#3: ლისტ-პოსტი

ვაგრძელებთ პროექტს 30 პროფესიონალური გაკვეთილი ბლოგერებს და წარმოგიდგენთ მესამე დავალებას – “ლისტ-პოსტი”.

მათ, ვინც დღეს შემოგვიერთდით, გირჩევთ გააკეთოთ წინა დავალებებიც: #1: პრეზენტაცია ლიფტისათვის, #2: დააკვირდით სტატისტიკას.

ახლა კი დღევანდელი გაკვეთილის თემას მივხედოთ, რომელიც ჩვენი სილაბუსის მიხედვით “ბლოგის შინაარსის” ნაწილს ეკუთვნის.

list-posts-1

თეორია

ლისტ-პოსტის მნიშვნელობა იმედია ყველას გესმით. ეს არის პოსტი, რომელიც შედგება სიებისგან ან თვითონ წარმოადგენს ერთ დიდ სიას.

ლისტ-პოსტი ძალიან პოპულარული და ეფექტური ტექნიკაა საინტერესო კონტენტის შესაქმნელად. გადახედეთ ნებისმიერ პოპულარულ “ტექ-ბლოგს”. პოსტების 90% ლისტ-პოსტია.

8 მიზეზი თუ რატომ არის ბლოგერისთვის ლისტ-პოსტი ეფექტური:

  1. სიები სკანირებადია – ონლაინ მკითხველები უფრო ზარმაცები არიან და შესაბამისად ტექსტებს გულდასმით კი არ კითხულობენ, არამედ თვალის გადავლებით სკანირებას უკეთებენ და ცდილობენ წინასწარ გაიგონ, ღირს თუ არა ამ კონტენტის წაკითხვა. კარგად დანაწევრებული პოსტი საშუალებას აძლევს მკითხველს გაარჩიოს, შეიცავს თუ არა პოსტი იმ ინფორმაციას რაც მას დააინტერესებდა.
  2. სია პოსტს ამოკლებს – სიების ერთ-ერთი კარგი თვისება არის ის რომ როგორც ბლოგერ თავიდან გაცილებთ “ბოდიალის” საშიშროებას. სიის ყოველი საკითხი განსაზღვრულია, აქვს დასაწყისი და დასასრული ამიტომ ზედმეტი მაღალფარდოვნება საჭირო აღარ ხდება.
  3. სია აკურატულად გამოიყურება – არეულ-დარეული, დაუფორმატებელი ტექსტი ყოველთვის გაღიზიანებას იწვევს მკითხველში, სიით დაფორმატებული კი – ორგანიზებულობის და აკურატულობის შეგრძნებას.
  4. სია შესაძლებელია იყოს ამომწურავი და ყოვლისმომცველი – შესაძლოა ვინმემ იფიქროს რომ სიები აზრს ამოკლებენ და სათქმელს ამახინჯებენ მაგრამ კარგად დაწერილმა სიამაც შეიძლება ისევე ამოწუროს საკითხი როგორც ჩვეულებრივმა აბზაცებით გამოყოფილმა ტექსტმა.
  5. სიები დამაჯერებელია –  თუ გსურთ რაიმე თემაზე სწრაფად ჩამოწეროთ რაც შეიძლება მეტი დამაჯერებელი არგუმენტი და ახსნათ ისინი, ლისტ-პოსტი ამისათვის საუკეთესო საშუალებაა.
  6. სიები ადვილი დასაწერია – თქვენი აზრები ჯერ პარაგრაფებად იყოფა, შემდეგ ეს პარაგრაფები იშლება და შესაძლოა ქვეპარაგრაფებად დაიყოს, ამიტომ ლისტ-პოსტები იდეების საუკეთესო წარმომჩენია.
  7. სიები ვირუსულია – სიებმა შეიძლება იდეების ეპიდემია გამოიწვიოს. ზემოთ ჩამოთვლილი (და არამარტო) მიზეზების გამო ბლოგერებს და სოციალური მედიის მომხმარებლებს რატომღაც უყვარტ ლისტ-პოსტების გავრცელება ან მათი საკუტარ თავზე მორგება. გაიხენეთ ბავშვობაში შევსებული მეგობრობის დღიურები, რომლებიც სინამდვილეში უსაშველოდ გრძელ სიებს წარმოადგენდა. აი, მაგალითად დღეს ნატოშას ბლოგს ვათვალიერებდი და წავაწყდი პოსტს Passions. იმდენად დალაგებული პოსტი იყო, წამსვე მომინდა Facebook-ზე გამევრცელებინა ან ჩემს ბლოგზე იგივე თემაზე მეც გამეკეთებინა ლისტ-პოსტი.
  8. სიით შესაძლებელია “დახლათული” აზრის “დალაგება” – ნებისმიერი ტუტორიალის წერისას, ყოველთვის ვცდილობ რთული აზრი დავანაწევრო და ნაბიჯებად დავყო, რადგან ასე ყველაზე რთული ტუტორიალიც კი ადვილად აღსაქმელი ხდება. აი თუნდაც ჩემი ბოლოდროინდელი პოსტი – Paypal: დელფის მეთოდი

გაფრთხილება: ლისტ-პოსტები მართალია ძალიან ეფექტურია ,მაგრამ ნუ ჩაიციკლებით მათზე! ძალიან ბევრ მკითხველს აღიზიანებს უთავბოლო ლისტ-პოსტები თუ ბლოგზე საინტერესოს სხვა ვერაფერს პოულობს.

პრაქტიკა

თქვენი ამ კვირის დავალება ლისტ-პოსტის დაწერას მოითხოვს. არ აქვს მნიშვნელობა თემას და სიის სიდიდეს. მთავარია ფორმატი დაცული იყოს და აზრი ნათლად გქონდეთ ჩამოყალიბებული.

ლისტ-პოსტის 3 ტიპი

სიის პოსტში ინტეგრირების ბევრნაირი გზა არსებობს. ფორმატი დამოკიდებულია თემაზე, მოცულობაზე, თქვენი ბლოგის სტილზე. ქვემოთ ჩამოთვლილთაგან შესაძლოა რომელიმე მოირგოთ ან თქვენი საკუთარი ფორმატი შემოგვთავაზოთ:

  • პოსტი როგორც სია – ამ შემთხვევაში პოსტში სიის გარდა სხვა არაფერი წერია. პოსტის სათაური გვაცნობს თემას ხოლო პოსტი მთლიანად სიას წარმოადგენს. მაგალითი: 21 Ways to Write Posts that are Guarantees to Grow Your Blog.
  • გაფართოებული სიები – აქ უკვე თითოეული პუნქტი მოკლედ არის დასათაურებული (რაც გაბოლდებულია ან რამენაირად გამოყოფილი დანარჩენი ტექსტისგან) და შემდეგ საკითხი უფრო დეტალურად იშლება. თავად ეს აბზაცის ამგვარი სიის მაგალითს წარმოადგენს.
  • სიები პოსტში – ალბათ ეს პოსტი რასაც კითხულობთ ამ ტიპის ყველაზე კარგი მაგალითია. ამ პოსტში, სხვა კონტენტთან ერთად, 2 სიაა წარმოდგენილი. მე პირადად ყველაზე ხშირად სწორედ ამ ტიპის ლისტ-პოსტების წერა მიყვარს.

ლისტ-პოსტი ყველა ბლოგერის სტილს, ხასიათსა და წერის მანერას რა თქმა უნდა ვერ მოერგება, მაგრამ სასურველია ყველა პროფესიონალმა ბლოგერმა იცოდეს მათ შესახებ და “გაჭირვების ჟამს” სწორად და ხარისხიანად გამოიყენოს.

