან კომუნიკაციაში
  • ბრენდინგში
  • დიზაინის სწორად შერჩევაში
  • და სხვ.

მომავალში ყველა ის დავალება, რასაც ამ კურსში ერთად გავაკეთებთ სწორედ ამ პირველი დავალებიდან გამომდინარეობს.

დანარჩენი მიზეზები

“ლიფტის პრეზენტაციის” დაწერა მხოლოდ თქვენთვის არ არის სასარგებლო. იგი თანაბრად გამოადგებათ ბლოგის არსებულ და პოტენციურ მკითხველებს, სხვა ბლოგერებს, პოტენციურ პარტნიორებს, მედიას/ჟურნალისტებს, რეკლამის დამკვეთებს, და თქვენ წარმოიდგინეთ მეგობრებს და ნათესავებსაც, რომლებმაც აქამდე კარგად ვერ გაიგეს, თუ რას საქმიანობთ.

როდესაც “პრეზენტაცია ლიფტისთვის” უკვე ხელთ გექნებათ, უკვე ვეღარც კი მოთვლით სად და რამდენჯერ, შეგეძლებათ მისი მთლიანად თუ ნაწილობრივ გამოყენება.

  • ბლოგის ქვესათაური – მოკლე და მახვილგონივრული ქვესათაური (tagline) ბლოგზე პირველად მოხვედრილ ადამიანთან საკომუნიკაციოდ შესანიშნავი საშუალებაა. ახალბედა მკითხველი, ვინც მაშინვე ვერ ხვდება თუ სად მოხვდა, ბლოგის მაშინვე ტოვებს, ამიტომ ჭკვიანური ქვესათაური მშვენიერი საშუალებაა მისი ბლოგზე ნავიგაციის დროის გასახანგრძლივებლად.
  • გვერდი სახელწოდებით “ჩემ შესახებ” – მსგავსი გვერდი უმეტეს ბლოგებზე ყველაზე ხშირად წაკითხვადი გვერდი ხდება ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელვანია, თუ რა ეწერება იქ. ქართული ბლოგების 80%-ს ასეთი გვერდი ან არ გააჩნია, ან იქ საერთოდ არაფერი არ წერია. ამ პრობლემის შესახებ ჩვენ მომავლში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იქამდე შეგიძლიათ ამ გვერდზე თქვენი ბლოგის მოკლე პრეზენტაცია გამაქვეყნოთ.
  • რეალური საუბრები – ყოველთვის ვიბნევი, როდესაც ვინმე მისვამს შეკითხვას – “რას საქმიანობ?” ძალიან ძნელია აუხსნა, რა არის ბლოგი და ბლოგერობა ადამიანს, რომელსაც ეს სიტყვა აქამდე საერთოდ არ გაუგონია, ან გაუგია, მაგრამ უბრალოდ აინტერესებს კონკრეტულად შენი ბლოგი რის შესახებაა. არ აქვს მნიშვნელობა რაიმე საქმიანი კონფერენცია იქნება ეს თუ მეგობრების წრეში არაფორმალური საუბარი, “პრეზენტაცია ლიფტისთვის” ყველგან გამოდგება.
  • სავიზიტო ბარათები – გამორჩეულობისათვის, შეგიძლიათ პრეზენტაციის მთლიანი ან გარკვეული ნაწილი სავიზტო ბარათზე დაიტანოთ.
  • პრეზენტაცია მედიისთვის – ჟურნალისტები ძალიან დაკავებული ხალხია, ისინი დღეში რამდენიმე ათეული იდეის თუ პროექტის აღწერას ისმენენ და მათთვის ეს ჩვეული ამბავია. ეფექტური პრეზენტაციით, ჟურნალისტი აუცილებლად შეგამჩნევთ და დროსაც დაგითმობთ, რათა უკეთ გაეცნოს თქვენს წინადადებებს.
  • პრეზენტაცია სხვა ბლოგერებისთვის – ჟურნალისტების მსგავსად ბლოგერებიც აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას “პრეზენტაციას ლიფტისთვის”. სხვა თუ არაფერი თვით ეს პროფესიული ჩვევა იქნება საკმაოდ თვალში საცემი ნებისმიერი ქართველი ბლოგერისთვის. ხოლო თუ რატომ არის აუცილებელი “მეზობელი ბლოგერების” ყურადღების მიპყრობა, ამას მომავალ გაკვეთილებში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.
  • სოციალური მედიის პროფილები – ალბათ ყველანი ხართ დარეგისტრირებული ისეთ სოციალურ ქსელებზე როგორებიცაა Facebook და Linkedin. თქვენი ბლოგის გასაპიარებლად სოციალური ქსელები არაჩვეულებრივი საშუალებაა (ამაზეც ოდნავ მოგვიანებით) ახლა კი მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ ყურადღების მისაპყრობად თქვენი ბლოგის მოკლე მიმოხილვა სადმე თვალსაჩინო ადგილას გამოაქვეყნოთ.

