ლიდერთა სკოლის გაცვლით პროგრამა. ერევანი, სომხეთი

ჩვენს ცხოვრებაში იმდენი სიახლეა, ეს ბლოგი ნამდვილად ჩამომრჩა და ვეღარ მეწევა. შეამჩნევდით ორი კვირის წინ დიზაინი შევცვალე. ახალი დიზაინი ისე მომწონს, იმის მერე ხელები მექავება საწერად. გადავწყვიტე მოკლედ მაინც მოგიყვეთ, რა გადამხდა ერევანში.

თათიამ რამდენიმე თვის წინ ლიდერთა სკოლის გაცვლითი პროგრამის კონკურსის ლინკი გამომიგზავნა. ბევრი მოთხოვნა არ იყო, მხოლოდ ლიდერული გამოცდილება და ინგლისურის ცოდნა მომეთხოვებოდა. სამოტივაციო წერილში ვახსენე Pink.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი რომ ვარ. გავიმარჯვე.

yerevan leadership school exchange

სულ 15-მდე მონაწილე აარჩიეს – ასაკით მე ყველაზე დიდი ვიყავი და ცოტა ვნერვიულობდი თავიდან, მაგრამ მერე გადამიარა. ძალიან კარგი ბავშვები გავიცანი. ძირითადად FLEX-ის კურსდამთავრებულები იყვნენ და ამერიკაში ჰქონდათ გატარებული გარკვეული დრო. მშვენივრად ლაპარაკობდნენ ინგლისურად და სხარტადაც აზროვნებდნენ. მართლა გამიხარდა ასეთები რომ არსებობენ საქართველოში. ესე იგი, იმედი ჯერ კიდევ არ არის გადაწურული და შეიძლება რამე გვეშველოს.

yerevan green

31 მაისი – დღე პირველი:

ერევნამდე ავტობუსით ვიმგზავრეთ. გზაში მეტისმეტად დიდხანს ვიყავით, ამიტომ პირველ შეხვედრაზე დაგვაგვიანდა. მიუხედავად ამისა, მიკროავტობუსიდან ჩამოსვლითანავე თავი ამერიკულ უნივერსიტეტში ამოვყავით.

ეს უნივერსიტეტი ძალიან დიდი, ლამაზი და კეთილმოწყობილია. ცოტათი შემშურდა კიდევაც. იქ ზუსტად ისეთი Locker-ები (სეიფები) არსებობს სტუდენტებისთვის, როგორიც ამერიკულ თინეიჯერულ ფილმებში გვინახავს.

ძალიან მომეწონა მათი ბიბლიოთეკა, სადაც სტუდენტებს შეუძლიათ მშვიდად იმეცადინონ და კომპიუტერებთან იმუშაონ.

უნივერსიტეტიდან გამოსვლისთანავე კისრისტეხით გავიქეცით მსოფლიო ბანკის ოფისში, რომელიც ქალაქის ცენტრშია განთავსებული. აქ გვესაუბრნენ იმაზე თუ რას საქმიანობს მსოფლიო ბანკი, როგორია სომხეთის ეკონომიკური მდგომარეობა, რა შესაძლებლობები არსებობს ახალი ბიზნესებისთვის, განვითარებულია თუ არა ბიზნეს გარემო და სხვა.

მსოფლიო ბანკიდან ლამაზ, ელიტარულ უბანში ვისადილეთ. მიუხედავად იმისა, რომ ყველამ შაურმა ან ფასტ ფუდის ტიპის საჭმელი შეუკვეთა, მე ეს საოცარი ცხელი მაწვნისა და ოსპის სუპი შევუკვეთე რომელსაც თურმე Spas-ს ეძახიან. გვერდით ჯაჯიკი მიდგას.

შემდეგ, ერთ-ერთ წიგნების მაღაზია/კაფეში ეკონომიკის პროფესორს შევხვდით. მან პატარა თეორიული ლექციაც წაგვიკითხა, შემდეგ კი გურმე დურმეს შოკოლადის “ფაბრიკას” ვეწვიეთ.

გურმე დურმე სომხური შოკოლადის საოჯახო ბიზნესია, რომელსაც ბუტიკების ქსელს მართავს და დიდი პოპულარობით სარგებლობს ერევანში. ისინი ხელნაკეთ შოკოლადს ყიდიან, მთავარი კონკურენტული უპირატესობა კი სასაჩუქრე შეფუთვებშია.

მათი იდეებით აღფრთოვანებული მომხმარებლები საყვარელი ადამიანებისთვის კრეატიულად შეფუთულ შოკოლადს (რომელიც ამავდროულად ფანტასტიკურად გემრიელია!) აუცილებლად გურმე დურმეში ყიდულობენ.

აქ ისე გავერთეთ, რომ ყველაფერი გადაგვავიწყდა. გაცვლითი პროგრამის მენეჯერი შეგვპირდა, რომ ბოლო დღეს “საშოპინგოდ” გამოგვიყვანდა და შოკოლადის თბილისში წამოსაღებლად ყიდვას შევძლებდით.

პირველი დღე ამით დასრულდა. სახლში 11-სთვის მივედით. რა თქმა უნდა, შხაპზე რიგი დადგა, მაგრამ ისეთი დაღლილები და შთაბეჭდილებებით სავსე ვიყავით, წუწუნის თავი არავის ჰქონდა. მკვდრებივით დაგვეძინა.

1 ივნისი – დღე მეორე

 

 

Leave a Reply