5 ოქტ 09

#5: გააკეთე ბლოგერის კალენდარი!

By Sweety at 11:43 pm | წაიკითხულია 3229-ჯერ |
17
ეს პოსტი წარმოადგენს 5 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ეს გახლავთ #5 გაკვეთილი ჩემი პროექტიდან 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს.

თეორია

ნებისმიერი საძიებო სისტემა უკეთესად აანალიზებს იმ ბლოგებს რომელთა კონტენტი უფრო რეგულარულად ახლდება.

რეგულარულ განახლებაში არ იგულისხმება ის რომ აუცილებლად ყოველ დღე უნდა პოსტოთ, არამედ ერთი და იმავე დიაპაზონით პოსტით.

თუ გადაწყვეტთ, რომ ყოველ დღე შეგიძლიათ წერა, – იყოს ყოველ დღე, მაგრამ აუცილებლად დაჯექით და დაწერეთ!

თუ თვლით, რომ კვირაში ორჯერ უნდა წეროთ, აირჩიეთ კონკრეტული დღეები და იმ დღეებში პოსტეთ. ამას არა მარტო საძიებო სისტემები არამედ თქვენი მკითხველებიც დაგიფასებენ.

მე პირადად მაქსიმალურად ვცდილობ ყოველდღიურად ვწერო. ხანდახან დღეში ორჯერაც კი ვაქვეყნებ პოსტებს.

თქვენი წინა დავალება 10 პოსტის იდეის მოფიქრებაში მდგომარეობდა.

მოდით განვავრცოთ ეს დავალება და მოფიქრებული პოსტები ბლოგერის კალენდარში გადავანაწილოთ.

ჩემს კალენდარშია:

  • ორშაბათი – 30 გაკვეთილი
  • სამშაბათი – Opinion პოსტი (გავივლით მომდევნო გაკვეთილებში)
  • ოთხშაბათი – პოსტი ბლოგოსფეროზე
  • ხუთშაბათი – ჩემი ცხოვრების სიახლეები
  • პარასკევი – ფოტოიანი პოსტი
  • შაბათი -იუმორი/მუსიკა/კინო/გართობა
  • კვირა – Whatever… + რეიტინგი 30 გაკვეთილიდან (ახალი დამატებული)

ამ To-Do ლისტის გარდა თუ მინდება ”უდროო დროს” სხვა თემაზე პოსტის დაწერა, იმასაც ვწერ.

გარდა ამ ყოველ დღიური პოსტებისა, მაქვს სხვა პოსტები, რომლებსაც ყოველი თვის 30 რიცხვში მოწვეული ბლოგერები წერენ. მათი ვინაობა და პოსტები შეგიძლიათ იხილოთ მოწვეული ბლოგერების გვერდზე.

ანუ, ფაქტობრივად წინასწარ ყოველთვის ვიცი ”ხვალ” რა უნდა დავწერო, ამიტომაც შემიძლია თუნდაც მარშუტკით მგზავრობის დროს მოვიფიქრო თუ რას დავწერ სახლში მისვლისთანავე :) )

თქვენ შეგიძლიათ კალენდარი შეიმუშავოთ ორგვარად:

  1. თემატური დაგეგმვა – როგორც მე მაქვს, გარკვეული ტიპის პოსტები დღეების მიხედვით განაწილებული.
  2. კონკრეტული დაგეგმვა – კონკრეტულად მოფიქრებული პოსტების სათაურების გადანაწილება

ნებისმიერ შემთხვევში, ამგვარი ცხრილის შესაქმნელად, შესასრულებლად და სამართავად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ხელსაწყო – Google-ის კალენდარი.