პრაქტიკა

თქვენი ამ კვირის დავალება იქნება დაწეროთ თქვენი ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისთვის”. თუ მსგავსი რამ უკვე შექმნილი  გაქვთ, დაუთმეთ დრო მის გადახედვას და სრულყოფას.

როგორ დავწეროთ “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

  • გადაჭერით პრობლემა ან დააკმაყოფილეთ მოთხოვნა – ბლოგები რომლებიც თავისი შინაარსით მკითხველების პრობლემებს ჭრიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი თქვენი ბლოგი რაიმე პრობლემას ან მოთხოვნას აკმაყოფილებს აუცილებლად გაუსვით ამას ხაზი “ლიფტის პრეზენტაციაში”.
  • განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია – ვისთვის არის თქვენი ბლოგი?  ვის მოზიდვას ცდილობთ? თუკი გარკვეული სახის მიზნობრივი აუდიტორია გყავთ, ახსენეთ იგი პრეზენტაციაში.
  • გამოხატეთ აზრი ნათლად – ეცადეთ ტავიდან აიცილოთ გაუგებარი ფრაზები და ჟარგონები. თქვენი ბლოგის პრეზენტაცია ყველასათვის ერთნაირად გასაგები უნდა იყოს.
  • გამოხატეთ აზრი მოკლედ – ადამიანებს შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ან მის მისაღებად ცოტა დრო აქვთ ხოლმე, ამიტომ  თქვენი სათქმელი ყოველთვის მკაფიოდ და მოკლედ ჩამოაყალიბეთ.
  • იყავით გამორჩეული – სასურველია მოიშველიოთ იუმორი ან ფანტაზია გამორჩეული და დასამახსოვრებელი “ლიფტის პრეზენტაციის” შესაქმნელად.
  • იყავით დამაინტრიგებელი – არ არის აუცილებელი, თქვენი ბლოგის პრეზენტაცია მოიცავდეს ყველაფერს, რისი თქმაც გსურთ მკითხველისთვის. ეცადეთ პრეზენტაციამ გაუჩინოს სურვილი მკითხველს/მსმენელს უფრო მეტი გაიგოს თქვენი ბლოგის/თქვენს შესახებ.
  • იყავით ენერგიული მაგრამ ნუ გააზვიადებთ – დაანახეთ მკითხველს, რომ გიყვართ ის საქმე რასაც აკეთებთ და გადმოეცით თქვენი გრძნობები, რადგან მშრალი სიტყვები და ფაქტები ყოველთვის უფრო მოსაწყენია ვიდრე თქვენი პირადი აზრი.
  • შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა – ადამიანები ყოველთვის ადვილად წამოეგებიან ხოლმე შეკითხვებზე, სწორედ ამით ადვილად შეგიძლიათ “შეიტყუოთ” მკითხველი.
  • იყავით მომზადებული მის განსავრცობად –  რაღაც ეტაპზე, თქვენი ბლოგის პრეზენტაციის წარადგენის შემდეგ, ვინმე აუცილებლად დაინტერესდება და გთხოვთ, რომ მოუთხროთ უფრო მეტი მის შესახებ. საჭიროა, მომზადებული შეხვდეთ მსგავს სიტუაციას. სასურველი და აუცილებელია, მომზადებული გქონდეთ თქვენი ლიფტის პრეზენტაციის შედარებით გრძელი ვარიანტი.

