28 სექ 09

#4: მოიფიქრე 10 პოსტი

By Sweety at 10:11 pm | წაიკითხულია 3088-ჯერ |
21
ეს პოსტი წარმოადგენს 4 ნაწილს 11 ნაწილიან სერიაში 30 გაკვეთილი ბლოგერებს

ალბათ ძალიან ხშირად მომხდარა, რომ ხანდახან საწერი მასალა გამოგლევიათ და წერის ხასიათზეც ყოფილხართ, მაგრამ თემა ვერაფრით მოგიფიქრებიათ.

სწორედ ასეთი შემთხვევების თავიდან ასაცილებლად იქნება დღევანდელი დავალება განკუთვნილი.

ამ პროცესის მთავარი აზრი იმაშია, რომ საკუთარ თავს ძალა კი არ უნდა დაატანოთ ყოველი ახალი პოსტის თემაზე ფიქრისას, არამედ ყველა თქვენი შემდეგი პოსტი წინა პოსტებიდან ავტომატურად უნდა გამომდინარეობდეს.

გაგაცნობთ მაინდ მეფინგის (Mind-Mapping) მეთოდს, რომელსაც მე – ხშირად და როგორც აღმოჩნდა, პრობლოგერი ჩემზე ხშირად იყენებს.

1.  მომზადება

აიღეთ ფურცელი და ფურცლის შუაში ერთმანეთის გვერდით დახაზეთ 5 წრეწირი.

წრეწირებში ჩაწერეთ ბოლო 5 პოსტის სათაურები, რაც ბლოგზე უკვე დაწერეთ.

2. განავრცეთ თქვენი წინა პოსტები

შეჩერდით თითოეულ წრეწირზე და დაუთმეთ 5-10 წუთი ბრეინშტორმინგს თუ როგორ შეიძლება ამ პოსტის გავრცობა.

მაგალითად:

  • ამოირჩიეთ შეკითხვა ან აზრი რომელიც მკითხველმა წამოჭრა კომენტარებში
  • მოიფიქრეთ ამ პოსტის საწინააღმდეგო აზრის შემცველი პოსტი
  • ნიუსის ტიპის პოსტი გადააკეთეთ მოსაზრების (opinion) პოსტად
  • თეორიული პოსტი განავრცეთ პრაქტიკულით
  • განავრცეთ იდეები, რომლებსაც წინა პოსტში მხოლოდ გაკვრით შეეხეთ

ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს. მთავარი იდეა კი იმაში მდგომარეობს, რომ წინა პოსტებიდან აიღოთ ახალი პოსტისთვის გამოსადეგი იდეები.

ყოველი ახალი იდეისთვის დახატეთ ახალი წრეწირი და პირვანდელ წრეწირს ხაზით შეუერთეთ. მოიფიქრეთ იმდენი იდეა, რამდენსაც შეძლებთ და ასე გააკეთეთ ხუთივე წრეწირისთვის.

სულ მალე  ნახავთ, რომ ფურცელი გაივსო ახალი პოსტის შესაძლო სათაურებით.

3

3. კიდევ განავრცეთ

თუკი პოსტების რაოდენობამ არ დაგაკმაყოფილათ განავრცეთ მეორე დონის სათაურები.

tut3333

ამ ხერხით დაგიგროვდებათ 10-ზე მეტი ახალი პოსტის იდეა, რაც არ მოგცემთ საშუალებას უახლოესი 10-15 დღის განმავლობაში მოადუნოთ თქვენი პოსტების სიხშირე.

ამ დავალების კეთებისას უმთავრესია თქვენს შემოქმედებით ნიჭს / კრეატივს ფართო გასაქანი მისცეთ და რაც შეიძლება ორიგინალური პოსტების იდეები მოიფიქროთ, შემდეგ კი შედგენილი ბანკი გაცხრილოთ და ის პოსტები გამოარჩიოთ, რაც თქვენი ბლოგისთვის ყველაზე შესაფერისად მიგაჩნიათ.

დღევანდელი დავალება

თქვენი დღევანდელი დავალება იქნება მოიფიქროთ მინიმუმ 10 პოსტის იდეა ზემოთ აღწერილი მეთოდით.

თუ უფრო მეტს მოიფიქრებთ მთლად უკეთესი.

დავალება დაწერეთ ცალკე პოსტად და ლინკი დადეთ ამ პოსტის კომენტარებში (ვორდპრესის მომხმარებლებმა გამოუშვით ტრეკბეკები).

შეინახეთ ეს სია შემდეგ ორშაბათამდე. ნუ დაიწყებთ მოფიქრებული სათაურების პოსტებად დაწერას. შემდეგი დავალენა ამ დავალების გაგრძელებაა და ეს სათაურები აუცილებლად დაგვჭირდება.

გაითვალისწინეთ რომ ჩვენს გაკვეთილებს დაემატა რეიტინგი, რომლის ამჟამინდელი ლიდერები არიან: Chaotic, Kikito და Kate_Alukard.

წინა დავალებები:

#1 – პრეზენტაცია ლიფტისათვის

#2 – დააკვირდით სტატისტიკას

#3 – ლისტ-პოსტი

ნავიგაცია სერიაში«#9: გადაჭერი მკითხველის პრობლემა«#3: ლისტ-პოსტი#11: რევიუ-პოსტი (Review – Post)»#5: გააკეთე ბლოგერის კალენდარი!»

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

21 კომენტარი

და ეს ათი თემა ერთი პოსტიდან უნდა მოვიფიქროდ თუ რამოდენიმეც შეიძლება?

ხო მიწერია კაცო 5 წრე დახატეთ მეთქი მერე თითოეულზე გააკეთეთ ბრეინშტორმინგი და მერე იქიდან აარჩიეთ 10 პოსტი.

:D

 
 
 

სვით ის უკვე დაწერილი პოსტები რომ დავწერო რაც მინდა თუ აბიზალოვკაა მაინცდამაინც ბოლო დაწერილი პოსტები იყოს?

ბოლოს დაწერილი უკეთესია. :)

 
 

ჩემი ყველა დავალება ერთ პოსტში :D

http://busuna.blogspot.com/2009/09/4-in-1-experiment.html

 
 

ადამიანი აზროვნებსო, ამაზეა ნათქვამი :) )

რას გულისხმობ? :)

 
 

reitingSi shesascorebeli var

ჩასწორებები კვირა დღეს ხდება :*
ნუ ნერვიანობ ძეტკა

 
 
 

შარიანი დავალება იყო რა :D

http://chaochaotic.blogspot.com/2009/10/10-4.html

სამაგიეროდ ტვინი ხომ ავარჯიშე? :) ))

 
 
 
 
 

ჩაასწორე რა :( ეს დავალება ხომ დავდე

 
 
 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: