მოგზაურობა სტამბოლში

სტამბოლი ძალიან უცნაური ქალაქია. არაფერს არ ჰგავს. ალბათ ისევე, როგორც არცერთი სხვა ქალაქი დედამიწის ზურგზე არ ჰგავს ერთმანეთს. მაგრამ სტამბოლი მაინც სხვა არის.

საკმარისია ერთხელ მოისმინო მოლას გამყივანი ხმა, რომელიც ყოველ სამ საათში ისმის სტამბოლის ნებისმიერ წერტილში, ან აღარასოდეს მოგინდება იქ დაბრუნება, ან სამუდამოდ იქ დარჩები. მე პირველ ჯგუფს მივეკუთვნები. ალბათ არ არსებობს ამაზე უფრო დიდი და ხმაურიანი ქალაქი. ამსტერდამში ყოფნის შემდეგ მივხვდი, რომ ჩემი საბოლოო დანიშნულების პუნქტი წყნარი და უშფოთველი ქალაქია, სადაც შეგიძლია ჩაიძირო ყოველდღიურობაში, წერო და იკითხო. სადაც სხვა არაფერი გაღელვებს გარდა იმისა, თუ როგორ არის შენი მეზობლის გაზონი გაკრეჭილი.

სტამბოლი ნამდვილად არ არის ასეთი ქალაქი. აქ ვერსად დაიმალები. აუცილებლად გიპოვნიან. არ შეიძლება ადგილს, სადაც 13 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ერქვას ქალაქი და ერთ დასახლებულ პუნქტად განიხილებოდეს.

რა მომეწონა:

ტრანსპორტი

სტამბოლში ყოფნისას ძირითადად მეტროთი ვმგზავრობდი. ეს ყველაზე იაფი და სწრაფი გადაადგილების საშუალებაა. არსებობს მეტროს რამდენიმე ხაზი, რომელთაგან ზოგიერთი მიწისზედაა, ანუ ჩვეულებრივ რომ ვთქვათ, ტრამვაის ხაზია. ძალიან მარტივია გზის გაგნება, რადგან ყველა სადგურზე და ყველა ვაგონში კიდია მეტროს რუკა. ყველგან არის ინგლისური წარწერები და ინტუიტიური მანიშნებლები ისრების ან მიმართულების სხვა მაჩვენებლების სახით.

P1030265

P1030342

P1030266

ღირსშესანიშნაობები

ალბათ ძალიან უმადური უნდა იყო სამყაროსი, რომ სტამბოლი მოინახულო და მადლობელი არ იყო, რომ ეს ყველაფერი არსებობს.

 

Roger Waters – The Wall

რა თქმა უნდა! მიზეზი რის გამოც სტამბოლში წავედი, როჯერ ვოტერსის კონცერტი იყო, რომელმაც წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა.

IMG_20130804_205604

IMG_20130804_230802

IMG_20130805_000019

IMG_20130804_235208

პრინცის კუნძულები

სტამბოლისგან განსხვავებით, კუნძულები შედარებით წყნარი ადგილია. აქ მხოლოდ ველოსიპედით ან ეტლით გადაადგილდებიან. ჩვენც ვიქირავეთ ველოსიპედები. შეიძლება ითქვას, რომ ველოსიპედის ტარება კუნძულზე ვისწავლე. თუმცა იმხელა მანძილი გვქონდა გასავლელი, ბოლოს ქანცი გამძვრა და ეტლზე ავბობღდი ჩემი ველოსიპედიანად. სამწუხაროდ თვითონ კუნძულზე არ გადამიღია სურათები.

ყველაზე სახალისო იყო ბორნის გზა კუნძულამდე და უკან. ბორანს თოლიები დასტრიალებდნენ, მგზავრები კი ხელიდან აჭმევდნენ.

P1030396 P1030399

P1030401

P1030411

P1030414

P1030423

IMG_20130807_170126

P1030341

P1030340

…და მანქანები

IMG_20130804_162245

პ.ს. აქ ვტვირთავ პატარა გიდ-ფაილს, რომელიც ჩემს მეგობრებს გავუკეთე, რათა მოესწროთ 8 საათში სტამბოლის დათვალიერება, ისე რომ თბილისისკენ გამომფრენ თვითმფრინავზე არ დაგვიანებოდათ. თუ რამეში გამოგადგებათ, მოხარული ვიქნები :)

გადმოწერა: Istanbul in 8 hours

4 Comments

  1. ეგ გიდი საოცრად გამოგვადგა, თუმცა, ბევრი რამე გამოგვრჩა :( ძალიან მინდა უკან დავბრუნდე და კარგად გავიცნო სტამბოლი

  2. სტამბულში, ყოველ თვე ერთი კვირით რომ გამიშვა მაინც არასდროს მომბეზრდება :/
    არასდროს მომბეზრდება მოლას გამყინავი ხმა, რომელიც საოცრად უხდება ასეთ ხმაურიან ქალაქს, არასდროს მომბეზრდება სტამბულს პატარა ქუჩებზე ბოდიალი, არ მომბეზრდება გალათას ხიდზე გადასვა და გადმოსვლა, ისტიკლალზე თითოეული მაღაზიის დათვალიერება, ბოსფორის ხიდის ქვეშ ჯდომა და ხიდის ყურება.
    მიყვარს ეს ქალაქი :/ და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ახლო მომავალში აუცილებლად დავბრუნდები.

  3. ფაილი ძალიან კარგადაა გაკეთებული, დიდი მადლობა.
    პრინცის კუნძულებზე როგორ მოხვდი? მეც ვაპირებ წასვლას და მაინტერესებს საიდან გადის ბორანი და რაღირს?

    1. ბორანი ქაბატაშის პორტიდან გადის, უფასოა.
      ამ საიტზე შეგიძლია ნახო განრიგი:
      Kabatas/Büyükada – ყოველ ნახევარ საათში დადის.

Leave a Reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.