In the Closet

წინა პოსტში ვწერდი, რომ ოთახის დალაგებას მივყავი ხელი. ამ დალაგების პროცესს ძალიან გლობალურად მივუდექი. შევეცადე განმესაზღვრა, თუ როგორ უნდა დავალაგო კარადა ისე, რომ მომავალში აღარ ამერიოს.

ამის შესახებ ვეძებე ინტერნეტშიც: წავიკითხე უამრავი სტატია ონლაინ–ჟურნალებიდან სახლის კეთილმოწყობის შესახებ, ვიძრომიალე ბლოგებზე და ა.შ. ბოლოს მივაგენი საოცარ ნივთებს, რომლებიც შეიძლება ძალიან კარგად გამოიყენო ტანსაცმლის კარადაში, დაზოგო ადგილი და რომლებიც აქ საქართველოში ჯერ არცერთ მაღაზიაში არ მინახავს (თუ თქვენ გინახავთ, აუცილებლად მომწერეთ – სადაა!!!).

ქამრების საკიდი

ქამრების საკიდი

ქამრები

რამდენი ტანსაცმლის კარადა, უჯრა თუ კომოდი მქონია, მთელი ცხოვრება ქამრებს ადგილს ვერასდროს ვუჩენდი. დაკეცილი – ფუჭდება, დახვეული – იშლება, გაშლილი – ბევრ ადგილს იკავებს, კარადის შიდა კაუჭებზეც ვერ დაკიდებ – ძალიან ბევრია და ამდენ კაუჭს ვერსად მიამაგრებ.

ჰოდა, თურმე ამ დილემის გადასაწყვეტათ გენიალური ნივთი გამოუგონიათ… შესაბამის ინსტანციებს. :D

ქამრების გარდა ასეთ კაუჭზე შეგიძლია მომცრო ზომის ჩანთებიც ჩამოკიდო.

საკიდების დამაგრძელებელი

საკიდების დამაგრძელებელი

სხვადასხვა ზომის ტანსაცმელი

საზოგადოდ ყველა ტანსაცმლის კარადა მეტისმეტად მაღალია ისეთი ტანსაცმლის ცალ-ცალკე ჩამოსაკიდად, როგორიცაა მაისურები, მოკლე ტოპები, პიჯაკები, ქვედაბოლოები, შარვლები და ა.შ.

კარადის მთლიან სიმაღლეს მხოლოდ მთლიანი კაბები, პალტოები და მსგავსი სამოსი ითვისებს.

სწორედ ამისათვის გამოიგონეს ქვემოთ მოცემული დამაგრძელებელი, რომლის სიგანე და სიმაღლე რეგულირებადია და უამრავ პრობლემას ხსნის დღის წესრიგიდან.

ამ საკიდის გამოყენებით შესაძლებელია შარვლები და ქვედაბოლოები დავკიდოთ მაისურების და პიჯაკების ქვეშ და ამით ვერტიკალური სივრცე მთლიანად ავითვისოთ.

ნაჭრის თარო

ნაჭრის თარო

ფეხსაცმელები

ეს ნაჭრის თარო გამოდგება იმ შემთხვევაში, თუ კარადას ფეხსაცმელებისთვის სპეციალური თაროები არ გააჩნია. ის გადაჭრის პრობლემას – “სად წავიღო ამდენი ფეხსაცმელი?”

თარო იკავებს ცოტა ადგილს, ირეცხება და მასში ფეხსაცმელები ძალიან კომპაქტურად თავსდება.

რადგან კაუჭზე ან საკიდზე დაკიდებული ნაქსოვი სამოსი ფორმას კარგავს (იბერება, იწელება და ა.შ.), მსგავსი თარო, ოღონდ მოზრდილი, გამოგადგებათ დაკეცილი სვიტრების შესანახად.

ტრიკოტაჟი

ეს გენიალური ქმნილება აგვარებს ტრიკოტაჟის შენახვის პრობლემას. მასში მოთავსებული ჩულქები, გეტრები და რეიტუზები არ იხევა, ადვილად მოძებნადია, გამჭვირვალე ჯიბეში ჩანს ფერი. რაც მთავარია, ძალიან ცოტა ადგილს იკავებს და უჯრაში აღარ გიწევს მათი ძებნა.

კომპაქტური ჯიბეები ტრიკოტაჟისთვის

კომპაქტური ჯიბეები ტრიკოტაჟისთვის

სამკაულები

სამკაულებისთვის ყველამ ძველმოდურად ზარდახშები გირჩიათ? არ დაუჯეროთ!

ზარდახშებს რამდენიმე მინუსი აქვთ:

  1. გარედან არ ჩანს, შიგნით რა დევს;
  2. მასში ჩაყრილი მძივები და სამაჯურები ერთმანეთში იბურდება;
  3. ყოველთვის გიწევს ცალ–ცალი საყურეების ძებნა;
  4. სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სამკაულები ერთმანეთს ფხაჭნის ან აუფერულებს;
  5. ერთმანეთის გვერდით დალაგებული ზარდახშები ბევრ ადგილს იკავებს ჰორიზონტალურ ზედაპირზე, შესაბამისად რჩება უამრავი აუთვისებელი ვერტიკალური სივრცე.

ქვემოთ მოცემულ ფოტოზე გამოსახული აკრილის “კონტეინერი” კი ოპტიმალურად ითვისებს ვერტიკალურ სივრცეს და ჭრის ყველა იმ პრობლემას რაც ზემოთ ჩამოვთვალე.

დასაკეცი საკიდი სამკაულებისთვის

დასაკეცი საკიდი სამკაულებისთვის

ეს მრგვალი აკრილის კონტეინერი კი იდეალურია თმის სამაგრებისთვის, რეზინებისთვის და სხვადასხვა წვრილმანი აქსესუარებისთვის.

აქსესუარების კომპაქტური სათავსო

აქსესუარების კომპაქტური სათავსო

ეს და სხვა უამრავი საინტერესო კონტეინერი ვიპოვე Containerstore.com-ზე, თუმცა დარწმუნებული ვარ ინტერნეტში უამრავ ადგილას ყრია.

შაბათს ვაპირებ სხვადასხვა ავეჯის მაღაზიების შემოვლას, და ასეთი რამეების დათვალიერებას. თუ რამეს წავაწყდები აუცილებლად დავწერ. :love:

28 Comments

  1. საზღვარგარეთ ყველანაირად გამარტივებულია ცხოვრება :/
    აქ როდის გვეღირსება ესეთი რაღაცეები
    :საქართველოსმოძულე:

  2. საყურეების საკიდზე უკვე რამდენი ხანია ვოცნებობ,მაგრამ ვერსად ვნახე….

    1. საყურეების და სამკაულების საკიდები მოაში იყიდება

  3. ეს ყველაფერი უცხოეთში იყიდება, რასაც ვერ ვიტყვით თბილისზე. მაკიაჟის ყუთი მინდოდა და მოვიარე ყველაფერი, ბაზრობა, ქალთა ბედნიერება, სალონები. “ნატალი”-ს ჰქონდა 250 ლარად. მაგრამ ჩვეულებრივი, არა ალუმინის, 20-30 დოლარი ღირს ამერიკაში და მეც ესეთს ვეძებდი. მე მაქვს ფეხსაცმელების ნაჭრის ყუთი და კარებზე მიკიდია და მართლაც და მოხერხებულია, თუმცა უშნოა:) არის რკინის ვარიანტიც. მაგრამ მე მას ქუდებს და ქამრების ჩამოსაკიდად ვიყენებ.
    თუ ვერ ნახე მაღაზიებში, იქნებ გამოიწერო?

