ჩემთვის ფილმის ავკარგიანობა სამი რამით განისაზღვრება:
1. მისი დამთავრებისთანავე რა გრძნობაც მეუფლება – ეს პუნქტი 4 ქულით ფასდება
2. მეორედ მომინდება თუ არა მისი ნახვა – ეს პუნქტი 3 ქულით ფასდება
3. რამდენი ხანი მახსოვს სიუჟეტი / რა სიხშირით მახსენდება ხოლმე ყოველდღიური საქმიანობისას – ესეც 3 ქულით
ქვემოთ ჩამოთვლილია ის ბოლო 5 ფილმი, რასაც ვუყურე ბოლო ხანებში:
The Twilight
Twilight
ფილმი მოგვითხრობს ვამპირი ბიჭის და ადამიანი გოგოს სიყვარულზე.
გაწელილია 2 საათზე. ძალიან მდორედ მიედინება. ერთი-ორგან დავფიქრდი ხომ არ შევწყვიტო ყურება-მეთქი. არის რამოდენიმე მძაფრი მომენტი – ვამპირების ბრძოლები, მაგრამ ეგეც რამდენიმე წამიანი და მოსაწყენი. ფილმის ფერები დამღლელია. ვითომ ჰარი პოტერს მიმსგავსებული – მაგრამ ბევრად დამთრგუნველი.
ეს არ არის იდეალური მელოდრამა. რადგან რომანტიკულ ემოციებს არ აღძრავს. ამასთანავე ეს არ არის იდეალური ფილმი ვამპირებზე – მათ ამბავს ხომ ჩვეულებრივი ადამიანი ყვება, რომელიც გაგებაში არ არის რას წარმოადგენენ ვამპირები სინამდვილეში. ის 17 წლისაა, ერთი სიმპატიური მაგრამ მოღუშული ვამპირი მოეწონა და მზად არის სიცოცხლე სასწორზე შეაგდოს მის გამო. So freaky!
ვეთანხმები აზრს რომ ვერცერთი ეკრანიზაცია ვერ აჯობებს წიგნს და მისგან მიღებულ შთაბეჭდილებებს, მაგრამ მიმაჩნია რომ ეკრანიზაცია მაშინ არის წარმატებული, როდესაც იგივე წიგნის წაკითხვის სურვილს გაგიჩენს.
მაგალითად მომყავს ისევ და ისევ ჰარი პოტერი. თითქოს იგივე ჟანრია, მაგრამ ის ბევრად უფრო წარმატებული ეკრანიზაციაა, რადგან სწორედ ფილმის ნახვის შემდეგ გამიჩნდა სურვილი წამეკითხა წიგნი. “ბინდის” ყურების შემდეგ, ასეთი გრძნობა საერთოდ არ გამჩენია.
P.S. საერთოდ ძალიან არ მიყვარს ლამაზი ბიჭების ფეტიში ფილმებიდან. ჯერ-ჯერობით მხოლოდ ორი “ლამაზი ბიჭი” არსებობს ჰოლივუდში, ვისაც ვაღიარებ: ბრედ პიტი და ზაკ ეფრონი.
ედვარდი არა, მიწის თხილი კიდე!
ჩემი შეფასება:
1. ფინალური შეგრძნება – 1/4
2. განმეორება – 0/3
3. დამახსოვრებადობა – 1/3
სულ: 2/10
The Proposal
The Proposal
მას შემდეგ რაც Nuffnang-ის ბანერი ამ ფილმის ტრეილერით ჩემი ბლოგის საიდბარში მოხვდა, სხეულის კანკალიც კი ამიტყდა ისე მომინდა მისი კარგი ხარისხით ნახვა.
საბოლოოდ, (2 თვის შემდეგ) Allmovies.ge-მ დადო ინგლისური და რუსული ვარიანტები DVD ხარისხში და ერთ მშვენიერ საღამოს მეც ჩავუჯექი ამ ნაოცნებარ ფილმს, სანდრა ბალოკის და რაიან რეინოლდსის მონაწილეობით.
პირველი შთაბეჭდილება იყო – სანდრა ბალოკი დაბერებულა, მაგრამ თურმე ძალიან მიყვარს!
ძალიან მაგარი როლი აქვს ამ ფილმში. ცოტათი ვილჰელმინა სლეიტერს ჰგავს – Ugly Betty-დან.
