ყველაფერი მეზარება…

დილით ადრე ადგომა

სიზმრიდან გამორკვევა

თმის გაშრობა

სამსახურში წასვლა

საქმე

უსაქმურობა

ისევ საქმე

სახლში დაბრუნება

ან გასართობად წასვლა

პოსტების წერა

ურთიერთობები

ძველიც, ახალიც…

დავიწყებულიც, დაუვიწყარიც…

მეგობრები

ნათესავები

მკითხველები

ქუჩაში შემთხვევით ნანახი ნაცნობები

SMS-ები უცხო ნომრებიდან

ხალხზე დაკვირვება

ადამიანები

ავტობუსში ბილეთის აღება

თმის ვარცხნა და მაკიაჟი

წერილები

ცხოვრება.

21 Comments

  1. რამე წარმოუდგენელი გააკეთე – ის რასაც ვერასდროს იფიქრებდი რომ გააკეთები ! : )

    1. უკვე გავაკეთე და რომ შევხედე ჩემს გაკეთებულს… ეგრევე დამეზარა…

      კიარადა… შემზარა :(

      1. და რატომ ფიქრობ , ან რატომ უყურებ ? : ))
        მიიღე უბრალოდ სიამოვნება უმნიშვნელო რაღაცებიდან :)))

  2. აუ სიკვდილის ბლოგი??? ვაიმე შემეშინდაა შესვლისთანავეეეე… Sweet შენ გააკეთე ეს სიკვდილის ბლოგიი???

    თუ რამე გეზარება და სურვილი გაქვს რომ გამოასწორო მაშინ თავს ძალა დაატანე და გააკეთე ის რაც გეზარება :) :*

  3. აი მე კი პოსტების წერა შემომეზარა ამ ბოლო დროს და არ ვიცი რატო…. :)))
    მარა არ დავნებდეთ არც მე და არც შენ.
    “ესეც გაივლის” (ც) სოლომონ ბრძენი ;)

  4. არ მომეწონა სიკვდილის ბლოგი, თვალები მატკინა და შევეშვი. იდეა კარგია :D სვით აღარ დადიხარ დილატოში? ვარჯიში კარგ ხასიათზედ აგაყენებს (დიეტისგან განსხვავებით :( )

  5. ბევრი სიკეთე გაუკეთე ადამიანებს.
    იმათაც ესიამოვნება და შენც.

  6. “ყველაფერი მეზარება… ”

    შენ სიკვდილი ყველაზე მეტად გეზარება, ხოდა გამოცოცხლდი სვით!!! ამ ბლოგზე იშვიათად მაგრამ წლებია შემოვდივარ ხოლმე (მაშინ როცა მინდა კარგ განწყობაზე დავდგე და რამე ლაითი საყვარლობა პოსტი წავიკითხო), ჩემნაირად არის კიდევ მილიონი, შენკი რას აკეთებ, ეს ბლოგი უკვე “აღარ გეკუთვნის” მარტო შენ და სხვებზეც უნდა იფიქრო :)

Leave a Reply