I’m not beautiful, it’s just my HAIR!

ძალიან ცოტას ვიცნობ ისეთ ადამიანს, რომელსაც ვარცხნილობა რადიკალურად ცვლის. მეც მათ შორის ვარ… ვთვლი, რომ ჩემი თმა ჩემი სიამაყეა. ბავშოობიდან დედაჩემი მეუბნებოდა, “თმა არასდროს შეიჭრა, ერთი ქალის ფასი მარტო თმა გაქვსო”. ჰოდა მეც არასდროს შემიჭრია. ან შემიჭრია, მაგრამ მხოლოდ “შესწორების” მიზსნით. ვარცხნილობა კი სულ ერთი და იგივე მქონდა – გრძელი!

რაც ბლოგზე ფოტოების ინტენსიურად დადება დავიწყე, მკითხველებისგან უამრავი კომენტარი დაგროვდა ჩემი თმის ფერთან/ხარისხთან დაკავშირებით. ბლოგზე თუ ფეისბუქზე ყველა აღნიშნავდა, რომ ლამაზი თმა მაქვს. ორჯერ იმეილიც კი მივიღე სრულიად უცნობი ადამიანებისგან. მეკითხებოდნენ რომელი საღებავის რა ნომრით მქონდა შეღებილი.

ვაღიარებ, ლამაზი არ ვარ! ეს უბრალოდ ჩემი თმაა ლამაზი.

Crying down on my hair...

უფრო სწორად – იყო…


თურმე შეუძლებელია ერთი და იგივე პრეროგატივით სარგებლობდე და სანაცვლოდ არაფერს გაიღებდე.

ჩემი საამაყო თმა ძვირადღირებული შამპუნებით და ნიღბებით არასდროს გამინებივრებია. შესაღებადაც ჩვეულებრივ 5 ლარიან Wellaton-ის (განსაკუთრებულად დაინტერესებულთათვის – #8/74) საღებავს ვხმარობ. ისიც თვეში ერთხელ და ისიც – მხოლოდ ძირებს ვიღებავ – თმის ზედმეტი დაზიანება რომ თავიდან ავიცილო და უბრალოდ ჭაღარა (დიახ! აი, რა მოსდევს ამდენ failed relationship-ებს! :cry: )  დავფარო.

მაგრამ ამ ზაფხულში თმის ბოლოები ისე გამომიშრა და გამიუხეშდა… ამ სურათებს რომ ვუყურებ მბურძგლავს.

დაახლოებით 3 კვირის წინ ჩემი თმა, აი, ასე გამოიყურებოდა. ძირები სრიალა, ლამაზი და დაუზიანებელი მქონდა…

ბოლოები კი…

გარდა სიმშრალისა, ფერის გადახუნების პრობლემაც დამიდგა. ჩემს ლამაზ მოწითალო შემოდგომისფერს გაუფერულებული ხორბლისფერი დაედო. სურათებზე თუ დააწკაპუნებთ, უკეთ გამოჩნდება რასთან მქონდა საქმე…

Hair Disaster

არადა, როგორ მიყვარს გრძელი თმა! რაც თავი მახსოვს, სულ გრძელ თმას ვატარებ, მოკლე თმით არც არავის ვახსოვარ…

A lil' dramatic...

მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, სექტემბერში, თბილისში ჩამოსვლის თანავე თმის შეჭრა გადავწყვიტე და HairHaus-ს მივადექი. ქეთიმ (მენეჯერი) მითხრა რომ დროა თმის ინტენსიურად მოვლა დავიწყო, თორემ ყოველ 3-4 თვეში ერთხელ ისევ შეჭრა მომიწევს.

და ასევე მითხრა ყველაზე გულწრფელი სიმართლე, რასაც არცერთი თმის პროფესიონალი არას დიდებით არ გაგიმხელს, არამედ შემოგტენის ათასგვარ პროდუქტს და უაზრო გარანტიებსაც მოგცემს, რომ დაზიანებულ თმას ეშველება.

არავინ მოგატყუოთ!!! დაზიანებული თმა – მკვდარია!

A lil' funny...

ის დროულად უნდა მოიჭრას, ხოლო დაუზიანებელ თმას მართლაც მხოლოდ ინტენსიური მოვლა-პატრონობა თუ გადაარჩენს.

იმისათვის რომ თმის მოვლა დაიწყოთ, კარგად უნდა გესმოდეთ თმის ღერის სტრუქტურა. არასდროს ბრმად არ უნდა ენდოთ სტილისტებს და თუკი ენდობით, თეორიულად წინასწარ უნდა აახსნევინოთ თუ რა სახის ზემოქმედების ქვეშ უნდა მოაქციოს შენი თმა და დარწმუნდეთ, ნამდვილად ესმის თუ არა საკითხი (რისი პრობლემაც HairHaus-ში ნამდვილად არ მქონია).

დღევანდელ ულტრა-ქიმიურ სამყაროში, სადაც ჰაერი მოწამლული და გაჯერებულია უამრავი მინარევით, თმა წარმოუდგენლად ძლიერ ზემოქმედებას განიცდის. წარმოიდგინეთ, თმის ერთი ღერი უამრავი ფორისგან შედგება, რომელიც არა მარტო თავის კანიდან, არამედ გარემოდანაც აქტიურად ითვისებს საჭირო ნივთიერებებს.

A lil' Cute...

დასაწყისისთვის საკმარისია იცოდეთ თუ როგორ გამოიყურება თმის ღერი მიკროსკოპის ქვეშ. თმის ზედაპირი დაფარულია ქერცლის მსგავსად ერთმანეთში ჩასმული უჯრედებით/ფორებით. სწორედ ამ ფორებიდან ხდება წყლის, ჟანგბადის და სხვა ნივთიერებების შეწოვა გარემოდან. ამავე ფორებიდან შეიწოვება ქიმიური საღებავებიც. რაც უფრო დახურულია ეს ფორები, მით ჯანსაღია თმა. ხოლო რაც უფრო გახსნილია (ანუ დაზიანებული), მით ადვილად შეიღწევა მასში ყველანაირი მავნე ზემოქმედების მქონე ნივთიერება.

მარცხნივ წარმოდგენილია ჯანსაღი თმის ღერის მიკროსკოპული ფოტო, ხოლო მარჯვნივ – დაზიანებულის:

ჯანსაღი თმის ღერის მიკროსკოპული ფოტოსურათიდაზიანებული თმის ღერის მიკროსკოპული ფოტოსურათი

ქეთიმ თმის ერთ თვიანი სარეაბილიტაციო კურსი დამინიშნა. სწორედ ჩემი მისვლის წინა დღეს მიეღო თმის მოვლის ახალი პროდუქტები და გადაწყვიტა რომ ისე არავის სჭირდებოდა ეს პაროდუქტები, როგორც ჩემს თმას.

უკვე სამი კვირაა HairHaus-ი ჩემს თმაზე ოფიციალურად ზრუნავს.

იმავე დღეს შემჭრეს, შემღებეს, პატარა კონსულტაცია ჩამიტარეს და სახლში აი ამ საყვარლობებით ხელ დამშვენებული გამომიშვეს:

ექსპერიმენტი დაიწყო!

რა გვქონდა ხელთ:

  1. დაზიანებული, გამომშრალი, გაუხეშებული თმა გაყოფილი ბოლოებით;
  2. დაზიანებული თმა უკიდურესად გახსნილი ფორებით;
  3. გახუნებული შეღებილი თმა;

რა არის ექსპერიმენტის მიზანი:

  1. მაქსიმალურად შეჩერდეს თმის შემდგომი დაზიანება;
  2. მაქსიმალურად დაიხუროს ფორები, რაც მოგვცემს მეტ ბზინვარებას;
  3. თმას დაუბრუნდეს ცოცხალი ფერი და შეუნარჩუნდეს მომდევნო შეღებვამდე.

რა პროდუქტებს ვიყენებთ:

თურმე არსებობს ასეთი ცნობილი იტალიური თმის მოვლის საშუალებების ბრენდი Selective Professionale. HairHaus-ში სწორედ ამ ბრენდის პროდუქტებს იყენებენ.