ვაღიარებ სანდრა ბალოკს – როგორც მსახიობს! <3 მაგრამ რომ ვუყურებ სულ მგონია რომ ცხვირის ოპერაცია აქვს გაკეთებული. თუმცა ნამდვილად არ დამიგუგლავს ამ ფაქტის დამადასტურებელი წყაროების მოსაპოვებლად და მართალი ვარ ნეტა?
ძალიან ბევრი ვიცინე ზოგადად ფილმის იუმორზე, სანდრას რეპლიკებზე და რაიანის ნერვების მოშლაზე, როდესაც ყავას გადაასხამენ. (თუმცა ეგ მომენტი რატომღაც ტრეილერში სხვანაირად არის და ფილმში სხვანაირად)
ვისაც უყვარს მელოდრამები, აუცილებლად გადმოწერეთ ეს ფილმი და უყურეთ. მასში არის ბიჭიც და გოგოც, ქორწილიც, ლამაზი ბუნების კადრებიც, რომანტიკაც, იუმორიც, დიდი ქალაქის ცხოვრებაც, პატარა მიყრუებული ქალაქის რანჩოც და ყველაფერი ის, რაც ნებისმიერი მელოდრამებზე შეყვარებული გოგოს ერთ საღამოს თავისუფლად გაალამაზებს.
ჩემი შეფასება:
1. ფინალური შეგრძნება – 3/4
2. განმეორება – 1/3
3. დამახსოვრებადობა – 3/3
სულ: 7/10
Finding Neverland
Finding Neverland
ჯონი დეპის და ქეით უინსლეტის ერთ-ერთი უმაგრესი ფილმი!
წუხელ ვუყურე და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ.
იცოდით, რომ თურმე “პიტერ პენი” პიესად დაიწერა სულ რაღაც მეოცე საუკუნეში? მე არ ვიცოდი. ჩვეულებრივი ინგლისური ძველი ზღაპარი მეგონა…
ვინც ოდესმე მეტყვის, რომ ჯონი დეპმა თავისი თავი “კარიბის ზღვის მეკობრეებით” ამოწურა და ჯეკი-ბეღურაზე უკეთესი როლი მას არ შეუსრულებია, ორი წამით შევჩერდები, ქუსლებზე ოდნავ შემოვტრიალდები, ხელს ავუქნევ, როგორც ნამდვილი ჰოლი გოლაიტლი და დამცინავად ვეტყვი:
“ჰაჰ!”
ეს არის ისტორია თქვენთვის კარგად ცნობილი მულტფილმის – “პიტერ პენის” ავტორის – ჯეიმს ბარის შესახებ.
თუ გსურთ გაიგოთ ვინ იყვნენ პიტერ პენის პერსონაჟების პროტოტიპები ამ ფილმს აუცილებლად აუცილებლად უნდა უყუროთ!
P.S. ბავშვობაში ხშირად მესიზმრებოდა, რომ ვენდი ვიყავი და პიტერ პენთან ერთად ნევერლანდში მივფრინავდი. ხანდახან ჩემი ფანტაზია ისეთ თავგადასავლებს იგონებდა, ჯეიმს ბარის ალბათ არც დასიზმრებია. ახლა უკვე ვიცი ვინ იყო სინამდვილეში ვენდი, მაგრამ მაინც ღრმად და ბავშვურად მჯერა, რომ პიტერ პენისთვის უკეთესი ვენდი სწორედ მე ვიქნებოდი…
ჩემი შეფასება:
1. ფინალური შეგრძნება – 4/4
2. განმეორება – 2/3
3. დამახსოვრებადობა – 3/3
სულ: 9/10
Brüno
ბრუნო
დეგენერატობა!
ამ ფილმს მე და კოტემ ერთად ვუყურეთ და ძალიან ვინანე რომ ის საათნახევარი ამაში დავხარჯე.
ის რომ ფილმში ჰომოსექსუალიზმის სცენებია და შიშველი სასქესო ორგანოები, მაგას თავი დავანებოთ.
ვიმსჯელოთ შინაარსზე. შინაარსი კი უტვინოა!
მე კარგად ვერ გავიგე ეს ფილმი გეების მხარდასაჭერად გადაიღეს თუ დასამცირებლად.
