It Girl – პოსტი, რომელსაც პრინციპში გააჩნია საიდან შეხედავ

ამას წინათ დავწერე, რომ ერთ თამაშს ვთამაშობ facebook-ზე, It Girl ჰქვია.

ვთამაშობ მაშინ როცა დრო მაქვს და გასართობად. მიჯაჭვული არ ვარ და შემიძლია არც ვითამაშო, მაგრამ დღეს ამ თამაშს ისე ფილოსოფიურად შევხედე, რომ უცებ თავის დანებება მომინდა…

თამაშის პრინციპი მარტივია:

ირჩევ character-ს, რომელიც ასრულებს ქვესტებს, დადის მაღაზიებში, ყიდულობს ტანსაცმელს, იცვამს ამ ნაყიდ ტანსაცმელს, დადის წვეულებებზე, ბრძოლაში იწვევს თამაშის სხვა მონაწილეებს და იჩენს boyfriend-ებს. ერთი სიტყვით მთელი თავისი ვირტუალური ცხოვრება აქვს.

თამაშში არსებობს რამდენიმე პარამეტრი, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება შენი პროგრესი:

hotness - 102

hotness - 354

გამოცდილება – რომელსაც აგროვებ მაღაზიებში სიარულით და სხვა მოთამაშეების გამოწვევით. ამ გამოცდილების მომატებით იმატებ ე.წ. ლეველებს და იზრდები. რაც მეტი ლეველის ხარ, მით მეტი მაღაზია გეხსნება და მეტი ტანსაცმლის შეძენა შეგიძლია. სულ 90 ლეველი არსებობს.

ფული – შოულობ გამოწვევებში გამარჯვების შედეგად, ქვესტების შესრულებით და საათობრივად გარკვეული თანხაც შემოდის, როგორც სამსახურიდან. თუმცა ყველაზე მეტი ფული გამოწვევებით შემოდის.

hotness – რომელიც ყველა ტანსაცმელს/ფეხსაცმელს გააჩნია. რაც ძვირფასია ტანსაცმელი, მით მეტია hotness. თუმცა ორი მაღალი ლეველის დიდ hotness-ანი ტანსაცმელი ერთმანეთს შეიძლება საერთოდ არ უხდებოდეს.

არსებობს ფულის და გამოცდილების შოვნის ორგვარი ხერხი:

1. “მოწინააღმდეგე” გოგოების გამოწვევა –


ამ შემთხვევაში გამარჯვებული მხოლოდ hotness-ის მიხედვით ვლინდება. ამიტომ მათთან გამოწვევისას უმჯობესია მაქსიმალურ hotness-ზე გეცვას. რაც ყოველ ჯერზე მომგებიან შედეგს იძლევა, თუმცა ვიზუალურად საშინლად მახინჯია!


2. იმ გოგოების გამოწვევა, რომლებიც წვეულებებზე დადიან –

მათთან ბრძოლაში ყურადღება მეგობრების რაოდენობას, შენი ტანსაცმლის კარადის მოცულობას და ლეველს ექცევა, ამიტომ უმჯობესია დაბალ hotness-იანი, მაგრამ ლამაზი და შეხამებული ტანსაცმელი ჩაიცვა. რაც პრინციპში არის კიდევაც ამ თამაშის მთავარი მიმზიდველი მხარე – შოპინგი და შმოტკები.

ამასთანავე არსებობს გარკვეული რისკი, რომ ბრძოლაში მოულოდნელად დამარცხდე, რაც პირველი ტიპის ბრძოლაში გამორიცხულია, იქ ზუსტად იცი შენი და მოწინააღმდეგის შესაძლებლობები.