ახალი კალენდარის შექმნა

ახალი კალენდარის შექმნა

პრაქტიკა

  1. შედით Google Calendar-ზე და შექმენით ახალი კალენდარი სახელად “ბლოგი”.
  2. შეიმუშავეთ თქვენი საკუთარი პოსტვის სიხშირე და აუცილებლად დაიცავით იგი
  3. დაგეგმეთ უახლოესი ერთი კვირა პოსტებით / თემებით
  4. შეგიძლიათ გამოიყენოთ წინა დავალებაში მოფიქრებული პოსტები.
  5. გაგვიზიარეთ! ამით უზრუნველყოფთ პირობის შესრულებას.
  6. კალენდარი დაა-share-ეთ: Settings → Calendars → Share This Calendar (ბლოგი) → Make this calendar public → Save
  7. დააჭირეთ თვითონ კალენდრის სახელს ბლოგი → Calendar Address → HTML – ლინკი დააკოპირეთ და ჩასვით კომენტარებში!

მაშ ასე, ამ კვირაში – თქვენი

დავალება

შექმენით ბლოგერის კალენდარი, შეიმუშავეთ პოსტვის სიხშირე, დაგეგმეთ უახლოესი 1 თვე სასურველი პოსტებით და შეუდექით მის შესრულებას.

კალენდარი დააშეარეთ და ლინკი კომენტარებში ;)

:: ეს არის ჩემი კალენდარი ::

მსგავსი კალენდრები შეგიძლიათ პოსტებში დაიტანოთ Embed This Calendar- კოდით და ბლოგზე ჩვეულებრივად გამოჩნდება. თუ ამას გააკეთებთ და პოსტის ლინკს დამიდებთ კომენტარებში 3+1 ქულას მიიღებთ კვირის ბოლოს რეიტინგში.

უფრო დეტალური ტუტორიალისთვის წაიკითხეთ ეს პოსტი: Google Calendar

მაგალითად ჩემი ასე გამოიყურება:

[ეს პოსტი არ არის გადმოთარგმნილი პრობლოგერის რომელიმე კონკრეტული პოსტიდან]

ნავიგაცია სერიაში«#4: მოიფიქრე 10 პოსტი«#10: სასარგებლო გვერდები#6: 80 რჩევა პროფესიონალური ბლოგინგისთვის»

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

17 კომენტარი

ნაის! მე რა თქმა უნდა ჯერ ისევ მეზარება

 
 
 

მაგრად მომეწონა ეს დავალებაა და ეხლა იმდენი კალენდარი უნდა შევადგინო, აქამდე რატო არ ვაკეთებდი ნეტა სხვა რაღაცეებშიც გამომადგებაა, მადლობაა :*

 

აუ მე ძალიან არ მიყვარს რამის დაგეგმვა :( ((( მიტუმეტეს ბლოგის არასდროს არ ვიცი წინასწარ რას დავწერ გარდა იმ პოსტებისა რაც წინა დავალებაში დავგეგმე :( (( მარა მაინც ვეცდები

 

კალენდარის გაკეთების დროს მეუბნება setting error :( (

 

http://lionesa.wordpress.com/2009/10/07/5-ბლოგერის-კალენდარი/

ესეც ჩემი

კალენდარი კი ვერაფრით ვერ ჩავსვი საიტზე :( 2 დღეა ვწვალობ :(

 
 
 

ვერაფრით ვერ გავაკეთე როგორ არ მივუდექი :( ((( შენი ტუტორიალითაც სვით :( მაგრამ უშედეგოდ :(

სად იჭედები? დაგეხმარები თუ გინდა…

თავიდან ბოლომდე :( საერთოდ აზრზე ვერ მოვედი :( მგონი ამ დავალებას გამოვტოვებ :( თან ძალიან არ მიყვარს დაგემა :( (((( ჩამოვრჩი ;(

 
 
 

მგონი გავაკეთე :)
თასქებს ხვალ ჩავწერ :)

 

მგონი გავაკეთე :)
თასქებს ხვალ ჩავწერ :)
http://ana-xatia.blogspot.com/2009/10/blog-post.html

 
 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: