I invent U

by Sweety on 12 მარტი, 2009 · 8 comments

in დღიური,ურთიერთობები

17022009866რა ბედის პატრონი უნდა იყო, რომ ქმარი/ოჯახის წევრები დაარწმუნო გაიღონ თანხები აივნის მისაშენებლად, მერე იმდენი ქნა, რომ გარედან ვარდისფრადაც შეაღებინო და უცებ, ერთ მშვენიერ დღეს შენს ნალოლიავებ ვარდისფერ აივანს მერიის მიერ მოგზავნილი მეხანძრეების და მუშების მთელი არმია შეესიოს და ჩამოგიშალონ.

როცა ამ აივნის მშენებლობა დაასრულეს და შეღებვა დაიწყეს, ვფიქრობდი, რა ბედნიერია მისი პატრონი… ახლა, როცა დაუნგრიეს, მაინც არ შემიძლია ვიფიქრო, რომ ბედნიერი არ არის.

და ის ამოუშენებელი კარები, რომელიც პირდაპირ მეექვსე სართულის იმაღლეზე ჰაერში გამოდის, ისეთი იმედის ნაპერწკალით მავსებს რამდენჯერაც შევხედავ… თითქოს აივნის ხელმეორედ აშენებას ელოდებაო.

მე ხომ ბლოგებზე გარეკილი მაქვს.. ხოდა, ხანდახან ადამიანებს ვუყურებ ქუჩაში და ვცდილობ მათი ბლოგები წარმოვიდგინო. “აი, შენ რომ ბლოგი გქონოდა, ნამდვილად მოღუშული ბლოგი იქნებოდა. თეთრი ნაწერით შავ ფონზე და ვერავინ ვერაფერს წაიკითხავდა… სურვილიც არავის ექნებოდა. რა საცოდავი ხარ… იცოდი?”

ზოგი კი ისეთი მხვდება, ბლოგთან კი არა ადამიანთან ვერ დააკავშირებ…

არ მიყვარს კორპორატიული ტიპები ვითომ საქმიანი გამომეტყველებით. რაც არ უნდა უმტკიცო, არანაირად არ ესმით, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში – ეს თავად ცხოვრებაა. სად გაქვს ემოციები? რატომ არ იღიმები? არ გესმის, ან არ იმჩნევ, ან იმდენი კომპლექსები გაწუხებს, არ იცი რას ამოეფარო. არადა საკუთარი თავისგან ისეთი კვადრატი გამოგიძერწავს მშვენივრად დაეტევი მის უკან. ვერავინ დაგინახავს…

ვერ გადავწყვიტე რომელი უფრო მართალია: ცხოვრებისთვის სიცოცხლე თუ სიცოცხლისთვის ცხოვრება.

21.05.06

21.05.06

ყოველ დილით სიცოცხლე მიხარია და ამიტომ ვცდილობ გავაგრძელო ცხოვრება.
ყოველ საღამოს ცხოვრებას ვასრულებ და სიცოცხლისათვის საჭირო ძალებს ვიკრებ…

ეს ყველაფერი ერთი დიდი დღესასწაულია, დიდი დაბადების დღე, ან დიდი ახალი წელი… პატარ-პატარა ფეირვერკებით და ბროლის ჭიქების წკარუნით. რომლის ცენტრშიც მე მოვხვდი და მგონია რომ ყველაფერი ჩემს გარშემო ხდება. ყველა თავისთვის მიედინება მაგრამ მე ხომ აქა ვარ, სწორედ რომ ცენტრში…

ხანდახან ვირინდები და ვცდილობ, გამოვერკვე, ხომ არ მძინავს და ეს სამყარო, ჩვენ რომ დედამიწას ვეძახით, ჩემივე გამოგონილი ხომ არ არის… ყველაფერი, რაც ჩემს გარშემო არსებობს, ჩემი გამოგონილია. არსებობენ ჩემი გამოგონილი ადამიანები. დანარჩენები ჯერ არარსებობენ.