არ არის აუცილებელი რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი 100%-ით მოიაზრებოდეს თქვენი ბლოგის პრეზენტაციაში, მაგრამ ამათგან სასურველია რამდენიმეს გამოყენება მაინც.

ჩემი პრეზენტაცია ლიფტისთვის

პირობის თანახმად ყველა დავალების შესრულება მე თვითონ უნდა დავიწყო და ყველას მაგალითი მივცე.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე მგონი რაღაც გამომივიდა:

Sweet.ge არის, ერთის მხრივ,

წარმატებული და თავდაჯერებული გოგონების საყვარელი ბლოგი – ემოციური, ცხოვრებისეული და პოზიტიური, ვარდისფერი ჩანაწერებით.

მეორეს მხრივ კი,

ახალბედა და სტაჟიანი ბლოგერებისთვის გამიზნული საიტი, მათი ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად.

ჩემი აზრით, ეს საკმაოდ გრძელი სალიფტე პრეზენტაციაა. თუმცა უკეთესი ვერ მოვიფიქრე.

პრობლოგერს, ასეთი აქვს:

“პრობლოგერი ეხმარება ბლოგერებს გამორჩეული ბლოგების შექმნაში”

შეგიძლიათ თამამად მომცეთ შენიშვნები. “პრეზენტაცია ლიფტისთვის” ისეთი რამაა, რაც მუდმივად ექვემდებარება ცვლილებებსა და რეფორმებს.

რას ვაკეთებთ შემდეგ

მას შემდეგ რაც დაწერთ თქვენი ბლოგის პრეზენტაციას ლიფტისათვის, ამობეჭდეთ ფურცელზე და გააკარით სადმე თქვენს კომპიუტერთან ახლოს, რათა ხშირად მოგხვდეთ თვალში.

გარდა ამისა შეგიძლიათ ამის შესახებ პოსტი დაწეროთ ან უბრალოდ თქვენი ბლოგის “ჩემ შესახებ”-გვერდზე განათავსოთ.

არ მოგერიდოთ შეცდომების და არ შეუშინდეთ შენიშვნებს. ამ წუთას ჩვენ ყველანი ერთად ვსწავლობთ.

მას შემდეგ რაც ამ დავალებას შეასრულებთ, ქვემოთ დააკომენტეთ, ან ტრეკბეკი/ბექლინკი გამოუშვით თქვენი ბლოგებიდან.

მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი “პრეზენტაციები ლიფტისთვის”.

98 Comments

  1. მე დავიწყე უკვე ამაზე ფიქრი, ვნახოთ რას მოვიფიქრებ :) კაი დასაწიყისია, მაგრამ შენი პრეზენტაციიდან მე სულ არ მომინდა შენი ბლოგის წაკითხვა, მიუხედავად იმისა რომ ვიცი როგორია ის

      1. აი დაახლოებით იგიგვე სტილში დავწერდი რაც ტოპ.გეზე გეწერა ან კიდევ რაც აქ დესკრიპშენში გაქვს :)
        ანუ შენი ბლოგის პეწი და მუღამი კაკ რაზ მაგაშია და არა იმაში რომ აქ ტუტორიალი ან რამე მსგავსი დევს :)

  2. სვითი ბლოგ.გე გაითიშა და ახლა რომ ვერ დავიწყო მონაწილეობა მერე ვეღარ შევძლებ ხო? :(:(:(:(

    1. 1 კვირა გაქვთ ვადა ამ დავალებისთვის…

      ბლოგ.გე კი ხვალ ჩაირთვება :)

  3. მე პრინციპში მქონდა ეს ”ლიფტი” ” ადამიანის,ადამიანური ბლოგი” მგონი ხაზს უსვამს რომ ვწერ ყველაფერს რასაც განვიცდი და ვფიქრობ. სათაურს აქვს კიდევ განმარტება. Blue and White ერქვა დღიურს რომელსაც პაბლო პიკასო მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა. ამიტომაც პიკასოს დღიური. დაველოდები სხვა დავალებებსაც და თუ ჩემთვის საინტერესო დეტალებს აღმოვაჩენ აუცილებლად გავითვალისწინებ

    1. ჩემს ლიფტზე რას იტყვი?

