ოთხშაბათს, დილის 11 საათზე სასტუმროში – “ძველი თბილისი”- LSPR-ის დამფუძნებელი პროფესორი ჯონ დალტონი მასტერკლასს ატარებდა Leadership-ში.
საღამოს კი წინა ჯგუფების დიპლომების გადაცემის ცერემონიალი იყო დაგეგმილი.
ჩვენი ჯგუფიდან ყველა მიიწვიეს ორივე ივენტზე.
მასტერკლასი ძაან საინტერესო აღმოჩნდა. დაახლოებით 100-მდე ადამიანი დაესწრო. დიდი საკონფერენციო დარბაზში ჩატარდა.
ზოგი LSPR-ის კურსდამთავრებული იყო, ზოგმა კი jobs.ge-ზე ნახა მასტერკლასის შესახებ განცხადება.
ორი 15 წუთიანი coffe-break-ი გვქონდა, ბევრი ყავა, ნაღები, ჩაი, ნამცხვრები… აივანი, კარგი ამინდი, ძალიან მაგარი ხედი…
5 საათზე, იგივე დარბაზში Dalal Nageh-მ (LSPR-ის course Director, რომელიც ჯონ დალტონთან ჩამოვიდა ლონდონიდან) ჩაგვიტარა ტრენინგი Events Management და Sponsorship-ში.
ლექციის მერე აივანზე გავედით და დიპლომების გადაცემის ცერემონიალს ველოდებოდით, რომელიც 9-ზე იყო დანიშნული.
სალონში მინდოდა თმის დასავარცხნად წასვლა და ვერ მოვასწარი
ძალიან კარგი ამინდი იყო, რაღაც მომენტში ოდნავ წამოწინწკლა და მერე უცებვე გადაიღო. ცისარტყელაც კი გამოჩნდა.
სურათებს ვიღებდით ჩემი აპარატით თავდაუზოგავად, ბოლოს ელემენტი დაუჯდა და გაითიშა…
ნელ-ნელა აივნის მოწყობა დაიწყო სასტუმროს პერსონალმა ივენტისთვის.
ჯერ სანთლები აანთეს, მერე სასმელი დაალაგეს მაგიდებზე. ამასობაში ჩამობნელდა და ცაზე მთვარე ამოვიდა.
ძალიან რომანტიკული იყო:
ძველი თბილისის ხედი, სანთლები, შამპანური, წითელი ღვინო, ცაზე დიდი მთვარე, საიდანღაც მევიოლინე ქალიც ამოიზარდა და Moon RIver-ის დაკვრა დაიწყო.
ვინ ვიყავი იმ მომენტში თუ არა ჰოლი გოლაიტლი ან შარლოტა იორკი ან ბლერ უოლდორფი???
გარდა ამისა სახალისო დაჯილდოებაც გაიმართა, რომელშიც ჩვენც ვმონაწილეობდით.
გამოკითხვა და ხმის მიცემა სამ ნომინაციაში წინასწარ იმეილებით მოხდა:
- THE PRof;
- Fashion Victim;
- New MIllenium Kid;
მესამეში მე გავიმარჯვე!
ირაკლი მატკავა, ჩვენი ლექტორი აცხადებდა გამარჯვებულებს და ჩემზე ასეთი სიტყვები თქვა:
For knowing all about the new technologies and being online all the time
Yahooo!
რაღაც ვენტილიატორი მაჩუქეს რომელიც უცხოპლანეტელ რვაფეხას ჰგავს!





















{ 7 comments… read them below or add one }
უი,ასეთი ვენტილატორი ადრე ვნახე სუპერში და რა გამახსენა, იცი?
აი,ეს სათამაშო Pet Society-დან )))
http://yfrog.com/5cpetsj
კიიი მეც ვამსგავსებ
)))
ვაიუ საღოლ მარფ!
ძალიან სასიამოვნო დღე გქონია
მიყვარს ეგეთი ივენტები
ჩემს საყვარელ ანკუშას მოვკარი თვალი!
მაგრამ ჩემთვის კერი ბრედშოსთან უფრო ასოცირდები
მგონი, ელი მაკბილი უფრო ხარ, ვიდრე დანარჩენი სამი ქალი, ვინც აქ გყავს ჩამოთვლილი
really? ელი მაკბილი რა პონტში ვარ
რავი მე ვერ ვაკავშირებ საკუთარ თავს…
რომ ვუყურებ სერიალს მაგ დროსაც ვერ ვაიგივებ თავს ელისთან.
კერი კიდე შეძლება. სულ იმის ფიქრში ვარ უფრო კერი ვარ თუ უფრო შარლოტა
ეს ერთი და სხვა მრავალი ვინტილიატორი