განა შენც ჩემი გამოგონილი არ ხარ? მაგრამ ისე მიყვარხარ, ისე…

გახსოვს, ჩვენს მეგობრებთან სტუმრად რომ ვიყავით ამას წინათ და გვკითხეს, ისევ გიყვართო? და შენ რომ გაჩუმდი და მიყურებდი თვალებში. იცი, როგორ მეტკინა გული? რატომ არ დამასწარი გეყვირა რომ კი, ისევ გიყვარვარ და ყოველთვის გეყვარები და ვერაფერი შეცვლის შენს სიყვარულს, რომ ყველაზე, ყველაზე თბილი ნავსაყუდელი ვარ სადაც კი ოდესმე მიგიცურავს…

მე რომ შენ არ მყოლოდი ფრთამოტეხილი ჩიტი ვიქნებოდი და ყველა ჩემი დღე ფუჭად ჩაივლიდა.

გმადლობ, რომ ხარ. გმადლობ, რომ ჩემთან ერთად იღიმი, გმადლობ, რომ გიყვარვარ, გმადლობ, რომ ნატკენზე მკოცნი, გმადლობ, რომ დილით მაღვიძებ, გმადლობ, რომ ღამით სიზმრებს მინიავებ, გმადლობ, რომ ხშირად ბრაზობ და ხშირად მეფერები, გმადლობ, რომ მირეკავ, გადლობ, რომ ჩემთან სექსი გაქვს, გმადლობ, რომ ჩემს გარეშე შენს არსებობას აზრი ეკარგება, რადგან ეგ რომ არა, მეც კარგა ხნის ჩამქრალი და გაფერმკრთალებული ვიქნებოდი…

ისეთი ბედნიერი ვარ გული მიგრძნობს მალე რაღაც მეტკინება.

ისეთი ბედნიერი ვარ, რომ აღარასდროს მოვკვდები!

30122008690

{ 8 comments… read them below or add one }

1 Spieler 12 მარტი, 2009 at 6:26 am

ძალიან ძალიან ძალიან მიყვარხარ მარუს :) სიცოცხლეზე მეტად!!!

:love: <3

პასუხი

2 utvino 12 მარტი, 2009 at 11:53 am

“მალე რაღაც მეტკინება.”
არ გეტკინება :ნო:

პასუხი

3 ჩორვენი 12 მარტი, 2009 at 2:12 pm

სოუ სვიტ!!

პასუხი

4 piccolina 12 მარტი, 2009 at 2:23 pm

ააააი ლაიკ ზეტ :ლოვე:

ჭორიკანა მეზობელო, უთვალიერებ ყველას აივნებს ხო?
ისე შენი ფანჯრიდან ხედი მეც მომწონს ))

ხოდა თავს მიხედე, არაფერიც არ მოხდება :2კისს:

პასუხი

5 Sweet Baby Girl 12 მარტი, 2009 at 2:26 pm

ვიცი რომ არ მოხდება. :D გადახაზული მგიტომ მაქვს… :2kiss:

პასუხი

6 dodka 12 მარტი, 2009 at 3:46 pm

აჰამ რა ბედნიერი იქნებოდა მაგ აივნის პატრონი, როდესაც რამდენიმე წლის შემდეგ მისი 3 წლის ბავშვი გაირბენდა აივანზე და უხარისხო მიშენების გამო ჩამოინგრეოდა – ეგეც შეგიძლია წარმოიდგინო :D

მიშენებები – ეტა ზლო!

პასუხი

7 Sweet Baby Girl 12 მარტი, 2009 at 3:49 pm

მიშენება უხარისხო კი არ იყო, არამედ უკანონო :D

პასუხი

8 თაა (TT+) 28 აპრილი, 2009 at 5:52 pm

გენაცვალეეეეეეეეეეეეე

აი ჩემნაირი პოსტებიც აღმოგიჩინე
ძალიან მესმის შენი, სულ ასეთი ბედნიერი იყავი, გკოცნი

პასუხი

Leave a Comment

Previous post:

Next post:

</