ვიცი, რომ ჩემს ბლოგს გეები კითხულობენ, ჰოდა მოგმართავთ კითხვით, თქვენ მოგეწონათ ეს ფილმი? ან რა აზრი არის მასში ჩადებული?
გამარკვიეთ თუ შეიძლება! ვიწვი ინტერესით.
თუ მხარდასაჭერად გადაიღეს რატომ არის წარმოჩენილი პერსონაჟების აბსოლუტური იდიოტიზმი? ამ ფილმით იმის თქმა სურთ რომ ყველა გეი ეგეთია? და თუ გეი ხარ აუცილებლად შამპანურის ბოთლი ერთხელ მაინც უნდა გქონდეს ტრაკში გარჭობილი?
თუ დასამცირებლად გადაიღეს, მაშინ რას მიკეთებს ელტონ ჯონი ფილმის ფინალურ სცენაში?
მოკლედ ამ ფილმის მიზანი და შინაარსი ვერ გავიგე და ვიზუალურადაც ცხადია არ მომეწონა…
ჩემი შეფასება:
1. ფინალური შეგრძნება – 0/4
2. განმეორება – 0/3
3. დამახსოვრებადობა – 1/3
სულ: 1/10
What Dreams May Come
What Dreams May Come
ყოველთვის მიყვარდა რობინ უილიამსი.
განსაკუთრებით იმ ფილმში რობიტიდან ადამიანად რომ გადაიქცევა და კიდევ მეორე ფილმში, გაზრდილ პიტერ პენს რომ თამაშობს (ვაჰ, ამ პოსტში მეორეჯერ ვახსენე პიტერ პენი!)
რაღაცნაირი, ტკბილ-მწარე სევდიანი მსახიობია. სულ ისეთი როლები აქვს და ისეთ ფილმებში, PMS-ის დროს რომ უნდა უყურო და გასკდე ტირილით.
ამ ფილმში ასრულებს გარდაცვლილი ქმრის როლს რომელიც ცოლის სულის სამოთხეში დასაბრუნებლად ჯოჯოხეთში მოგზაურობას გადაწყვეტს.
რაღაც მომენტები საშინელია, რაღაც მომენტები – ძალიან ლამაზი.
ამ ფილმს მეორედ ალბათ აღარ ვუყურებ, პირველად ყურების დროსაც საკმარისად ბევრი ვიტირე, მაგრამ ძალიან დიდხანს მახსოვდა და მაფიქრებდა…
ერთ-ერთი ისეთი ფილმია ყველა მელოდრამების მოყვარულს ნანახი რომ უნდა ჰქონდეს.
ჩემი შეფასება:
1. ფინალური შეგრძნება – 4/4
2. განმეორება – 0/3
3. დამახსოვრებადობა – 2/3
სულ: 6/10






{ 1 trackback }
{ 31 comments… read them below or add one }
იმ ფილმს, რობინ უილიამსი რო რობოტია, ქვია “ორასი წლის ადამიანი”…
ბოლო ფილმს, ალბათ, სიამოვნებით ვუყურებ. ჯერ არ მინახავს. ხოლო Finding Neverland ეს მართლა საოცრებაა: კეთილი და ბავშვური. უფრო სწორედ, ყველას დააფიქრებს, რომ ყოველდღიური რუტინული რეჟიმისა, კიდევ არსებობს ისეთი რაღაცები, რაც ყოველივე ამაზე მაღლა დგას და მარადიულია
“თვაილაითზე” გეთანხმები, საშინელი ეკრანიზაციაა და წიგნის წაკითხვის სურვილს ნაღდად არ გაგიჩენს. დანარჩენები არ მინახავს.
ვინ თქვა , რომ ჯონი დეპიმ “ჯეკ სფეროუთი” ამოწურა თავისი თავი ? ახლა გამოდის ბარტონის “ალისა საოცრებათა ქვეყანაში” აი იქ ნახეთ ჯონი.
ჰმ…. არც-ერთი არმინახავს მაგ ხუთეულიდან
ჯონი დეპი მართლა მაგარია, მაგრამ მე დილინჯერის გამოსვლას ველოდები.
