#1: “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

by Sweety on 31 აგვისტო, 2009 · 95 comments

in 30 გაკვეთილი

ეს პოსტი წარმოადგენს 1 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

მოგესალმებით ყველას, ვინც ჩემს ახალ პროექტში – “30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს” – მონაწილეობის მიღება გადაწყვიტა.

დღეს წარმოგიდგენთ პირველ თემას და გაკვეთილს, რომელიც შედგება როგორც თეორიული, ისე – პრაქტიკული ნაწილისგან.

წინასწარ გაფრთხილებთ, რომ ეს დავალება უმნიშვნელოვანესია მთელი კურსის მსვლელობისთვის და ყურადღებით და პასუხისმგებლობით მოეკიდეთ მას.

elevator-pitch

თეორია

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება დაწეროთ თქვენივე ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისათვის” (Elevator Pitch). ეს ტერმინი პირდაპირ იმიტომ ვთარგმნე, რომ მისი ქართული შესატყვისი ჯერ არ შემხვედრია. ერთ-ორ მარკეტინგში გარკვეულ ადამიანსაც ვკითხე და მათაც ვერ გაიხსენეს რაიმე ზუსტი შესატყვისი. ამიტომ იყოს მარტივად – ლიფტის პრეზენტაცია.

ახლავე მოგახსენებთ რას წარმოადგენს იგი.

პრეზენტაცია ლიფტისათვის ეს გახლავთ იდეის, პროდუქტის, მომსახურების ან პროექტის მოკლე აღწერა. სახელიც სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ ეს აღწერა სიტყვიერად უნდა ჩაეტიოს იმ დროში რასაც ადამიანი ლიფტით მგზავრობას ანდომებს (30 წამი ან 100-150 სიტყვა).

განმარტება ინლისურ ენაზე იხილეთ აქElevator’s Pitch

განმარტება რუსულ ენაზე იხილეთ აქПрезентация для лифта

ამ ყველაფრის იდეა იმაში მდგომარეობს, რომ ნებისმიერი სიტუაციისთვის წინასწარ მოფიქრებული გქონდეთ იმ საქმის მოკლე, ზუსტი და მკაფიო აღწერილობა, რასაც აკეთებთ.

ბლოგერის პრეზენტაცია ლიფტისთვის

ცოდნა იმისა თუ რაზეა თქვენი ბლოგი, გეხმარებათ:

  • კონტენტის წერაში
  • პრომოუშენში და მკითხველების მოზიდვაში
  • საძიებო სისტემების ოპტიმიზაციაში
  • სხვა ბლოგერებთან კომუნიკაციაში
  • ბრენდინგში
  • დიზაინის სწორად შერჩევაში
  • და სხვ.

მომავალში ყველა ის დავალება, რასაც ამ კურსში ერთად გავაკეთებთ სწორედ ამ პირველი დავალებიდან გამომდინარეობს.

დანარჩენი მიზეზები

“ლიფტის პრეზენტაციის” დაწერა მხოლოდ თქვენთვის არ არის სასარგებლო. იგი თანაბრად გამოადგებათ ბლოგის არსებულ და პოტენციურ მკითხველებს, სხვა ბლოგერებს, პოტენციურ პარტნიორებს, მედიას/ჟურნალისტებს, რეკლამის დამკვეთებს, და თქვენ წარმოიდგინეთ მეგობრებს და ნათესავებსაც, რომლებმაც აქამდე კარგად ვერ გაიგეს, თუ რას საქმიანობთ.

როდესაც “პრეზენტაცია ლიფტისთვის” უკვე ხელთ გექნებათ, უკვე ვეღარც კი მოთვლით სად და რამდენჯერ, შეგეძლებათ მისი მთლიანად თუ ნაწილობრივ გამოყენება.

