მენატრება

1. ჩემს საკუთარ სახლში ყოფნის შეგრძნება.

2. ხანდახან საწოლის მაგივრად, სასტუმრო ოთახის ტახტზე ჩაძინება…

3. ჩემი მომზადებული წვნიანის სუნი.

4. არეული ოთახები და მათი დალაგებაც.

დაგროვილი გასარეცხი ჭურჭელი სამზარეულონ ნიჟარაში.
5. დაგროვილი გასარეცხი ჭურჭელი სამზარეულონ ნიჟარაში.

6. ჩემი კომპიუტერი და სერიალები, იმ კომპიუტერში რომ დამრჩა…

7. ვარდისფერი გორგოლაჭებიანი სავარძელი.

8. ჩემი წიგნები, მათგან ამ წამს ყველაზე უფრო – “რიო პიედრას ნაპირზე ჩამოვჯექი და ავტირდი”.

9. ჩემი ყვავილი, რომელიც ალბათ ძალიან გაიზარდა... ან გახმა...

10. და ის დრო, ეს ბლოგი რომ მართლა კარგი ბლოგი იყო.

ბოლო პუნქტს ეშველება და აი დანარჩენს – არ ვიცი…

21 thoughts on “მენატრება”

  1. გადაიკითხე შენი “ჩემი სახლიდან შენამდე”…

    და……

    შეიცვალა რამე?

  2. დეპრესიის ნიშნები აქვს ამ ბლოგს …
    დანარჩენსაც ეშველება, არანაკლებ ადვილად :))

  3. და ათივეს ეშველება რა არის უშველებელი ? :)
    ყველაფერი გავლადია
    დავიწყებადია
    გამოსწორებადია

    1. 1% ყოველთვის არსებობს, მაგრამ დანარჩენი 99% ჯობნის ხოლმე :)

  4. მაშინ იმ ერთსაც არ აქვს აზრი.
    პირადად მე 0.5 % შანსზეც კი ვიბრძოლებდი თუ მიღირს და მინდა ძალიან.

  5. მარიი, ეს ბლოგი რომ მართლა კარგი ბლოგი “იყო”.. იყო არა!!! არის! :** ნუ გგონია, რომ დაგივიწყეთ! :***

  6. ასეთი საყვარელი ბლოგი მე არასოდეს მინახავს… ვგიჟდები ადმინზე …არ ეგონოს ეხლა რომ ვკერავ და რამე ესეთი………

  7. :( ძალიან “ჩემიანია”, Sweety, შენი სამყარო და ფიქრები :( პირადულიც კი… :( არ გიცნობ, მაგრამ მგონია, ძალიან ბევრი გვაქვს საერთო. ბიდიშს გიხდი, ასე დაუკითხავად რომ შემოგეჭერი ბლოგზე :*

Leave a Reply