I know her

by Sweety on 16 სექტემბერი, 2009 · 11 comments

in დღიური,ურთიერთობები

untitledსაიდან იწყება ადამიანთან ნაცნობობა, როდესაც ის ვირტუალურად იწყება?

რა თვლით საწყის წერტილად?

როდესაც მის ბლოგს პირველად აღმოაჩენთ და ამ ადამიანის შესახებ რაიმე ფაქტებს შეიტყობთ?

თუ როდესაც პირველ კომენტარს დაუტოვებთ?

თუ როდესაც პირველ იმეილს მისწერთ?

თუ როდესაც პირველად ტვიტერზე გამოელაპარაკებით?

თუ როდესაც Facebook-ზე მეგობრებში დაამატებთ და ისიც დაადასტურებს?

თუ როდესაც რაიმე დურაკულ თამაშს ერთად თამაშობთ გათენებამდე და ერთმანეთს ათას ხარახურას უგზავნით?

თუ როდესაც თავის ბლოგზე დაგლინკავთ?

ვენდიმ მაჩუქა

Cactus Doll (Wendy-მ მაჩუქა)

თუ როდესაც უკვე იმდენი გაქვთ სათქმელი, რომ მესინჯერში ამატებთ ერთმანეთს და 6 საათის განმავლობაში ჩატაობთ?

თუ როდესაც პირველ საიდუმლოებებს გაგიმხელთ?

რას ეძახით “გაცნობას”? როდის ამბობთ ხოლმე – ”მე ის გავიცანი”? რას ეძახით ”დამეგობრებას”?

თუ მაინცდამაინც რეალში უნდა ნახო ადამიანი, რომ მასთან იმეგობრო… :user:

{ 11 comments… read them below or add one }

1 ლილიანი 17 სექტემბერი, 2009 at 12:33 am

მაშინ როდესაც ატყობ რომ ბევრია საერთო გასაზიარებელი

პასუხი

2 zurriuss 17 სექტემბერი, 2009 at 2:35 am

ორიოდ დღის წინ დაგამატე ფეისბუქზე…. აქამდე ძალიან მაინტერესებდა, სინამდვილეში ვინ იყავი. ნაცნობობა იწყება იქიდან, როდესაც ერთმანეთის მიმართ გაგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა იზრდება. როცა ნებისმიერ კომენტარზე, უმნიშვნელოვანზეც კი, რაღაც პასუხს წერ იმ იმედით, რომ უფრო მეტს გაიგებ მასზე. :)
აი, თუ შენს კომენტარს ინტერნეტსივრცის შემს ნაწილში წავაწყდები, ეს უკვე გაცნობის დასაწყისი იქნება, არა? :)

პასუხი

3 Sweet 17 სექტემბერი, 2009 at 3:57 am

Yep! მართალი ხარ :)

პასუხი

4 clown 17 სექტემბერი, 2009 at 8:03 am

ალბათ მაშინ როცა გავიგებთ რომ ერთმანეთის გვესმის და ბევრი გვაქვს საერთო ^^

პასუხი

5 kanario 17 სექტემბერი, 2009 at 4:03 pm

ჩემი აზრით, როდესაც გაქვს ბლოგი, მასზე სრულიად გულახდილად წერ იმას, რა განცდები იბადება შენში ამა თუ იმ სიტუაციის დროს, ხოლო შემდეგ ვინმე რომ კითხულობს, ვფიქრობ ნაწილობრივ უკვე გიცნობს კიდეც, იცის შენი ინტერესები და გგულშემატკივრობს :)

პასუხი

6 კატიე 19 სექტემბერი, 2009 at 12:50 am

“თუ როდესაც პირველ საიდუმლოებებს გაგიმხელთ”

პასუხი

7 Sweety 19 სექტემბერი, 2009 at 12:56 am
8 paaawu 19 სექტემბერი, 2009 at 9:52 pm

როდესაც მის ბლოგს ხშირად ვკითხულობ და 100% ით თუ არა 99%ით გულახდილია… :)

პასუხი

9 Неуловимыи Джо 30 სექტემბერი, 2009 at 5:27 pm

მე მაპატიე მარი მაგრამ იმხო შენ მაგ სინგაპურელი ბლოგერი გოგოს აკოპირებ. ანუ მას ბაძავ, ყველაფერში :)

‘იმჰო :)

პასუხი

10 Sweety 30 სექტემბერი, 2009 at 5:37 pm

ბუეჰეე!

ყოველ შემთხვევაში მისაბაძი მაგალითი მაინც მყავს მაგარი ^_^

პასუხი

11 Dianiko 10 ოქტომბერი, 2009 at 1:00 am

:) ) ადამიანის გაცნობას ან 5 წუთი უნდა ანაც მთელი ცხოვრება! ყველა ინდივიდუალურია!

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</