  • ბლოგის ქვესათაური – მოკლე და მახვილგონივრული ქვესათაური (tagline) ბლოგზე პირველად მოხვედრილ ადამიანთან საკომუნიკაციოდ შესანიშნავი საშუალებაა. ახალბედა მკითხველი, ვინც მაშინვე ვერ ხვდება თუ სად მოხვდა, ბლოგის მაშინვე ტოვებს, ამიტომ ჭკვიანური ქვესათაური მშვენიერი საშუალებაა მისი ბლოგზე ნავიგაციის დროის გასახანგრძლივებლად.
  • გვერდი სახელწოდებით “ჩემ შესახებ” – მსგავსი გვერდი უმეტეს ბლოგებზე ყველაზე ხშირად წაკითხვადი გვერდი ხდება ხოლმე. ამიტომ ძალიან მნიშვნელვანია, თუ რა ეწერება იქ. ქართული ბლოგების 80%-ს ასეთი გვერდი ან არ გააჩნია, ან იქ საერთოდ არაფერი არ წერია. ამ პრობლემის შესახებ ჩვენ მომავლში უფრო დაწვრილებით ვისაუბრებთ, ახლა კი მხოლოდ იმას გეტყვით, რომ იქამდე შეგიძლიათ ამ გვერდზე თქვენი ბლოგის მოკლე პრეზენტაცია გამაქვეყნოთ.
  • რეალური საუბრები – ყოველთვის ვიბნევი, როდესაც ვინმე მისვამს შეკითხვას – “რას საქმიანობ?” ძალიან ძნელია აუხსნა, რა არის ბლოგი და ბლოგერობა ადამიანს, რომელსაც ეს სიტყვა აქამდე საერთოდ არ გაუგონია, ან გაუგია, მაგრამ უბრალოდ აინტერესებს კონკრეტულად შენი ბლოგი რის შესახებაა. არ აქვს მნიშვნელობა რაიმე საქმიანი კონფერენცია იქნება ეს თუ მეგობრების წრეში არაფორმალური საუბარი, “პრეზენტაცია ლიფტისთვის” ყველგან გამოდგება.
  • სავიზიტო ბარათები – გამორჩეულობისათვის, შეგიძლიათ პრეზენტაციის მთლიანი ან გარკვეული ნაწილი სავიზტო ბარათზე დაიტანოთ.
  • პრეზენტაცია მედიისთვის – ჟურნალისტები ძალიან დაკავებული ხალხია, ისინი დღეში რამდენიმე ათეული იდეის თუ პროექტის აღწერას ისმენენ და მათთვის ეს ჩვეული ამბავია. ეფექტური პრეზენტაციით, ჟურნალისტი აუცილებლად შეგამჩნევთ და დროსაც დაგითმობთ, რათა უკეთ გაეცნოს თქვენს წინადადებებს.
  • პრეზენტაცია სხვა ბლოგერებისთვის – ჟურნალისტების მსგავსად ბლოგერებიც აუცილებლად მიაქცევენ ყურადღებას “პრეზენტაციას ლიფტისთვის”. სხვა თუ არაფერი თვით ეს პროფესიული ჩვევა იქნება საკმაოდ თვალში საცემი ნებისმიერი ქართველი ბლოგერისთვის. ხოლო თუ რატომ არის აუცილებელი “მეზობელი ბლოგერების” ყურადღების მიპყრობა, ამას მომავალ გაკვეთილებში უფრო დაწვრილებით მოგიყვებით.
  • სოციალური მედიის პროფილები – ალბათ ყველანი ხართ დარეგისტრირებული ისეთ სოციალურ ქსელებზე როგორებიცაა Facebook და Linkedin. თქვენი ბლოგის გასაპიარებლად სოციალური ქსელები არაჩვეულებრივი საშუალებაა (ამაზეც ოდნავ მოგვიანებით) ახლა კი მხოლოდ იმას გირჩევთ, რომ ყურადღების მისაპყრობად თქვენი ბლოგის მოკლე მიმოხილვა სადმე თვალსაჩინო ადგილას გამოაქვეყნოთ.

პრაქტიკა

თქვენი ამ კვირის დავალება იქნება დაწეროთ თქვენი ბლოგის “პრეზენტაცია ლიფტისთვის”. თუ მსგავსი რამ უკვე შექმნილი  გაქვთ, დაუთმეთ დრო მის გადახედვას და სრულყოფას.

როგორ დავწეროთ “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

  • გადაჭერით პრობლემა ან დააკმაყოფილეთ მოთხოვნა – ბლოგები რომლებიც თავისი შინაარსით მკითხველების პრობლემებს ჭრიან დიდი პოპულარობით სარგებლობს. თუკი თქვენი ბლოგი რაიმე პრობლემას ან მოთხოვნას აკმაყოფილებს აუცილებლად გაუსვით ამას ხაზი “ლიფტის პრეზენტაციაში”.
  • განსაზღვრეთ თქვენი აუდიტორია – ვისთვის არის თქვენი ბლოგი?  ვის მოზიდვას ცდილობთ? თუკი გარკვეული სახის მიზნობრივი აუდიტორია გყავთ, ახსენეთ იგი პრეზენტაციაში.
  • გამოხატეთ აზრი ნათლად – ეცადეთ ტავიდან აიცილოთ გაუგებარი ფრაზები და ჟარგონები. თქვენი ბლოგის პრეზენტაცია ყველასათვის ერთნაირად გასაგები უნდა იყოს.
  • გამოხატეთ აზრი მოკლედ – ადამიანებს შეზღუდული რაოდენობის ინფორმაციის მიღება შეუძლიათ ან მის მისაღებად ცოტა დრო აქვთ ხოლმე, ამიტომ  თქვენი სათქმელი ყოველთვის მკაფიოდ და მოკლედ ჩამოაყალიბეთ.
  • იყავით გამორჩეული – სასურველია მოიშველიოთ იუმორი ან ფანტაზია გამორჩეული და დასამახსოვრებელი “ლიფტის პრეზენტაციის” შესაქმნელად.
  • იყავით დამაინტრიგებელი – არ არის აუცილებელი, თქვენი ბლოგის პრეზენტაცია მოიცავდეს ყველაფერს, რისი თქმაც გსურთ მკითხველისთვის. ეცადეთ პრეზენტაციამ გაუჩინოს სურვილი მკითხველს/მსმენელს უფრო მეტი გაიგოს თქვენი ბლოგის/თქვენს შესახებ.
  • იყავით ენერგიული მაგრამ ნუ გააზვიადებთ – დაანახეთ მკითხველს, რომ გიყვართ ის საქმე რასაც აკეთებთ და გადმოეცით თქვენი გრძნობები, რადგან მშრალი სიტყვები და ფაქტები ყოველთვის უფრო მოსაწყენია ვიდრე თქვენი პირადი აზრი.
  • შეგიძლიათ დასვათ შეკითხვა – ადამიანები ყოველთვის ადვილად წამოეგებიან ხოლმე შეკითხვებზე, სწორედ ამით ადვილად შეგიძლიათ “შეიტყუოთ” მკითხველი.
  • იყავით მომზადებული მის განსავრცობად -  რაღაც ეტაპზე, თქვენი ბლოგის პრეზენტაციის წარადგენის შემდეგ, ვინმე აუცილებლად დაინტერესდება და გთხოვთ, რომ მოუთხროთ უფრო მეტი მის შესახებ. საჭიროა, მომზადებული შეხვდეთ მსგავს სიტუაციას. სასურველი და აუცილებელია, მომზადებული გქონდეთ თქვენი ლიფტის პრეზენტაციის შედარებით გრძელი ვარიანტი.

