Top.ge-ს მთვლელი: Tutorial

ოლო დროს ძალიან ხშირად ისმის შეკითხვა ბლოგერებისგან თ როგორ უნდა ჩავსვათ Top.ge-ს მთვლელი ბლოგზე და გადავწყვიტე ტუტორიალი დამეწერა.

პირველ რიგში ვრეგისტრირდებით!

შედიხართ მისამართზე: Top.ge და აჭერთ რეგისტრაციას მარჯვენა ზედა კუთხეში

1. რეგისტრაცია 2. ბლოგების სამფლობელო

1. რეგისტრაცია 2. ბლოგების სამფლობელო

შემდეგ ხედავთ TOS-ს (Terms of Service) რომელიც აუცილებლად უნდა წაიკითხოთ და დააჭიროთ ბოლოდან მეორე წინადადებას რეგისტრაციის გასაგრძელებლად.

3. დააკლიკეთ ამ წინადადებას

3. დააკლიკეთ ამ წინადადებას

გამოსულ აპლიკაციაში გულდასმით შეავსეთ ყველა ველი.

4. აირჩიეთ კატეგორია 5. აირჩიეთ პრივატულობის დონე 6. აირჩიეთ მთვლელის დიზაინი

4. აირჩიეთ კატეგორია 5. აირჩიეთ პრივატულობის დონე 6. აირჩიეთ მთვლელის დიზაინი

კატეგორიის არჩევა: ბლოგერების უმეტესობა ირჩევს კატეგორიას Personal Pages თუმცა თუ ღრმად თემატური ბლოგი გაქვთ ჯობს სხვა კატეგორიაში მოთავსდეთ.

პრივატულობიც არჩევა: თუ აირჩევთ yes-ს – თქვენს სტატისტიკას დაინახავს ყველა და ამასთანავე სტატისტიკის ბევრი კომპონენტი უბრალოდ საეროდ არ გამოჩნდება. თუ აირჩევთ no-ს მაშინ სტატისტიკის სანახავად მოგიწევთ ყოველ ჯერზე პაროლისა და იუზერის შეყვანა. არჩევანი თქვენზეა.

დიზაინის არჩევა: მთვლელის დიზაინი წარმოდგენილია 8 სხვადასხვა სახით. ყველაზე გავრცელებულია მერვე სადაც ჩანს როგორც მთლიანი ჰიტების, ისევე დღევანდელი ჰიტებისა და უნიკალური მნახველების რაოდენობა.

screen4

7. დაელოდეთ ადმინისტრატორის დასტურს 8. დააკოპირეთ მოცემული კოდი

შემდეგი ნაბიჯია ამ კოდის ბლოგზე ჩასმა.

განვიხილოთ განსხვავებული პლატფორმებისთვის:

1. Blogger.com-ის მომხმარებლებისთვის

  • შედიხართ Dashboard-ზე
  • Layout
  • Add a Gadget
  • Html/Javascript
  • გამოსულ ფანჯარაში აკოპირებთ წინასწარ დამახსოვრებულ კოდს
  • Save

2. WordPress.com-ის მომხმარებლებისთვის

  • შედიხართ Dashboard-ზე
  • Appearance/Widgets
  • Text Add
  • ვიჯეტზე აჭერთ Edit-ს
  • ფანჯარაში აკოპირებთ წინასწარ დამახსოვრებულ კოდს
  • აჭერთ Done
  • აჭერთ Save Changes

3. Blog.ge-ს მომხმარებლებისთვის

  • შედიხართ დაფაზე
  • გარეგნობა/ვიჯეტები
  • ტექსტი დამატება
  • ვიჯეტზე აჭერთ რედაქტირებას
  • ფანჯარაში აკოპირებთ წინასწარ დამახსოვრებულ კოდს
  • აჭერთ მზადაა
  • აჭერთ ცვლილებების შენახვა

შეკითხვები – კომენტარებში გამოუშვით!

21 Comments

  1. ეს “ყველაფერი” გვიან, მაგრამ ჩემით გავაკეთე. ამაყ!
    ისე კარგია, რომ დადე ტუტორიალი, უკვე 5-მდე ადამიანს ვასწავლე ბლოგზე ტოპ.გე-ს მთვლელის ჩასმა. რა თქმა უნდა, სკაიპის მეშვეობით. ჰოდა, აწი აღარ ვიწვალებ და პირდაპირ შენთან გადმოვამისამართებ.

    1. ხო, ხო, მაგიტომ გავაკეთე რომ ყველამ არ იწვალოს ცალ-ცალკე.

      ისე ნაღდად არ მეგონა თუ ტოპ.გე-ს მთვლელის ჩასმა პრობლემატური გახდებოდა… :(

  2. ეს ტუტორიალი რომ ვნახე, გამახსენდა რა დავწერე შენზე რამდენიმე თვის წინ ჟურნალში გამოქვეყნებულ სტატიაში. მაშინ ჯერ კიდევ კარგად არ ვიცნობდი ქართულ ბლოგებს. ვაკოპირებ ციტატას სტატიიდან ქართულ ბლოგებზე:

    “რატომღაც მამრები უფრო აქტიურად ბლოგერობენ. გული არ დაგწყდეთ! ერთხელაც, ბლოგთაშორის ხეტიალში “ვარდისფერ ტეტრაედს” წავაწყდი. ვარდისფერი რომ გოგოსი იქნებოდა, ეგრევე მივხვდი. შანსი არაა, ნაღდი ქართველი კაცი ვარდისფერს როგორ იკადრებს, რა, პიჟონია? აი “წიომნა ლურჯი” კიდევ მესმის! ეს მშვენიერი გოგო კი, ათას საინტერესო რჩევას იძლევა კომპიტერულ სამყაროზე, თან, სულაც არ ეზარება.”

    1. :user:

      აუ რა ჟურნალიაა? კოპიო არ გაქვს რომ მაჩუქო? :love:

      მადლობა…

  3. უკვე ნახევარი წელია სტატისტიკა გავაკეთე , ჩავსვი კოდი მაგრამ როცა შევდივარ TOP.GE – ზე მაინც არ არის შეყვანილი სიაში … რამე ცუდად ხომ არ გავაკეთე ? :(

  4. სვითი, text add ში ვერ შევდივარ და side bar ში ჩავაგდე და იქ ჩავწერე და არ ჩამიგდო და რა ვქნა ? :(((

  5. ძლის ვიპოვე ტუტორიალი. კოდი სად ჩამესვა მთელი დღეა ვფიქრობ. არც არავინაა რომ მეკითხა რამე ამ ამბებში:( შემდეგ ვიფიქრე გუგლში კითხვას “სად ჩავსვათ top.ge-ს კოდი? ჩავწერ და იქნებ რამე მეშველოს-ტქო და აჰა:)))) მადლოობთ.

  6. აუ ბლოგერ.ქომ ზე დაშბოარდში ლაიოუთ რომ ვერ ვნახეე? ;(

  7. wordpress-ზე ვიჯეტებში რომ შევდივარ text add არ აწერია და საერთოდ არ იკლიკება ვიჯეტებზე და რისი ბრალია?

  8. wordpress-ზე ვიჯეტებში რომ შევდივარ text add არ აწერია და საერთოდ არ იკლიკება ვიჯეტებზე და რისი ბრალია?

    მეც ეს უნდა მეკითხა?
    24 მარტის მერე არავის უპასუხია….
    მოვა ვინმე და გაგვცემს პასუხს?

Leave a Reply