კოტეს მორიგი ლექსი

by Sweety on 10 თებერვალი, 2008 · 1 comment

in დღიური

დღეს ჩვენ ვიდექით სიბნელეში…
შენობის უკან…
შენს სამსახურთან…
შემოსილნი შავი ფიქრებით…
და ასე უხმოდ, უმაკიაჟოდ გადღაბნილნი…
ცრემლების ფონზე…
ვრთავდით ერთმანეთს ავი სიტყებით…
ჩვენ ვიდექით და…
ფაქიზი სულის აშლილ სიმებს…
დაუდევრად ვუწყვეტდით ერთურთს…
უსასრულობის ნაპირებთან ვიჩეხებოდით
გადარჩენილნი მერე სახეს ვიღებდით მეფურს…
ხელს მკრავდი წეღან…
შემდეგ თვალიდან მწმენდი ვერთქმულს
მარილიან და სველ ფრაზებს…
გაჟღენთილს სევდით…
და ვეწეოდით ღრმა ნაპასებით
უწყვეტ სიგარეტს… საერთო ფილტვით…
მერე კი უკვე ნაჩხუბარ ფურცლებს…
მცირე ღიმილით უწყალოდ ვხევდით…
მიყვარხარ…

{ 1 comment… read it below or add one }

1 Jenny 14 თებერვალი, 2008 at 12:15 am

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</