Last Three Days

Before

Before...

მაგარი დახუნძლული დღეები მქონდა.

პირველ რიგში ის ამბავი მაქვს რომ ბლოგ.ჯი-ს კეთება წარმატებით მიდის. ყველაფერი რიგზეა, ყველაფერი კარგადაა. თუ იანვრის 20-მდე გამოვიდა WPMU-ს ახალი ვერსია, თებერვალში გავუშვებთ ოფიციალურ ბეტას.

ამ საქმეს მთელი კვირა შევალიე. ბლოგზეც კი არ დამიწერია არაფერი. ნუ კიდევ მეორე მიზეზი ის იყო რატომაც არ ვწერდი რომ ბაზის ბექ-აფი გავაკეთე კომპიუტერში და ველოდებოდი ახალ ჰოსტზე გადასვლას და არ მინდოდა რამე შემეცვალა ბაზაში. მაგრამ არ დაადგა საშველი და ამ პოსტის მერე თავიდან დავაბექაფებ :)

...After

...After

ჯერ-ჯერობით ბლოგ.ჯიზე ყველაზე მეტად ვამაყობ საფორთის ბლოგით. სადაც ტუტორიალებს ვწერთ მთელი სისტემის შესახებ. ნუ ძალიან გვეხმარება ინგლისურენოვანი ვარიანტი მაგრამ შემოკლება გვიწევს და ტერმინოლოგიის მოფიქრება და ა.შ.

თავიდან წერაში შემომიერთდა თინი. გამაოცა ისეთი სიყვარულით მიუდგა ყოველ ტუტორიალს და რაღაც შვილივით უვლიდა, მერე ყვავას ანახა შესაფასებლად და რაღაც… ძაან სითბოთი მოეკიდა მოკლედ საქმეს. მადლობა თინი! :user: :2kiss:

მერე ლოგოზე ვჩალიჩობდით. ყვავამ მოგვაწოდა სამი კუბიკის იდეა. მერე მე დავაფოტოშოპე. ყვავამ ესაო, ისაო, რა არი მრგვალი კუბიკები და პრიალა და ძაან თანამედროვე ვიდი აქვსო :D მაგრამ მე მომწონს ასეთი სტილი… :User:

მერე დატვირთვაც მოვუძებნე:

  • ვარდისფერი – კრეატიული იდეები
  • ცისფერი – სიტყვის თავისუფლება
  • მწვანე – გარემოს დაცვა ”ჩვენ ვზოგავთ ქაღალდს” ეგიდით :D

მაგრამ საზოგადოებას არ მოეწონა ლოგო და გადავაგდეთ იდეა… არადა ბევრი ვიშრომეთ მე და თინიმ… :user:

როკოს იმედი მაქვს, რომ რამე მაგარს მოიფიქრებს… :user:

10012009734

ჩამქრალი ^^

10012009728

ანთებული ^^

ეს იყო გუშინწინ.

მერე გუშინ, როგორც იქნა ვიკადრე სახლიდან გასვლა გარდერობის შესაკვეთად. დედაჩემი გამომყვა თორე მარტო რას გავიდოდი. მოკლედ შევათვალიერე რაღც კარადები და ჩავიწერე იმ კაცის ტელეფონი ვინც უნდა გამიკეთოს ის კარადა. მერე წერეთელზე ვიყავით რაღაც ჭაღების მაღაზიაში და ეს ჭაღი მომეწონა ძალიან. 250 ლარი ღირდა და ვერ ვიყიდე :( სამზარეულოსთვის მინდოდა.

მერე კოტეს ვუთხარი დღეს და გადაირია. ძვირიაო. მაგდენ ფულს ”კუხნის ჭაღში” ხო არ მივცემთო… მოკლედ დავრჩი ასე გულდაწყვეტილი … :user:
მარა მართალია ისე კოტე. რომც მეყიდა მერე ვინანებდი. რატო ვიყიდე თქო…  მასე არ დამემართა 107 ლარიანი ტონალური რომ ვიყიდე? ისე მენანება სახმარად ვერ ვხმარობ და ხმება… მოკლედ არ ვიყიდი ისეთ ძვირიან რაღაცას რომ მერე ვერ შევირგო :(

მერე ჩემებთან დავრჩი ღამე. ჩემი ძმის კომპიუტერზე რაღცეები დავაყენე. ანტივირუესბი და ოფისი და ა.შ.