არ არის აუცილებელი რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პუნქტი 100%-ით მოიაზრებოდეს თქვენი ბლოგის პრეზენტაციაში, მაგრამ ამათგან სასურველია რამდენიმეს გამოყენება მაინც.

ჩემი პრეზენტაცია ლიფტისთვის

პირობის თანახმად ყველა დავალების შესრულება მე თვითონ უნდა დავიწყო და ყველას მაგალითი მივცე.

ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე მგონი რაღაც გამომივიდა:

Sweet.ge არის, ერთის მხრივ,

წარმატებული და თავდაჯერებული გოგონების საყვარელი ბლოგი – ემოციური, ცხოვრებისეული და პოზიტიური, ვარდისფერი ჩანაწერებით.

მეორეს მხრივ კი,

ახალბედა და სტაჟიანი ბლოგერებისთვის გამიზნული საიტი, მათი ტექნიკური უნარ-ჩვევებისა და თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად.

ჩემი აზრით, ეს საკმაოდ გრძელი სალიფტე პრეზენტაციაა. თუმცა უკეთესი ვერ მოვიფიქრე.

პრობლოგერს, ასეთი აქვს:

“პრობლოგერი ეხმარება ბლოგერებს გამორჩეული ბლოგების შექმნაში”

შეგიძლიათ თამამად მომცეთ შენიშვნები. “პრეზენტაცია ლიფტისთვის” ისეთი რამაა, რაც მუდმივად ექვემდებარება ცვლილებებსა და რეფორმებს.

რას ვაკეთებთ შემდეგ

მას შემდეგ რაც დაწერთ თქვენი ბლოგის პრეზენტაციას ლიფტისათვის, ამობეჭდეთ ფურცელზე და გააკარით სადმე თქვენს კომპიუტერთან ახლოს, რათა ხშირად მოგხვდეთ თვალში.

გარდა ამისა შეგიძლიათ ამის შესახებ პოსტი დაწეროთ ან უბრალოდ თქვენი ბლოგის “ჩემ შესახებ”-გვერდზე განათავსოთ.

არ მოგერიდოთ შეცდომების და არ შეუშინდეთ შენიშვნებს. ამ წუთას ჩვენ ყველანი ერთად ვსწავლობთ.

მას შემდეგ რაც ამ დავალებას შეასრულებთ, ქვემოთ დააკომენტეთ, ან ტრეკბეკი/ბექლინკი გამოუშვით თქვენი ბლოგებიდან.

მეც ძალიან მაინტერესებს თქვენი “პრეზენტაციები ლიფტისთვის”.

{ 2 trackbacks }

#2: დააკვირდით სტატისტიკას | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
9 სექტემბერი, 2009 at 1:50 am
#3: ლისტ-პოსტი | ♥♡♥ Sweet Blog ♥♡♥
15 სექტემბერი, 2009 at 1:07 am

{ 93 comments… read them below or add one }

1 ლილიანი 31 აგვისტო, 2009 at 10:32 pm

მე დავიწყე უკვე ამაზე ფიქრი, ვნახოთ რას მოვიფიქრებ :) კაი დასაწიყისია, მაგრამ შენი პრეზენტაციიდან მე სულ არ მომინდა შენი ბლოგის წაკითხვა, მიუხედავად იმისა რომ ვიცი როგორია ის

პასუხი

2 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 10:35 pm

აბა რას შემომთავაზებდი/შემისწორებდი?

პასუხი

3 ლილიანი 31 აგვისტო, 2009 at 11:48 pm

აი დაახლოებით იგიგვე სტილში დავწერდი რაც ტოპ.გეზე გეწერა ან კიდევ რაც აქ დესკრიპშენში გაქვს :)
ანუ შენი ბლოგის პეწი და მუღამი კაკ რაზ მაგაშია და არა იმაში რომ აქ ტუტორიალი ან რამე მსგავსი დევს :)

პასუხი

4 Alice 31 აგვისტო, 2009 at 10:35 pm
5 kate_alukard 31 აგვისტო, 2009 at 10:47 pm

სვითი ბლოგ.გე გაითიშა და ახლა რომ ვერ დავიწყო მონაწილეობა მერე ვეღარ შევძლებ ხო? :( :(:(:(

პასუხი

6 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 10:50 pm

1 კვირა გაქვთ ვადა ამ დავალებისთვის…

ბლოგ.გე კი ხვალ ჩაირთვება :)

პასუხი

7 kate_alukard 31 აგვისტო, 2009 at 10:55 pm

ვაშააააააააააააააააააააააა :) )))))

პასუხი

8 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 11:01 pm

მე მგონი 12 საათის მერე უნდა ჩაირთოს. :)

პასუხი

9 Kate 31 აგვისტო, 2009 at 11:02 pm

მოიცა გავერკვე ჯერ რა ხდება ამ პოსტში.

