22 თებ 09

Imda Corporate Blogger!

By Sweety at 5:58 pm | წაიკითხულია 2150-ჯერ |
9

კორპორატიული ბლოგინგი ან პროფესიონალი, გამოცდილი ბლოგერის დაქირავება კომპანიის ოფიციალური ბლოგისთვის უცხოეთში ერთგვარ ტენდენციად არის ქცეული. საქართველოში კი ბლოგის რაობის შესახებ რაღაც მითები დადის, რომ ეს იგივეა რაც პიკზო.ქომი ან მაისფეისი და ა.შ.

სამი წლის წინ როცა ჩემი ბლოგის გავხსენი blogger.com-ზე, ნამდვილად ვერ წამოვიდგენდი თუ ეს საქმიანობა ჩემს ერთგვარ მეორე პროფესიად გადაიქცეოდა, თუმცა დღეს უკვე ყველაფრის წარმოდგენა შემიძლია.

ერთი კვირის წინ შემოთავაზება მივიღე კორპორატიული ბლოგერის პოზიციაზე.

გამოჩნდა ადამიანი ვისაც დიდი ხანია აწუხებდა ბლოგის იდეა, მაგრამ არ ჰყავდა შესაბამისი კონტენტ-მეიქერი. შენ იტყვი “ამის გაკეთებას რა უნდაო”, მაგრამ გაითვალისწინე, რომ თუ შენც ჩემსავით დიდი ხნის ბლოგერი ხართ და წერა ასე თუ ისე გეხერხება, შესაბამისად მარტივი, ყველასათვის გასაგებ ენაზე დაწერილი ტექსტის შექმნაც პრობლემას არ წარმოადგენს შენთვის (ყოველ შემთხვევაში ბლოგერების უმრავლესობისთვის).

ამ ადამიანთან გარკვეული საქმიანი ურთიერთობები ისედაც მაკავშირებს და ამ საქმის კეთებაშო “ჩემში პოტენციალი აღმოაჩინა” როგორც იტყვიან ხოლმე. მოკლედ საქმე გაიჩარხა, ბლოგი დაყენდა, ცოტა ტექნიკური კონსულტაციაც გავუწიე და საცდელი პოსტებიც დაიწერა.

მართალია ჯერ ახალი ბლოგია და მომავალში ვიმედოვნებ დავიხვეწებით კონტენტიან-ვიზუალიანად, მაგრამ ამ ეტაპზე მე ვამაყობ იმით, რომ საქართველოში ერთ-ერთი პირველი ანაზღაურებადი კორპორატიული ბლოგერი მქვია. :) )) ანაზღაურება არ არის დიდი, და “ამით მანქანას ვერ იყიდი” მაგრამ აბსოლუტურად ყოფნის რამოდენიმე ჰოსტინგის ფულის გადახდას, და რაც მთავარია, პერსპექტივაში ზრდადია :D

ახლა, რაც შეეხება თავად პროექტს.

ყოველ ხუთშაბათს, ბლოგზე იწერება ერთი პოსტი და იგი ეხება მომავალი weekend-ის (პარასკევი საღამო და შაბათ-კვირა) საინტერესოდ და შინაარსიანად გატარების შესაძლებლობებს.

თუკი ახალი ფილმია გამოსული, ან სპექტაკლი იდგმება, ან ვინმე კონცერტს მართავს, ან სადღაც ლათინო ფართი იმართება, ამას აუცილებლად წაიკითხავთ ყოველ ხუთშაბათ საღამოს და შესაბამისად დაგეგმავთ პარასკევ-შაბათ-კვირას.

გარდა ამისა, ყველა კინოზე თუ მომღერალზე წარმოდგენილია ბმულები Last.FM-ზე და IMDb.com-ზე, რომ გაგიადვილდეთ შეფასება და გადაწყვეტილების მიღება.

ბლოგი შეგიძლიათ იხილოთ  მისამართზე: Weekend.ge

ვისაც აინტერესებს weekend-ებზე დაგეგმილი ივენტების ამბები, მოგიწოდებთ, ჩაიმატოთ ბლოგროლებში და ხშირად შემოხვიდეთ.

კომენტარებში შეგიძლიათ გაარჩიოთ მომავალი ივენტების ავ-კარგიანობა და წასვლა-არწასვლის საკითხი.

Hint: იაქტიურე, და ვინ იცის, იქნებ სწორედ ამ ბლოგის კომენტარებიდან გაიგო, რომ ის ბიჭი, რომელიც უკვე დიდი ხანია მოგწონს, შაბათს ნაით-ოფისში “გაიჩითება”. :D

P.S. სხვადასხვა მარკეტინგული მოსაზრების გამო ამ ბლოგზე თქვენ მნახავთ, როგორც Weekend Girl-ს.

↑ ზემოთ

SponsoredTweets referral badge

RSS feed | Trackback URI

9 კომენტარი

ააუ რა კარგია ე :user:

კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი სინათლეებისკენ :D

 
 

მაგ ბლოგის იდეა კარგია შესაძლებლობებიც დიდი :)
წარმატებას გისურვებ :)

 
 

გუუტ
გილოცავ ბებე

 

წოწ
გილოცავ
ძაან გამიხარდა )))
ტაკ დერჟატ, მარ :*

 

Yay! გილოცავ ))))

:D როგორც ჩვენში ამბობენ “შენი წყალი გადმოგვესხასო”.. თუ როგორაა ეგ? )

ეგრეა ეგრე :) ხოდა გადმოგვესხას ყველას :)

მე შენი წყალი მინდა 9 დოლარიანი :D

 
 
 
ზოგიერთ კომენტარზე ჩართულია მოდერაცია. თუ თქვენი კომენტარი მომენტალურად არ გამოჩნდა, მეორედ დატოვება საჭირო არ არის!

იგი გამოქვეყნდება შემოწმების შემდეგ.

სახელი (აუცილებელია)
იმეილი (required - never shown publicly)
ვებ-გვერდი
ველის ზომა (შემცირება | გაზრდა)

RSS feed | trackback URI

Trackbacks: