I’m Blessed

by Sweety on 8 აპრილი, 2010 · 24 comments

in დღიური,სამსახური

ალბათ იცით iTV Conference-ს რომ ატარებს Singular ჯგუფი. გადავყევი ამ კონფერენციას, ბლოგისთვისაც ვერ ვიცლი,  მაგრამ ვხედავ, რომ შრომა მიფასდება და ძალიან ვამაყობ.

პირველად მაქვს ისეთი სამსახური, სადაც დილით რომ ვიღვიძებ, წასვლა არ მეზარება, იქ როცა ვარ, მუშაობა მეხალისება და სამუშაო დღე როცა მთავრდება, ეგრევე სახლში გამოქცევა არ მინდება.

საუკეთესო გუნდი ვართ! ყველა თავის საქმის 10000000% პროფესიონალი და ნიჭიერია. ბედნიერი ვარ, მათთან ერთად რომ მიწევს ყოველდღე მუშაობა…

რაც შეეხება კონფერენციას, უამრავი საქმეა პიარის თვალსაზრისით. გარდა ამისა, ჩემი პრეზენტაციისთვისაც უნდა მოვემზადო და კონფერენციასაც სიტყვით მე ვხსნი ორივე დღეს. მომიწევს უამრავი ინტერვიუს და სიუჟეტის ჩაწერა, როგორც ორგანიზატორს და როგორც ერთ-ერთ სპიკერს. ძალიან ვღელავ, მაგრამ ვიცი, თავს გავართმევ ყველაფერს!

ყველაზე მეტად სიაშუესთან შეხვედრაზე ვნერვიულობ…

ზუსტად ერთ კვირაში აქ იქნება! ისე ვარ ღონისძიების ორგანიზებაზე კონცენტრირებული, ჯერ კარგად ვერც გავიაზრე, რომ მართლა ჩამოდის.

კონფერენციაზე დარეგისტრირებული სტუმრების რიცხვმა უკვე გადააჭარბა დაშვებული მოსაწვევების რაოდენობას და ძალიან ბევრი შეიძლება სამწუხაროდ ვერ მოხვდეს პრეზენტაციებზე (მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ რეგისტრაცია დამთავრდა, ჯერ კიდევ შეგიძლიათ დარეგისტრირება – itvc.ge-ზე!). ამიტომ მინდა, რომ ბლოგერებისთვის ცალკე სადმე მყუდრო გარემოში პატარა შეხვედრა მოვაწყო ვენდისთან.  ვიცი, რომ ბევრი მის სანახავად დარეგისტრირდა iTVC-ს საიტზე. ასე რომ გული არ გაიტეხოთ, ვისაც ვენდის ნახვა გინდოდათ, მაგრამ კონფერენციაზე ვერ მოხვდებით. რამეს აუცილებლად მოვიფიქრებ!

და კიდევ ერთი და ჩემთვის ყველაზე სასიხარულო…

როგორც იცით, ვენდისთან ერთად სინგაპურიდან ჩამოდის მისი მენეჯერი და Clicknetwork.tv-ს დამფუძნებელი – ჯილიან ტენი. მისი გადაღებულია Xiaxue’s Guide to Life-იც (რომლის თითოეულ სერიას 100’000-მდე მნახველი ჰყავს) და ყველა სხვა შოუ clicknetwork-ზე.

დღეს ჯილიანისგან მივიღე წერილი, სადაც იტყობინება, რომ სურს აქ ყოფნისას გადაიღოს Xiaxue’s Guide to Life-ის მორიგი სერია – Xiaxue’s Guide to Georgia, რომელშიც ვენდი გაეცნობა ქართულ კულტურას და სამზარეულოს.

ჯილიანმა წერილში ახსენა:

“თუ არ იქნები წინააღმდეგი, შენც გადაგიღებ ვენდისთან ერთად ამ სერიაში, როგორც არაფორმალურ გიდსო.”

ჰო, ვიცი, ვიცი… I am blessed! :)

{ 1 trackback }

Tweets that mention I’m Blessed | ბლოგი - Sweet.ge ♥ -- Topsy.com
8 აპრილი, 2010 at 2:24 am

{ 23 comments… read them below or add one }

1 zviangi 8 აპრილი, 2010 at 1:50 am

ვა, მაგარია!! გაიდ თუ ჯორჯია იქნები :)

პასუხი

2 gabo 8 აპრილი, 2010 at 1:51 am

გილოცავ მარ ძალიან მაგარია წარმომიდგენია როგორ გახარებს ეს ფაქტი. ოო მსგავსი სამსახური ნამდვილად დიდი ბედნიერებაა . მოვიწყინე მეც რაც ჩემს საგიჟეთში აღარ ვარ :(

პასუხი

3 Sophie Golden 8 აპრილი, 2010 at 3:04 am

Not only blessed, you deserve it. ამ ბოლო დროს უფრო გაკვირდები და შენს პოსტებსაც ვკითხულობ, იმდენს მუშაობ და ისეთი ენთუზიაზმით ხარ სავსე, I admire you.
(ძალიან მაინტერესებს, როგორი ფორუმი იქნება an ორგანიზება როგორ დონეზე, აი, მერე უკეთესად გეტყვი, if you’re blessed)

პასუხი

4 თვით ყვავა 8 აპრილი, 2010 at 11:49 am

შოოოოოკკკკ!!! დაცემააა!!!

პ.ს. პარასკევს რომაა, მაინც საკზ…

პასუხი

5 Sweety 8 აპრილი, 2010 at 12:07 pm

დაელაპარაკე რედაქტორს და კორესპონდენტად წამოდი ^_^

პასუხი

6 Qilipa 8 აპრილი, 2010 at 3:03 pm

მაგარი პოზოტოვ წამოვიდა პოსტიდან!!! აი ისეთი ვიღაც რომ ძალიან ბედნიერია რაღაცით და გულით რო ამბობს – ბედნიერი ვარ და რაღაც მიხარიაო!!! ,კითხველსაც რაღაც კარგ ხასიათზე აყენებს :)

P.S. ძალიან გამიხარდა იმ დღეს რომ დამირეკე ,,Singular”-იდან და მესიამოვნა შენი ხმის გაგონება :) დიდი მადლობა და შეხვედრამდე… :)

პასუხი

7 Qilipa 8 აპრილი, 2010 at 3:06 pm

ვაიმე რა ,,პოზოტოვ” მინდოდა? :D პოზიტივი უნდა დამეწერა… :)

პასუხი

8 Sweet 8 აპრილი, 2010 at 3:35 pm

არაფრის, ეგრე თუ გაგიხარდა, კიდევ დაგირეკავ თუ გინდა… :) ))

პასუხი

9 Qilipa 8 აპრილი, 2010 at 3:49 pm
10 utvino 8 აპრილი, 2010 at 3:03 pm

რა ძალიან მაგარია
:ჯამპ:

პასუხი

11 X-Spamer 8 აპრილი, 2010 at 5:13 pm

ძალიან კარგი. წარმატებები

პასუხი

12 ნატალი 9 აპრილი, 2010 at 2:07 pm

ნაის, ძალიან მიხარია რომ ხარ იქ სადაც გინდა, ხარ ისე როგორც გინდა და მოკლედ…

დანარჩენი წვრილმანებია…

მიხარია რომ ისეთი ადამიანებიც არიან ჩემს გარშემო, ვისაც ფრაზები life sucks და ჟიზნ ეტა ბოლ’ არც ისე ხშირად ახსენდება

2kiss

პასუხი

13 Sweety 9 აპრილი, 2010 at 2:49 pm

მე საკუთარი თავი მსგავსად გაღიმებული და მხრებში გაშლილი დიდი ხანია არ მინახავს :)

პასუხი

14 tamashebi 9 აპრილი, 2010 at 8:20 pm

გილოცავ ამ წარმატებას. თუ ვიმსჯელებ შენი ბლოგის მიხედვით, მგონია, რომ ყველაფერს თავს გაართმევ ;)

პასუხი

15 Taa 10 აპრილი, 2010 at 6:52 pm

“კონფერენციაზე დარეგისტრირებული სტუმრების რიცხვმა უკვე გადააჭარბა დაშვებული მოსაწვევების რაოდენობას და ძალიან ბევრი შეიძლება სამწუხაროდ ვერ მოხვდეს პრეზენტაციებზე”

მინდა მინდა მინდააააა
16ში მინდა მოსაწვევი :(

წარმატებებიიი, გაასწორებს ფილმში გადაღება

პასუხი

16 ჰექსე 10 აპრილი, 2010 at 7:16 pm

ვაიმე რა მაგარია
გილოცავ :) ))

პასუხი

17 Sweety 11 აპრილი, 2010 at 1:58 am

შენ შეგიძლია ფეისბუქზე მომწერო პირადი მესიჯი? საქმე მქონდა და ვერ მოგძებნე…

პასუხი

18 ანა 11 აპრილი, 2010 at 1:53 am

მეც მინდა სიაშუეს ნახვა….მიმიმი…:(

პასუხი

19 Kate 11 აპრილი, 2010 at 7:36 pm

მე სამწუხაროდ 12-16 აპრილს მხოლოდ საღამოს 6 საათიდან მცალია. ეს ერთი კვირა სამსახურში ვარ.
აუ არადა როგორ მინდოდა და მაინტერესებდა დასწრება :( (((((((((

პასუხი

20 ჩიბი 14 აპრილი, 2010 at 2:15 am

ლოლ გენიალურია კონფერენციაა, როდესაც იმეილზე მოგდის წერილი და უარს გეუბნება რეგისტრაციის მერე :D
feels soo Gurjistan!

პასუხი

21 Sweety 14 აპრილი, 2010 at 11:15 am

სულ რო არ ეპასუხათ უფრო გაგიხარდებოდა? :D

პასუხი

22 ჩიბი 15 აპრილი, 2010 at 4:25 am

come oon რა =)well, nothing to whine about it, but was kinda not fair. ^^’

პასუხი

23 maka 17 ივნისი, 2010 at 5:51 pm

magaria sweet.ge

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</