Imagine…

არსებობს შეძენილი და თანდაყოლილი ცოდნები.

შეძენილი ცოდნა ისაა, რომელსაც სკოლაში, უმაღლესში, მეგობრების წრეში ან წიგნებიდან ითვისებ.

თანდაყოლილი ცოდნა კი შენი ხასიათისგან განუყოფელია, სავარაუდოდ დაბადებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ილექება შენში, შესაძლოა დაბადებამდე ან სულაც გენეტიკურად გადმოგეცემა.

ჩემი შეძენილი ცოდნა რეალობასთან ადექვატურია, მაგრამ თანდაყოლილს ვერაფერს ვუშვები: ვერ ვეგუები, როცა ადამიანებს ერთმანეთი არ უყვართ.

შეძენილი ცოდნა მკარნახობს, რომ შეუძლებელია ყველას ერთმანეთი უყვარდეს და ბოროტებას არ უკეთებდნენ. ვიცი, უტოპიურია იმაზე ოცნება, რაზეც ჯონ ლენონი მღეროდა, მაგრამ ხანდახან მაინც ვბრაზდები ადამიანებზე, რომლებიც ირგვლივ აგრესიას, სიძულვილს და ინდიფერენტულობას აფრქვევენ.

ჩემში სადღაც პატარა კოდი დევს, რომელიც სულ რეალობას ეჯახება.

რამდენჯერმე გულისტკივილამდე მიდარდია იმაზე, რომ ადამიანებს რომლებიც მე მომწონს ან მიყვარს, შესაძლოა საერთოდ არ მოვწონდე და ვძულდე კიდეც. ვერ ვისწავლე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მსგავს ადამიანებზე ფიქრი და განსაკუთრებით შეკითხვები:

– რატომ? რა დავუშავე?

 

7 Comments

  1. მეც იგივე კითხვები მაწუხებს როგორ ამოვიგდო ამ ხალხზე ფიქრი თავიდან?> მაგრამ არ ვიცი რა მოვუხერხი :X :X :X

  2. “რამდენჯერმე გულისტკივილამდე მიდარდია იმაზე, რომ ადამიანებს რომლებიც მე მომწონს ან მიყვარს, შესაძლოა საერთოდ არ მოვწონდე და ვძულდე კიდეც. ვერ ვისწავლე, როგორ უნდა ამოვიგდო თავიდან მსგავს ადამიანებზე ფიქრი და განსაკუთრებით შეკითხვები:

    – რატომ? რა დავუშავე?”

    +50000000000000000000

  3. მე მიყვარს ძალიან ერთი ბიჭი ის ჩემი კურსელია. იმდენად მიყვარს რომ მის დანახვაზე მაკანკალებს, გულისცემა მიჩერდება, მეტყველების უნარი მეკარგება. ამქვეყნად ყველაზე მეტად ის მიყვარს და მასთან მინდა ყოფნა. რატი მიყვარხააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.