      რამე კრიტიკულ შენიშვნას სიამოვნებიტ მივიღებდი :)

  4. ხოოო… საინტერესო რამაა, შევეცდები, თანმიმდევრულად მივყვე ყველა დავალებას და შევასრულო (ჩემთვის მაინც).

    1. არა, ჩვენც გვითხარი რა…

      ამ კურსის მთელი მუღამი იმაშია, რომ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ცოდნა და ვასწავლოთ…

        1. ჰო სვიტ ბევრი რაღაც უნდა ვისწავლო შენგან :D ბლოგია ამბავში ძალიან ჩაინიკი ვარ :უსერ:

    1. კარგია :)))) მეც დავწერე მაგრამ ბლოგ.გე ჯერ არ ჩართულა :(((((((((

      პახოდუ რაღაც ვკომპლექდები დებილობა რომ დავწერე :D

      1. არ ინერვიულო ჩაირთვება.
        ისე კი, რჩევას მოგცემ, ვორდპრესზე გადაიტანო შენი ბლოგი. :)

    2. პრეზენტაცია რომ წავიკითხე, მომინდა შენი ბლოგის დათვალიერება, ესე იგი კარგია, ჩემი აზრით :)

    3. კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ამ პუნქტს არღვევს:

      “გამოხატეთ აზრი ნათლად – ეცადეთ თავიდან აიცილოთ გაუგებარი ფრაზები და ჟარგონები. თქვენი ბლოგის პრეზენტაცია ყველასათვის ერთნაირად გასაგები უნდა იყოს.”

      თუმცა ნამდვილად დამაინტრიგებელია ;)

      დანარჩენები რას იტყვიან?

      1. მადლობა ყველას fიდბექისთვის.
        ჰო, მართალი ხარ, არღვევს მაგ პუნქტს, მაგრამ თავიდანვე დილემის წინაშე დავდექი: იდეაში, რაზე იყო ჩემი ბლოგი? :D

        ხან რა ხდება შიგ და ხან რა… ჰოდა, მერე უფრო ასე დავაკონკრეტე.
        შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწო.
        ჰოდა, about me-ს ნაცვლად თავად ბლოგის სათაურში ხომ არ ჩამესვა?

  5. დავწერ მეც აუცილებლად, ოღონდ ეხლავე არა, ერთ კვირაში კაი რამეს ჩამოვაყალიბებ :)

  6. Sweety მგონი მამრებსაც უყვართ შენი ბლოგის კითხვა და მხოლოდ ვარდისფერი სათვალიდან მომზირალ გოგონებისთვის რატომ? ჩვენზეც მოიფიქრე რამე . მამაკაცებისთვის რით არის შენი ბლოგი საინტერესო…

    1. ვაიმე, ეგ მე თვითონაც არ ვიცი რატომ უყვართ მამრებს ჩმეი ბლოგი…

      იქნებ შენ დამეხმარო. რატომ შემოდიხარ?

  7. ჩემი სახელდახელო(ეს სიტყვა ერთად იწერება თუ არა?)”ლიფტის პრეზენტაცია”
    :
    “ჰეი! პირველად ხარ აქ?
    მე ჩეშირის კატა ვარ, ეს ჩემი ბლოგია.
    აქ წაკითიხავ მოკრძალებულ აზრებს იმის შესახებ, რაც ჩემს გარშემოა და მომწონს, ან არ მომწონს.
    ასევე ნახავ საინტერესო ვიდეორგოლებს,სიმღერებს,სიახლეებს,რომლებიც მე შევარჩიე.
    კინაღამ დამავიწყდა, სხვა პოსტებს შორის, ასევე წააწყდები ნაწერებს ჩემი ცხოვრების შესახებ.
    დაინტერესდი? გააგრძელე ბლოგის კითხვა
    პ.ს.კომენტარებში შენი აზრის დაფიქსირება არ დაგავიწყდეს. ”

    “ლაივში” შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ბლოგის ჰედერში http://imho.ge ^^

    1. მშვენიერია

      კითხვითი ფორმებიც გამოგიყენებია, ინტრიგაც არის, მოკლეცაა.

      ოღონდ ბიზნეს კონფერენციისთვის სხვა ვაირიანტის დაწერა მოგიწევს :)

      უნივერსალური უნდა იყოს. ^_^

      1. ხო, ეს უფრო რაღაც “მისალმება ახალ მკითხველთან”-ს ჰგავს, კონფერენციას, სხვა ვერსია დასჭირდება, ნამდვილად )

    2. ჰმმმ
      ჩემი მოკრძალებული ჰაზრი:
      მგონი, საკმაოდ გრძელია. :s

  8. ახლა თქვენს ელევატორებს რაც შეეხება:
    1.სვითი, პრინციპში მე მომწონს. ანუ.. მომწონს ის, რომ შენი “პრეზენტაციიდან” სავსებით გასაგებია, რა პოსტებს ნახავ აქ. სწორი შენიშვნა მოგცა პიკასომ, ამ ბლოგს მარტო გოგოები ხომ არ კითხულობენ.
    ზოგადად.. რაღაც აკლია ) მიჭირს თქმა რა.. უბრალოდ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მიტოვებს ) ჰზ )
    2. ჩაოტიკ და კიკიტო, თქვენთან პრინციპში, ერთი შენიშვნა მაქვს. შენიშვნა არც ქვია მაგას, უფრო პირადი ხედვა. მე, რომ ვიყო სულ პირველად თქვენს ბლოგზე, ცოტა გამიჭირდებოდა იმის გაგება, რის ნახვას შევძლებ აქ. ნუ, ჩაოტიკთან შედარებით გასაგებია(“გატეხილ რითმს” თუ არ ჩავთვლით). კიკიტო, შენთან, მხოლოდ ის ჩანს, რომ ავტორი რომანტიული ხასიათით გამოირჩევა და უყვარს პოეზია და ლამაზი სიტყვები. პრინციპში, მე ვარ ცოტა “მშრალი” და “რაციონალური”. ვიღაცას შეიძლება ზუსტად ეგ მოეწონოს :)

    1. ხო მეც ვხვდები რომ რაღაც აკლია.
      ეს რაღაც კი ინტრიგა და”მადისაღმძვრელობაა”

      ჩავასწორებ ცოტა ხანში ;)

  9. მმე მარის პრეზენტაციაში სიტყვა “სტაჟიანმა” საშინლად გამაღიზიანა. რატომ არ ვიცი :)

  10. გამარჯობა!საინტერესო წამოწყებაა!ალბათ ასეთი პრეზენტაციის დაწერა თემატური ბლოგებისთვის გაცილებით უფრო ადვილია,რადგან თუნდაც შენი ბლოგის თემატიკა მე ცოტა ბუნდოვნად მეჩვენება,მაგრამ ხალხი საკმაოდ აქტიურად კითხულობს.მათ აინტერესებს თუნდაც ისეთი წვრილმანი დეტალები,როგორციაა რა ფრად გაქვს შეღებილი თმა,სად მიდიხარ,რას აკეთებ.მე რასაც ვაკვირდები ყველა ბლოგერი შენ გბაძავს.ჯობს ყველას თავისი თემატიკა ჰქონდეს.პრეზენტაცია გაცილებით უფრო საინტერესო იქნება და საერთოდ ბლოგსფერო.

    1. ჩემი აზრით არავინ არ მბაძავს…

      უბრალოდ ჩემი ბლოგი სტანდარტული პირადი ბლოგის სტილში იდეალურად ჯდება და ამავე კატეგორიაში ნებისმიერი პირადი ბლოგი ჩაჯდებოდა…

      მე პირადად არასდროს გამჩენია შეგრძნება რომ ვინმე მბაძავს.

  11. მგონი, მეც მაქვს “ლიფტი” :))

    ბლოგუნას სათაურია “გიყვარდეთ ჩემნაირები!..”

