იდეალური შეყვარებული

ხანდახან ისეთი რაღაცეები მესმის ახალგაზრდა შეყვარებულ წყვილებზე, ვგიჟდები ხოლმე. ბებერი არც მე ვარ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, იმდენი გამოცდილება მაინც მაქვს რომ თინეიჯერ გოგოებს რჩევები მივცე სასიყვარულო ურთიერთობების ამბავში.

მოკლედ, ურთიერთობებში გამოუცდელი ყველა თინეიჯერი გოგოს საყურადღებოდ!

არავითარ შემთხვევაში არ დაშორდე, თუ ის:

  • გპატიჟებს კინოში და თვითონ იხდის ბილეთის ფულს
  • გეუბნება ბევრ სასიყვარულო სიტყვებს ან სიყვარულს სიტყვით თუ არა, საქმით მაინც გამოხატავს
  • ცდილობს დაუმეგობრდეს შენს მეგობრებს
  • გაცნობს თავის მეგობრებს და ეუბნება მათ, რომ შენ მისი ოცნების გოგო ხარ
  • გჩუქნის თუნდაც იაფფასიან ყვავილებს ისე, უბრალოდ…
  • დაინტერესებულია შენი გატაცებებით
  • პატივს სცემს შენს მუსიკალურ გემოვნებას, როგორი უცხოც არ უნდა იყოს მისგან.
  • პატივს სცემს შენს აზრს
  • გეხმარება იდეების განხორციელებაში
  • გჩუქნის საჩუქრებს დღესასწაულებზე
  • ხშირად გეუბნება რომ შენ ყველაზე ლამაზი ხარ
  • განათლებულია და მისი ინტერესების სფერო მარტო სპორტით ან ავტომანქანებით არ შემოიფარგლება

სასწრაფოდ დაშორდი, თუ ის:

  • გეჩხუბება წვრილმანებზე
  • გიყვირის ტელეფონში
  • ითხოვს რომ სახლში დაუყოვნებლივ წახვიდე, როდესაც მეგობრებთან ერთად ხარ
  • გიმალავს გრძნობებს და არასდროს გეუბნება რომ უყვარხარ
  • გიკრძალავს ურთიერთობას ახალ მეგობრებთან, რომლებსაც ის საერთოდ არ იცნობს
  • რცხვენია, წარგადგინოს თავის მეგობრებთან
  • ეჭვიანობს უმიზეზოდ
  • გიშლის მოკლე კაბის ან ტოპის ჩაცმას
  • გეუბნება რომ დიეტაზე დაჯდომა არ გაწყენდა
  • გემუქრება, რომ თუ იმას არ გააკეთებ, რასაც გეუბნება, დედაშენს მოუყვება ყველაფერს! [:spy: ეგეთებიც არიან :spy:]
  • გაბრაზებული ხანდახან ხელითაც გეხება ან გაგინებს! [შენ თუ კიდევ ეგეთთან ჩერდები, საღოლ!]
  • ამ პოსტის წაკითხვისთანავე ჩემს ბლოგზე შემოსვლას აგიკრძალავს.
  • გემუქრება, რომ თუ მასთან დაშორებას გადაწყვეტ, დაგიპადიეზდებს და მოგკლავს [პროსტა მიმასწავლე ეგეთი [ცენზურა] და ჩემი ხელით  მივახრჩობ!]

ა, ხო, იმის დამატება არ მინდა დამავიწყდეს, რომ თუ ამ ყველაფრის კარგად გააზრების შემდეგ შენი შეყვარებული მეორე კატგორიას მიეკუთვნება და შენ მაინც ჯიუტად არ გინდა დაშორდე ან შეეწინააღმდეგო, მაშინ ღმერთმა გაგიმარჯოს მაგ სიყვარულში, მაგრამ მაინც დაფიქრდი 5 წუთით, რა გაკავშირებს მაგ ადამიანთან? :)

P.S. პოსტი არ ეხება ვინმე კონკრეტულ ადამიანს ან მის შეყვარებულს, მაგრამ კარგი იქნება, მაინც ყველამ თავის ურთიერთობას გადახედოს… რა იცი რა ხდება… :)

Update: ხოდა იმის არ შეგეშინდეს, რომ ვაიდა დაშორდი, მარტო დარჩები. გაიხედე რამდენი კაი ბიჭი დადის ამქვეყნად. ცოტა მაღალი მწვერვალები დალაშქრე ;)

OUT956009justin_timberlakej2623d4efron_brown320

39 thoughts on “იდეალური შეყვარებული”

  1. კსტაწი, ჩემი ძმაც მგონი ახლა თავისუფალია და რამე რომ იყოს შემიძლია გავაცნო გულგატეხილ გოგოებს :D გგგ

  2. დაიცა კაცო, არავის გააცნო.. :D

    დაჯავშნული მყავს ყოველი შემთხვევისთვის :lol:

    1. გადაურჩები :D მე ვთქვი,ყოველი შემთხვევისთვის მეთქი, განა აუცილებლადთქო :user:

      :თავს ვიზღვევ:

      :lol:

  3. მე რომ გავიცანი თმა მოკლედ ქონდა და უფრო გავდა :love:

    და თან ამ სურათში ლურჯი თვალები არ ჩანს :D

  4. როსტიკა რა მოთხოვნადია თურმე :D

    ხოდა ჯასტინი ჩემთვის მინდა.