ანუ თამაშში არსებობს პროგრესირების 2 გზა:

შეგიძლია წყნარად იარო წვეულებებზე, ჩაიცვა ის, რაც ლამაზია. არ იყო აჯაჯულ-დაჯაჯული. მშვიდად მოიგო წვეულებების გამოწვევები. შეაგროვო ფული, იყიდო ის რაც მართლა მოგწონს/გიხდება. მართალია ამ გზით ლეველს უფრო ნელა აიღებ, მაგრამ თამაშისგან მიღებული სიამოვნება მეტი იქნება…

დაიკიდო წვეულებები! ჩაიცვა მაქსიმალური hotness-ის მქონე ტანსაცმელი, რაც საშინლად არ გიხდება. დაამარცხო მოწინააღმდეგეები სწრაფად და იშოვო ბევრი ფული, თუმცა ამით გამოცდილებაც ბევრი გემატება და რეალურად, მაღალ ლეველზე უფრო და უფრო მეტი მაღაზიები გეხსნება.

ახალი მიღწევები და შემოსული ფული იმ შესაძლებლობებს ვეღარ აკმაყოფილებს, რომელიც მეტ გამოცდილებას მოაქვს.

სრული ისტერიკის და თამაშისგან მიღებული 0 სიამოვნების ფონზე აღწევ 90 ლეველს, რომლის იქით თამაში აღარ გრძელდება. ერთადერთი რაც შეგიძლია აკეთო, არის მაღაზიებში სიარული და დარჩენილი ნივთების შესყიდვა სანამ ყველაფერს არ იყიდი.

შემდეგ თამაში გბეზრდება და ერთ დღესაც, დახურავ და არასდროს აღარ მიუბრუნდები.

დასკვნა:

თამაშის განმავლობაში შოულობ უამრავ ფულს, რომელსაც ხარჯავ უამრავ ნივთზე, მაგრამ იმდენს მუშაობ ამ ფულის საშოვნელად, რომ შეძენილი ნივთების გამოყენებასა და სიამოვნების მიღებასაც ვერ ასწრებ. მერე კი თამაში უეცრად მთავრდება ან გბეზრდება.

ნეტა შევძლებ ამ უკიდურესობების დაბალანსებას?…………..

16 Comments

  1. მართალი ხარ მარიამ :)
    მე ვწვალობდი, წვეულებებზე დავდიოდი, ვეჯიბრებოდი სხვა გოგონებს და ა.შ. თუმცა ტანსაცმელსაც ვყიდულობდი და სიამოვნებასაც ვიღებდი.. მივაღწიე 90-ს და ცოტა ხანი ვითამაშე.

    კვირაში ერთხელ შევდივარ :)

  2. 90 ლეველზე მეტი არ არის? : | ცუდია : ((

    და ფართებზეც მაქსიმალურად მაღალ ჰოტნესიანი უნდა გეცვას …

  3. მეტი საინტერესო არაფერი გაქვს დასაპოსტი?……..

  4. მანამდე დავიკიდე მე : ) ანუ 90 ლეველამდე მისვლაც არ არის საჭირო რომ მოგბეზრდეს.
    მაღაზიები, შოუდაუნები, ბიჭები.. მეოცე და ოთხმოცდამეათე ლეველზეც ერთნაირად მოსაბეზრებელია : )

  5. ეჰ, ჩვნი თამაში… რომელ ლეველზე ვარ აღარც მახსოვს, მანქანა რომ ვიყიდე იმის მერე კვირაში ერთხელ თუ შევიხედავ, კარგია…

  6. ეჰ, ჩვენი თამაში… რომელ ლეველზე ვარ აღარც მახსოვს, მანქანა რომ ვიყიდე იმის მერე კვირაში ერთხელ თუ შევიხედავ, კარგია…

  7. ასი წელია აღ შევსულვარ არ არის რა ეს თანსაცმელი და შოპინგები ჩემი საქმე :დ:დ:დ ასე ფილოსოფიურად შენ თუ შეხედავდი ამ თამაშს : ))))))

  8. მეც ვთამაშობ ფეისბუქზე თამაშებს მაგრამ უკვე შევეშვი ეს თამაში კი გამომიგზავნეს მაგრამ სატაურიზდა მიხედვით მივხვდირ ომ მარტო გოგოებისთვის იყო და ხომარ შევმცდარვარ? :დ

Leave a Reply to ვეკო_sun_waiting Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.