The Proposal- ამას უნდა ვუყურო ეხლა
What Dreams May Come- ჩემი საყვარელი ფილმია, 10/10 ჩემთვის
რამდენჯერაც ვნახე, იმდენჯერ კარგად ვიბღავლე
Finding Neverland და What Dreams May Come დამაინტერესა ძალიან… აუცილებლად ვნახავ ამ ორს.. ბინდზე კი აბსოლიტურად გეთანხმები, ამ ფილმს არც კი გაუჩენია სურვილი რომ ხელმეორედ ვუყურო, მთავარ გმირებს შორის რომ რაღაც დიდი და განსხვავებული გრძნობაა ეგეც ვერ ვიგრძენი, და შესაბამისად არც ველოდები მეორე ნაწილის გამოსვლას, შეიძლება უსაქმურობის ჟამს ვნახო მაგრამ თუ ვნახავ დიდი ინტერესის გამო ნამდვილად არა.
“საითმივყავართ ოცნებებს” ჩემი ბავშვობის ყველაზე საყვარელი ფილმია. და კიდევ, ყველაზე დიდი შიშიც
)
wow შესანიშნავი რეცენზიებია The Twilight -ის ნახვის სურვილი გამიჩნდა
ეჰჰ, ვინ მაცლის ფილმების ყურებას
თორე Proposal-ს უყურებდა კაცი
ბოლოს ვუყურე The Ugly Truth- ძაან ბევრი ვიცინე,მომეწონა

კიდევ The Prestige
ძალიან კარგი იყო :wub:
და Gossip girlის უამრავ სერიას
ვგიჟდეეეეეები
Finding Neverland-მა დამაინტერესა..
დანარჩენები ნანახი მაქვს და საით მივყავართ ოცნებებს ყველაზე მეტად მომწონს
ბრუნო საქს
თუმცა არ შეიძლება არ აღინიშნოს საშა ბარონ კოენის საოცარი გარდასახვის უნარი !!! უნიჭიერესი მსახიობია.მე, მაგალითად, ტიტრებისთვის რომ არ შემეხედა, ვერასდროს ვერ მივხვდებოდი, რომ ბრუნო იგივე ბორატია
არ მიყვარს ფილმები, დასამალი აბა რა არის?
ერთადერთი ფილმი, რომელზეც ვგიჟდები, რომელიც ზეპირად ვიცი და მსოფლიო კინოშედევრად მიმაჩნია, ესაა “მონანიება..”
პ.ს. დოქსოპულო, შენ დედა გყავს?
What Dreams May Come <— მაგარი ფილმია ძალიან… მე მომეწონა
)
თვაილაითის ყურება დავიიწყე მაგრამ არ დამაინტერესა… და წავსჰალე ეგრევე
ბრუნოს რაც შეეხება სისულელეა მაგარი…
Finding Neverland.. ამაზე ვაფრენ..
What dreams may come -ძალიან მიყვარს. პირველად რომ ვნახე.ბრრრრ ) არ ვიცი, მართლა ძალიან მიყვარს და ვისაც არ უნახავს, ვურჩევ. რობინ ვილიამსი მეც ძალიან მიყვარს, btw )
Twilight – მართლა ძალიან გაწელილია + უფრო მეტად მელოდრამაა ვიდრე, ფენტეზი. ნუ, ფენტეზი არაა თითქმის, მაგრამ მე, still მომეწონა. რობერტ პატისონი მომეწონა ძალიან. ეტყობა, ქვეცნობიერად ვერ გადამიარა ამ “ყოვლისშემძლე, სიმპატიური ბიჭუნების” სიყვარულმა
Finding Neverland – არ მინახავს, საერთოდ პირველად გავიგე, მაგრამ ძალიან დამაინტერესა, იმიტომ რომ: 1. მიყვარს უინსლეტი, 2.მიყვარს დეპი, 3.მიყვარს ასეთი ჟანრის ფილმები. აი, მუშაობას რომ მოვრჩები დღეს, აუცილებლად ჩავრთავ და ვუყურებ <3 <3
Finding Neverland- მა ძალიან დიდი ემოციები დამიტოვა, ჯონი დეპი ხო საერთოდ perfectია
)) რობინ ვილიამსის ეგ ფილმი კიდე ძალიან მიყვარს, განსაკუთრებთ ის მომენტი სამოთხეში რო პირველად მოხვდება და ყველაფერი რო საღებავითაა დახატული, აი რომ დადის და ყვავილები ფეხქვეშ რო ჭყაპუნობს
)) proposal ისე რა, ალბათ ბალოკი რომ არ მიყვარს იმიტომ…
twilight-მა მეც იგივე შთაბეჭდილება დამიტოვა. არ მომეწონა. ერთხელ უნდა ნახო და დაივიწყო.