    1. როგორ არა, კარგი კოსმეტიკის და ძვირფასეულობა-ბიჟუტერიის დონეებიანი სათავსი მაქვს ნანახი მარჯაიშვილზე.ნიანგის ტყავის ფაქტურის, შინდისფერი და მქვანე ქონდათ. ძალიან ლამაზი ‘მდიდრული’ დიზაინის. 200 ლარი ღირდა.ყველა ქალის ოცნებაა.

      1. მართლა?? ნეტა თავის დროზე მცოდნოდა. მე იმდენი ვეძებე. მარჯანიშვილზე სად ქეთი? ნამდვილად ყველა ქალის ოცნებაა.

        1. ანო \\\
          სად ვნახე და მარჯანიშვილის ქუჩაზე ბარ რესტორან “მარტინის” აბრა რომ არის მაგის დაგასწვრივ დაახლოებით,მანდ არის სამკაულების მაღაზია და იქ იყო.სამშაბათა მოვხვდები მაქეთ და შევივლი კიდევ თუ აქვთ.:)

          1. ესეიგი რა ხდება, ვიყავი მარჯანიშვილზე და იმ მაღაზიის ნაცვლად რაღაც კომპანია დამხვდა,”ბი.აი.ჯი”-თუ არ ვცდები,ვიკითხე და ის სამკაულების მაღაზია რაც ჩვენამდე აქ იყო–პეკინზე გადავიდაო.

  4. ჩემი მოუგვარებელი პრობლემაა… ძაან გამოსადეგი პოსტია მადლობ სვიიით

  5. აღვფრთოვანდი და გავსკდი :\ მეც მინდა ეგეთები :((( კარადა მუდმივად არეული მაქვს :D

  6. რა კარგი იდეაა.. კი შევხვედრივარ ეგეთ რაღაცეებს საფრანგეთში , მაგრამ არ მიფიქრია რომ თავად შემეძლო გამოყენება. დღესვე დავივლი მაღაზიებს და შევიძენ… თან როგორც მახსოვს ძვირი ქრ უნდა ღირდეს.

  7. ყველა ძალიან პრაქტიკულია :) და ყველა ძაან მინდა :)

  8. სვით, დღეს ცენტრალში გნახე ^^
    თმებით გიცანი ^^
    ბიჭთან ერთად იყავი და ცოტა არ იყოს მომერიდა მოსვლა ^^
    შენს წინ ვიდექი ძმასთან ერთად ესკავატორზე ^^

    ძალიან ლამაზი ხარ ^^

  9. ნაჭრის თაროები მომეწონა განსაკუთრებით, თუ ვინმე წააწყდებით თბილისში – დაკომენტარება არ დაიზაროთ :)

    მარ, მადლობა ესოდენ სასარგებლო პოსტისთვის :*

  10. მარიი შენი სიყვარულის ამბებს როდის დაწერ? ^_^

      1. აბა facebook-ში ინ ა რილეიშენშიფ რომ უწერია ერთ ბიჭს შენზე??? და შენთან ერთად სურატი რომ უყენია პროფილზეე? :D :D

  11. კარადას ყოველ კვირას ვალაგებ, მაგრამ მაინც ვერასდროს ვერაფერს ვაგნებ და თურმე რა ცოტა მდომებია ბედნიერებისთვის. ოღონდ სად მივაგნო ან “ბედნიერებას”…

  12. აი ზუსტად ეგ პრობლემა მაქ მე სუულ :(( რამნდენჯერაც არ უნდა დავალაგო სულ მეყრება :((( ეს პოსტი მომეწონა, ბევრი ახალი რამე გავიგე და ალბათ მალე გამოივიწერ ამ რაღაცეებს :)) იმედია

  13. ძალიან კარგი პოსტია მომეწონა :)) რეებს არ გამოიგონებენ, სამკაულების ჩასადები განსაკუთრებით მომეწონა

Leave a Reply to Sweety Cancel reply

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.