დამატებითი ბონუსი:

ვისაც კიდევ მეტი კითხვა და ჩაღრმავება არ გეზარებათ, აუცილებლად გადახედეთ პრობლოგერის ამ სტატიას:

10 steps to writing the perfect list post.

ქართული ლისტ-პოსტების მაგალითები:

დარწმუნებული ვარ ყველა თქვენთაგანს დაუწერია ოდესღაც ერთი ლისტ-პოსტი მაინც და თითქოს მათ შესახებ ლაპარაკი არც უნდა იყოს საჭირო მაგრამ მაინც კარგია როდესაც წერ პოსტს და ზუსტად იცი რატომ გაამართლებს.

გადახედეთ ქართული ბლოგოსფეროს რამდენიმე ლისტ-პოსტს:

უცხოური მაგალითები:

  • hongkiat.com –  ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ბლოგი, რომელიც მთლიანად ლისტ-პოსტებზეა აწყობილი.

გაგვიზიარეთ თქვენი ლისტ-პოსტები

ამ კვირის დავალება როგორც უკვე ზემოთ ვთქვი ლისტ-პოსტის დაწერას მოიცავს. დავალების შესრულებისთანავე კომენტარში მომწერეთ აქვე (ვორდპრესის მომხმარებლებმა გამოუშვით ტრეკბეკები).

ნუ გავიწყდებათ!

მოინახულეთ ერთმანეთის დავალებები, ნუ დაიშურებთ კრიტიკას ან/და ქებას. ახალ ბლოგერებს ეს განსაკუთრებით დასჭირდებათ. დაეხმარეთ სხვებს და თქვენც დაგეხმარებიან! :)

P.S. ვისაც სურს გამოიწეროს პოსტები RSS-ით მხოლოდ ამ კურსისთვის გამოიყენეთ შემდეგი ბმული:

30 Weeks (RSS) | 30 Weeks (Link)

14 Comments

  1. ჩემი ბლოგპოსტების 30-40% ლისტ პოსტებია და როგროც წესი ყველაზე კითხვადები ხოლმე : )

  2. ლისტები <3 ..
    საერთოდ, პუნქტებით დაყოფა მას შემდეგ შემიყვარდა, რაც უნივერსიტეტში, დღეში 40-50 გვერდ მასალას მაძლევდნენ სასწავლად. ყველაზე ადვილი მეთოდია ჩატიო დიდი ინფორმაცია, შედარებით მცირე მოცულობაში.

    ამ დღეებში გავაკეთებ კიდევ დავალებას :) და მეორესაც (რომელიც წინა კვირას გამოვტოვე ) :)

    მადლობა trackback-ისთვის ) <3

  3. მეც ბევრჯერ გამიკეთებია ამდაგვარი, თუნდა კინო მიმოხილვას რო ვაკეთებ მანდ სულ სიების ჩამონათვალია და არამარტო :)
    http://kikito88.blogspot.com/2009/09/blog-post_2566.html
    ან ეს
    http://kikito88.blogspot.com/2009/09/blog-post_08.html,
    ეხლა კიდე ვწერ კინო მიმოხილვას და ეგ იქნება ფაქტიურად შესრულებული დავალებაც :D

  4. http://chaochaotic.blogspot.com/2009/09/my-top-4-female-actresses.html

    შევასრულე ჩემი დავალება.
    მანამდეც მქონდა რამდენიმე მსგავსი პოსტი. თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ლისტების დიდი მოყვარული არ ვარ. მერე ჩემსავით არეულად ვეღარ ვწერ ხოლმე :D

  5. იმის გამო რომ მე სულ ახალბედა ვარ ბლოგოსფეროში, მხოლოდ ახლა ვაკეთებ შენს გაკვეთილებს. აი ნახე და თუ შეგიძლია, მითხარი, გამომივიდა თუ არა ლისტ-პოსტი. მადლობა. http://tammrii.wordpress.com/2010/07/01/social-media-day/

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.