პასუხი

10 mr.picasso 31 აგვისტო, 2009 at 11:05 pm

მე პრინციპში მქონდა ეს ”ლიფტი” ” ადამიანის,ადამიანური ბლოგი” მგონი ხაზს უსვამს რომ ვწერ ყველაფერს რასაც განვიცდი და ვფიქრობ. სათაურს აქვს კიდევ განმარტება. Blue and White ერქვა დღიურს რომელსაც პაბლო პიკასო მთელი ცხოვრების მანძილზე წერდა. ამიტომაც პიკასოს დღიური. დაველოდები სხვა დავალებებსაც და თუ ჩემთვის საინტერესო დეტალებს აღმოვაჩენ აუცილებლად გავითვალისწინებ

პასუხი

11 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 11:16 pm

ჩემს ლიფტზე რას იტყვი?

რამე კრიტიკულ შენიშვნას სიამოვნებიტ მივიღებდი :)

პასუხი

12 კანარიო 31 აგვისტო, 2009 at 11:09 pm

ხოოო… საინტერესო რამაა, შევეცდები, თანმიმდევრულად მივყვე ყველა დავალებას და შევასრულო (ჩემთვის მაინც).

პასუხი

13 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 11:17 pm

არა, ჩვენც გვითხარი რა…

ამ კურსის მთელი მუღამი იმაშია, რომ ერთმანეთს უნდა გავუზიაროთ ცოდნა და ვასწავლოთ…

პასუხი

14 Alice 31 აგვისტო, 2009 at 11:26 pm

იხ. ჩემი პრეზენტაცია ^_^

პასუხი

15 Sweety 31 აგვისტო, 2009 at 11:51 pm

ეეე მაგარია!

პასუხი

16 Alice 1 სექტემბერი, 2009 at 12:41 am
17 Alice 1 სექტემბერი, 2009 at 12:55 am

ჰო სვიტ ბევრი რაღაც უნდა ვისწავლო შენგან :D ბლოგია ამბავში ძალიან ჩაინიკი ვარ :უსერ:

პასუხი

18 chaotic 1 სექტემბერი, 2009 at 12:47 am

იხილეთ, ჩემი დავალება

http://www.blogger.com/profile/15005943120484487264

არ მოგერიდოთ, შენიშვნები მირახუნეთ თავში

:D

პასუხი

19 kate_alukard 1 სექტემბერი, 2009 at 12:52 am

კარგია :) ))) მეც დავწერე მაგრამ ბლოგ.გე ჯერ არ ჩართულა :( ((((((((

პახოდუ რაღაც ვკომპლექდები დებილობა რომ დავწერე :D

პასუხი

20 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 1:28 pm

არ ინერვიულო ჩაირთვება.
ისე კი, რჩევას მოგცემ, ვორდპრესზე გადაიტანო შენი ბლოგი. :)

პასუხი

21 Killer 1 სექტემბერი, 2009 at 12:20 pm

პრეზენტაცია რომ წავიკითხე, მომინდა შენი ბლოგის დათვალიერება, ესე იგი კარგია, ჩემი აზრით :)

პასუხი

22 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 1:26 pm

კარგია, მაგრამ ჩემი აზრით ამ პუნქტს არღვევს:

“გამოხატეთ აზრი ნათლად – ეცადეთ თავიდან აიცილოთ გაუგებარი ფრაზები და ჟარგონები. თქვენი ბლოგის პრეზენტაცია ყველასათვის ერთნაირად გასაგები უნდა იყოს.”

თუმცა ნამდვილად დამაინტრიგებელია ;)

დანარჩენები რას იტყვიან?

პასუხი

23 chaotic 1 სექტემბერი, 2009 at 1:46 pm

მადლობა ყველას fიდბექისთვის.
ჰო, მართალი ხარ, არღვევს მაგ პუნქტს, მაგრამ თავიდანვე დილემის წინაშე დავდექი: იდეაში, რაზე იყო ჩემი ბლოგი? :D

ხან რა ხდება შიგ და ხან რა… ჰოდა, მერე უფრო ასე დავაკონკრეტე.
შეიძლება დროთა განმავლობაში უფრო დავხვეწო.
ჰოდა, about me-ს ნაცვლად თავად ბლოგის სათაურში ხომ არ ჩამესვა?

პასუხი

24 კიკიტო 1 სექტემბერი, 2009 at 1:28 am

დავწერ მეც აუცილებლად, ოღონდ ეხლავე არა, ერთ კვირაში კაი რამეს ჩამოვაყალიბებ :)

პასუხი

25 კიკიტო 1 სექტემბერი, 2009 at 1:58 am

არა მაინც შემომეწერა დღეს :D
http://kikito88.blogspot.com/2009/09/blog-post.html
ამ ერთი კვირის განმავლობაში შეიძლება ჩავასწორო, თუ რამე მოვიდა თავში.

პასუხი

26 mr.picasso 1 სექტემბერი, 2009 at 2:43 am

Sweety მგონი მამრებსაც უყვართ შენი ბლოგის კითხვა და მხოლოდ ვარდისფერი სათვალიდან მომზირალ გოგონებისთვის რატომ? ჩვენზეც მოიფიქრე რამე . მამაკაცებისთვის რით არის შენი ბლოგი საინტერესო…

პასუხი

27 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 1:30 pm

ვაიმე, ეგ მე თვითონაც არ ვიცი რატომ უყვართ მამრებს ჩმეი ბლოგი…

იქნებ შენ დამეხმარო. რატომ შემოდიხარ?

პასუხი

28 ნატოშა 1 სექტემბერი, 2009 at 4:16 am

ჩემი სახელდახელო(ეს სიტყვა ერთად იწერება თუ არა?)”ლიფტის პრეზენტაცია”
:
“ჰეი! პირველად ხარ აქ?
მე ჩეშირის კატა ვარ, ეს ჩემი ბლოგია.
აქ წაკითიხავ მოკრძალებულ აზრებს იმის შესახებ, რაც ჩემს გარშემოა და მომწონს, ან არ მომწონს.
ასევე ნახავ საინტერესო ვიდეორგოლებს,სიმღერებს,სიახლეებს,რომლებიც მე შევარჩიე.
კინაღამ დამავიწყდა, სხვა პოსტებს შორის, ასევე წააწყდები ნაწერებს ჩემი ცხოვრების შესახებ.
დაინტერესდი? გააგრძელე ბლოგის კითხვა
პ.ს.კომენტარებში შენი აზრის დაფიქსირება არ დაგავიწყდეს. ”

“ლაივში” შეგიძლიათ იხილოთ ჩემი ბლოგის ჰედერში http://imho.ge ^^

პასუხი

29 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 1:33 pm

მშვენიერია

კითხვითი ფორმებიც გამოგიყენებია, ინტრიგაც არის, მოკლეცაა.

ოღონდ ბიზნეს კონფერენციისთვის სხვა ვაირიანტის დაწერა მოგიწევს :)

უნივერსალური უნდა იყოს. ^_^

პასუხი

30 ნატოშა 1 სექტემბერი, 2009 at 1:40 pm

ხო, ეს უფრო რაღაც “მისალმება ახალ მკითხველთან”-ს ჰგავს, კონფერენციას, სხვა ვერსია დასჭირდება, ნამდვილად )

პასუხი

31 chaotic 2 სექტემბერი, 2009 at 3:55 am

ჰმმმ
ჩემი მოკრძალებული ჰაზრი:
მგონი, საკმაოდ გრძელია. :s

პასუხი

32 ნატოშა 1 სექტემბერი, 2009 at 4:23 am

ახლა თქვენს ელევატორებს რაც შეეხება:
1.სვითი, პრინციპში მე მომწონს. ანუ.. მომწონს ის, რომ შენი “პრეზენტაციიდან” სავსებით გასაგებია, რა პოსტებს ნახავ აქ. სწორი შენიშვნა მოგცა პიკასომ, ამ ბლოგს მარტო გოგოები ხომ არ კითხულობენ.
ზოგადად.. რაღაც აკლია ) მიჭირს თქმა რა.. უბრალოდ რაღაც დაუკმაყოფილებლობის გრძნობას მიტოვებს ) ჰზ )
2. ჩაოტიკ და კიკიტო, თქვენთან პრინციპში, ერთი შენიშვნა მაქვს. შენიშვნა არც ქვია მაგას, უფრო პირადი ხედვა. მე, რომ ვიყო სულ პირველად თქვენს ბლოგზე, ცოტა გამიჭირდებოდა იმის გაგება, რის ნახვას შევძლებ აქ. ნუ, ჩაოტიკთან შედარებით გასაგებია(“გატეხილ რითმს” თუ არ ჩავთვლით). კიკიტო, შენთან, მხოლოდ ის ჩანს, რომ ავტორი რომანტიული ხასიათით გამოირჩევა და უყვარს პოეზია და ლამაზი სიტყვები. პრინციპში, მე ვარ ცოტა “მშრალი” და “რაციონალური”. ვიღაცას შეიძლება ზუსტად ეგ მოეწონოს :)

პასუხი

33 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 1:34 pm

ხო მეც ვხვდები რომ რაღაც აკლია.
ეს რაღაც კი ინტრიგა და”მადისაღმძვრელობაა”

ჩავასწორებ ცოტა ხანში ;)

პასუხი

34 Candy 1 სექტემბერი, 2009 at 10:18 am

მმე მარის პრეზენტაციაში სიტყვა “სტაჟიანმა” საშინლად გამაღიზიანა. რატომ არ ვიცი :)

პასუხი

35 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 2:38 pm

მართალია, “გამოცდილი”-თ შევცვლი ;)

პასუხი

36 თორნიკე 1 სექტემბერი, 2009 at 12:18 pm

გამარჯობა!საინტერესო წამოწყებაა!ალბათ ასეთი პრეზენტაციის დაწერა თემატური ბლოგებისთვის გაცილებით უფრო ადვილია,რადგან თუნდაც შენი ბლოგის თემატიკა მე ცოტა ბუნდოვნად მეჩვენება,მაგრამ ხალხი საკმაოდ აქტიურად კითხულობს.მათ აინტერესებს თუნდაც ისეთი წვრილმანი დეტალები,როგორციაა რა ფრად გაქვს შეღებილი თმა,სად მიდიხარ,რას აკეთებ.მე რასაც ვაკვირდები ყველა ბლოგერი შენ გბაძავს.ჯობს ყველას თავისი თემატიკა ჰქონდეს.პრეზენტაცია გაცილებით უფრო საინტერესო იქნება და საერთოდ ბლოგსფერო.

პასუხი

37 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 2:39 pm

ჩემი აზრით არავინ არ მბაძავს…

უბრალოდ ჩემი ბლოგი სტანდარტული პირადი ბლოგის სტილში იდეალურად ჯდება და ამავე კატეგორიაში ნებისმიერი პირადი ბლოგი ჩაჯდებოდა…

მე პირადად არასდროს გამჩენია შეგრძნება რომ ვინმე მბაძავს.

პასუხი

38 vasasi 1 სექტემბერი, 2009 at 1:24 pm

მგონი, მეც მაქვს “ლიფტი” :) )

ბლოგუნას სათაურია “გიყვარდეთ ჩემნაირები!..”

ერთგვარი ნარცისიზმის ნიშნებია, რა დასამალია.. :დ

ბლოგის აღწერაში მიწერია, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათ.. :) )

მგონი, ცუდი არ არის..

რას მეტყვით?.

პასუხი

39 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 2:40 pm

მე მგონი ეგ უფრო სლოგანებია ვიდრე რაიმეს პრეზენტაცია ან აღწერა…

პოსტის პრაქტიკულ ნაწილში რომ მიწერია პუნქტები, გადახედე და მიუსადაგე რომელი ერგება და რომელი არა… ;)

პასუხი

40 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 2:20 pm

შენს პრეზენტაციას ბევრი რამ აკლია… არამგონია მარტო თავდაჯერებული გოგონები შემოდიოდნენ.. ან უბრალოდ მარტო გოგონები… :)
არც იმის გამო შემოდიან რომ თეორიული ცოდნა გაიღრმაონ…:)

პასუხი

41 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 2:46 pm

აბა რის გამო? ადრე მეწერა პოსტი რატომ შემოდიხართ ჩემს ბლოგზე და იქ ბევრი კომენტარები მქონდა. უნდა გადავხედო ერთი…

და იმის მიხედვით დავწერ ჩემს ელევატორს ;)

პასუხი

42 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 3:43 pm

მე მაგალითად შენი პოსტები მომეწონა და რაც აქ შემოვედი აღარც გავსულვარ :D :) ხო და ნაღდად არ გამიღრმავებია ცოდნა :D

პასუხი

43 kate_alukard 1 სექტემბერი, 2009 at 2:20 pm

http://kate6alukard.blog.ge/

ესეც ასე. საკმაოდ ამბიციური გამომივიდა რაც ძალიან არ მინდოდა… მაგრამ რავიცი ერთი კვირის განმავლობაში თუ მომაფიქრდა რამე შევცვლი თუ არა და იყოს რაც არის :(

პასუხი

44 კიკიტო 1 სექტემბერი, 2009 at 7:00 pm

ბოლოს და ბოლოს ლენდის მაგივრად ჩავსვი ზარდახშა და ასე გამოვიდა:

KIKITOLAND-ი ოცნებებით მოჭედილი ზარდახშა, წარსული – აწმყო – მომავლის ბუდე, გეგმების – მიზნების – მიღწევების სამყარო, ბლოგი სადაც არ არსებობს შეზღუდვა, გარემო სადაც ყველაფერი შესაძლებელია, ყველა ოცნებობს და ბედნიერია.
ჩავაკოპირე პროფილში და იყოს ასე :D

პასუხი

45 mr.picasso 1 სექტემბერი, 2009 at 7:03 pm

ყველა პოსტს არ ვკითხულობ მაგრამ ჩემთვის საიინტერესო დეტალებს მაინც წავაწყდები ხოლმე. მგონი საუკეთესო საშუალებაა გაიგო მარტივ კითხვაზე პასუხი”რა სურთ ქალებს?” ანუ რა აინტერესებტ რა უხარიათ და ასე შემდეგ. ხშირად ჩვენ მამრები ჩვენივე განსხვავებული ინტერესებიდან გამომდინარე ვერ ვპოულობთ ამ კითხვაზე პასუხს და უხერხული სიტვაციები იქმნება. მოკლედ ნუ დაგვჩაგრავ წავიკითხოტ რას გიშლის:)ჩვენც დაგვეხმარება მაგალითად მეგობარი გოგონასთვის საჩუქრის სწორად შერჩევაში და შენც მეტი მითხველი გეყოლება:)

პასუხი

46 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 7:45 pm

sweety შეიძლება მე პროსტა რომ მოვიფიქროო ?
თუ მაინცდამაინც ბლოგერი უნდა ვიყო ? :D :) ;;)

პასუხი

47 Sweety 1 სექტემბერი, 2009 at 7:58 pm

ჩემი ბლოგისა რომ მოიფიქრო არ გინდა? :D

პასუხი

48 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 8:49 pm

კააარგიი :) მოვიფიქრებ :) :):)

პასუხი

49 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 9:10 pm

ერთერთ პუნქტში წერია რომ შეიძლება სავიზიტო ბარათის სტილშიც გაკეთდეს… :) ხოო..ნუ MYSPACE_ით გამოგიგზავნი :)

პასუხი

50 kate_alukard 1 სექტემბერი, 2009 at 7:50 pm

kate6alukard.blog.ge
:P :P:P

პასუხი

51 ირინა_ქ 1 სექტემბერი, 2009 at 9:39 pm

გამოგიგზავნეეეეე :) :) :)

პასუხი

52 Sweety 2 სექტემბერი, 2009 at 10:25 am

”ვარდისფერი ბლოგი, რომელიც განკუთვნილია ყველა დაინტერესებული ადამიანისთვის და ვისაც ვარდისფერი არ უშლის ნერვებს.
დაგაინტერესა?! მაშინ შემოგვიერთდი და იყავი ჩვენთან ერთად.”

~ ეს ქეითის ვერსიაა…

პასუხი

53 ირინა_ქ 2 სექტემბერი, 2009 at 3:13 pm

ვინაა ქეითი ? :D :D

პასუხი

54 Sweety 2 სექტემბერი, 2009 at 4:39 pm

სორრი, შემეშალა. ქეითი კი არა ირინა_ქ :D

პასუხი

55 kate_alukard 2 სექტემბერი, 2009 at 3:49 pm

სვითი ძალიან დამავალებ თუ ჩემს პრეზენტაციაში კორექტივებს შეიტან ან რამეს თუ მეტყვი აზრის სახით :) )) შეცდომები კი ვშიშობ რომ ბევრი მაქვს :( :(:(:(
kate6alukard.blog.ge

პასუხი

56 kate_alukard 3 სექტემბერი, 2009 at 11:58 am

სვით შემიძლია ვორდპრესსზე ჩემი უსერ ნეიმით გადავიდე?

პასუხი

57 Sweety 3 სექტემბერი, 2009 at 1:15 pm

კი თუ დაკავებული არ არის…

პასუხი

58 Sweety 3 სექტემბერი, 2009 at 1:30 pm

ახლა ვიპოვე კიდევ ერთი ლიფტი ბლოგზე “ჩემი სამყარო”

http://cemisamyaro.blogspot.com/2009/08/blog-post_31.html

პასუხი

59 DEVI 3 სექტემბერი, 2009 at 2:12 pm

Sweet.ge – “ჩვენი ვარდისფერი ბლოგი იმდენად საინტერესოა რომ მამაკაცებსაც კი შეუძლიათ დატკბნენ მისი წაკითხვით” :) მემგონი დამაინტრიგებელი იქნება

პ.ს.

ბლოგერების იდეები მაინტერესებს, კრეატიული ლიფტუსი მოუხდება PCMania.ge-ს :)

პასუხი

60 DEVI 3 სექტემბერი, 2009 at 11:22 pm

არავის მოეწონა? :( :P

პასუხი

61 Sweety 24 სექტემბერი, 2009 at 11:04 pm

მე მომეწონა! :)

პასუხი

62 DEVI 4 სექტემბერი, 2009 at 12:38 am

არასასურველი სტუმარი აღმოვჩდი “ყვეელაზე ტკბილ ბლოგზე” :( სამწუხაროა.. :P

პასუხი

63 Killer 3 სექტემბერი, 2009 at 2:28 pm

სვითი, აი ჩემი ლიფტი :)

My Life in Words…. Sometimes followed by pictures as well :)

http://ana-xatia.blogspot.com/2009/09/my-new-look.html

პასუხი

64 Killer 3 სექტემბერი, 2009 at 4:40 pm

სვით, ქართულად უნდა იყოს?

პასუხი

65 supernatural 3 სექტემბერი, 2009 at 7:16 pm

ჩემი პოპსტიც გადაიკითხეტ ვისაც არ გეზარებათ. ბევრი ვიჩერჩეტე მარა რავი :D http://supernatural.blog.ge/

პასუხი

66 kate_alukard 3 სექტემბერი, 2009 at 10:14 pm

სვითი რა მინდა გკითხო არსებობს იმის საშიშროება რომ ბლოგ.გე გაითიშოს საერთოდ? იმიტომ რომ სხვაგან გადასვლა არ მინდა :( :(:(:(:(

პასუხი

67 Sweety 3 სექტემბერი, 2009 at 10:59 pm

კი და თანაც ძალიან დიდი. ამიტომ გადააექსპორტე ყველაფერი ვორდპრესზე.

პასუხი

68 kate_alukard 4 სექტემბერი, 2009 at 2:54 pm

სვითი გადავიტან წორდპესზე მაგრამ იმპორტი მარტო ბლოგსპოტიდან აქვს??? :( :(:(:(:(

პასუხი

69 supernatural 4 სექტემბერი, 2009 at 11:03 am

kate_alukard ხო გითხარი მაგიტო მეშინოდა მეც :D

პასუხი

70 kate_alukard 4 სექტემბერი, 2009 at 2:57 pm

იეეე გადავიტანე ყველაფერი დიდი მადლობა სვითი :* :*:*:*:*

პასუხი

71 რაჭველა 5 სექტემბერი, 2009 at 6:33 pm

მეც შემოვუერთდი შენს გაკვეთილებს და მემგონი ნორმალური პრეზენტაცია გამომივიდა :)
აი ისიც:
http://www.rachvela.com/2009/09/blog-post.html

პასუხი

72 chaotic 5 სექტემბერი, 2009 at 9:44 pm

კარგი იყო.

დაგამატე რიდერში.

