კოლეჯი “აისი”: ის, რასაც ვერ წარმოიდგენდით

safutkre_peizaji

არა მგონია, ჩემი ნაცნობებიდან ბევრმა იცოდეს, თუ რა ტურისტული საუნჯე გვაქვს კახეთში… და ბევრი ვერც გაიგებდით, ეს პოსტი რომ არ დამეწერა, ასე რომ… განაგრძეთ კითხვა!

დეკემბრის თოვლიან დღეს ორი ბლოგერი და ტურისტული კომპანიების რამდენიმე წარმომადგენელი კაჭრეთში აგრო ტურში გავემგზავრეთ.

P1030619

პროფესიული კოლეჯი “აისი” საზოგადოებრივი სასწავლებელია, რომელიც ამზადებს პროფესიონალებს სოფლის მეურნეობის დარგში და სხვადასხვა საყოფაცხოვრებო მიმართულებით.

კოლეჯის სტუდენტების უმეტესობა კამპუსში ცხოვრობს, ესწრება გაკვეთილებს და ნასწავლ თეორიას იქვე გაშენებულ ვენახში, საქონლის და მეფრინველეობის ფერმაში, საფუტკრეში, ხეხილის ბაღში პრაქტიკაში ახორციელებს… სტუდენტები თავად ამზადებენ რძის პროდუქტებს, თაფლს, აყენებენ ღვინოს. პროდუქციის უმრავლესობას თავადვე წლის განმავლობაში მოიხმარენ.

აქ ერთი პროფესიის სტუდენტი მეორისგან დამოუკიდებლად ვერაფერს ისწავლის. მაგალითად, სტუდენტები, რომლებიც მზარეულობას ეუფლებიან, ყოველდღიურად ამზადებენ კერძებს დანარჩენი სტუდენტების მიერ მოყვანილი პროდუქტების საშუალებით და მთელი კოლეჯის “მოსახლეობასაც” უმასპინძლდებიან.

როცა ამ ყველაფერს გაიაზრებ, შეუძლებელია, არ აღფრთოვანდე ამ პატარა “ეკონომიკით”, რომელიც კოლეჯის ფარგლებშია მოწყობილი.

კოლეჯი “აისი”-ს აგრო-ტურისტული ზონა 12 ჰექტარზეა გაშენებული. აქ არის ორი ძირითადი შენობა – სასწავლო და საცხოვრებელი და რამდენიმე დამხმარე შენობა სადაც კოლეჯის სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება. ტერიტორიაზე არსებობს:

  • ფრინველების და ცხოველების ფერმა,
When the cows are staring it often gets uncomfortable after a little while...

When a cow stares, it gets uncomfortable after a while… And they sure can stare!

  • კახური თონე,

tone

  • ღვინის ტრადიციული მარანი,
  • ღვინის ევროპული მარანი,

ღვინის სახლი

  • “ზაოდი” (არყის სახდელი),
  • ჩირის სახლი,

chiris_saxli

  • კონსერვების ქარხანა,
  • საფუტკრე,

safutkre

  • ხის საამქრო,

P1030686

  • ვენახი,
venaxi

კოლეჯის ვენახის ყოველი რიგი კონკრეტული დონორის ან მხარდამჭერის მიერაა გაშენებული

  • ხეხილის ბაღი
  • საკარვე და დასასვენებელი ადგილი.

როგორც ჩანს, სტუდენტები სპორტსაც მისდევენ, რადგან ეზოში ფეხბურთის და კალათბურთის მოედანია.

დიახ, საკარვე ადგილი ვახსენე! რაც იმას ნიშნავს, რომ ზაფხულში აქ ტურისტული მიზნით ჩამოსვლა და კოლეჯის ცხოვრებაში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ. ეზოში თუ დაბანაკდებით ყოველდღიურად გექნებათ შესაძლებლობა დააგემოვნოთ უგემრიელესი კახური მწვადი, ამოიღოთ სკიდან თაფლი და თუნდაც უბრალოდ ბუნებით დატკბეთ.

siyvarulis xidi

მინიატურული ხიდი, რომელსაც შეგიძლია საკუთარი ბოქლომი შეაბა.

სასიმინდე

ezo

ეზოში შესასვლელი

ყოველ კუთხე-კუნჭულს გემოვნებიანი და სილამაზის მოყვარული ადამიანის ხელი ეტყობა

თავი ნარნიაში მეგონა :)

თავი ნარნიაში მეგონა :)

korpusebi

ეზოს დათვალიერებას რომ მოვრჩით, კოლეჯის სასწავლო კორპუსი მოვინახულეთ. სტუდენტებისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი, რათა კარგად შეისწავლონ არჩეული პროფესია.

კოლეჯს 2 კომპიუტერული საკლასო ოთახი აქვს

კოლეჯის სტუდენტები აწარმოებენ მაღალი ხარისხის კონსერვებს და ღვინოს.

kachretis_rqatsiteli

ჩვენი იქ ყოფნისას თავისივე დამზადებული ღვინო სტუდენტებმა საპატიოდ მოგვართვეს და გაგვასინჯეს. მათი პროფესიონალიზმით აღფრთოვანებული დავრჩი.

კოლეჯის სტუდენტები ასევე თექაზეც მუშაობენ. ყველა კუთხე-კუნჭულში მათი ნამუშევრებია გამოფენილი. იქვე ეზოში გამოფენა-გაყიდვა მიდიოდა და ერთი “ბოთლის ნაბადი” მეც კი შევიძინე.

ექსკურსიამ ისევ ეზოში გადაინაცვლა, სადაც უკვე მწვადების შეწვა და თათარაობა მიდიოდა.

სასიმინდე

tatara

არაფერი ყოფილა სიცივეში და თოვლიან ამინდში ცხელ თათარაზე უფრო სასიამოვნო

ტურის ბოლოს სტუმრებს პატარა ფაცხაში შეგვიძღვნენ, სადაც ჩვენთვის საგანგებო სუფრა იყო გაშლილი.

P1030709

წარმომიდგენია, ზაფხულში რა სილამაზე იქნება აქ. კოლეჯი “აისი” იდეალური ადგილია უცხოელი ტურისტებისთვის (კოლეჯს თავისი სასტუმრო გააჩნია სტუმრებისთვის), რომლებსაც ქართული კულტურის გაცნობა სურთ.

აუცილებლად დავბრუნდები როგორც კი დათბება და ცოტა დიდი ხნით დავრჩები…

2 Comments

  1. ძალიან კარგი ბლოგია. დიდი მადლობა ინფორმაციისათვის. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ და წარმატებულ 2014 წელს :)

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.