მეორე და მესამე არ მინახავს, ახლა ვიწერ და დავაგემოვნებ.
ბრუნოზე კინოში წავედით მე და თორნიკე.. ყველაზე ცუდი რამ რაც შეიძლება გადაიღო. არანაირი შინაარსი. მოვკვდი პოპკორნის ჭამით, სხვა გასართობი არ მქონდა
What Dreams May Come – ძალიან სევდიანია, მაგრამ კარგი. რობინი ძალიან მიყვარს.ყველა როლს მშვენივრად ერგება, თან ძალიან დადებითი პიროვნებაა
სხვათაშორის, მე გამიჩნდა ბინდის ყურების შემდეგ ეგ სურვლი და წავიკითხე კიდეც, მთელი 5 ტომი
ასე, რომ…
ჩემი აზრით, ეს ფილმი ძალიან საინტერესოა!
რომელი ფილმი?
სვიიით შეგიძლია დამხმაროო?? /skincorner.com იდან ერტი თემა გადმოვწერე და მოკლედ ვერ მეტყვი როგორ დავაყენო ჩემ ბლოგზე?? პლზ რა
:(
დიზაინის შეცვლაზე პოსტი მიწერია:
http://sweet.ge/2008/11/design/
რატომღაც არცერთი ფილმი არ მინახავს აქედან…
ეტყობა მაინცდამაინც რომანტიული ფილმების მოყვარული არ ვარ
What Dreams May Come : X
ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ, თვაილაითი როგორ ვერ დააფასე?
ნუ, იასნია, გემოვნებაზე არ დავობენ და არც მე ვამტკიცებ, რომ შედევრია, მაგრამ ძალიან მიყვარს ეგ ფილმი! წიგნზე მეტად! საერთოდ არ არის პრეტენზიული, რომ რაღაც დიდი და გადასარევი შექმნეს, თავისთვის იღებდნენ სკუჩნად, უბრალოდ, მერე ატყდა ერთი ამბავი რობერტ პატინსონის შარმით მოხიბლულ გოგოებში. მე კიდე კრისტენ სტიუარტიც ძალიან მომწონს, ფილმის საუნდტრეკზე საერთოდ ვეცემი, ყველაზე ბანძი მთელ ფილმში კაკ რაზ ბრძოლის სცენები მეჩვენება, ყველაზე მეტად მაინც გმირებს შორის არსებული ”ქემისტრი” (ქიმია
მხიბლავს.
. კიდევ ერთხელ გეტყვი, შედევრები ბევრი მინახავს და წამიკითხავს, მაგრამ არ მითხრას ვინმემ, რომ რაც მოსწონს და რასაც სიამოვნებით უყურებს/კითხულობს/უსმენს, აუცილებლად შედევრი უნდა იყოს..
მოკლედ, სადაც ბრüნოს 1 ქულას ანიჭებ, იქ თვაილაითს 2 ქულა – გულზე მომხვდა ფრიად
tu zak efroni robert pattinsons jobia an nichit an saertood nu ar vicii raaa msoplioooshi ubandzeesi adamianiiia . gasagebi twilight rato ar mogewona ,9 weliwadshi ro vuyuro arc me ar momewoneeba
.
აუ ზაკ ეფრონი მეც მიყვარს ძალიან
მეც ფილმის მერე გამიჩნდა წიგნის წაკითხვის სურვილი წავიკითხე და ძალიანაც მომეწონა, სწორედ რომანტიკული ადამიანებისთვისაა შექმნილი ეგ წიგნი. ნუ რა თქმა უნდა წიგნი ბევრად ჯობია ფილმს. ნუ ისე გემოვნნებაზე არ დაობენ. რაც შეეხება პატისონს არავინ ამბობს რომ ბრედ პიტივით ლამაზია (სხვათა შორის მისი ფანი ვარ აღარც მახსოვს რომელი წლიდან, ალბათ პირველად რომ გამოჩნდა მას მერე) უბრალოდ პატისონი შარმიანი და მომხიბვლელი მამაკაცია და ალბათ ამაში ბევრი დამეთანხმება