  1. შამპუნი – Selective Professionale – გააჩნია დაზიანებული თმის აღმდგენი ეფექტი (ანუ ხურავს ფორებს).
  2. ბალზამი – Selective Professionale – იცავს და კვებავს თმას. თმას მოქნილსა და მბზინვარეს ხდის. ანიჭებს საჭირო ტენიანობას.
  3. Selective Professionale

  4. შამპუნი – Selective Professionale პროდუქციის ხაზი “On Care” – თმის ფერის შენარჩუნებისთვის შემირჩიეს შამპუნი სახელად Copper.

ყოველი კვირის ბოლოს ფოტოსესია უნდა მოვაწყო. პირველი კვირის ფოტოები უკვე გადაღებული მაქვს და ამ დღეებში დავდებ.

არაჩვეულებრივი შედეგები მაქვს! რა თქმა უნდა, ამას თქვენც დაინახავთ.

თუ გადაწყვიტეთ თმის მოვლას სერიოზულად მოკიდოთ ხელი აუცილებლად მოინახულეთ ეს facebook-ის გვერდი:

პ.ს. აჰ, ხო, და ჭაღარის გამომწვევ მიზეზებზე ვიხუმრე, გენეტიკურია! ;)

37 Comments

  1. მაინც არიელი ხარ ^^ <3
    თმის ხარისხთან დაკავშირებით პრობლემა არასდროს მქონია ტფუ ტფუ ტფუ :P
    ალბათ იმიტომ რომ ფენითაც კი არასდროს ვიშრობ თმას შეღებვაზე და გასწორებაზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია… თან დებილი თმა მაქვს არც იხვევა არც სწორდება :D მაგრამ მაინც მიყვარს ^^ ახლა ვიზრდი თმას ერთი სული მაქვს როდის გაიზრდება ^^

  2. ჩეი თმა ისე მიყვარს <3 ამას ვერ შეველევი ვერასდროს…

    ნუ, დროთა განმავლიობაში ბოლოები ზიანდება, მაგრამ კატასტროფა არაა. არ ვიღებავმ არ ვიშრობ ფენით.. ერთადერთი ჩოლკას ვისწორებ ხოლმე და ეგაა ^_^

    მე <3 ჩემი თმა ^_^

    პ.ს. შენი თმის ფერი მომწონს, მაგრამ არ მოიხდება :დდ
    გისურვებ მალე დაიბრუნო თმის სილამზე.

  3. ჩავეწერე ერთხელ მაგ ჰეარჰაუსში და რომ მივედი სალონი დაკეტილი დამხვდა წარწერით დღეს ვისვენებთ ხვალ მობრძანდითო
    მას მერე სულ რომ სასწაულები წეროთ ჩემი ფეხი მანდ არ იქნება
    არადა მეჯვარე ვიყავი და მაგ დროს დრო და სალონი როგორ ფასობს იცის ყველამ : )

  4. ციტატა 1.
    ,,არავინ მოგატყუოთ!!! დაზიანებული თმა – მკვდარია!”
    ციტატა 2
    შამპუნი – Selective Professionale – გააჩნია ! აღმდგენი : )
    ??

    ვიცი. ვახურებ. გავედი : )

    1. ფრჩხილებში მიწერია – “ანუ ხურავს ფორებს”
      ნებისმიერ “აღმდგენ” პროდუქტს მხოლოდ ფორების დახურვის შესაძლებლობა გააჩნია დაუზიანებელი ან ნაკლებად დაზიანებული თმისთვის.

  5. წინა დღეს დავრეკე და ჩამწერეს, მივედი მეორე დღეს დათქმულ დროს და ვუალა : ))

  6. რა კარგი პოსტია მომეწონა.

    ისე რამდენი დაგიჯდა ეს ყველაფერი თუ საიდუმლო არაა?

