კელტროპებთან…

ბოლო დროს ბევრი რაღაც მოხდა:

blogroll.ge გაეშვა და წარმატებით მუშაობს.

ჩემი ბლოგის დღიური უნიკალური ვიზიტორების რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.

უკვე მესამედ, აზიური ბლოგოსფეროს საუკეთესო ბლოგის ჯილდო სიაშუემ მიიღო.

ახალი სამსახური მაქვს – სხვათაშორის ძალიან საინტერესო (თუ მოვიცალე დავწერ მაგაზეც მერე). ორშაბათიდან ვიწყებ სიარულს.

ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება.

რუსთავი 2-დან დამიკავშირდნენ, რაღაც რეალითი შოუში სჭირდებათ ხალხი. იმედია აქედან რაღაც გამოვა. (მომწერეს, ნუ ნერვიულობ, მარინა ბერიძე მანდ არ იქნებაო… :D )

თუთბერიძემ პატრიარქის მიმდევრები გაანაწყენა. პატრიარქის მიმდევრებმა კი თუთბერიძე კოცონზე დაწვეს.

ჩემს ერთ ნაცნობს თურმე ქმარი ღალატობს. არადა რა შეხმატკბილებული წყვილი მეგონა… მძაგს თვალთმაქცი და მოღალატე ხალხი!

მე კი კელტროპებმა მომიტაცეს… :D

ამის შესახებ წინა პოსტში ზურიუსმა და თინიმ უკვე დაწერეს.

მე კი ჩემის მხრივ დამავატებ იმას, რომ კელტროპები კარგად მკვებავდნენ და არც ნასკებ მახდევინებდნენ სიმთვრალეში. მათ მიერ ჩემი გატაცების მიზანი და მიზეზი უცნობია.

ერთი ეს იყო, ტუალეტი ჰქონდათ ჭალის გადაღმა და ღამით გასვლა ძალიან მეზარებოდა…

იქ ყოფნისას მივხვდი სამ რამეს:

  • ინტერნეტის გარეშე ცხოვრება შეუძლებელია – ამიტომ გადავწყვიტე ლეპტოპისთვის “ყველგანმავალი” ინტერნეტის მოდემი ვიყიდო. თუმცა, ვაღიარებ, 5 დღის განმავლობაში უინტერნეტოდ, უტელეფონოდ და უტელევიზოროდ ყოფნისას დავწერე უამრავი პროექტის გეგმა – ამ სამი კომპონენტიდან ერთ-ერთის არსებობის შემთხვევაში არცერთ პროექტს დღის სინათლე არ ეღირსებოდა.
  • ლეპტოპში ყოველთვის უნდა გქონდეს რამე გასართობი – მაგალითად რამდენიმე დღის სამყოფი ფილმები, სერიალი ან უკიდურეს შემთხვევაში დაინსტალირებული ფოტოშოპი. იქ ყოფნისას გადავიღე უამრავი ფოტოსურათი, მაგრამ რომ მახსენდება მათი გადატანა კომპიუტერში, ვნატრობ, ნეტა არ გადამეღო. ფოტოშოპი რომ მქონოდა, ლეპტოპშივე გავამზადებდი საბლოგედ…
  • ძალიან მომენატრა ბლოგი – პოსტების წერა და კითხვა, ბლოგოსფეროზე დაკვირვება, ახალი ბლოგების აღმოჩენა, კომენტარების დატოვება, და რაც მთავარია, თქვენი – მკითხველების მიერ გამოთქმული აზრები ჩემს თითოეულ პოსტზე. ეს ყველაფერი იმაზე მეტად მყვარებია, ვიდრე ოდესმე ვიფიქრებდი!

P.S. Facebook-ზე ბლოგის გვერდის მისამართი გავაოფიციალურე და ამიერიდან შეგიძლიათ შემომიერთდეთ აქ: facebook.com/sweet.ge

ერთი საინტერესო feature-ც დაემატა თუ მობილურიდან გააგზავნით SMS-ს ნომერზე 32665 ტექსტით “fan Sweet.ge” ავტომატურად შემოუერთდებით ამ გვერდს :D

10 Comments

  1. :ჩახველება:… რა კარგია, რომ სამსახურს გამოჰკარ ხელი! დაკავებულობა არ გაწყენდა არც შენდა არც ბევრ სხვას ;) ვფიქრობ, ბლოგერობა ადამიანს თუ უნდა, ყოველთვის მოახერხებს.
    კარგია, რომ ინტერნეტი არ გქონდა: ზოგჯერ ისეთი გამცდენია, რომ ვერავინ გადამარწმუნებს მის მავნებლობაში. ზოგჯერ ;)
    ჰოდა,უი, შენს ბლოგროლში ჩემი ბლოგი ვერ აღმოვაჩინე ან თვალს მაკლია (think)

  2. ერთ ჩემს თანამშრომელს თურმე „ჩემთან კონტაქტი არ შეუძლია“ და საშინელ რაღაცეებს ლაპარაკობს ჩემზე. თუ თმით თრევას გადამირჩა, ღვთის რისხვას მაინც ვერ გადაურჩება

    სვითი !!! ეხლა უნდა შეგჯორო და წინასწარ გაფრთხილებ არ გეწყინოს
    შენ, ჩემო კარგო გაქვს კომპლექსი
    “ძალიან მადარდებს რას ლაპარაკობენ ჩემზე” ქვია შენს კომპლექსს
    ხოდა დროა გონს მოეგო და მოიშორო

    წარმატებული ვარო, ვარდისფერიო, და ასე შემდეგო რომ გაიძახი, რაღატომ გაინტერესებს:
    მოსწონხარ თუ არა შენს თანამშრომელს,
    რას წერენ შენზე მეზობელი ბლოგერები
    რას ფიქრობენ მეზობლები
    როგორ აკრახმალებ სარეცხს
    და ასე შემდეგ

    მოკლედ რაც უფრო ნაკლებს იფიქრებ ასეთ რამეებზე უფრო თავისუფლად იცხოვრებ და ისუნთქებ —-დამიჯერე

    1. მეგა-ლოლ

      თათა, შენ გგონია ჩემზე მარტო ჩემი თანამშრომელი ლაპარაკობს “რაღაცეებს”?

      შემიძლია ასე 50-მდე ადამიანი ჩამოვთვალო მაგის გარდა, მაგრამ ეგ რასაც ლაპარაკობს,მაგის გამო ძალიან ბევრი საქმე გამიფუჭდა.
      ამიტომაც ვარ გაბრაზებული!

      მაგ ქალის აზრი ჩემზე ნაკლებად მაინტერესებს.

      და ზოგადად, ვინც რა უნდა ის ილაპარაკოს, მაგრამ საქმეს ნუ მიფუჭებენ.

  3. წარმატებები და აუ, რა რეალითი შოუა???კასტინგს არ გამოაცხადებენ?

  4. გილოცავ ახალი სამსახურის დაწყებას. რეალითი შოუს ამბავი მომწონს ადრე მეც ვუყურებდი მსგავს გადაცემებს :) ის კი არა მონაწილეობის მიღებაც მინდოდა ;)
    რაც შეეხება მოდემს მე მაგთის მოდემი ვიყიდე 155 ლარად და ნორმალურად მუშაობს თვეში 45 ლარია გადასახადი . 3.2 მბ/წ არ აქვს სიჩქარე მართალია მაგრამ ახლო მომავალში ბევრად სწრაფი გახდებაო….. დამაბოლეს :D

  5. ეს ყველგან იჭერს სადაც მაგთის დაფარვის ზონაა. რეგიონებში ვისაც აქვს იქ ბევრად სწრაფია თბილისში კი ეხლა დაამატებენ ახალ სადგურებს და გამოსწორდება სიჩქარე ჯერ ჯერობით 150 კბწ მოდის

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.