    ერთგვარი ნარცისიზმის ნიშნებია, რა დასამალია.. :დ

    ბლოგის აღწერაში მიწერია, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ.. :))

    მგონი, ცუდი არ არის..

    რას მეტყვით?.

    1. მე მგონი ეგ უფრო სლოგანებია ვიდრე რაიმეს პრეზენტაცია ან აღწერა…

      პოსტის პრაქტიკულ ნაწილში რომ მიწერია პუნქტები, გადახედე და მიუსადაგე რომელი ერგება და რომელი არა… ;)

  12. შენს პრეზენტაციას ბევრი რამ აკლია… არამგონია მარტო თავდაჯერებული გოგონები შემოდიოდნენ.. ან უბრალოდ მარტო გოგონები… :)
    არც იმის გამო შემოდიან რომ თეორიული ცოდნა გაიღრმაონ…:)

    1. აბა რის გამო? ადრე მეწერა პოსტი რატომ შემოდიხართ ჩემს ბლოგზე და იქ ბევრი კომენტარები მქონდა. უნდა გადავხედო ერთი…

      და იმის მიხედვით დავწერ ჩემს ელევატორს ;)

      1. მე მაგალითად შენი პოსტები მომეწონა და რაც აქ შემოვედი აღარც გავსულვარ :D:) ხო და ნაღდად არ გამიღრმავებია ცოდნა :D

  13. http://kate6alukard.blog.ge/

    ესეც ასე. საკმაოდ ამბიციური გამომივიდა რაც ძალიან არ მინდოდა… მაგრამ რავიცი ერთი კვირის განმავლობაში თუ მომაფიქრდა რამე შევცვლი თუ არა და იყოს რაც არის :(

  14. ბოლოს და ბოლოს ლენდის მაგივრად ჩავსვი ზარდახშა და ასე გამოვიდა:

    KIKITOLAND-ი ოცნებებით მოჭედილი ზარდახშა, წარსული – აწმყო – მომავლის ბუდე, გეგმების – მიზნების – მიღწევების სამყარო, ბლოგი სადაც არ არსებობს შეზღუდვა, გარემო სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ყველა ოცნებობს და ბედნიერია.
    ჩავაკოპირე პროფილში და იყოს ასე :D

  15. ყველა პოსტს არ ვკითხულობ მაგრამ ჩემთვის საიინტერესო დეტალებს მაინც წავაწყდები ხოლმე. მგონი საუკეთესო საშუალებაა გაიგო მარტივ კითხვაზე პასუხი”რა სურთ ქალებს?” ანუ რა აინტერესებტ რა უხარიათ და ასე შემდეგ. ხშირად ჩვენ მამრები ჩვენივე განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვპოულობთ ამ კითხვაზე პასუხს და უხერხული სიტვაციები იქმნება. მოკლედ ნუ დაგვჩაგრავ წავიკითხოტ რას გიშლის:)ჩვენც დაგვეხმარება მაგალითად მეგობარი გოგონასთვის საჩუქრის სწორად შერჩევაში და შენც მეტი მითხველი გეყოლება:)

        1. ერთერთ პუნქტში წერია რომ შეიძლება სავიზიტო ბარათის სტილშიც გაკეთდეს… :) ხოო..ნუ MYSPACE_ით გამოგიგზავნი :)

  16. ”ვარდისფერი ბლოგი, რომელიც განკუთვნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის და ვისაც ვარდისფერი არ უშლის ნერვებს.
    დაგაინტერესა?! მაშინ შემოგვიერთდი და იყავი ჩვენთან ერთად.”

    ~ ეს ქეითის ვერსიაა…

    1. სვითი ძალიან დამავალებ თუ ჩემს პრეზენტაციაში კორექტივებს შეიტან ან რამეს თუ მეტყვი აზრის სახით :))) შეცდომები კი ვშიშობ რომ ბევრი მაქვს :(:(:(:(
      kate6alukard.blog.ge

  17. სვით შემიძლია ვორდპრესსზე ჩემი უსერ ნეიმით გადავიდე?