    1. ახლა ვფიქრობ ცალკე გვერდი ხომ არ გავაკეთო ზემოთ და დავაქვა “ჩემი ძმის ფან-კლუბი” :D

      სურათები კი მაქვს ოხრად :P

  5. იმედები უნდა გადაგიწუროთ გოგოებო :D
    იდეალური ბიჭები, მით უმეტეს, შეყვარებულები არ არსებობენ :D

  6. ნუ ახლა მაგ კრიტერიუმებით თუ ვიხელმძრვანელებ მაქსიმუმ ცუგა ვიშოვო ))) იმაშიც ფული უნდა გადავიხადო )))
    ეგ პირველ ნაწილს რაც შეეხება
    და მეორე ნაწილში ახლა შეყვარებულმა თუ გცემა და გაგინა და შენ კიდევ გაუჩერდი, იმსახურებ ეტყობა მასეთს ან მეტიც, გინდა ეგეთი )))

    1. ვოოტ! მართალი ხარ შენ!

      ამიტომ ცუდი შეყვარებულის კარგო შეყვარებულებო, დაშორდით თქვენს ცუდ შეყვარებულებს!!! :D

  7. აუ ისადა
    მუსიკალურ გემოვნებას ამხელა ყურადღებას რატო აქცევთ აი ამიხსენით და მერე მიმაკალით იქვე :შ

  8. ვაიმე, მეორეში რამდენი ნნაცნობი რამე აღმოვაჩინე ჩემში…. ვსიო წავედი გადავხტე ფანჯრიდან )))

  9. აუფ… მდააა… და პრინციპში აღარც ვფიქრობ უკვე გავუშვი მეორე ვარიანტში ჯდებოდა… :D არა არ გვაწყობს მეორე ვარიანტის შეყვარებულს ჯობია მარტოობა… :D

  10. გაუფრთხილდი მასთან ურთიერთობას, თუ ის: – ლოლ ეს ისე გიწერია რო გადავირიე, მე მეგონა გაუფრხილდი იმ პონტში რომ არ იურთიერთო, ფრთხილად იყავი მასთანო :გიგი: და გამოვშტერდი :D

  11. და მარო, რა არის ეს მარტო პელიბოების სურათები რომ გიდევს? ჩვენ მელოტები (ნუ ნახევრად მელოტები) და მსუქნები არ ვართ ადამიანები და არ შეიძლება კარგი შეყვარებულები ვიყოთ?

    აი ეგაა რა, ბაზრობთ… ბაზრობთ… მაგრამ გადამწყვეტი მაინც გარეგნობაა :(

    1. ძვირფასო მეგობრებო!
      წარმოგიდგენთ იდეალური შეყვარებულის ჯიშის კიდევ ერთ ექსპონატს!

      ეს ექსპონატი გამოირჩევა სიმშვიდით, ერთგულებით, მხიარული და მოსიყვარულე ბუნებით, კარგი იუმორის გრძნობით, მრავალფეროვანი ინტერესებით, ამერიკული განათლებით, საინტერესოდ მომუშავე თავით და კიდევ ბონუსად მოჰყვება სხვადასხვა დამატებითი feature-ები, რომელთა განხილვა შორს წაგვიყვანს და შემიძლია ფინჯან ყავაზე უფრო ვრცლად მოგახსენოთ.

      მაშ ასე, გიყვარდეთ და გეშინოდეთ, რომ ის სხვასთან წავა:

      Image and video hosting by TinyPic

      Image and video hosting by TinyPic

      P.S. როგორც კვლევები ასახავენ, PLAYBOY-ბიჭები [რაც ზემოთ დავპოსტე] სულაც არ არიან ისეთი ანგელოზები, როგორიც ჩანან.

      1. ჰო! ასე :D და ისა ამ სურათებში რომ მაქვს თმები გაცვენილი, ისე აღარ მაქვს, ამომივიდა :D :D :D მართლა :D

  12. ჰოდა კრის ბრაუნი კაი შეყვარებულია ქალო? რიჰანას რა უქნა არ ნახე? Oо. ჩემს წინა პოსტს ადასტურებს ეგ ამბავი.

    1. ვააა… მგონი რაღაც მოვლენები ქრონოლოგიურად ავაცდინე.
      უყურე მაგ საზიზღარს :spy:

      პ.ს. არ გინდა შენი ბლოგის ლინკი ამ კომენტარის ფანჯარაში შეცვალო? ძველ ბლოგსპოტის ბლოგზე მაგდებს, როცა გაჭერ.

      1. შევცვალე :) დამახსოვრებული ქონდა და ავტომატურად ვუშვებდი ხოლმე :)

  13. “გპატიჟებს კინოში და თვითონ იხდის ბილეთის ფულს”

    აი ეს მაკლია მე!!!!

    ვერ ვეგუები მე იმ აზრზს რომ მე, ჩემი უნდა გადავიხადო, მომკალი და ვერ!!!!

    ისეთ უხერხულ სიტუაციაში ვარდები და ვიბნევი რომ…მერე რომ ვფქირობ ხოლმე ვიგუდები სიცილით :):)

    ეს ერთერთია იმ მცირე ჩამონათვალიდან რაც ჩვენ ბიჩებში მომწონს. :უსერ:

  14. პირველიდან 1 მუხლს ვერ აკმაყოფილებს,დანარჩენს კი :D ყვავილებს ვერ იტანს

Leave a Reply