მერე როკომ დაპოსტა ხვალ იმ კინოს მსახიობებთან შეხვედრააო 1-ზეო და მერე კინოსაც გაყურებინებთო უფასოდო. ხოდა გადავწყვიტე რომ წავსულიყავი იმ ივენტზე მეორე დღეს.

ადრე დავწექი დასაძინებლად მაგრამ მთელი ღამე ვერ დავიძინე… გადავეჩვიე ჩემს ძველ ოთახში ძილს… :user:

11012009750

მიშა მშვილდაძე და ჩვენი კეთილი როკო ძია

თან რაღაც ეგოისტური აზრები და შიშები მაწუხებდა და არ მაძინებდა.

ნუ… უნდა დავწერო მაინც რომ შემრცხვეს მერე…

ძირითადად ბლოგ.ჯისთან დაკავშირებით.

ნუ ერთი კვირაა რაც დავიწყე მაგაზე მუშაობა და როკო და ომედია თავის საიტზე მუშაობდნენ. არ ეცალათ ჩემთვის და ვერაფრით ვერ დავუკავშირდი. ნუ შესაბამისად ვიფიქრე რომ დაიკიდეს და ჩვენს მესამე საიდუმლოებით მოცული პარტნიორს ვუთხარი ასე და ასეა თქო. საიდუმლოებითბ მოცულმა მითხრა რომ თუ არ გამოჩდნენ სხვას შევუკვეთოთ დიზაინი და ჰოუმფეიჯიიო, მე გადავიხდიო. ნუ მეთქი რა გაეწყობა…

ხოდა მერე მირეკავს როკო – რას შვებიო, ვნახე რეები გაგიკეთებიაო, ხოდა არ მცალია ცოტა ხანიო იქითა ხუთშაბათამდე და მერე ჩავუჯდეთო. გადაგვიყოლა ომედიას საიტმაო.

ყველა

ყველა

ხოდა ვეუბნები, რომ თუ არ გცალიათ მარტო ლოგო და პირველი გვერდის დიზაინი გაგვიკეთეთ და ფულს გადაგიხდით როგორც შეკვეთაში თქო. აა, რას ამბობ და როგორ გეკადრება და ჩვენ ხო პარტნიორები ვართ  and stuff :D  მეთქი ძალიან კაი…

რო დავწექი დასაძინებლად გამახსენდა რო ომედიას საიტზე ეწერა ეს:

ომედია უახლოეს მომავალში საკუთარ პროექტებს შემოგთავაზებთ… :)
სულ მალე, ქართული ინტერნეტის თითქმის ყველა მომხმარებელს ახალი საყვარელი საიტი გაუჩნდება… :)
დაგველოდეთ. ჩვენ შევცვლით ჯინეტს. :)
ჩვენ შეგიცვლით წარმოდგენას ინტერნეტზე. :)
Meet u in a better world. online. :)

11012009747

ნატა (თაკო აბაშიძე) და თეკლა (ანა სანაია)

აააა მეთქი ბლოგ.ჯიზე ხომ არ იძახის და მერე უცებ წარმოვიდგინე, რომ ომედიამ და ”საიდუმლოებით მოცულმა”  ბლოგ.ჯი წამართვეს ვითომ და ისტერიკები დამემართა :D
აიაიაიაი, 5 საათამდე ვიტანჯებოდი. მერე ჩამეძინა რაღაცნაირად…

მერე დღეს წავედი იმ ივენტზე.  სანამ ხალხი შეიკრიბა და რაღაც მე და როკო ჩამოვჯექით და ბლოგ.ჯის ამბებს ვარჩევთ და ვეკითხები, რომ ”აი, ომედიას საიტზე რომ გიწერია ესე, რას გულისხმობ თქო.”