  18. Sweet.ge – “ჩვენი ვარდისფერი ბლოგი იმდენად საინტერესოა რომ მამაკაცებსაც კი შეუძლიათ დატკბნენ მისი წაკითხვით” :) მემგონი დამაინტრიგებელი იქნება

    პ.ს.

    ბლოგერების იდეები მაინტერესებს, კრეატიული ლიფტუსი მოუხდება PCMania.ge-ს :)

    1. არასასურველი სტუმარი აღმოვჩდი “ყვეელაზე ტკბილ ბლოგზე” :( სამწუხაროა.. :P

  19. სვითი რა მინდა გკითხო არსებობს იმის საშიშროება რომ ბლოგ.გე გაითიშოს საერთოდ? იმიტომ რომ სხვაგან გადასვლა არ მინდა :(:(:(:(:(

    1. კი და თანაც ძალიან დიდი. ამიტომ გადააექსპორტე ყველაფერი ვორდპრესზე.

      1. სვითი გადავიტან წორდპესზე მაგრამ იმპორტი მარტო ბლოგსპოტიდან აქვს??? :(:(:(:(:(

  20. დავაგვიანე.. :”> ჩემს ბლოგზე ცვილებებს ვახორციელებ…პირადი არ იქნება და ლიფტისთვის შესაფერისი სლოგანი მოვიფიქრე მგონი, “ალისიას სამყარო <3

    ყველაზე თინეიჯერული ბლოგი ქართულ ბლოგსფეროში"
    დიდი ვერაფერია,მაგრამ წავა? :D

    1. კი წავა მაგრამ უფრო დეტალიზებული აღწერა უნდა. რის შესახებაა, რატომ უნდა იკითხოს ადამიანმა და ა.შ>

      რამე ინტრიგაც ჩადე

  21. კი,დავამატებ და…ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა ჩემს ბლოგზე მაგას თუ სად მოვათავსო?

    1. თუ გინდა მიუძღვენი. ზემოთ ხომ მიწერია სად შეგიძლია მოათავსო ”დანარჩენი მიზეზები” რომაა ქვეთავი – წაიკითხე და აარჩიე სად ჩაწერ. შეგიძლია ცალკე პოსტი მიუძღვნა სანამ მოიფიქრებ ან აქვე დამიწერო კომენტარებში. ;)

    1. ეს ცვლილებების შესახებ პოსტია.
      ელევატორი ცოტა სხვა რამეა.

      კიდევ ერთხელ გადაიკითხე დავალება :sweet:

  22. ვა, ეს ტერმინი არ ვიცოდი – ”ლიფტის პრეზენტაცია”

    საინტერესოა.
    ჩემთვის უნდა დავწერო და აშკარად ერთი 3 გვერდი გამოდის ;)

    პრობლოგერს იასნია ვერ გადავუჯოკრავ

  23. ამ დავალების ვადები გავიდა უკვე მაგრამ მე მაინც დავწერე. ცოტა გრძელი გამოვიდა მაგრამ მემგონი ეგ არაფერი :P :) ახალბედის კვალობაზე ნელ_ნელა მოგყვებით :)

  24. ჩემი დაგვიანებული გამოღვიძება
    მეპატიება: 3 თვის შვილი მყავს და + სამსახური 10დან 7 საათამდე:P

    http://tatushka55.wordpress.com/2009/10/01/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/

  25. გამარჯობა.
    მე დამწყები ვარ და იცი რა მაინტერესბს? ეს ლიფტი რო დავწერო მერე სად უდნა დავდო?
    :D

    ბოდიშით რა ძალაინ ახალბედა ვარ :D

  26. ახალბედა ვარ და ეხლა რო შემოუერთდე შენს გაკვეთილებს მამეტანი დაგვიანებულია..?? მემეგონი სულელური კითხვა დავსვი.. :D

  27. აუუ სვითი..
    ეხა ვნახე მე ეგ პოსტი შენი და მეც მომინდა ჩართვა ამ თამაშში თუ რაცაა.. მაგრამ ახალი რომ ვარ ბლოგინგში და ჯერ ვაფშე ვერ ვერკვევი… თან რა უნდა დავწერო ვერ მივხვდი.. :D

Leave a Reply to ირინა_ქ Cancel reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.