  7. ვაიმე სვიით რა მოუვიდა შენს თმას..!! :O
    ძალიან მომწონდა და დარწმუნებული ბვარ მერეც ძალიან მომეწონება :)
    თმას არ ვიღებავ მაგრამ ბოლოები მეყოფა ხოლმე და (რავქნა?!) მაგიტომ ვიჭრი და ტან თმას ვითხელებ ხოლმე მეტი აააააარაფერი

  8. ეს პოსტი რეკლამაა? თუ უსასყიდლოდ არეკლამებ? :D
    მე არ მიყვარს ჰეარჰაუსი. ერთხელ ვიყავი თმის გასწორება მინდოდა ნებრეჟნად და იმდენი ხანი მისწორა ნანა ერქვა მგონი, დავიღალე გადავიქანცე თAნ მეჩქარებოდა

      1. კი ითვლება :)
        აბა რო ეჩუქათ შამპუნები დაშენ არ დაგეწერა რეკლამისებური რაიმე უმადურობა იქნებოდა :)

  9. ნუ ჩაიქნიე ხელი. შენი თმა მაინც ძალიან ლამაზია. თუ გინდა რომ არ გამოგიშრეს, საღებავი შეცვალე. მაგალითად გარნიე სცადე. უკვე დიდი ხანია ვიღებავ და არ მიშრება მაინც.

  10. მართალი ხარ! :) მე ყველანაირად ვცდილობ ჩემს თავს კარგად მოვუარო :D
    მართლა რაღაცის კითხვა მინდოდა..ხო არ იცი ბლოგში ენები როგორ დავამატო? ანუ დროშების მიხედვით და ყველამ რომ შეძლოს კითხვა…

  11. აბა ჩემმა თმამ რა უნდა თქვას, 8 წელია უმოწყალოდ ვიღებავ,აქედან ბოლო 5 წელზე მეტია რაც მთლად ქერად მაქვს,
    მაგრამ კარგად ვუვლი,და სალონითაც კმაყოფილი ვარ.
    შეუღებავ თმასაც მზრუნველობა სჭირდება, აბა რა.
    კარგია,sweet,რომ მიხედე თმას,დროულია,და შედეგიც გექნება

  12. ქეთუს მერე შავ წარბებზე და თვალებზე ქერა თმა გიხდება?

  13. მე არ მესინია საკუთარ თმებზე ექსპერიმენტების ჩატარების, შეჭრას ვგულისხმობ, თორემ შეღებვას ვერ ვრისკავ, 6წლის წინანდელი მარცხის შემდგომ :დ
    თმებს ყველაზე მეტად ხშირ-ხშირად შეჭრა უხდება, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი :)

    პ.ს ჰეარჰაუსში ერთხელ ვიყავი, მაშინაც ისე გამაბრაზეს უკან წამოვედი :დ

  14. всем не угодишь

    არ არსებობს სერვისი რომელიც ყველას მოეწონება
    არ არსებობს სალონი რომელიც ყველას მოეწონება

    მთავარია უმეტესობას მოწონდეს :)
    და მთავარია მიდგომა და არა ცხვირის აბზეკა

  15. სულერთია !!! რაც შეეხება სილამაზეს, ეს სიტყვა ძალიან აბსტრაქტულია და იმ პარამეტრებში ჯდება რომელიც უმრავლესობამ აირჩია..
    ჩემი აზრით ყველა თავისებურად ლამაზია და შენ მითუმეტეს არაფერი გაქვს საწუწუნო.
    მე ვფიქრობ:
    რომ არ უნდა თქვა: მისთვის შესაფერისი არ ვარ !!
    დიახაც მე ვთვლი რომ ვარ, შეიძლება არც ვიყო მაინცდამაინც ლამაზი, მაგრამ ეს იმის უფლებას არ მაძლევს რომ რამეთი ნაკლებად ვიგრძნო სხვებზე თავი.
    მე მოწონხარ იცოდე ;)
    და არ მინდა გავიგო გოგოსგან ასეთი რამე მეორედ…
    ლამაზები ჩემი უბნის საროსკიპოშიც არიან და ვითომცდა მათთვის არაშესაფერისს უკან დასდევენ 20 ლარის გამო.
    ყველაფერი საკამათოა და აბსტრაქტული.
    ცხოვრებაა უცნაური.
    მთავარი ბედნიერებაა.

  16. :D აუ ჩემი თმა უარეს მდგომარეობაშია :შ უნდა ვიყიდო ეს შამპუნი

  17. ჭაღარას რა ბუნებრივი საშვალებით უნდა ვებრძოლო ხომ არ იცით ან რამე კარგი შამპონი თუ არსებობს?? შეღებვა არ მინდა რა მირჩიეთ რამეე?

Leave a Reply