11012009748

მყუდრო (გია ცინაძე)

ნუ თავისი მაგარი იდეები ჩამომითვალა და რაღაც ირიბად ახსენა ბლოგ.ჯი და ააააა კიდე ისტერიკები დამემართა ”ბლოგ.ჯი ჩემია! ბლოგ.ჯი ჩემია!”, ”არ გაბედო მიეკარო!” და რაღაცეები. ნუ მოკლედ შევირცხვინე თავი :vis:
ხოდა როკომ გაოცებული სახით ”ხოო, ხოო,  შენია, დამშვიდდიო…”
უუჰ-ეგეთი ვიყავი… :ოფლის მოწმენდის სმაილიკი:

[მოკლედ ისა… ბოდიში როკო :user: ვიცი რომ დებილურად გამოვიდა, მაგრამ აი, როგორც შენ teen.ge გიყვარს, ისე მიყვარს უკვე მე Blog.ge. საკუთარი შვილივით… ხოდა რავი… ბოდიში კიდე ერთხელ… :user: ვიცი რომ კარგი ბიჭი ხარ შენ… :2kiss:
ხოდა საიდუმლოებით მოცულიც კაი ბიჭია… ბოდიში იმასაც…]

11012009741

მე და თაკო :love:

მერე დაიწყო გადაღება ტელევიზიით. [6 საათიან კურიერში იყო გაშვებული, ერთ-ორ კადრში მეც მოვხვდი :D]

მერე ნატასთან (თაკო აბაშიძე) გადავიღე სურათი. I love her :love: აი მაგარი ქალია, ყველაზე უმაგრესი მთელ კინოში და სერიალში… და ძალიან ლამაზი სახის კანი აქვს და სურათს რო ვიღებდით ერთად… მმმ… კარგი სურნელი ასდიოდა, გემრიელი. მეთქი ჩავკბიჩავ… :user:

ხოდა, მერე რომ დავბორიალობდი აქეთიქით, სურათებს ვიღებდი, გავხედავდი ხოლმე და ისიც გამომხედავდა და მიღიმოდა და მე კიდე ხელისგულები მიოფლიანდებოდა :D

აუ მოკლედ რამდენი ვილაპარაკე მარა ბარემ ბოლომდე მოვყვები.

მერე კინოზე შევედით მე და როკო, (იქამდე მაკში გავირბინეთ ცოტა ხნით იმიტო რო სეანსამდე 1 საათი გვქონდა დარჩენილი).

აი, ხო მეორედ ვუყურე, მარა ძალიან ბევრი ვიცინე. გავიფხრიწე სიცილით :D (ნუ პოლიცილების ფინალური სცენა გაწელილია იასნად მაინც) მაგრამ მთლიანად კინო არის უმაგრესი!

11012009744

ვასილიჩი (დრუპი), ნატა (თაკო აბაშიძე), თეკლა (ანა სანაია), მყუდრო (გია ცინაძე)

ხოდა პრეს-კონფერენციაზე ითქვა, რომ საგაზაფხულოდ ფორმულა კრეატივი კიდევ აპირებს ახალი ფილმის გადაღებას და მოუთმენლად ველოდები…

მართალია ფოტოები ძალიან ცუდი ხარისხია მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ :user:

ძალიან მაგრები არიან ეს მსახიობები. რაღაც ძაან უშუალო და მეგობრული ხალხია…

მიშა მშვილდაძის ცოლი ჩემი ფიზიკის მასწავლებლის შვილი ყოფილა. იქ გამოვარკვიეთ :D

11012009745

ნიკუშა (გიორგი კალანდაძე) {რა კარგად მიყურებს ობიექტივში}

მერე ნიკა ქავთარაძე მოვიდა და ვიდექით მე , როკო, მიშა და ნიკა და უცებ გამახსენდა, რომ ბავშვობაში ამათ გაკეთებულ 105-ის არტებს ვიზეპირებდი და კასეტებს ვყიდულობდი და ახლა კიდე ერთად ვდგავართ და ერთ პონტში ვართ… და ჩვეულებრივი თბილი ხალხია… და უცებ ძაან ბედნიერად ვიგრძენი თავი..

კიდე დრუპი ფორუმელი აღმოჩნდა და როკომ გაგვაცნო ერთმანეთს. ძაან თბილად მეპყრობოდა… ერთ მომენტში განცალკევებით ვიჯექი. მოტრიალდა და არ მოიწყონოო და რაღაცეები :user:

11012009743

ნატა (თაკო აბაშიძე), თეკლა (ანა სანაია), ლაშა (ვანო თარხნიშვილი), მყუდრო (გია ცინაძე)

მაგარი იყო…

P.S. დღეს MTV-ს დაჯილდოებაა ღამის 12 საათზე და ვისაც გინდათ უყურეთ ჩემთან ერთდ პარალელურ რეჟიმში… :user:

P.P.S. ხოდა კიდე ჩემი დაქალები მომენატრა… :user: ხვალ ვნახავ მგონი სამივეს…

13112008558

ლილიანის დაბადების დღე

12 Comments

  1. ოიჰ :user:
    აი მაგ ტუტორიალს რომ ვწერდი უჰ..რაც შემეძლო დავიხარჯე :user: ოღონდაც აი თან პარალელურად შენთან რო არ მელაპარაკა და სტიმული არ ამეღო შანსი არაა, ეგრე ვერ დავწერდი :D
    ჩვენი კუბიკები..ეჰ.. :user: და კიდე აი ის მევასებოდა, შენი ფერების დატვირთვა…

    დედაჩემს მოეწონა ძალიან ჭაღი :D

    კინოს სურათები რომ ვნახე ცუდ ხასიათზე დავდექი, მინდოდა მეც :(

    1. იმიტომ რომ ფოსტა.გე-ს მეილს ხმარობ :D

      რაღა დროს ფოსტა.გე არი ქალო გადადი ჯიმეილზე ან ბლოგ.ჯიზე :D

      უი ხო იმეილებიც გვექნება მგონი :D

  2. აი ლაიკ ზეტ პოსტ
    ბევრი დადებიტი ემოციაა ))
    ესეიგი მე მინდა ვტქვა, რომ ბლოგ ჯის ამბავში შენთან ვარ რიტაც შევძლებ რილი რილი
    უბრალოდ ჯერ ამ დედაიმასქნილ გამოცდებს მოვრჩები რა (((
    ნუ გითხარი კიდევაც მსნში მარა ვანს ეგეინ )))) იმიტომ რომ იდეა მომწონს და შენი შემართებაც მომწონს :2კისს:
    ხო კიდევ როკო მიყვარს უკიდეგანოდ
    და სურათი რომ დავინახე გამიხარდა რაღაც
    რამდენი ხანია არ მინახავს :ლოვე:
    ხო, მგონი ვსო
    რამხელა კომენტი გამომივიდა ))))

  3. blog.ge-ზე დამიხმარე თუ დაგჭირდა რამე, ძაან დიდხანს ვერ ვზივარ კომპთან, მარა ნაკუწ-ნაკუწ გითარგმნი ხოლმე რამეს ))

    აი შენ რაც ბლოგ.ჯიზე გჭირს, დაახლოებით ეგეთი რამე მაქვს მე არტიდეაზე, გახსოვს რომ გითხარი, იმეილი აუთლუქში არ დაამატო-თქო? :დ ახლა გესმის ჩემი ალბათ :D

    1. კი, მე მაშინვე გაგიგე. :D
      და დიდად არ ვერევი ხომ ხედავ ადმინისტრირებაში :user:

      რაც შეეხება თარგმნას. ნუ ტუტორიალებია სათარგმნი ძირითადად ჯერჯერობით, მაგრამ სად გიპოვო, სად გნახო? :D

      სკაიპში არასდროს ხარ :user:

  4. უჰ მე მინდა ფოსტა.გე :) დანარჩენ მაილებს ვერ დავაფკუდინებ 1000 დურაკობას!

    ხოდა შენ კიდევ ინტრიგანი ხარ შენი ბლოგივით ვტ!

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.