პასუხი

73 chaotic 5 სექტემბერი, 2009 at 9:44 pm

ერთი სული მაქვს, ახალი დავალება როდის დაიდება

პასუხი

74 ალისა 10 სექტემბერი, 2009 at 3:47 pm

დავაგვიანე.. :”> ჩემს ბლოგზე ცვილებებს ვახორციელებ…პირადი არ იქნება და ლიფტისთვის შესაფერისი სლოგანი მოვიფიქრე მგონი, “ალისიას სამყარო <3

ყველაზე თინეიჯერული ბლოგი ქართულ ბლოგსფეროში"
დიდი ვერაფერია,მაგრამ წავა? :D

პასუხი

75 Sweety 10 სექტემბერი, 2009 at 3:55 pm

კი წავა მაგრამ უფრო დეტალიზებული აღწერა უნდა. რის შესახებაა, რატომ უნდა იკითხოს ადამიანმა და ა.შ>

რამე ინტრიგაც ჩადე

პასუხი

76 ალისა 10 სექტემბერი, 2009 at 3:57 pm

კი,დავამატებ და…ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა ჩემს ბლოგზე მაგას თუ სად მოვათავსო?

პასუხი

77 Sweety 10 სექტემბერი, 2009 at 4:18 pm

თუ გინდა მიუძღვენი. ზემოთ ხომ მიწერია სად შეგიძლია მოათავსო ”დანარჩენი მიზეზები” რომაა ქვეთავი – წაიკითხე და აარჩიე სად ჩაწერ. შეგიძლია ცალკე პოსტი მიუძღვნა სანამ მოიფიქრებ ან აქვე დამიწერო კომენტარებში. ;)

პასუხი

78 ალისა 10 სექტემბერი, 2009 at 8:27 pm
79 Sweety 24 სექტემბერი, 2009 at 10:47 pm

ეს ცვლილებების შესახებ პოსტია.
ელევატორი ცოტა სხვა რამეა.

კიდევ ერთხელ გადაიკითხე დავალება :sweet:

პასუხი

80 Lionesa 14 სექტემბერი, 2009 at 12:30 am

ძალიან მინდა ამ პროექტში მონაწილეობის მიღება. ჯერ ახალი ბლოგერი ვარ და მირჩიეთ რამე :D

ესეც ჩემი პირველი პოსტი და “პრეზენტაცია ლიფტისთვის”

http://lionesa.wordpress.com/2009/09/11/hello-world/

პასუხი

81 dv0rsky 15 სექტემბერი, 2009 at 4:17 pm

ვა, ეს ტერმინი არ ვიცოდი – ”ლიფტის პრეზენტაცია”

საინტერესოა.
ჩემთვის უნდა დავწერო და აშკარად ერთი 3 გვერდი გამოდის ;)

პრობლოგერს იასნია ვერ გადავუჯოკრავ

პასუხი

82 Sunny 20 სექტემბერი, 2009 at 5:41 pm

ამ დავალების ვადები გავიდა უკვე მაგრამ მე მაინც დავწერე. ცოტა გრძელი გამოვიდა მაგრამ მემგონი ეგ არაფერი :P :) ახალბედის კვალობაზე ნელ_ნელა მოგყვებით :)

პასუხი

83 Sweety 24 სექტემბერი, 2009 at 10:48 pm

სად არის აბა შენი დავალება?

პასუხი

84 თაა 2 ოქტომბერი, 2009 at 12:23 am

ჩემი დაგვიანებული გამოღვიძება
მეპატიება: 3 თვის შვილი მყავს და + სამსახური 10დან 7 საათამდე:P

http://tatushka55.wordpress.com/2009/10/01/%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%96%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%aa%e1%83%98%e1%83%90-%e1%83%9a%e1%83%98%e1%83%a4%e1%83%a2%e1%83%98%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%97%e1%83%95%e1%83%98%e1%83%a1/

პასუხი

85 utvino 6 ოქტომბერი, 2009 at 11:08 am
86 ანგელდილო 29 ოქტომბერი, 2009 at 9:08 pm
87 iamNOTpopular 2 ნოემბერი, 2009 at 3:46 pm
88 angeldilo-vanesa 13 ნოემბერი, 2009 at 3:51 pm

http://angeldilo-vanesa.blogspot.com/2009/11/1.html

ეს არის ჩემი :) გამოდგება??

პასუხი

89 CGსაბა 26 იანვარი, 2010 at 3:48 pm

გამარჯობა.
მე დამწყები ვარ და იცი რა მაინტერესბს? ეს ლიფტი რო დავწერო მერე სად უდნა დავდო?
:D

ბოდიშით რა ძალაინ ახალბედა ვარ :D

პასუხი

90 Sweety 26 იანვარი, 2010 at 8:31 pm

შენს ბლოგზე :)

პასუხი

91 bens 27 იანვარი, 2010 at 4:41 pm

ახალბედა ვარ და ეხლა რო შემოუერთდე შენს გაკვეთილებს მამეტანი დაგვიანებულია..?? მემეგონი სულელური კითხვა დავსვი.. :D

პასუხი

92 დიქსი 8 მარტი, 2010 at 2:05 pm

დიდი დიდი მადლობა ასეთი შესანიშნავი გაკვეთილისთვის აი ჩემი დავალებაც :
http://diana-dixi.blogspot.com/2010/03/blog-post.html

პასუხი

93 მაკუს 31 ივლისი, 2010 at 5:57 pm

აუუ სვითი..
ეხა ვნახე მე ეგ პოსტი შენი და მეც მომინდა ჩართვა ამ თამაშში თუ რაცაა.. მაგრამ ახალი რომ ვარ ბლოგინგში და ჯერ ვაფშე ვერ ვერკვევი… თან რა უნდა დავწერო ვერ მივხვდი.. :D

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</